Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ედუარდ შევარდნაძე: პუტინს შეიძლება, ვენდოთ!
ედუარდ შევარდნაძე: პუტინს შეიძლება, ვენდოთ!

- თავ­და­პირ­ვე­ლად, მინ­და, მი­ვე­სალ­მო ჩვე­ნი დიდი კლა­სი­კო­სის, ბა­ტო­ნი ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის მთაწ­მინ­და­ზე დაკ­რძალ­ვას. ამ ფაქ­ტმა, მისი ღვაწ­ლის ასეთ­მა და­ფა­სე­ბამ ნა­წი­ლობ­რივ შეგ­ვიმ­სუ­ბუ­ქა მისი და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­სუ­ლი კვი­რის მოვ­ლე­ნებს, ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ყუ­რა­დღე­ბო პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბა იყო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მო­უ­ლოდ­ნე­ლიც კი. მით უმე­ტეს, ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ - სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა­ზე მას შემ­დეგ ვი­ფიქ­რებთ, თუ არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას შე­ე­გუ­ე­ბი­ან, ანუ აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას აღი­ა­რე­ბე­ნო. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი იმას ნიშ­ნავს, რომ ის მზა­დაა სა­ქარ­თვე­ლოს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან სა­უბ­რის და­სა­წყე­ბად.

- თქვენ არა­ერ­თხელ გით­ქვამთ, ერ­თია, პო­ლი­ტი­კო­სი რას ამ­ბობს და მე­ო­რე, რას ფიქ­რობს ან რო­გორ იქ­ცე­ვაო. თქვენ გჯე­რათ პუ­ტი­ნის გულ­წრფე­ლო­ბის?

- კი, გულ­წრფე­ლია. პუ­ტინს შე­იძ­ლე­ბა, ვენ­დოთ!

- სა­ინ­ტე­რე­სო გან­ცხა­დე­ბაა.

- მე ეს აქამ­დეც მით­ქვამს, ვიდ­რე პუ­ტი­ნი ამ უკა­ნას­კნელ გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებ­და. მისი ნდო­ბის სა­ფუძ­ვე­ლიც მაქვს. ამის მა­გა­ლი­თია ჩემი და მისი შეხ­ვედ­რა სოჭ­ში 2003 წელს და გალ­ში დევ­ნი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც მან პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლა. არის კი­დევ ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ვფიქ­რობ, რომ პუ­ტი­ნი თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში გულ­წრფე­ლია.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის­თვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა. რა­ტომ­ღაც ამ ფაქტს მა­შინ სა­თა­ნა­დო მნიშ­ვნე­ლო­ბა არ მი­ე­ნი­ჭა. მე კი დღემ­დე მათ შეხ­ვედ­რა­ზე ვფიქ­რობ და მჯე­რა, რომ მისი უწ­მინ­დე­სო­ბის ავ­ტო­რი­ტე­ტი სას­წა­ულს მო­ახ­დენს.

- და მა­ინც, მცო­ცა­ვი ანექ­სი­ის ფონ­ზე პუ­ტი­ნის გულ­წრფე­ლო­ბა ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია.

- ჩემ­თვის სავ­სე­ბით გა­სა­გე­ბია სა­ზო­გა­დო­ე­ბის უნ­დობ­ლო­ბა. რო­გორც ზე­მოთ გი­თხა­რით, პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბა პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­უბ­რის და­სა­წყე­ბად, ამ­ჯე­რად რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პი­რის მიერ გად­მოდ­გმუ­ლი. ცხა­დია, მას ისიც კარ­გად ეს­მის, რომ, პირ­ველ რიგ­ში სწო­რედ მცო­ცა­ვი ანექ­სი­ის სა­კი­თხი უნდა მოგ­ვარ­დეს.

თუ და­ი­წყე­ბა რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, მე მზად ვარ, დავ­დგე ჩვე­ნი მთავ­რო­ბის გვერ­დით. პუ­ტინ­თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს და თან არ­ცთუ ცუდი პი­როვ­ნუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლაო, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა. თქვე­ნი აზ­რით, რო­გორ შე­იც­ვა­ლა – და­დე­ბი­თად თუ უარ­ყო­ფი­თად?

- ეს მარ­თლაც ორაზ­როვ­ნად იყო ნათ­ქვა­მი, მაგ­რამ, რად­გან იქვე სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ უფრო და­დე­ბი­თის­კენ შე­იც­ვა­ლა.

- მა­ინც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო მისი მხრი­დან ასე­თი გან­ცხა­დე­ბა. რო­გორ ფიქ­რობთ, ხომ არ და­ა­ფიქ­რა რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პირი უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­მა?

- შე­საძ­ლოა, ამა­ნაც იმოქ­მე­და. თუმ­ცა... თქვენ ერთი რამ გა­ვი­წყდე­ბათ, პუ­ტინს არა­ნაკ­ლებ აწუ­ხებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მა. მე ამას ვხე­დავ.

- რა­ტომ უნდა აწუ­ხებ­დეს უზარ­მა­ზა­რი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მა?

- თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამის­თვის ბევ­რი მი­ზე­ზი არ­სე­ბობ­და აქამ­დეც, მაგ­რამ ახლა კი­დევ ერთი და­ე­მა­ტა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია შაჰდე­ნი­ზის მე­ო­რე ფა­ზის პრო­ექ­ტი. ამის გახ­მა­უ­რე­ბი­დან ზუს­ტად ორი დღის შემ­დეგ გა­ა­კე­თა პუ­ტინ­მა ის გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­ზეც ახლა ვსა­უბ­რობთ. ვფიქ­რობ, და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი დამ­თხვე­ვაა.

- ანუ პუ­ტი­ნი ამ სა­კი­თხმა და­ა­ფიქ­რა?

- თუ შაჰდე­ნი­ზის მე­ო­რე ფა­ზის პრო­ექ­ტი მარ­თლაც გან­ხორ­ცი­ელ­და, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­პის ენერ­გე­ტი­კუ­ლი რუკა მთლი­ა­ნად შე­იც­ვლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის­გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა კი საგ­რძნობ­ლად გა­იზ­რდე­ბა. ცხა­დია, ეს სა­ხარ­ბი­ე­ლო ვერ იქ­ნე­ბა რუ­სე­თის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბა­ზე ამ პრო­ექ­ტმაც იქო­ნია გავ­ლე­ნა. ამას და­ე­მა­ტა ევ­რო­საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის ჰერ­მან ვან რომ­პე­ის გან­ცხა­დე­ბა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის სურ­ვი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი აგ­ვის­ტო­ში მო­ა­წე­როს, ანუ ევ­რო­პა პრო­ცესს აჩ­ქა­რებს. ასე რომ, საკ­მა­რის­ზე მეტი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს, პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბას ოპ­ტი­მის­ტუ­რად შევ­ხე­დოთ. უფრო მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თვა­ლოთ, რომ ამ გან­ცხა­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო.

გა­სულ კვი­რას კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნა მოხ­და რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში - ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა კომ­პა­ნია "ЮКОС"-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ხო­დორ­კოვ­სკი შე­ი­წყა­ლა ათი წლის პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ! აშ­კა­რაა, რომ რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პირი თა­ვის ქმე­დე­ბებს რა­დი­კა­ლუ­რად ცვლის. სხვა­თა შო­რის, გერ­მა­ნი­ა­ში ჩას­ვლი­სას, ხო­დორ­კოვ­სკის აე­რო­პორ­ტში ჰანს-დიტ­რიხ გენ­შე­რი დახ­ვდა...

- ბოლო დღე­ებ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სე­ბი ვი­თარ­დე­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნით...

- გე­თან­ხმე­ბით, მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სე­ბი მი­დის, რა­მაც, ვფიქ­რობ, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა და­ა­ფიქ­როს სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

- თქვენ რას გუ­ლის­ხმობთ?

- ხომ ვამ­ბობ­დი, ესე­ნი გა­მოც­დი­ლი პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი, შან­ტა­ჟის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან-მეთ­ქი. ნა­ხეთ, რა თავ­სა­ტე­ხი გა­უ­ჩი­ნა მე­რა­ბიშ­ვილ­მა?

- ფიქ­რობთ, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა პრო­ვო­კა­ცი­აა?

- და­უ­ჯე­რე­ბე­ლია. მაგ­რამ ამ გან­ცხა­დე­ბამ გა­სა­კე­თე­ბე­ლი მა­ინც გა­ა­კე­თა. გან­სჯის სა­გა­ნი გახ­და! სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ეჭვი და­თე­სა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბას მო­ი­თხო­ვენ, ანუ მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია, დრო­ე­ბით მა­ინც.

- მე­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი მის­გან ჟვა­ნი­ას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას მო­ი­თხოვ­და.

- მე კი მგო­ნია, საქ­მე სხვა რა­მე­შია. ჩანს, რომ ახა­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი სე­რი­ო­ზუ­ლად შე­უდ­გა ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბას. ით­ქვა ისიც, რომ სა­ბო­ლოო დას­კვნა მალე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, სავ­სე­ბით გა­სა­გე­ბია მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის აფო­რი­ა­ქე­ბა. იმე­დია, მომ­ხდა­რის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დას­კვნებს გა­ა­კე­თებს.

- რა დას­კვნე­ბი უნდა გა­ა­კე­თოს?

- რაც დიდ­ხანს გა­ი­წე­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი და ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა, მით მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ დამ­ნა­შა­ვე­ებს, პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი მო­ა­წყონ და და­არ­წმუ­ნონ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ მათ წი­ნა­აღ­მდეგ ად­გი­ლი აქვს პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას.

არ სჭირ­დე­ბა ამ­დე­ნი დრო ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბას. ყვე­ლა­ფე­რი ისე­დაც ნა­თე­ლია. ამ მკვლე­ლო­ბის გახ­სნა არა­მარ­ტო მთავ­რო­ბის, არა­მედ მთე­ლი ერის ინ­ტე­რეს­შია. ამი­ტომ სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ეს, მე­რა­ბიშ­ვი­ლი თუ კი­დევ სხვა, ვი­საც ელე­მენ­ტა­რუ­ლი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ამ და­ნა­შა­ულ­ში, გი­სო­სებს მიღ­მა უნდა აღ­მოჩ­ნდეს, თა­ნაც, რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე დრო­ში.

რაც მე­ტად იწე­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი, მით უფრო იზ­რდე­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ ხალ­ხმა თა­ვად და­ი­წყოს დამ­ნა­შა­ვე­ებ­ზე ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­მიზ­ნე მარ­ტო ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღარ იქ­ნე­ბი­ან. ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მის გახ­სნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­შია!!!

- ბა­ტო­ნო ედუ­არდ, სა­ა­კაშ­ვი­ლი, თურ­მე, ამე­რი­კა­ში, წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ებს წა­ი­კი­თხავს.

- გთხოვთ, ამ ადა­მი­ან­ზე სა­უ­ბარს გვერ­დი ავუ­ა­როთ. ვის აინ­ტე­რე­სებს? სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­როვ­ნე­ბა ახლა მხო­ლოდ ერთი კუ­თხით არის სა­ინ­ტე­რე­სო - აღ­მოჩ­ნდე­ბა თუ არა ცი­ხე­ში!

- თქვე­ნი აზ­რით?

- ... ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნია ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა!

ნონა ბენ­დე­ლი­ა­ნი

გა­ზე­თი "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი"

ედუარდ შევარდნაძე: პუტინს შეიძლება, ვენდოთ!

ედუარდ შევარდნაძე: პუტინს შეიძლება, ვენდოთ!

- თავდაპირველად, მინდა, მივესალმო ჩვენი დიდი კლასიკოსის, ბატონი ჭაბუა ამირეჯიბის მთაწმინდაზე დაკრძალვას. ამ ფაქტმა, მისი ღვაწლის ასეთმა დაფასებამ ნაწილობრივ შეგვიმსუბუქა მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.

რაც შეეხება გასული კვირის მოვლენებს, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო პუტინის განცხადება იყო. შეიძლება ითქვას, მოულოდნელიც კი. მით უმეტეს, ლავროვის განცხადების შემდეგ - საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მას შემდეგ ვიფიქრებთ, თუ არსებულ რეალობას შეეგუებიან, ანუ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას აღიარებენო. რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი იმას ნიშნავს, რომ ის მზადაა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან საუბრის დასაწყებად.

- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, ერთია, პოლიტიკოსი რას ამბობს და მეორე, რას ფიქრობს ან როგორ იქცევაო. თქვენ გჯერათ პუტინის გულწრფელობის?

- კი, გულწრფელია. პუტინს შეიძლება, ვენდოთ!

- საინტერესო განცხადებაა.

- მე ეს აქამდეც მითქვამს, ვიდრე პუტინი ამ უკანასკნელ განცხადებას გააკეთებდა. მისი ნდობის საფუძველიც მაქვს. ამის მაგალითია ჩემი და მისი შეხვედრა სოჭში 2003 წელს და გალში დევნილების დაბრუნების შესახებ მიღწეული შეთანხმება, რომელიც მან პირნათლად შეასრულა. არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რის გამოც ვფიქრობ, რომ პუტინი თავის განცხადებაში გულწრფელია.

- რას გულისხმობთ?

- ჩვენი პატრიარქისთვის მიცემული პირობა. რატომღაც ამ ფაქტს მაშინ სათანადო მნიშვნელობა არ მიენიჭა. მე კი დღემდე მათ შეხვედრაზე ვფიქრობ და მჯერა, რომ მისი უწმინდესობის ავტორიტეტი სასწაულს მოახდენს.

- და მაინც, მცოცავი ანექსიის ფონზე პუტინის გულწრფელობა ძნელი დასაჯერებელია.

- ჩემთვის სავსებით გასაგებია საზოგადოების უნდობლობა. როგორც ზემოთ გითხარით, პუტინის განცხადება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის საუბრის დასაწყებად, ამჯერად რუსეთის პირველი პირის მიერ გადმოდგმული. ცხადია, მას ისიც კარგად ესმის, რომ, პირველ რიგში სწორედ მცოცავი ანექსიის საკითხი უნდა მოგვარდეს.

თუ დაიწყება რუსეთთან მოლაპარაკებები, მე მზად ვარ, დავდგე ჩვენი მთავრობის გვერდით. პუტინთან საქმიანი ურთიერთობის დიდი გამოცდილება მაქვს და თან არცთუ ცუდი პიროვნული დამოკიდებულება.

- საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩემი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალაო, - განაცხადა პუტინმა. თქვენი აზრით, როგორ შეიცვალა – დადებითად თუ უარყოფითად?

- ეს მართლაც ორაზროვნად იყო ნათქვამი, მაგრამ, რადგან იქვე სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე ისაუბრა, უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო დადებითისკენ შეიცვალა.

- მაინც მოულოდნელი იყო მისი მხრიდან ასეთი განცხადება. როგორ ფიქრობთ, ხომ არ დააფიქრა რუსეთის პირველი პირი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა?

- შესაძლოა, ამანაც იმოქმედა. თუმცა... თქვენ ერთი რამ გავიწყდებათ, პუტინს არანაკლებ აწუხებს საქართველოსთან ურთიერთობის პრობლემა. მე ამას ვხედავ.

- რატომ უნდა აწუხებდეს უზარმაზარი ქვეყნის პრეზიდენტს საქართველოსთან ურთიერთობის პრობლემა?

- თქვენ წარმოიდგინეთ, ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობდა აქამდეც, მაგრამ ახლა კიდევ ერთი დაემატა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ შემუშავებულია შაჰდენიზის მეორე ფაზის პროექტი. ამის გახმაურებიდან ზუსტად ორი დღის შემდეგ გააკეთა პუტინმა ის განცხადება, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ. ვფიქრობ, დამაფიქრებელი დამთხვევაა.

- ანუ პუტინი ამ საკითხმა დააფიქრა?

- თუ შაჰდენიზის მეორე ფაზის პროექტი მართლაც განხორციელდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპის ენერგეტიკული რუკა მთლიანად შეიცვლება. საქართველოს გაზისგამტარუნარიანობა კი საგრძნობლად გაიზრდება. ცხადია, ეს სახარბიელო ვერ იქნება რუსეთისთვის. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პუტინის განცხადებაზე ამ პროექტმაც იქონია გავლენა. ამას დაემატა ევროსაბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეის განცხადება, რომ ევროკავშირის სურვილია, საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი აგვისტოში მოაწეროს, ანუ ევროპა პროცესს აჩქარებს. ასე რომ, საკმარისზე მეტი მიზეზი არსებობს, პუტინის განცხადებას ოპტიმისტურად შევხედოთ. უფრო მეტიც, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამ განცხადებით საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყო.

გასულ კვირას კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა მოხდა რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში - ვლადიმერ პუტინმა კომპანია "ЮКОС"-ის ხელმძღვანელი ხოდორკოვსკი შეიწყალა ათი წლის პატიმრობის შემდეგ! აშკარაა, რომ რუსეთის პირველი პირი თავის ქმედებებს რადიკალურად ცვლის. სხვათა შორის, გერმანიაში ჩასვლისას, ხოდორკოვსკის აეროპორტში ჰანს-დიტრიხ გენშერი დახვდა...

- ბოლო დღეებში ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება ქვეყნის შიგნით...

- გეთანხმებით, მართლაც საინტერესო პროცესები მიდის, რამაც, ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დააფიქროს საქართველოს ახალი ხელისუფლება.

- თქვენ რას გულისხმობთ?

- ხომ ვამბობდი, ესენი გამოცდილი პროვოკატორები, შანტაჟის სპეციალისტები არიან-მეთქი. ნახეთ, რა თავსატეხი გაუჩინა მერაბიშვილმა?

- ფიქრობთ, რომ მერაბიშვილის განცხადება პროვოკაციაა?

- დაუჯერებელია. მაგრამ ამ განცხადებამ გასაკეთებელი მაინც გააკეთა. განსჯის საგანი გახდა! საზოგადოებაში გარკვეული ეჭვი დათესა. საერთაშორისო ორგანიზაციები ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ, ანუ მიზანი მიღწეულია, დროებით მაინც.

- მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მთავარი პროკურორი მისგან ჟვანიას საქმის გამოძიებაში დახმარებას მოითხოვდა.

- მე კი მგონია, საქმე სხვა რამეშია. ჩანს, რომ ახალი მთავარი პროკურორი სერიოზულად შეუდგა ჟვანიას მკვლელობის გამოძიებას. ითქვა ისიც, რომ საბოლოო დასკვნა მალე გამოქვეყნდება. ასეთ შემთხვევაში, სავსებით გასაგებია მერაბიშვილისა და მისი თანამოაზრეების აფორიაქება. იმედია, მომხდარის შემდეგ ხელისუფლება დასკვნებს გააკეთებს.

- რა დასკვნები უნდა გააკეთოს?

- რაც დიდხანს გაიწელება სამართლიანობის აღდგენის პროცესი და ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება, მით მეტი საშუალება ექნებათ დამნაშავეებს, პროვოკაციები მოაწყონ და დაარწმუნონ საერთაშორისო საზოგადოება, რომ მათ წინააღმდეგ ადგილი აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.

არ სჭირდება ამდენი დრო ჟვანიას მკვლელობის გამოძიებას. ყველაფერი ისედაც ნათელია. ამ მკვლელობის გახსნა არამარტო მთავრობის, არამედ მთელი ერის ინტერესშია. ამიტომ სააკაშვილი იქნება ეს, მერაბიშვილი თუ კიდევ სხვა, ვისაც ელემენტარული წვლილი მიუძღვის ამ დანაშაულში, გისოსებს მიღმა უნდა აღმოჩნდეს, თანაც, რაც შეიძლება მოკლე დროში.

რაც მეტად იწელება სამართლიანობის აღდგენის პროცესი, მით უფრო იზრდება უკმაყოფილება და, შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ ხალხმა თავად დაიწყოს დამნაშავეებზე ანგარიშსწორება. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში სამიზნე მარტო ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აღარ იქნებიან. ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნა სრულიად საქართველოს ინტერესებშია!!!

- ბატონო ედუარდ, სააკაშვილი, თურმე, ამერიკაში, წამყვან უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს.

- გთხოვთ, ამ ადამიანზე საუბარს გვერდი ავუაროთ. ვის აინტერესებს? სააკაშვილის პიროვნება ახლა მხოლოდ ერთი კუთხით არის საინტერესო - აღმოჩნდება თუ არა ციხეში!

- თქვენი აზრით?

- ... ვნახოთ, რამდენად სამართლიანია ქართული მართლმსაჯულება!

ნონა ბენდელიანი

გაზეთი "ასავალ-დასავალი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა