სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორში პოლტერგეისტი გამოჩნდა
გორში პოლტერგეისტი გამოჩნდა

უწ­მინ­დუ­რი ძალა გო­რის ერთ-ერთ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მოჩ­ნდა. თუმ­ცა თა­ვი­დან მოჩ­ვე­ნე­ბა ოჯა­ხის წევ­რებს სა­გან­გა­შო დის­კომ­ფორ­ტს არ უქ­მნი­და. სახ­ლის მკიდ­რის, ნატო ოქ­რო­პი­რი­ძის თქმით, ერთი წლის წინ მოჩ­ვე­ნე­ბამ მის შვილს თმის კუ­ლუ­ლი მო­აჭ­რა. ერთი წლის შემ­დეგ კი მოჭ­რი­ლი თმა ეს­რო­ლა. რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ამ­ბობს, მან ხმაც გა­ი­გო­ნა: "გახ­სოვს ეს თმე­ბი?".

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მოჩ­ვე­ნე­ბა იმ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და, რომ ოჯახს სახ­ლის და­ტო­ვე­ბა და სა­ცხოვ­რებ­ლად ნა­თე­სა­ვებ­თან გა­დას­ვლა მო­უხ­და.

უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნით რუ­სუ­ლი ტე­ლე­არ­ხი LifeNews და­ინ­ტე­რეს­და. რუსი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბულ სი­უ­ჟეტ­ში ნატო ოქ­რო­პი­რი­ძის მა­მამ­თი­ლი, მე­რა­ბი ფრთხი­ლად ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებს სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რებს თა­ვის ყო­ფილ სახ­ლს. ნა­ტოს მა­მამ­თი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სახ­ლში უწ­მინ­დუ­რი ძალა ბა­ტო­ნობს. მისი თქმით, კედ­ლებ­ზე პე­რი­ო­დუ­ლად ჯვრე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ისა­ხე­ბა (სი­უ­ჟეტ­ში მარ­თლაც ჩანს კედ­ლებ­ზე ჯვრის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი). მე­რა­ბის თქმით, კედ­ლებ­ზე ჯვრე­ბის გა­მო­სახ­ვა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც მის­მა შვი­ლიშ­ვილ­მა შინ ნა­ჩუ­ქა­რი ხატი მი­ი­ტა­ნა. გარ­და ამი­სა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მას სა­კუ­თა­რი თვა­ლით არა­ერ­თხელ უნა­ხავს გო­გო­ნას მოჩ­ვე­ნე­ბა და მისი ხმაც გა­უ­გია. მე­რა­ბი ასე­ვე ამ­ბობს, რომ მოჩ­ვე­ნე­ბამ მისი შვი­ლიშ­ვი­ლის მოკ­ვლაც სცა­და. ამ ფაქტს ნა­ტოც ადას­ტუ­რებს.

"ერთხელ მე და ჩემი პა­ტა­რა ვაჟი შინ მარ­ტო­ნი ვი­ყა­ვით. მე სა­ძი­ნე­ბელ­ში შეს­ვლა ვცა­დე, მაგ­რამ კა­რებს შიგ­ნი­დან ვი­ღაც იჭერ­და. სხვა ოთახ­ში და­ვი­ძი­ნეთ, შუა ღა­მე­ზე გა­მეღ­ვი­ძა და და­ვი­ნა­ხე ბავ­შვი კე­დელ­ზე მი­ცო­ცავ­და. ვკი­თხე, ლაშა, სად მი­დი­ხარ-მეთ­ქი და მი­პა­სუ­ხა, სა­ხუ­რავ­ზე ვირ­თხე­ბი მე­ძა­ხი­ა­ნო", - ყვე­ბა ნატო ოქ­რო­პი­რი­ძე.

ამ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ ოჯახ­მა სახ­ლი და­ტო­ვა.

LifeNews-ის თხოვ­ნით, ოჯა­ხის წევ­რე­ბი შინ უფო­ლო­გი ერეკ­ლე შო­ნი­ას თან­დას­წრე­ბით დაბ­რუნ­დნენ. ერეკ­ლე შო­ნი­ამ სახ­ლი დე­ტა­ლუ­რად და­ათ­ვა­ლი­ე­რა და იმ ად­გილს მი­აგ­ნო, სა­ი­და­ნაც მოჩ­ვე­ნე­ბა ჩნდე­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლე­ო­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, უფო­ლოგ­მა შე­ნო­ბის აურა შე­ის­წავ­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ სახ­ლში მის ბი­ნა­დართ საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ. მისი თქმით, პი­რი­ქით, სა­სარ­გებ­ლოც კია მათ­თვის იმ ად­გილ­თა სი­ახ­ლო­ვეს ყოფ­ნა, სა­დაც ჯვრე­ბი ისა­ხე­ბა.

თუმ­ცა მოჩ­ვე­ნე­ბის კე­თი­ლი ზრახ­ვე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს არ სჯე­რათ და უკან არ აპი­რე­ბენ დაბ­რუ­ნე­ბას, ვიდ­რე სახ­ლის ყო­ველ კუ­თხეს სა­სუ­ლი­ე­რო პირი გან­წმენ­დს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

გორში პოლტერგეისტი გამოჩნდა

გორში პოლტერგეისტი გამოჩნდა

უწმინდური ძალა გორის ერთ-ერთ სახლში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. თუმცა თავიდან მოჩვენება ოჯახის წევრებს საგანგაშო დისკომფორტს არ უქმნიდა. სახლის მკიდრის, ნატო ოქროპირიძის თქმით, ერთი წლის წინ მოჩვენებამ მის შვილს თმის კულული მოაჭრა. ერთი წლის შემდეგ კი მოჭრილი თმა ესროლა. როგორც ქალბატონი ამბობს, მან ხმაც გაიგონა: "გახსოვს ეს თმები?".

დროთა განმავლობაში მოჩვენება იმდენად აგრესიული გახდა, რომ ოჯახს სახლის დატოვება და საცხოვრებლად ნათესავებთან გადასვლა მოუხდა.

უჩვეულო მოვლენით რუსული ტელეარხი LifeNews დაინტერესდა. რუსი ჟურნალისტების მომზადებულ სიუჟეტში ნატო ოქროპირიძის მამამთილი, მერაბი ფრთხილად ათვალიერებინებს სიუჟეტის ავტორებს თავის ყოფილ სახლს. ნატოს მამამთილი დარწმუნებულია, რომ სახლში უწმინდური ძალა ბატონობს. მისი თქმით, კედლებზე პერიოდულად ჯვრები და საქართველოს დროშა ისახება (სიუჟეტში მართლაც ჩანს კედლებზე ჯვრის გამოსახულებები). მერაბის თქმით, კედლებზე ჯვრების გამოსახვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა შვილიშვილმა შინ ნაჩუქარი ხატი მიიტანა. გარდა ამისა, როგორც თავად ამბობს, მას საკუთარი თვალით არაერთხელ უნახავს გოგონას მოჩვენება და მისი ხმაც გაუგია. მერაბი ასევე ამბობს, რომ მოჩვენებამ მისი შვილიშვილის მოკვლაც სცადა. ამ ფაქტს ნატოც ადასტურებს.

"ერთხელ მე და ჩემი პატარა ვაჟი შინ მარტონი ვიყავით. მე საძინებელში შესვლა ვცადე, მაგრამ კარებს შიგნიდან ვიღაც იჭერდა. სხვა ოთახში დავიძინეთ, შუა ღამეზე გამეღვიძა და დავინახე ბავშვი კედელზე მიცოცავდა. ვკითხე, ლაშა, სად მიდიხარ-მეთქი და მიპასუხა, სახურავზე ვირთხები მეძახიანო", - ყვება ნატო ოქროპირიძე.

ამ შემთხვევის შემდეგ ოჯახმა სახლი დატოვა.

LifeNews-ის თხოვნით, ოჯახის წევრები შინ უფოლოგი ერეკლე შონიას თანდასწრებით დაბრუნდნენ. ერეკლე შონიამ სახლი დეტალურად დაათვალიერა და იმ ადგილს მიაგნო, საიდანაც მოჩვენება ჩნდება. სპეციალური მოწყობილეობების საშუალებით, უფოლოგმა შენობის აურა შეისწავლა და აღნიშნა, რომ ამ სახლში მის ბინადართ საფრთხე არ ემუქრებათ. მისი თქმით, პირიქით, სასარგებლოც კია მათთვის იმ ადგილთა სიახლოვეს ყოფნა, სადაც ჯვრები ისახება.

თუმცა მოჩვენების კეთილი ზრახვების ოჯახის წევრებს არ სჯერათ და უკან არ აპირებენ დაბრუნებას, ვიდრე სახლის ყოველ კუთხეს სასულიერო პირი განწმენდს.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს