პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარა "ციტრუსის რევოლუციის" ზღვარზე
აჭარა "ციტრუსის რევოლუციის" ზღვარზე

აჭა­რა­ში გლე­ხებს ათე­უ­ლო­ბით ტონა მან­და­რი­ნი ან სარ­დაფ­ში აქვთ გა­მო­კე­ტი­ლი, ან ხეზე ულ­პე­ბათ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან და­პი­რე­ბულ დახ­მა­რე­ბას ელო­დე­ბი­ან, რო­მე­ლიც, რო­გორც წესი, იგ­ვი­ა­ნებს... დიდ­თოვ­ლო­ბი­სა და სხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, ციტ­რუ­სის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ერთი სი­ტყვით, რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, - "აჭარ­ლე­ბის­თვის ნა­მე­ტა­ნი გლა­ხა წელი მო­დის..."

ჯიმ­შე­რი, 32 წლის, ქო­ბუ­ლე­თის მკვიდ­რი:

- წელს ციტ­რუსს ძა­ლი­ან ბევ­რი ას­ხია... უფ­რო­სი თა­ო­ბის ხალ­ხი ამ­ბობს, ასე­თი კარ­გი და ხა­რის­ხი­ა­ნი მო­სა­ვა­ლი არ გვახ­სოვ­სო, მაგ­რამ "გა­სა­ვა­ლი" არ აქვს და რად გინ­და?.. რა ვქნათ გლე­ხებ­მა - სა­სუ­ქი "მი­ვე­ცით", შე­მოვ­ბა­რეთ, შე­მოვ­თოხ­ნეთ, ვიშ­რო­მეთ, წლის ბო­ლოს მო­სა­ვა­ლი ავი­ღეთ, მაგ­რამ ვერ ვყი­დით და 15 ტონა მან­და­რი­ნი საღა წა­ვი­ღო?.. სა­უ­კე­თე­სო ხა­რისხში 40 თეთ­რი შე­მომ­თა­ვა­ზეს და და­ნარ­ჩენს რა ვუყო?.. ხეზე და­ტო­ვე­ბა მე­ცო­დე­ბა, თო­რემ ისეთ გულ­ზე ვარ, წყალ­სა და მე­წყერს წა­უ­ღია ყვე­ლა­ფე­რი. ხეზე რომ დავ­ტო­ვო, მცე­ნა­რე­საც გა­მი­ფუ­ჭებს. არა­და, მომ­კრე­ფავს ცალ­კე ვაძ­ლიე ფული, დღი­უ­რად 20 ლარი; "მზი­დავს" - ცალ­კე (ვინც მან­და­რი­ნის გოდ­რებს ეზი­დე­ბა, იმას ჰქვია "მზი­და­ვი", 30 ლარი უნდა მის­ცე), პლუს, კვე­ბის ხარ­ჯი - ხალ­ხს რომ ამუ­შა­ვებ, ორ­ჯერ მა­ინც აჭა­მო უნდა, აპა, მში­ე­რი ხომ არ გე­ყო­ლე­ბა!.. ამ­დე­ნი ხარ­ჯის შემ­დეგ ამ ფას­ში რომ ჩა­ვა­ბა­რო მან­და­რი­ნი, "თხა ვი­ყი­დე, თხა გავ­ყი­დეც" არ გა­მომ­დის მაშ­ვინ... არც ის ვიცი, მაგ ფას­ში ყვე­ლას ჩა­ვა­ბა­რებ თუ - არა: "პა­ვი­ლი­ო­ნის" (იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­საც­დე­ლი ად­გი­ლი, ვინც ქარ­ხა­ნა­ში ციტ­რუ­სი გა­სა­ყი­დად მი­ი­ტა­ნა) თვა­ლუწ­ვდე­ნელ რიგ­ში ვდგა­ვარ ამ სი­ცი­ვე­სა და უბე­დუ­რე­ბა­ში და ვუ­ყუ­რებ, რო­გორ ლპე­ბა ჩემი მთე­ლი წლის ნაწ­ვა­ლე­ბი...

- გა­სულ წლებ­ში ციტ­რუ­სი რა ღირ­და?

- შარ­შან 60-70 თეთ­რი იყო და სტან­დარტსაც არ ითხოვ­დნენ... ბინ­ზეს­მე­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ტა­ნა და გან­ბა­ჟე­ბა ძვი­რი­აო. გვპირ­დე­ბოდ­ნენ, წელს ციტ­რუ­სის უკ­რა­ი­ნა­ში გა­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ეს არე­უ­ლო­ბა და­ემ­თხვაო. არ ვიცი, მარ­თლა ასე იყო თუ უკ­რა­ი­ნის არე­უ­ლო­ბას აბ­რა­ლე­ბენ... მეს­მის სა­ხელ­მწი­ფო­სიც, მა­თაც აქვთ პრობ­ლე­მე­ბი, მაგ­რამ ჩვენ, გლე­ხო­ბამ რა ვქნათ?.. "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ვე­რა­ფე­რი გვიშ­ვე­ლეს და გვე­გო­ნა, ამათ ხელ­ში მა­ინც შე­იც­ვლე­ბო­და უკე­თე­სო­ბის­კენ რამე, მაგ­რამ კა­ციშ­ვი­ლი არაა ჩვე­ნი პატ­რო­ნი. მერე კი­დევ იტყვი­ან, გლეხს შრო­მა ეზა­რე­ბაო. იწ­ვა­ლებ, და­ი­ხარ­ჯე­ბი, მო­სა­ვალს მო­იყ­ვან და სახ­ლში რომ და­გილ­პე­ბა, მო­მა­ვალ წელს და­გე­ზა­რე­ბა მუ­შა­ო­ბა, აპა, რა იქ­ნე­ბა, აპა, გი­ჟე­ბი კი არ ვართ, მუქ­თა­ზე ვი­მუ­შა­ოთ...

თე­მუ­რი, ქო­ბუ­ლე­თის მკვიდ­რი:

- ხა­რის­ხი­ა­ნი მან­და­რი­ნი, ვი­ძა­ლა­ვე და 30 თეთ­რად ჩა­ვა­ბა­რე. წვრილ "კაკ­ლებ­ში" 10 თეთ­რს გა­და­გიხ­დი­თო, ოღონდ ჯერ ცოტა ხანს უნდა გვა­ცა­დო, ხა­რის­ხი­ა­ნის შეს­ყიდ­ვა და­ვამ­თავ­რო­თო, - მი­თხრეს. ხა­რის­ხი­ან მან­და­რინ­ში, ერთ ტო­ნა­ში 150 კი­ლოგ­რამ და­ბალ­ხა­რის­ხი­ანს ურე­ვენ და ისე ყი­დი­ან... და­სალ­პო­ბად გან­წი­რულ მან­და­რინს, ვცდი­ლობთ, თა­ვად ვუშ­ვე­ლოთ. ზოგი, ახალ­ქა­ლაქ­სა და ახალ­ცი­ხე­ში მიგ­ვაქვს და კარ­ტო­ფილ­სა და კომ­ბოს­ტო­ში ვცვლით. შინ მთლად დალ­პო­ბას ჯო­ბია... ვი­საც იქ წა­ღე­ბის თავი არ აქვს, ნა­შო­ვარ­ზე გა­დაყ­რის, "ნა­შო­ვა­რი" იცი, რა არის?..

- არა...

- სად­მე "ჩატკლე­ცი­ლი მიწა", რო­მე­ლიც ამო­სავ­სე­ბია... ჩვენ­ში სიმ­წრით ხუმ­რო­ბენ ხოლ­მე, ჯერ მოყ­ვა­ნა უნდა ვი­დარ­დოთ, მერე კრე­ფა და მერე გა­დაყ­რაო... ეჰ, კი ვიცი, შვი­ლო, ახალს არა­ფერს ვამ­ბობ, მაგ­რამ მე და ჩემ გარ­შე­მო ბევ­რს ბან­კის ვა­ლით გვაქვს ეს მო­სა­ვა­ლი მოყ­ვა­ნი­ლი და მე­გო­ნა, ამით იმ ვა­ლის ნა­ხე­ვარს მა­ინც გა­ვის­ტუმ­რებ­დი. მორ­ჩე­ნი­ლი თან­ხით კი, წლი­დან წლამ­დე თუ არა, ნა­ხე­ვარ წელს მა­ინც გა­ვი­ტან­დით თავს მე და ჩემი ოჯა­ხი... ვიწ­ვა­ლე, მე­ვიყ­ვა­ნე და გა­ყიდ­ვაც თუ სა­დარ­დე­ბე­ლი გა­მიხ­დე­ბო­და, რავა მე­გო­ნა?! მერე ვი­ღაც თავს რომ მე­იკ­ლავს, შე­მო­ირ­ტყა­მენ შუბ­ლში, - უი, სა­წყა­ლი, რა ჭირ­და უშ­ვე­ლე­ბე­ლიო?! - იტყვი­ან. "უშ­ვე­ლე­ბე­ლი" ბევ­რს გვჭირს და მომ­ხე­და­ვი არა­ვინ გვყავს.

მე­დი­კო, ხელ­ვა­ჩა­უ­რის მკვიდ­რი:

- არ ვიცი, შვი­ლო, რამ­დე­ნად მარ­თა­ლია, მაგ­რამ ისიც ით­ქვა, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ფასს სპე­ცი­ა­ლუ­რად აგ­დე­ბენ, რომ ახალ წლამ­დე რაც შე­იძ­ლე­ბა და­ბალ ფას­ში შე­ის­ყი­დონ და დღე­სას­წა­ულ­ზე მა­ღალ ფას­ში გა­ყი­დო­ნო. რა ვიცი, რას გა­უ­გებ ამათ. გვი­თხრეს, ჩვე­ნი მთავ­რო­ბა თურ­ქეთ­ზე ამ­ყა­რებს იმედს, თურ­ქულ მხა­რეს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მი­დი­სო, მაგ­რამ თურ­ქეთ­ში ვის რაში სჭირ­დე­ბა ჩვე­ნი ციტ­რუ­სი? აქვთ თა­ვი­ან­თი უგე­მუ­რი, მაგ­რამ "შე­ხე­დუ­ლი", გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი და ყი­დი­ან მა­გას... ჩვენ კი ვი­ღუ­პე­ბით აგერ. სათ­ბუ­რი თოვლმა ჩა­მინ­გრია და მან­და­რი­ნი, რო­მე­ლიც ხეზე იყო დარ­ჩე­ნი­ლი, გა­ფუჭ­და. ფული არ მქონ­და, მკრე­ფა­ვე­ბის­თვის რომ მი­მე­ცა და ყვე­ლას დაკ­რე­ფა ვერ მო­ვას­წა­რი, მაგ­რამ რა აზრი ჰქონ­და, სარ­დაფ­ში ჩა­მილ­პე­ბო­და თუ ხეზე...

თე­მუ­რი, 46 წლის, მცი­რე მე­წარ­მე:

- გვპირ­დე­ბოდ­ნენ, მე­ციტ­რუ­სე ფერ­მე­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მო­ცუ­ლო­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტო იქ­ნე­ბა: ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბის ბი­უ­ჯე­ტი­დან 12 მი­ლი­ო­ნი ლა­რით, ხოლო აჭა­რის მთავ­რო­ბი­დან 1 მი­ლი­ონ 800 ათა­სი ლა­რით და­ფი­ნანსდე­ბი­თო, არას­ტან­დარ­ტუ­ლი მან­და­რი­ნის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა­ზეც იყო ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ არა­ფე­რი შეგვტყო­ბია და რა ვიცი... ჩემ­ზე უა­რეს დღე­ში არი­ან სხვე­ბი. მე მე­სა­მე­დი მა­ინც გავ­ყი­დე და ხალ­ხს ათო­ბით ტონა მან­და­რი­ნი სარ­დაფ­ში აქვს ჩა­წყო­ბი­ლი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და­პი­რე­ბულ დახ­მა­რე­ბას ამა­ოდ ელო­დე­ბა.

ამ დრო­ის­თვის, ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ონ­ში ციტ­რუ­სის შემ­ფუ­თა­ვი 13 ქარ­ხა­ნა გა­იხ­სნა, მაგ­რამ გა­მარ­თუ­ლად არც ერთი არ მუ­შა­ობს ან თუ მუ­შა­ობს, თეთ­რებს გვთა­ვა­ზო­ბენ და იქ მი­ტა­ნაც ცალ­კე ხარ­ჯად გვაწ­ვე­ბა...

ირაკ­ლი, 30 წლის, ქო­ბუ­ლე­თის მკვიდ­რი, მცი­რე მე­წარ­მე:

- ამ­ჟა­მად რა­ი­ონ­ში ერ­თა­დერ­თი ფირ­მა "სპა­ი­კა" შე­მორ­ჩა, რო­მე­ლიც 5 ათას ტო­ნამ­დე ციტ­რუ­სის მი­ღე­ბას აპი­რებს ქო­ბუ­ლეთ­სა და ნა­ტა­ნებ­ში, ოღონდ - შემ­ფუ­თა­ვი ქარ­ხნე­ბის გვერ­დის ავ­ლით, პირ­და­პირ გლეხ­თან კავ­ში­რი­თა და ნაც­ნო­ბო­ბით. რა­ი­ონ­ში კი, უამ­რა­ვი ისე­თი სო­ფე­ლია, სა­დაც შემ­ფუ­თა­ვი ქარ­ხა­ნაც არ მუ­შა­ობს და აღარც კერ­ძო პირი არ­სე­ბობს, ვინც ციტ­რუსს ჩა­ი­ბა­რებ­და... ვის­თა­ნაც მი­ვე­დი ან ტე­ლე­ფო­ნით და­ვუ­კავ­შირ­დი, ყვე­ლამ ერთი და იგი­ვე შე­კი­თხვა და­მის­ვა, - რო­გო­რი "კაკ­ლე­ბია"? ხომ იცი, წვრი­ლე­ბი არ უნდა ერი­ო­სო... - სტან­დარ­ტულ მან­და­რინს რო­მე­ლი ხე ის­ხამს-მეთ­ქი? - გავ­ბრაზ­დი... - მა­შინ სხვას მი­მარ­თეო. ვინ სხვას, რა გა­ვა­კე­თო, ბან­კის პრო­ცენ­ტი მი­წევს. მეც ჩემი ახ­ლო­ბე­ლი­ვით, თავს ხომ არ მო­ვიკ­ლავ ბან­კის ვა­ლის გამო...

იაგო, ბიზ­ნეს­მე­ნი, ბა­თუ­მის მკვიდ­რი:

- არც ჩვენ ვართ კარგ დღე­ში. მა­ღალ ფას­ში შე­ის­ყი­დეო, რომ გვე­უბ­ნე­ბი­ან, სად წა­ვი­ღოთ?.. უკ­რა­ი­ნამ სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დი გა­ზარ­და. სუბ­სი­დი­რე­ბის სა­კი­თხიც ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია, დღემ­დე გვპირ­დე­ბი­ან... პრობ­ლე­მა რუ­სეთ­ში გა­სა­ტან პრო­დუქ­ცი­ა­ზეც შეგ­ვექ­მნა - ისი­ნიც მკაც­რად გვთხო­ვენ, "სტან­დარ­ტი" და­ვიც­ვათ, სტან­დარ­ტი კი 55-მი­ლი­მეტ­რი­ა­ნი მან­და­რი­ნია... ბევ­რს და­უ­წუ­ნეს და ან ჩა­ლის ფას­ში ჩა­ა­ბა­რე­ბი­ნეს, ან გა­დაყ­რამ მო­უ­წი­ათ. ჩემი მე­გო­ბა­რი მიყ­ვე­ბო­და, 45-50-მი­ლი­მეტ­რი­ა­ნი პრო­დუქ­ცია მოგვ­თხო­ვე­სო. აი, ამ მი­ზე­ზე­ბის გამო შე­ჩერ­და ციტ­რუ­სის მი­ღე­ბა... ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ თბი­ლის­ში გავ­ყი­დოთ-მეთ­ქი, მაგ­რამ ეს ბა­ზა­რი გა­ლი­სა და სა­მეგ­რე­ლოს ციტ­რუ­სით არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც გე­მო­თი და ხა­რის­ხით აჭა­რულს ჯო­ბია... ადრე, უხა­რის­ხო და მე­ო­რა­დი მან­და­რი­ნი სა­კონ­სერ­ვო მრეწ­ვე­ლო­ბის მიერ გა­და­მუ­შავ­დე­ბო­და. ასე­თი სა­წარ­მო­ე­ბი ახლა აღარ არ­სე­ბობს. რა ვქნათ ჩვენ?..

ჩემი პარტნი­ო­რი, რო­მელ­საც ციტ­რუ­სი რუ­სეთ­ში აფხა­ზე­თი­დან გა­აქვს, მე­უბ­ნე­ბო­და, ქარ­თუ­ლი ვა­ლუ­ტით, 70-80 თეთ­რად ვა­ბა­რე­ბო, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ხა­რის­ხი­ან პრო­დუქ­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს. წლე­ბია უკვე, თა­ვი­სი "წერ­ტი­ლე­ბი" აქვს: ისეთ სა­ვაჭ­რო ქსე­ლებ­თან და მსხვილ ობი­ექ­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს, რო­გო­რე­ბი­ცაა "მაგ­ნი­ტი", "პე­რეკ­რი­ოს­ტი", "სპა­რი", "სკა­ზკა", "კოს­მო­სი". კი­დე­ვაც რომ ვთხო­ვო, ცოტა ჩემი, აჭა­რუ­ლიც გა­უ­რიე-მეთ­ქი, ვერ იზამს, რად­გან "ხელს არ გა­ი­ფუ­ჭებს"...

ავ­თან­დილ მეს­ხი­ძე, აჭა­რის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე:

- სამ­წუ­ხა­როდ, უამ­ინ­დო­ბის გამო, ტრა­ნსპორ­ტი­რე­ბა შე­ჩერ­და, რაც მე­ციტ­რუ­სე­ებს ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბას უქ­მნის. არა­და, სუბ­სი­დი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლია. მე­ციტ­რუ­სე­ებს ეს ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბო­და და შე­დე­გიც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ უა­მინ­დო­ბამ ხელი შეგ­ვი­შა­ლა. ამ ეტაპ­ზე 3 გემი უნდა იყოს შე­მო­სუ­ლი, მაგ­რამ თო­ვამ ტრან­სპორ­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა...

P.S აჭა­რა­ში ამბო­ბენ, ციტ­რუ­სის სე­ზო­ნის ჩა­ვარ­დნას კი­დევ ერთი მი­ზე­ზი აქვს - პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაო: მათი თქმით, აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს, არ­ჩილ ხა­ბა­ძეს არ აღ­მო­აჩ­ნდა რუს და უკ­რა­ი­ნელ ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის უნა­რი, რად­გან მას ახლა, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, "პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი" აქვს. ხა­ბა­ძის შე­საძ­ლო შემ­ცვლე­ლად, აჭა­რის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი ზაურ ფუტ­კა­რა­ძე გა­ნი­ხი­ლე­ბა, რის გა­მოც თავ­მჯდო­მა­რემ ფა­რუ­ლი ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­და ფუტ­კა­რა­ძე­სო. კონ­კრე­ტუ­ლად, აჭა­რუ­ლი მან­და­რი­ნით დატ­ვირ­თუ­ლი გემი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო, დაბ­ლო­კეს. ამის სა­შუ­ა­ლე­ბა კი ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძეს ჰქონ­და, რად­გან აჭა­რა­ში მოქ­მე­დი გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნი­ე­ბის მფლო­ბე­ლია. ამ ბიზ­ნეს­ში წილი კი, აჭარ­ლე­ბის თქმით, არ­ჩილ ხა­ბა­ძეს აქვს.

ასე რომ, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, აჭა­რე­ლი გლე­ხე­ბი, უა­მინ­დო­ბას­თან ერ­თად, ვარ­შა­ლო­მი­ძე-ხა­ბა­ძის პო­ლი­ტი­კა­საც ეწი­რე­ბოდ­ნენ...

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

აჭარა "ციტრუსის რევოლუციის" ზღვარზე

აჭარა "ციტრუსის რევოლუციის" ზღვარზე

აჭარაში გლეხებს ათეულობით ტონა მანდარინი ან სარდაფში აქვთ გამოკეტილი, ან ხეზე ულპებათ და ხელისუფლებისაგან დაპირებულ დახმარებას ელოდებიან, რომელიც, როგორც წესი, იგვიანებს... დიდთოვლობისა და სხვა მიზეზების გამო, ციტრუსის ტრანსპორტირება შეჩერებულია. ერთი სიტყვით, როგორც თავად ამბობენ, - "აჭარლებისთვის ნამეტანი გლახა წელი მოდის..."

ჯიმშერი, 32 წლის, ქობულეთის მკვიდრი:

- წელს ციტრუსს ძალიან ბევრი ასხია... უფროსი თაობის ხალხი ამბობს, ასეთი კარგი და ხარისხიანი მოსავალი არ გვახსოვსო, მაგრამ "გასავალი" არ აქვს და რად გინდა?.. რა ვქნათ გლეხებმა - სასუქი "მივეცით", შემოვბარეთ, შემოვთოხნეთ, ვიშრომეთ, წლის ბოლოს მოსავალი ავიღეთ, მაგრამ ვერ ვყიდით და 15 ტონა მანდარინი საღა წავიღო?.. საუკეთესო ხარისხში 40 თეთრი შემომთავაზეს და დანარჩენს რა ვუყო?.. ხეზე დატოვება მეცოდება, თორემ ისეთ გულზე ვარ, წყალსა და მეწყერს წაუღია ყველაფერი. ხეზე რომ დავტოვო, მცენარესაც გამიფუჭებს. არადა, მომკრეფავს ცალკე ვაძლიე ფული, დღიურად 20 ლარი; "მზიდავს" - ცალკე (ვინც მანდარინის გოდრებს ეზიდება, იმას ჰქვია "მზიდავი", 30 ლარი უნდა მისცე), პლუს, კვების ხარჯი - ხალხს რომ ამუშავებ, ორჯერ მაინც აჭამო უნდა, აპა, მშიერი ხომ არ გეყოლება!.. ამდენი ხარჯის შემდეგ ამ ფასში რომ ჩავაბარო მანდარინი, "თხა ვიყიდე, თხა გავყიდეც" არ გამომდის მაშვინ... არც ის ვიცი, მაგ ფასში ყველას ჩავაბარებ თუ - არა: "პავილიონის" (იმ ადამიანების მოსაცდელი ადგილი, ვინც ქარხანაში ციტრუსი გასაყიდად მიიტანა) თვალუწვდენელ რიგში ვდგავარ ამ სიცივესა და უბედურებაში და ვუყურებ, როგორ ლპება ჩემი მთელი წლის ნაწვალები...

- გასულ წლებში ციტრუსი რა ღირდა?

- შარშან 60-70 თეთრი იყო და სტანდარტსაც არ ითხოვდნენ... ბინზესმენები ამბობენ, საზღვარგარეთ გატანა და განბაჟება ძვირიაო. გვპირდებოდნენ, წელს ციტრუსის უკრაინაში გატანის საშუალება იქნებოდა, მაგრამ ეს არეულობა დაემთხვაო. არ ვიცი, მართლა ასე იყო თუ უკრაინის არეულობას აბრალებენ... მესმის სახელმწიფოსიც, მათაც აქვთ პრობლემები, მაგრამ ჩვენ, გლეხობამ რა ვქნათ?.. "ნაციონალებმა" ვერაფერი გვიშველეს და გვეგონა, ამათ ხელში მაინც შეიცვლებოდა უკეთესობისკენ რამე, მაგრამ კაციშვილი არაა ჩვენი პატრონი. მერე კიდევ იტყვიან, გლეხს შრომა ეზარებაო. იწვალებ, დაიხარჯები, მოსავალს მოიყვან და სახლში რომ დაგილპება, მომავალ წელს დაგეზარება მუშაობა, აპა, რა იქნება, აპა, გიჟები კი არ ვართ, მუქთაზე ვიმუშაოთ...

თემური, ქობულეთის მკვიდრი:

- ხარისხიანი მანდარინი, ვიძალავე და 30 თეთრად ჩავაბარე. წვრილ "კაკლებში" 10 თეთრს გადაგიხდითო, ოღონდ ჯერ ცოტა ხანს უნდა გვაცადო, ხარისხიანის შესყიდვა დავამთავროთო, - მითხრეს. ხარისხიან მანდარინში, ერთ ტონაში 150 კილოგრამ დაბალხარისხიანს ურევენ და ისე ყიდიან... დასალპობად განწირულ მანდარინს, ვცდილობთ, თავად ვუშველოთ. ზოგი, ახალქალაქსა და ახალციხეში მიგვაქვს და კარტოფილსა და კომბოსტოში ვცვლით. შინ მთლად დალპობას ჯობია... ვისაც იქ წაღების თავი არ აქვს, ნაშოვარზე გადაყრის, "ნაშოვარი" იცი, რა არის?..

- არა...

- სადმე "ჩატკლეცილი მიწა", რომელიც ამოსავსებია... ჩვენში სიმწრით ხუმრობენ ხოლმე, ჯერ მოყვანა უნდა ვიდარდოთ, მერე კრეფა და მერე გადაყრაო... ეჰ, კი ვიცი, შვილო, ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ მე და ჩემ გარშემო ბევრს ბანკის ვალით გვაქვს ეს მოსავალი მოყვანილი და მეგონა, ამით იმ ვალის ნახევარს მაინც გავისტუმრებდი. მორჩენილი თანხით კი, წლიდან წლამდე თუ არა, ნახევარ წელს მაინც გავიტანდით თავს მე და ჩემი ოჯახი... ვიწვალე, მევიყვანე და გაყიდვაც თუ სადარდებელი გამიხდებოდა, რავა მეგონა?! მერე ვიღაც თავს რომ მეიკლავს, შემოირტყამენ შუბლში, - უი, საწყალი, რა ჭირდა უშველებელიო?! - იტყვიან. "უშველებელი" ბევრს გვჭირს და მომხედავი არავინ გვყავს.

მედიკო, ხელვაჩაურის მკვიდრი:

- არ ვიცი, შვილო, რამდენად მართალია, მაგრამ ისიც ითქვა, ბიზნესმენები ფასს სპეციალურად აგდებენ, რომ ახალ წლამდე რაც შეიძლება დაბალ ფასში შეისყიდონ და დღესასწაულზე მაღალ ფასში გაყიდონო. რა ვიცი, რას გაუგებ ამათ. გვითხრეს, ჩვენი მთავრობა თურქეთზე ამყარებს იმედს, თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები მიდისო, მაგრამ თურქეთში ვის რაში სჭირდება ჩვენი ციტრუსი? აქვთ თავიანთი უგემური, მაგრამ "შეხედული", გენმოდიფიცირებული პროდუქტი და ყიდიან მაგას... ჩვენ კი ვიღუპებით აგერ. სათბური თოვლმა ჩამინგრია და მანდარინი, რომელიც ხეზე იყო დარჩენილი, გაფუჭდა. ფული არ მქონდა, მკრეფავებისთვის რომ მიმეცა და ყველას დაკრეფა ვერ მოვასწარი, მაგრამ რა აზრი ჰქონდა, სარდაფში ჩამილპებოდა თუ ხეზე...

თემური, 46 წლის, მცირე მეწარმე:

- გვპირდებოდნენ, მეციტრუსე ფერმერების დაფინანსების მოცულობა უპრეცედენტო იქნება: ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარით, ხოლო აჭარის მთავრობიდან 1 მილიონ 800 ათასი ლარით დაფინანსდებითო, არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციის თანადაფინანსებაზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ არაფერი შეგვტყობია და რა ვიცი... ჩემზე უარეს დღეში არიან სხვები. მე მესამედი მაინც გავყიდე და ხალხს ათობით ტონა მანდარინი სარდაფში აქვს ჩაწყობილი და ხელისუფლებისგან დაპირებულ დახმარებას ამაოდ ელოდება.

ამ დროისთვის, ქობულეთის რაიონში ციტრუსის შემფუთავი 13 ქარხანა გაიხსნა, მაგრამ გამართულად არც ერთი არ მუშაობს ან თუ მუშაობს, თეთრებს გვთავაზობენ და იქ მიტანაც ცალკე ხარჯად გვაწვება...

ირაკლი, 30 წლის, ქობულეთის მკვიდრი, მცირე მეწარმე:

- ამჟამად რაიონში ერთადერთი ფირმა "სპაიკა" შემორჩა, რომელიც 5 ათას ტონამდე ციტრუსის მიღებას აპირებს ქობულეთსა და ნატანებში, ოღონდ - შემფუთავი ქარხნების გვერდის ავლით, პირდაპირ გლეხთან კავშირითა და ნაცნობობით. რაიონში კი, უამრავი ისეთი სოფელია, სადაც შემფუთავი ქარხანაც არ მუშაობს და აღარც კერძო პირი არსებობს, ვინც ციტრუსს ჩაიბარებდა... ვისთანაც მივედი ან ტელეფონით დავუკავშირდი, ყველამ ერთი და იგივე შეკითხვა დამისვა, - როგორი "კაკლებია"? ხომ იცი, წვრილები არ უნდა ერიოსო... - სტანდარტულ მანდარინს რომელი ხე ისხამს-მეთქი? - გავბრაზდი... - მაშინ სხვას მიმართეო. ვინ სხვას, რა გავაკეთო, ბანკის პროცენტი მიწევს. მეც ჩემი ახლობელივით, თავს ხომ არ მოვიკლავ ბანკის ვალის გამო...

იაგო, ბიზნესმენი, ბათუმის მკვიდრი:

- არც ჩვენ ვართ კარგ დღეში. მაღალ ფასში შეისყიდეო, რომ გვეუბნებიან, სად წავიღოთ?.. უკრაინამ საბაჟო გადასახადი გაზარდა. სუბსიდირების საკითხიც ჯერჯერობით გაურკვეველია, დღემდე გვპირდებიან... პრობლემა რუსეთში გასატან პროდუქციაზეც შეგვექმნა - ისინიც მკაცრად გვთხოვენ, "სტანდარტი" დავიცვათ, სტანდარტი კი 55-მილიმეტრიანი მანდარინია... ბევრს დაუწუნეს და ან ჩალის ფასში ჩააბარებინეს, ან გადაყრამ მოუწიათ. ჩემი მეგობარი მიყვებოდა, 45-50-მილიმეტრიანი პროდუქცია მოგვთხოვესო. აი, ამ მიზეზების გამო შეჩერდა ციტრუსის მიღება... ვიფიქრე, იქნებ თბილისში გავყიდოთ-მეთქი, მაგრამ ეს ბაზარი გალისა და სამეგრელოს ციტრუსით არის გაჯერებული, რომელიც გემოთი და ხარისხით აჭარულს ჯობია... ადრე, უხარისხო და მეორადი მანდარინი საკონსერვო მრეწველობის მიერ გადამუშავდებოდა. ასეთი საწარმოები ახლა აღარ არსებობს. რა ვქნათ ჩვენ?..

ჩემი პარტნიორი, რომელსაც ციტრუსი რუსეთში აფხაზეთიდან გააქვს, მეუბნებოდა, ქართული ვალუტით, 70-80 თეთრად ვაბარებო, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარისხიან პროდუქციაზე მუშაობს. წლებია უკვე, თავისი "წერტილები" აქვს: ისეთ სავაჭრო ქსელებთან და მსხვილ ობიექტებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა "მაგნიტი", "პერეკრიოსტი", "სპარი", "სკაზკა", "კოსმოსი". კიდევაც რომ ვთხოვო, ცოტა ჩემი, აჭარულიც გაურიე-მეთქი, ვერ იზამს, რადგან "ხელს არ გაიფუჭებს"...

ავთანდილ მესხიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე:

- სამწუხაროდ, უამ­ინდობის გამო, ტრა­ნსპორტირება შეჩერდა, რაც მეციტრუსეებს ცუდ მდგომარეობას უქმნის. არადა, სუბსიდირების შეთანხმება მიღწეულია. მეციტრუსეებს ეს ძალიან დაეხმარებოდა და შედეგიც გარანტირებული იქნებოდა, მაგრამ უამინდობამ ხელი შეგვიშალა. ამ ეტაპზე 3 გემი უნდა იყოს შემოსული, მაგრამ თოვამ ტრანსპორტირების პროცესი დროებით შეაჩერა...

P.S აჭარაში ამბო­ბენ, ციტრუსის სეზონის ჩავარდნას კიდევ ერთი მიზეზი აქვს - პოლიტიკური დაპირისპირებაო: მათი თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს არ აღმოაჩნდა რუს და უკრაინელ ბიზნესმენებთან მოლაპარაკების უნარი, რადგან მას ახლა, სხვადასხვა მიზეზის გამო, "პოლიტიკური კრიზისი" აქვს. ხაბაძის შესაძლო შემცვლელად, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე განიხილება, რის გამოც თავმჯდომარემ ფარული ბრძოლა გამოუცხადა ფუტკარაძესო. კონკრეტულად, აჭარული მანდარინით დატვირთული გემი, რომელიც რუსეთში უნდა წასულიყო, დაბლოკეს. ამის საშუალება კი ლევან ვარშალომიძეს ჰქონდა, რადგან აჭარაში მოქმედი გადამზიდავი კომპანიების მფლობელია. ამ ბიზნესში წილი კი, აჭარლების თქმით, არჩილ ხაბაძეს აქვს.

ასე რომ, არ არის გამორიცხული, აჭარელი გლეხები, უამინდობასთან ერთად, ვარშალომიძე-ხაბაძის პოლიტიკასაც ეწირებოდნენ...

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია