მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ პარავდა ელიზაბეტ II-ს თხილს?
ვინ პარავდა ელიზაბეტ II-ს თხილს?

ლონ­დონ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დე­დო­ფალ ელი­ზა­ბეტ II-ს მცვე­ლე­ბი თხილს პა­რავ­დნენ. ამის შე­სა­ხებ გა­ზეთ News of the World-ის რე­პორ­ტი­ო­რე­ბის კლა­ივ გუდ­მა­ნი­სა და ენდი კო­ულ­სო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ით­ქვა. ჟურ­ნა­ლის­ტებს ბრა­ლი ედე­ბათ სა­მე­ფო ოჯა­ხის უკა­ნო­ნო თვალ­თვალ­ში.

კერ­ძო ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­რე­ვის დას­ტუ­რად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წა­ი­კი­თხეს წე­რი­ლი, სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტი დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე წერს:

"ელი­ზა­ბეტ II გან­რის­ხე­ბუ­ლი იყო იმით, რომ დაც­ვის წევ­რე­ბი იპა­რა­ვენ თხილს და სხვა მშრალ საკ­ვებს, რო­მე­ლიც დე­დოფ­ლის­თვის სპე­ცი­ა­ლურ თასებ­ზე დევს და ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის დე­რეფ­ნებ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ამ ფაქ­ტმა დე­დო­ფა­ლი მწყობ­რი­დან იმ­დე­ნად გა­მო­იყ­ვა­ნა, რომ მან თასებ­ზე ად­გი­ლე­ბის მო­ნიშ­ვნა და­ი­წყო, რათა ნა­თე­ლი გამ­ხდა­რი­ყო, რო­გორ იკ­ლებ­და შიგ­თავ­სის რა­ო­დე­ნო­ბა", - წერ­და ჟურ­ნა­ლის­ტი.

რე­პორ­ტი­ო­რის მოხ­სე­ნე­ბა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ პი­რად მცვე­ლებს ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­მარ­თა, რომ თხი­ლი თასე­ბი­დან არ აე­ღოთ.

"დაც­ვის ყვე­ლა წევ­რს გა­ეგ­ზავ­ნა შე­ნიშ­ვნის წე­რი­ლი, რო­მელ­შიც თხოვ­დნენ, რომ არ ჩა­ე­ყოთ თა­ვი­ან­თი ბინ­ძუ­რი ხე­ლე­ბი თას­ში" - აღ­ნიშ­ნუ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტის წე­რილ­ში.

წე­რი­ლის სა­ჯა­როდ წა­კი­თხვის შემ­დეგ, მო­სა­მარ­თლემ იან ედ­მონდსმა ხუმ­რო­ბით აღ­ნიშ­ნა, რომ "მცვე­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლი არ დამ­ტკიც­და".

რე­პორ­ტი­ო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა.

ვინ პარავდა ელიზაბეტ II-ს თხილს?

ვინ პარავდა ელიზაბეტ II-ს თხილს?

ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ დედოფალ ელიზაბეტ II-ს მცველები თხილს პარავდნენ. ამის შესახებ გაზეთ News of the World-ის რეპორტიორების კლაივ გუდმანისა და ენდი კოულსონის წინააღმდეგ აღძრულ სასამართლო პროცესზე ითქვა. ჟურნალისტებს ბრალი ედებათ სამეფო ოჯახის უკანონო თვალთვალში.

კერძო ცხოვრებაში ჩარევის დასტურად, სასამართლო პროცესზე წაიკითხეს წერილი, სადაც ჟურნალისტი დაცვის თანამშრომლების მავნე ჩვევებზე წერს:

"ელიზაბეტ II განრისხებული იყო იმით, რომ დაცვის წევრები იპარავენ თხილს და სხვა მშრალ საკვებს, რომელიც დედოფლისთვის სპეციალურ თასებზე დევს და ბუკინგემის სასახლის დერეფნებშია განთავსებული. ამ ფაქტმა დედოფალი მწყობრიდან იმდენად გამოიყვანა, რომ მან თასებზე ადგილების მონიშვნა დაიწყო, რათა ნათელი გამხდარიყო, როგორ იკლებდა შიგთავსის რაოდენობა", - წერდა ჟურნალისტი.

რეპორტიორის მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ადმინისტრაციამ პირად მცველებს ოფიციალურად მიმართა, რომ თხილი თასებიდან არ აეღოთ.

"დაცვის ყველა წევრს გაეგზავნა შენიშვნის წერილი, რომელშიც თხოვდნენ, რომ არ ჩაეყოთ თავიანთი ბინძური ხელები თასში" - აღნიშნულია ჟურნალისტის წერილში.

წერილის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ, მოსამართლემ იან ედმონდსმა ხუმრობით აღნიშნა, რომ "მცველების დანაშაული არ დამტკიცდა".

რეპორტიორების წინააღმდეგ კი სასამართლო პროცესი გრძელდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"