საქართველოში 17 დეკემბრიდან გამოიდარებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია მცირე ნალექი.
"დღეს საღამოს მცირე ნალექია ისევ მოსალოდნელი თოვლის სახით და ხვალ მთელი დღე გაგრძელდება თოვა დასავლეთ საქართვლოში, აღმოსავლეთში ქარი გაძლიერდება. ხოლო 17 დეკემბრიდან უნალექო ამინდებია მთელს საქართველოში",-განაცხადა ნიორაძემ.
რაც შეეხება ტემპერატურას დასავლეთ საქართველოში, დაბლობში, ღამით მოსალოდნელია -5 გრადუსი, დღე კი ტემპერატურა +3 +8 გრადუსის ფარგლებში იქნება. აღმოსავლეთში ყინვა შენარჩუნდება, ღამით მოსალოდნელია - 9; - 4 , ხოლო დღისით +5 გრადუსი.