მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას სთხოვს მასტერი სანტა კლაუსს
რას სთხოვს მასტერი სანტა კლაუსს

რე­პერ­მა - მას­ტერ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მუ­სი­კა­ლუ­რი და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე - "მეგა" 2 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში: "წლის რე­პე­რი" და "წლის პრო­დუქ­ტი­უ­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი" გა­ი­მარ­ჯვა. ამან რე­პერს კი­დევ უფრო მეტი სტი­მუ­ლი მის­ცა და მუ­შა­ო­ბა აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძო. მან წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ სან­ტა კლა­უს­საც "გა­უ­რე­პა".

"სან­ტა, ჩემი გო­გოს სუ­რათს ვგზავ­ნი ინ­ტერ­ნე­ტით

და თუ მარ­ტო ვერ "ქა­ჩავ", მო­იხ­მა­რე პი­ტერ პენი,

მე კი ჩემი მხრი­დან, და­გახ­ვედ­რებ ჭა­ჭას, "ვოდ­კას",

ნუ იმარ­ტი­ვებ საქ­მეს, ნუ მთა­ვა­ზობ "სნე­გუ­რო­ჩკას"...

ამ სი­ტყვე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ ვი­ფიქ­რე, - სიყ­ვა­რულ­ში ხელ­მო­ცა­რუ­ლი მას­ტე­რი სან­ტა კლა­უ­სის იმე­დად დარ­ჩე­ნი­ლა-მეთ­ქი, მაგ­რამ ასეც არ ყო­ფი­ლა საქ­მე...

- სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბი­ლე­ბა მაქვს. დღეს "ფე­ის­ბუ­კის" ჩემს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე დავ­წე­რე: სი­ცი­ვე მხო­ლოდ კან­ზე გეგ­რძნოთ და არა - გულ­ში-მეთ­ქი... ახალ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბას გან­ვაგ­რძობთ. ერთი პე­რი­ო­დია - დე­კემ­ბე­რი და იან­ვრის და­სა­წყი­სი, როცა შე­იძ­ლე­ბა, მომ­ღე­რალს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­დეს; შე­მო­სა­ვა­ლი კი ისევ და ისევ ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის მინ­და. მე, აბი, მა­რი­კა თხე­ლი­ძე და თიკა ჯამ­ბუ­რია ერთი "პრო­დაქ­შე­ნი" ვართ. ალ­ბათ ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულს ერ­თად შევ­ხვდე­ბით - რო­მე­ლი­მე ქა­ლაქ­ში გამ­გზავ­რე­ბა მოგ­ვი­წევს.

- სან­ტა კლა­უ­სის არ­სე­ბო­ბის გჯე­რა?

- რად­გან მას­ზე ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ლა­პა­რა­კობს და ამ­დენ ბავ­შვს ახა­რებს, ე.ი. არ­სე­ბობს. უბ­რა­ლოდ, მე სურ­ვი­ლე­ბის ახ­დე­ნას ხში­რად არ ვთხოვ, რად­გან ჩვენს სამ­ყა­რო­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც სურ­ვი­ლე­ბის ახ­დე­ნა ჩემ­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა (იღი­მის).

- ანუ წელს გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვი და სან­ტას შენი სურ­ვი­ლე­ბი "გა­უ­რე­პე"?

- 2010 წელ­საც "გავ­რე­პე": სან­ტას მა­ში­ნაც ვთხო­ვე, - იქ­ნებ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ჩემ­პი­ო­ნი გახ­დეს-მეთ­ქი. ახლა ახალ სიმ­ღე­რას ვწერ. ტექ­სტში გო­გოს მივ­მარ­თავ: "სან­ტას ვთხოვ მარ­ტო ერთს, ჩემ­თან მო­გიყ­ვა­ნოს შენ". სან­ტას კი ვე­უბ­ნე­ბი: "არა­ფე­რი მი­თხო­ვია 25 წელი, ერთი გოგო მო­მიყ­ვა­ნო, არ იქ­ნე­ბა ძნე­ლი". ყვე­ლა­ზე დიდ კომ­პლი­მენ­ტად მი­მაჩ­ნია, როცა ჩემ შე­სა­ხებ ამ­ბო­ბენ: ეს ადა­მი­ა­ნი მარ­თალს ამ­ბობ­სო. აი, სა­ა­ხალ­წლო სიმ­ღე­რებს რაც შე­ე­ხე­ბა, სულ ზღა­პა­რი­ვით ვწერ.

- არა­და, ვი­ფიქ­რე, შენი რჩე­უ­ლის ვი­ნა­ო­ბას დაგ­ტყუ­ებ­დი.

- "ზღა­პა­რი­ვით ვწერ" - ამ სი­ტყვებ­ში ის ვი­გუ­ლის­ხმე, რომ სულ სან­ტას ვე­ლა­პა­რა­კე­ბი: "თუ მარ­ტო ვერ "ქა­ჩავ", მო­იხ­მა­რე პი­ტერ პენი" და ა.შ. ზღაპ­რულ გა­რე­მოს ვქმნი ხოლ­მე.

- გვი­თხა­რი, - ვის­ზე მღე­რი? სა­ა­ხალ­წლოდ სან­ტას რო­მე­ლი გო­გო­ნას მოყ­ვა­ნას სთხოვ?

- ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩემი მუ­ზაა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ვი­ღაც მიყ­ვარს. შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მემ თქვას: რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, 3 სიმ­ღე­რა გა­მო­უშ­ვა და მათ­გან ერთი - გან­შო­რე­ბა­ზე იყოს, მე­ო­რე - ბედ­ნი­ერ სიყ­ვა­რულ­ზეო? სიმ­ღე­რას რე­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი ყო­ველ­თვის აქვს, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა - ის წარ­სულ­ში მომ­ხდა­რი იყოს. მა­გა­ლი­თად, ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რა - "მო­ღა­ლა­ტე" რომ "გავ­სემპლე", ამას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მე­კი­თხე­ბი­ან - ვი­ღა­ცამ გი­ღა­ლა­ტა? ეგ ამ­ბა­ვი ახლა მოხ­დაო? არა, უბ­რა­ლოდ, მუზა მსტუმ­რობს, თუნ­დაც - წარ­სუ­ლი­დან და ზუს­ტად იმ გან­ცდა­ში "შევ­დი­ვარ"... რა თქმა უნდა, მხატ­ვრუ­ლად ვა­ლა­მა­ზებ, რომ უფრო კარ­გად მო­სას­მე­ნი გა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ სა­ფუძ­ვე­ლი ყო­ველ­თვის სი­მარ­თლეა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­სი­კა­ლუ­რი და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე 2 "მეგა" აიღე...

- "წლის პრო­დუქ­ტი­ულ მომ­ღერ­ლო­ბას" ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში ვე­ლო­დი. აი, "წლის რე­პე­რი" კი გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხია და 100%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, რომ ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ვი­მარ­ჯვებ­დი. "მეგა" რა­ღაც სხვა სტი­ლის და­ჯილ­დო­ე­ბაა. არც ვიცი, ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე წარ­დგე­ნი­ლე­ბი ვინ იყ­ვნენ, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ა­ფა­სეს.

- თავს გრძნობ "წლის რე­პე­რად"?

- კი, ნამ­დვი­ლად: "იუ­თუბ­ზე" ჩემი კლი­პე­ბის ნახ­ვის რა­ო­დე­ნო­ბი­დან, გა­მოხ­მა­უ­რე­ბი­დან, რა­დი­ოს ჩარ­ტებ­ში ჩემი სიმ­ღე­რე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი­დან... "არ და­ი­დარ­დო­ში" მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე ვი­ყა­ვი. ვხუმ­რობ ხოლ­მე: მუ­სი­კა­ლუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა - "ქა­ლა­ქუ­რი რეპი" შევ­ქმე­ნი-მეთ­ქი (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, ახ­ლა­ხან მიშ­კა ზა­ქა­რი­ა­ძეს­თან ერ­თად, ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რის - "დავ­ლევ" "რი­მე­ი­ქი" გა­ვა­კე­თე.

- "ქა­ლა­ქუ­რი რეპი" ერ­თგვა­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი გათ­ვლაა თუ ასე­თი სიმ­ღე­რე­ბის შექ­მნის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა გაქვს?

- ნატო გე­ლაშ­ვილ­თან დუ­ე­ტი რეზო კა­კუ­ლი­ას იდეა იყო. შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი - ეს სიმ­ღე­რა რო­გორ უნდა "გა­ვა­კე­თოთ"-მეთ­ქი?! ლაშა ღლონტთან მუ­შა­ო­ბა "თქვე­ნი შოუს" დაკ­ვე­თა გახ­ლდათ. რად­გან ამ ორმა გა­ა­მარ­თლა, მე­სა­მე სიმ­ღე­რის შექ­მნა უკვე თა­ვად გა­დავ­წყვი­ტე.

- "წლის პრო­დუქ­ტი­ულ­მა შემ­სრუ­ლე­ბელ­მა" 2013 წელს ყვე­ლა­ზე პრო­დუქ­ტი­უ­ლი რა შე­მოგ­ვთა­ვა­ზე?

- სიმ­ღე­რა­ში - "კა­ცია ადა­მი­ა­ნი" მე - მას­ტე­რი მარ­თლა "ვჩან­ვარ". ინ­ტერ­ნეტ­ში ბევ­რი "ნახ­ვა" აქვს. დღემ­დე მწე­რენ: სა­უ­კე­თე­სო სიმ­ღე­რა­აო... შემ­დეგ "არას­დროს" გა­მო­ვუშ­ვი, რო­მე­ლიც გეი-აღ­ლუ­მე­ბის, სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის პრო­პა­გან­დი­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი. ეს სიმ­ღე­რა დიდი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და; მერე იყო - "თბი­ლი­სი ჩიტყ2", რაც ჩემი აზ­რით, "რე­ვო­ლუ­ცი­აა". "თბი­ლი­სი ჩიტყ1"-მა მაგ­რად რომ "წა­ი­ღო", ვი­ფიქ­რე, - მოდი, მე­ო­რე ვერ­სი­ა­საც ჩავ­წერ-მეთ­ქი. სათ­ქმე­ლი დაგ­როვ­და... სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, კლი­პი რო­გორ უნდა გა­და­მე­ღო, რად­გან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა შე­მექ­მნა. ბი­ჭებს ვუ­თხა­რი, - მოდი, "აი­ფო­ნით" გა­და­ვი­ღოთ-მეთ­ქი. ამ იდე­ას ყვე­ლა სკეპ­ტი­კუ­რად შეხ­ვდა. სხვა­თა შო­რის, ოპ­ტი­მის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი მეც არ ვი­ყა­ვი: არ ვი­ცო­დი, "აი­ფო­ნით" გა­და­ღე­ბუ­ლი კლი­პი რო­გო­რი გა­მო­ვი­დო­და, რო­გორ უნდა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი­ყო და ა.შ. მარ­თლა მა­გა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­ვი­და! დღემ­დე არ სჯე­რათ და მე­კი­თხე­ბი­ან: მარ­თლა "აი­ფო­ნით" გა­და­ი­ღე? კარ­გი, მე რას მი­მა­ლავ, მი­თხა­რიო. ამით იმის დამ­ტკი­ცე­ბა მინ­დო­და, რომ მთა­ვა­რი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხა­რის­ხი კი არა, გე­მოვ­ნე­ბა, მუ­სი­კა­ლუ­რი და ვი­დე­ო­ხედ­ვა, მონ­დო­მე­ბაა. ამ კლიპს მოკ­ლე დრო­ში რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის "ნახ­ვა" ჰქონ­და... ასე­ვე, 2013 წელს კი­ევ­ში გახ­ლდით და უკ­რა­ი­ნელ მომ­ღე­რალ ლი­ლუს­თან ერ­თად ჩავ­წე­რე სიმ­ღე­რა. 2 ვერ­სია - ქარ­თუ­ლი და რუ­სუ­ლი "გა­ვა­კე­თეთ". რუ­სუ­ლი - უკ­რა­ი­ნულ ტე­ლე­არხზე და რა­დი­ო­ში ტრი­ა­ლებს. ბო­ლომ­დე არ მჯე­რო­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ვი­დო­დი და კლიპს გა­და­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ ვიგ­რძე­ნი, რას ნიშ­ნავს, როცა "სტა­ფი" შენ­ზე მუ­შა­ობს: თი­თებ­ზე გრი­მი რომ გა­მი­კე­თეს, მივ­ხვდი - "სხვა­გან" ვი­ყა­ვი... გარ­და ამი­სა, 2013 წელს ჩემი 10 სიმ­ღე­რა გა­მო­ვი­და, რო­მელ­ზეც კლი­პი არ გა­და­მი­ღია.

- სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის პრო­პა­გან­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რი­საც არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს. ამის გამო ვინ­მეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ხომ არ გა­გი­ფუჭ­და? ვინ­მემ ხომ არ "დაგბ­ლო­კა"?

- "დაბ­ლოკ­ვას" რაც შე­ე­ხე­ბა: ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მთა­ვარ შო­უ­ებ­ში წი­ნა­თაც არ გვე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ და გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი ახ­ლაც არ ვართ. არ დავ­მა­ლავ: სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის 2-3 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩემს სა­ნაც­ნო­ბო­შიც არის. მათ მი­მართ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს: კლუბ­ში ან სად­მე თუ და­ვი­ნა­ხე, მი­ვალ, ხელს ჩა­მო­ვარ­თმევ, მო­ვი­კი­თხავ... რომ არ მო­გა­ტყუო, ძმა­კა­ცო­ბის დო­ნემ­დე ურ­თი­ერ­თო­ბა ფი­ზი­კუ­რად "არ მი­დის". ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არც ჩემ­ში და არც ჩემს საძ­მა­კა­ცო­ში აგ­რე­სი­ას არ იწ­ვე­ვენ. ყვე­ლას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს. უბ­რა­ლოდ, მე არ მომ­წონს, როცა სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბას პრო­პა­გან­დას უწე­ვენ. შენ­თვის რაც გინ­და, ის აკე­თე, მაგ­რამ "რუს­თა­ველ­ზე" არ გა­მოხ­ვი­დე, რა. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ამ­სტერ­და­მი არ არის.

- შენს სიმ­ღე­რა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ?

- სხვა­თა შო­რის, ერთი-ორმა მხა­რი და­მი­ჭი­რა: "იუ­თუბ­ზე" "ომი" იყო. მე უბ­რა­ლოდ, ვაკ­ვირ­დე­ბო­დი. სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კლი­პის მი­მართ უარ­ყო­ფი­თად გან­წყო­ბილ "სას­ტავს" დედა აგი­ნა (იცი­ნის). პო­ლე­მი­კა­ში არ შევ­სულ­ვარ... ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზრი გახ­ლავთ, რომ 17 მა­ი­სის ლგბტ აქ­ცია სხვა ძა­ლე­ბის მიერ იყო და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი და სა­ერ­თოდ, სულ სხვა რა­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ვიდ­რე ხალ­ხს ეგო­ნა. ვი­ღა­ცე­ბი მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ას პირ­და­პირ "ურტყა­მენ", ებ­რძვი­ან და ეს ძა­ლე­ბი ლგბტ-ს წარ­მო­მად­გენ­ლებს აფი­ნან­სე­ბენ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რას სთხოვს მასტერი სანტა კლაუსს

რას სთხოვს მასტერი სანტა კლაუსს

რეპერმა - მასტერმა საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე - "მეგა" 2 ნომინაციაში: "წლის რეპერი" და "წლის პროდუქტიული შემსრულებელი" გაიმარჯვა. ამან რეპერს კიდევ უფრო მეტი სტიმული მისცა და მუშაობა აქტიურად განაგრძო. მან წინასაახალწლოდ სანტა კლაუსსაც "გაურეპა".

"სანტა, ჩემი გოგოს სურათს ვგზავნი ინტერნეტით

და თუ მარტო ვერ "ქაჩავ", მოიხმარე პიტერ პენი,

მე კი ჩემი მხრიდან, დაგახვედრებ ჭაჭას, "ვოდკას",

ნუ იმარტივებ საქმეს, ნუ მთავაზობ "სნეგუროჩკას"...

ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ვიფიქრე, - სიყვარულში ხელმოცარული მასტერი სანტა კლაუსის იმედად დარჩენილა-მეთქი, მაგრამ ასეც არ ყოფილა საქმე...

- საახალწლო განწყობილება მაქვს. დღეს "ფეისბუკის" ჩემს ოფიციალურ გვერდზე დავწერე: სიცივე მხოლოდ კანზე გეგრძნოთ და არა - გულში-მეთქი... ახალ პროექტებზე მუშაობას განვაგრძობთ. ერთი პერიოდია - დეკემბერი და იანვრის დასაწყისი, როცა შეიძლება, მომღერალს მატერიალური შემოსავალი ჰქონდეს; შემოსავალი კი ისევ და ისევ ჩემი შემოქმედებისთვის მინდა. მე, აბი, მარიკა თხელიძე და თიკა ჯამბურია ერთი "პროდაქშენი" ვართ. ალბათ ახალი წლის დღესასწაულს ერთად შევხვდებით - რომელიმე ქალაქში გამგზავრება მოგვიწევს.

- სანტა კლაუსის არსებობის გჯერა?

- რადგან მასზე ამდენი ადამიანი ლაპარაკობს და ამდენ ბავშვს ახარებს, ე.ი. არსებობს. უბრალოდ, მე სურვილების ახდენას ხშირად არ ვთხოვ, რადგან ჩვენს სამყაროში უამრავი ადამიანია, ვისაც სურვილების ახდენა ჩემზე მეტად სჭირდება (იღიმის).

- ანუ წელს გამონაკლისი დაუშვი და სანტას შენი სურვილები "გაურეპე"?

- 2010 წელსაც "გავრეპე": სანტას მაშინაც ვთხოვე, - იქნებ საქართველოს ნაკრები ჩემპიონი გახდეს-მეთქი. ახლა ახალ სიმღერას ვწერ. ტექსტში გოგოს მივმართავ: "სანტას ვთხოვ მარტო ერთს, ჩემთან მოგიყვანოს შენ". სანტას კი ვეუბნები: "არაფერი მითხოვია 25 წელი, ერთი გოგო მომიყვანო, არ იქნება ძნელი". ყველაზე დიდ კომპლიმენტად მიმაჩნია, როცა ჩემ შესახებ ამბობენ: ეს ადამიანი მართალს ამბობსო. აი, საახალწლო სიმღერებს რაც შეეხება, სულ ზღაპარივით ვწერ.

- არადა, ვიფიქრე, შენი რჩეულის ვინაობას დაგტყუებდი.

- "ზღაპარივით ვწერ" - ამ სიტყვებში ის ვიგულისხმე, რომ სულ სანტას ველაპარაკები: "თუ მარტო ვერ "ქაჩავ", მოიხმარე პიტერ პენი" და ა.შ. ზღაპრულ გარემოს ვქმნი ხოლმე.

- გვითხარი, - ვისზე მღერი? საახალწლოდ სანტას რომელი გოგონას მოყვანას სთხოვ?

- ყოველთვის არსებობს ადამიანი, ვინც ჩემი მუზაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც მიყვარს. შეიძლება, ვინმემ თქვას: როგორ შეიძლება, 3 სიმღერა გამოუშვა და მათგან ერთი - განშორებაზე იყოს, მეორე - ბედნიერ სიყვარულზეო? სიმღერას რეალური საფუძველი ყოველთვის აქვს, მაგრამ შეიძლება - ის წარსულში მომხდარი იყოს. მაგალითად, ცნობილი სიმღერა - "მოღალატე" რომ "გავსემპლე", ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეკითხებიან - ვიღაცამ გიღალატა? ეგ ამბავი ახლა მოხდაო? არა, უბრალოდ, მუზა მსტუმრობს, თუნდაც - წარსულიდან და ზუსტად იმ განცდაში "შევდივარ"... რა თქმა უნდა, მხატვრულად ვალამაზებ, რომ უფრო კარგად მოსასმენი გამოვიდეს, მაგრამ საფუძველი ყოველთვის სიმართლეა.

- საქართველოში მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე 2 "მეგა" აიღე...

- "წლის პროდუქტიულ მომღერლობას" ყველა ვარიანტში ველოდი. აი, "წლის რეპერი" კი გემოვნების საკითხია და 100%-ით დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ამ ნომინაციაში გავიმარჯვებდი. "მეგა" რაღაც სხვა სტილის დაჯილდოებაა. არც ვიცი, ნომინაციაზე წარდგენილები ვინ იყვნენ, რა კრიტერიუმებით შეაფასეს.

- თავს გრძნობ "წლის რეპერად"?

- კი, ნამდვილად: "იუთუბზე" ჩემი კლიპების ნახვის რაოდენობიდან, გამოხმაურებიდან, რადიოს ჩარტებში ჩემი სიმღერების პოზიციებიდან... "არ დაიდარდოში" მოწინავე პოზიციაზე ვიყავი. ვხუმრობ ხოლმე: მუსიკალური მიმდინარეობა - "ქალაქური რეპი" შევქმენი-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, ახლახან მიშკა ზაქარიაძესთან ერთად, ცნობილი სიმღერის - "დავლევ" "რიმეიქი" გავაკეთე.

- "ქალაქური რეპი" ერთგვარი მარკეტინგული გათვლაა თუ ასეთი სიმღერების შექმნის მოთხოვნილება გაქვს?

- ნატო გელაშვილთან დუეტი რეზო კაკულიას იდეა იყო. შოკირებული ვიყავი - ეს სიმღერა როგორ უნდა "გავაკეთოთ"-მეთქი?! ლაშა ღლონტთან მუშაობა "თქვენი შოუს" დაკვეთა გახლდათ. რადგან ამ ორმა გაამართლა, მესამე სიმღერის შექმნა უკვე თავად გადავწყვიტე.

- "წლის პროდუქტიულმა შემსრულებელმა" 2013 წელს ყველაზე პროდუქტიული რა შემოგვთავაზე?

- სიმღერაში - "კაცია ადამიანი" მე - მასტერი მართლა "ვჩანვარ". ინტერნეტში ბევრი "ნახვა" აქვს. დღემდე მწერენ: საუკეთესო სიმღერააო... შემდეგ "არასდროს" გამოვუშვი, რომელიც გეი-აღლუმების, სექსუალური უმცირესობის პროპაგანდისა და პოპულარიზაციის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს სიმღერა დიდი განხილვის საგანი გახდა; მერე იყო - "თბილისი ჩიტყ2", რაც ჩემი აზრით, "რევოლუციაა". "თბილისი ჩიტყ1"-მა მაგრად რომ "წაიღო", ვიფიქრე, - მოდი, მეორე ვერსიასაც ჩავწერ-მეთქი. სათქმელი დაგროვდა... სიმღერა ჩავწერე და ძალიან მომეწონა, მაგრამ არ ვიცოდი, კლიპი როგორ უნდა გადამეღო, რადგან მატერიალური პრობლემა შემექმნა. ბიჭებს ვუთხარი, - მოდი, "აიფონით" გადავიღოთ-მეთქი. ამ იდეას ყველა სკეპტიკურად შეხვდა. სხვათა შორის, ოპტიმისტურად განწყობილი მეც არ ვიყავი: არ ვიცოდი, "აიფონით" გადაღებული კლიპი როგორი გამოვიდოდა, როგორ უნდა დამონტაჟებულიყო და ა.შ. მართლა მაგარი ნამუშევარი გამოვიდა! დღემდე არ სჯერათ და მეკითხებიან: მართლა "აიფონით" გადაიღე? კარგი, მე რას მიმალავ, მითხარიო. ამით იმის დამტკიცება მინდოდა, რომ მთავარი ვიზუალური ხარისხი კი არა, გემოვნება, მუსიკალური და ვიდეოხედვა, მონდომებაა. ამ კლიპს მოკლე დროში რეკორდული რაოდენობის "ნახვა" ჰქონდა... ასევე, 2013 წელს კიევში გახლდით და უკრაინელ მომღერალ ლილუსთან ერთად ჩავწერე სიმღერა. 2 ვერსია - ქართული და რუსული "გავაკეთეთ". რუსული - უკრაინულ ტელეარხზე და რადიოში ტრიალებს. ბოლომდე არ მჯეროდა, რომ უკრაინაში ჩავიდოდი და კლიპს გადავიღებდი, მაგრამ ვიგრძენი, რას ნიშნავს, როცა "სტაფი" შენზე მუშაობს: თითებზე გრიმი რომ გამიკეთეს, მივხვდი - "სხვაგან" ვიყავი... გარდა ამისა, 2013 წელს ჩემი 10 სიმღერა გამოვიდა, რომელზეც კლიპი არ გადამიღია.

- სექსუალური უმცირესობის პროპაგანდასთან დაკავშირებით, შოუბიზნესის წარმომადგენლებს შორისაც არაერთგვაროვანი მოსაზრება არსებობს. ამის გამო ვინმესთან ურთიერთობა ხომ არ გაგიფუჭდა? ვინმემ ხომ არ "დაგბლოკა"?

- "დაბლოკვას" რაც შეეხება: ტელევიზიების მთავარ შოუებში წინათაც არ გვეპატიჟებოდნენ და განებივრებულები ახლაც არ ვართ. არ დავმალავ: სექსუალური უმცირესობის 2-3 წარმომადგენელი ჩემს სანაცნობოშიც არის. მათ მიმართ ჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს: კლუბში ან სადმე თუ დავინახე, მივალ, ხელს ჩამოვართმევ, მოვიკითხავ... რომ არ მოგატყუო, ძმაკაცობის დონემდე ურთიერთობა ფიზიკურად "არ მიდის". ასეთი ადამიანები არც ჩემში და არც ჩემს საძმაკაცოში აგრესიას არ იწვევენ. ყველას თავისი ცხოვრება აქვს. უბრალოდ, მე არ მომწონს, როცა სექსუალურ უმცირესობას პროპაგანდას უწევენ. შენთვის რაც გინდა, ის აკეთე, მაგრამ "რუსთაველზე" არ გამოხვიდე, რა. ჩვენი ქვეყანა ამსტერდამი არ არის.

- შენს სიმღერაზე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?

- სხვათა შორის, ერთი-ორმა მხარი დამიჭირა: "იუთუბზე" "ომი" იყო. მე უბრალოდ, ვაკვირდებოდი. სექსუალური უმცირესობის ერთმა წარმომადგენელმა კლიპის მიმართ უარყოფითად განწყობილ "სასტავს" დედა აგინა (იცინის). პოლემიკაში არ შევსულვარ... ჩემი სუბიექტური აზრი გახლავთ, რომ 17 მაისის ლგბტ აქცია სხვა ძალების მიერ იყო დაფინანსებული და საერთოდ, სულ სხვა რამეს ემსახურებოდა, ვიდრე ხალხს ეგონა. ვიღაცები მართლმადიდებლურ ეკლესიას პირდაპირ "ურტყამენ", ებრძვიან და ეს ძალები ლგბტ-ს წარმომადგენლებს აფინანსებენ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება