მსოფლიო
მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სნოუდენი წლის ადამიანად დაასახელეს
სნოუდენი წლის ადამიანად დაასახელეს

აშშ-ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს (NSA) ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ედ­ვარდ სნო­უ­დე­ნი ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ზეთ The Guardian-ის მკი­თხველ­მა წლის ადა­მი­ა­ნად და­ა­სა­ხე­ლა.

2013 წლის ივ­ნის­ში სნო­უ­დენ­მა პრე­სას მას­შტა­ბურ ინ­ტერ­ნეტ-თვალ­თვალ­ზე სა­ი­დუმ­ლო მო­ნა­ცე­მე­ბი გა­დას­ცა, რო­მელ­საც ამე­რი­კე­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ინ­ტერ­ნეტ მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე აწარ­მო­ებ­დნენ.

The Guardian წლის ადა­მი­ანს ღია ხმის მი­ცე­მით ად­გენს. სნო­უ­დენს ხმა 1400-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მის­ცა (არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 40 პრო­ცენ­ტი).

გა­მო­ცე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ჯერ კი­დევ 6 თვის წინ ედ­ვარდ სნო­უ­დე­ნის სა­ხე­ლი არა­ვინ იცო­და და ბევ­რს არ შე­ეძ­ლო ეთ­ქვა, სი­ნამ­დვი­ლე­ში რას საქ­მი­ა­ნობ­და NSA და სხვა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი. ახლა კი, სნო­უ­დე­ნის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის წყა­ლო­ბით, ინ­ტერ­ნეტ­ში პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი და ქსელ­ზე თვალ­თვა­ლის პრობ­ლე­მა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვად თე­მად იქცა.

სნო­უ­დე­ნის მე­ტო­ქე­ე­ბი იყ­ვნენ ნავ­თო­ბის პლატ­ფორ­მა "პრი­რაზ­ლომ­ნა­ი­ა­ზე" აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, "გრინ­პი­სის" აქ­ტი­ვის­ტე­ბი მარ­კო ვე­ბე­რი და სინი სა­ა­რე­ლა, რო­მელ­თაც 314 ხმით მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს, რო­მის პაპი ფრან­ცის­კი, რო­მე­ლიც 153 ხმით მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვი­და და ასე­ვე მე­წარ­მე ელონ მას­კი, მუ­სი­კო­სი კენი ვეს­ტი და ბრი­ტა­ნე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ენდი მა­რეი, რო­მე­ლიც წელს "უიმბლდო­ნის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და.

გა­მო­ცე­მის ვერ­სი­ით, 2012 წელს წლის ადა­მი­ა­ნად ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე ბრედ­ლი მე­ნინ­გი და­სა­ხელ­და. მე­ნინ­გმა 2010 წელს ორ­გა­ნი­ზა­ცია WikiLeaks 700 000-ზე მეტი სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტი გა­დას­ცა, რომ­ლე­ბიც ერაყ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ოპე­რა­ცი­ებს ეხე­ბო­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Guardian-ის მი­ხედ­ვით.

სნოუდენი წლის ადამიანად დაასახელეს

სნოუდენი წლის ადამიანად დაასახელეს

აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი ბრიტანული გაზეთ The Guardian-ის მკითხველმა წლის ადამიანად დაასახელა.

2013 წლის ივნისში სნოუდენმა პრესას მასშტაბურ ინტერნეტ-თვალთვალზე საიდუმლო მონაცემები გადასცა, რომელსაც ამერიკელი სპეცსამსახურები მთელი მსოფლიოს ინტერნეტ მომხმარებლებზე აწარმოებდნენ.

The Guardian წლის ადამიანს ღია ხმის მიცემით ადგენს. სნოუდენს ხმა 1400-ზე მეტმა ადამიანმა მისცა (არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 40 პროცენტი).

გამოცემის წარმომადგენლების თქმით, ჯერ კიდევ 6 თვის წინ ედვარდ სნოუდენის სახელი არავინ იცოდა და ბევრს არ შეეძლო ეთქვა, სინამდვილეში რას საქმიანობდა NSA და სხვა სპეცსამსახურები. ახლა კი, სნოუდენის მიერ გამოქვეყნებული მასალების წყალობით, ინტერნეტში პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხები და ქსელზე თვალთვალის პრობლემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განხილვად თემად იქცა.

სნოუდენის მეტოქეები იყვნენ ნავთობის პლატფორმა "პრირაზლომნაიაზე" აქციის მონაწილეები, "გრინპისის" აქტივისტები მარკო ვებერი და სინი საარელა, რომელთაც 314 ხმით მეორე ადგილი დაიკავეს, რომის პაპი ფრანცისკი, რომელიც 153 ხმით მესამე ადგილზე გავიდა და ასევე მეწარმე ელონ მასკი, მუსიკოსი კენი ვესტი და ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარეი, რომელიც წელს "უიმბლდონის" გამარჯვებული გახდა.

გამოცემის ვერსიით,  2012 წელს წლის ადამიანად ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ბრედლი მენინგი დასახელდა. მენინგმა 2010 წელს ორგანიზაცია WikiLeaks 700 000-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი გადასცა, რომლებიც ერაყსა და ავღანეთში ამერიკელი სამხედროების ოპერაციებს ეხებოდა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა