მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შონზო გოგა ხაჩიძისგან ბოდიშის მოხდას ელოდება
შონზო გოგა ხაჩიძისგან ბოდიშის მოხდას ელოდება

ზურა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე რამ­დე­ნი­მე თვის წინ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვია. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" მის წა­მოს­ვლას მე­გობ­რე­ბის არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა. ზოგი მის საქ­ცი­ელს ვირ­თხე­ბის გაქ­ცე­ვას ადა­რებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვნე­ბა­თა­ღელ­ვა და­ცხრა. ახლა ზურა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, რო­მელ­საც ყვე­ლა შონ­ზო­თი მი­მარ­თავს, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რია და თბი­ლის­ში კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ზრუ­ნავს. ცოტა ხნის წინ სე­რი­ალ "ნა­თია და ნა­თი­ა­ში" გა­მოჩ­ნდა. სე­რი­ალს მისი მე­გობ­რე­ბი ამ­ზა­დე­ბენ. ეს მე­გობ­რე­ბი კი შონ­ზოს რამ­დე­ნი­მეთ­ვის­წი­ნან­დელ საქ­ცი­ელს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აკ­რი­ტი­კებ­დნენ.

- შონ­ზო, რო­გორ აღ­მოჩ­ნდით სე­რი­ალ­ში "ნა­თია და ნა­თია?

- და­მი­რე­კა მიშა მშვილ­და­ძემ, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა და ამ სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სერ­მა, და მი­თხრა, პო­ლი­ტი­კო­სის როლი გვაქვს და შენ­ზე ვი­ფიქ­რე­თო. ჩვე­ნი ძვე­ლი და ახ­ლან­დე­ლი მე­გობ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვუ­თხა­რი, არ მინ­და ტექ­სტი, ვიცი, რომ ცუდ როლს არ შე­მომ­თა­ვა­ზებ­დი-მეთ­ქი და მი­ვე­დი. ად­გილ­ზე ვის­წავ­ლე ტექ­სტი და გა­და­ვი­ღეთ სე­რია.

- პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბო­ბას ჩა­მო­შორ­დით, არ გა­გი­ჭირ­დათ კა­მე­რე­ბის წინ თა­მა­ში?

- ვერ ვი­ტყო­დი, რომ ამ სფე­როს ჩა­მოვ­შორ­დი. პო­ლი­ტი­კა­შიც რომ ვი­ყა­ვი, კულ­ტუ­რის სფე­რო­ში ვმოღ­ვა­წე­ობ­დი. უბ­რა­ლოდ, ტე­ლე­ეკ­რან­თან აქ­ტი­უ­რად ურ­თი­ერ­თო­ბას ჩა­მოვ­შორ­დი. ჩემი დღე­ვან­დე­ლი და მო­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი ამ სფე­როს უკავ­შირ­დე­ბა.

- "ნა­თია და ნა­თი­ას" გა­და­ღე­ბე­ბის დროს მოხ­და რამე გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი?

- ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. რუ­სე­ბი რომ იტყვი­ან, ყვე­ლა­ფე­რი იყო "კაკ ნა მას­ლე" .

- მოგ­წონთ სე­რი­ა­ლი და სა­კუ­თა­რი გმი­რი?

- ჯერ მხო­ლოდ მეშ­ვი­დე სე­რია გა­ვი­და ეთერ­ში. რო­გორც ვიცი, საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლუ­რი რე­ი­ტინ­გი აქვს. მგო­ნია, რომ გა­ა­მარ­თლებს. ამ სე­რი­ალს ისე­თი ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ კარგ მო­მა­ვალს ვუ­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ. ის სამ­ყა­რო, რო­მელ­საც ეს სე­რი­ა­ლი გვთა­ვა­ზობს, გრო­ტეს­კუ­ლია და რო­გორც სე­რი­ა­ლის გმი­რებს უყ­ვართ თქმა, "სვეც­კუ­რი" . თათ­ქა­რი­ძე არის თბი­ლი­სის ერთ-ერთი უბ­ნის, ვა­კის პრო­ტო­ტი­პი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი გმი­რის ხა­სი­ა­თიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გახ­სნი­ლი­ყო. წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნეს­მენს, მა­ჟო­რი­ტარს, რო­მე­ლიც ხალ­ხმა აირ­ჩია, უნდა ჰქონ­დეს ის გრო­ტეს­კი, რო­მე­ლიც თათ­ქა­რი­ძის უბ­ნის მცხოვ­რებ­ლებს აქვთ.

- მახ­სოვს, ამ სე­რი­ა­ლის შემ­ქმნე­ლებ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­დან" წა­მოს­ვლის გამო მწა­რედ გა­გაკ­რი­ტი­კეს. გა­საკ­ვი­რია, რომ ამის შემ­დეგ სე­რი­ალ­ში მი­გიწ­ვი­ეს.

- სწო­რედ იმი­ტომ ვართ მე­გობ­რე­ბი, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი და­ნარ­ჩე­ნე­ბის აზ­რსა და შე­ხე­დუ­ლე­ბებს პა­ტივს სცემს. შე­იძ­ლე­ბა, ჩემს მე­გობ­რებს თა­ვი­ან­თი კრი­ტი­კის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მა არ მო­ვუ­წო­ნო.

- ასეთ კრი­ტი­კას შე­იძ­ლე­ბა, გი­ნე­ბაც და­ვარ­ქვათ.

- არის დრო ხი­დე­ბის მტვრე­ვის და არის დრო ხი­დე­ბის შე­ნე­ბის. ხი­დე­ბის მტვრე­ვის დრომ გა­ი­ა­რა. ახლა ხი­დე­ბის შე­ნე­ბის დროა. თუ ჩვენ შო­რის ასე­თი მძაფ­რი კონფრონ­ტა­ცი­აა, არც მიშა არ და­რე­კავ­და ჩემ­თან და არც მე დავ­თან­ხმდე­ბო­დი სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი პი­რა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი სა­ერ­თო საქ­მის მი­მართ უნდა გა­ი­მიჯ­ნოს. შე­იძ­ლე­ბა, ჩემი მე­გობ­რე­ბის პი­რა­დი მო­საზ­რე­ბე­ბი­დან არც ერთს არ ვე­თან­ხმე­ბო­დე, მაგ­რამ სა­ერ­თო საქ­მის­თვის გა­ვერ­თი­ან­დეთ და კარ­გი პრო­დუქ­ტი გა­ვა­კე­თოთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩემი სე­რი­ალ­ში მის­ვლის მი­ზა­ნი არის კონ­კრე­ტუ­ლი და კარ­გი საქ­მის კე­თე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შონზო გოგა ხაჩიძისგან ბოდიშის მოხდას ელოდება

შონზო გოგა ხაჩიძისგან ბოდიშის მოხდას ელოდება

ზურა გაჩეჩილაძე რამდენიმე თვის წინ სკანდალში გაეხვია. ''ნაციონალური მოძრაობიდან'' მის წამოსვლას მეგობრების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ზოგი მის საქციელს ვირთხების გაქცევას ადარებდა. მოგვიანებით ვნებათაღელვა დაცხრა. ახლა ზურა გაჩეჩილაძე, რომელსაც ყველა შონზოთი მიმართავს, საკრებულოს წევრია და თბილისში კულტურული ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნავს. ცოტა ხნის წინ სერიალ ''ნათია და ნათიაში'' გამოჩნდა. სერიალს მისი მეგობრები ამზადებენ. ეს მეგობრები კი შონზოს რამდენიმეთვისწინანდელ საქციელს სოციალურ ქსელში აკრიტიკებდნენ.

- შონზო, როგორ აღმოჩნდით სერიალში ''ნათია და ნათია'' ?

- დამირეკა მიშა მშვილდაძემ, ჩემმა მეგობარმა და ამ სერიალის პროდიუსერმა, და მითხრა, პოლიტიკოსის როლი გვაქვს და შენზე ვიფიქრეთო. ჩვენი ძველი და ახლანდელი მეგობრობიდან გამომდინარე, ვუთხარი, არ მინდა ტექსტი, ვიცი, რომ ცუდ როლს არ შემომთავაზებდი-მეთქი და მივედი. ადგილზე ვისწავლე ტექსტი და გადავიღეთ სერია.

- პოლიტიკაში წასვლის შემდეგ მსახიობობას ჩამოშორდით, არ გაგიჭირდათ კამერების წინ თამაში?

- ვერ ვიტყოდი, რომ ამ სფეროს ჩამოვშორდი. პოლიტიკაშიც რომ ვიყავი, კულტურის სფეროში ვმოღვაწეობდი. უბრალოდ, ტელეეკრანთან აქტიურად ურთიერთობას ჩამოვშორდი. ჩემი დღევანდელი და მომავალი გეგმები ამ სფეროს უკავშირდება.

- ''ნათია და ნათიას'' გადაღებების დროს მოხდა რამე გაუთვალისწინებელი?

- ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რუსები რომ იტყვიან, ყველაფერი იყო ''კაკ ნა მასლე'' .

- მოგწონთ სერიალი და საკუთარი გმირი?

- ჯერ მხოლოდ მეშვიდე სერია გავიდა ეთერში. როგორც ვიცი, საკმაოდ ნორმალური რეიტინგი აქვს. მგონია, რომ გაამართლებს. ამ სერიალს ისეთი ნიჭიერი ხალხი ემსახურება, რომ კარგ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ. ის სამყარო, რომელსაც ეს სერიალი გვთავაზობს, გროტესკულია და როგორც სერიალის გმირებს უყვართ თქმა, ''სვეცკური'' . თათქარიძე არის თბილისის ერთ-ერთი უბნის, ვაკის პროტოტიპი. შესაბამისად, ჩემი გმირის ხასიათიც ამ მიმართულებით უნდა გახსნილიყო. წარმატებულ ბიზნესმენს, მაჟორიტარს, რომელიც ხალხმა აირჩია, უნდა ჰქონდეს ის გროტესკი, რომელიც თათქარიძის უბნის მცხოვრებლებს აქვთ.

- მახსოვს, ამ სერიალის შემქმნელებმა ''ნაციონალებიდან'' წამოსვლის გამო მწარედ გაგაკრიტიკეს. გასაკვირია, რომ ამის შემდეგ სერიალში მიგიწვიეს.

- სწორედ იმიტომ ვართ მეგობრები, რომ თითოეული ჩვენგანი დანარჩენების აზრსა და შეხედულებებს პატივს სცემს. შეიძლება, ჩემს მეგობრებს თავიანთი კრიტიკის გამოხატვის ფორმა არ მოვუწონო.

- ასეთ კრიტიკას შეიძლება, გინებაც დავარქვათ.

- არის დრო ხიდების მტვრევის და არის დრო ხიდების შენების. ხიდების მტვრევის დრომ გაიარა. ახლა ხიდების შენების დროა. თუ ჩვენ შორის ასეთი მძაფრი კონფრონტაციაა, არც მიშა არ დარეკავდა ჩემთან და არც მე დავთანხმდებოდი სერიალში მონაწილეობას. შესაბამისად, ჩვენი პირადი შეხედულებები და შეხედულებები საერთო საქმის მიმართ უნდა გაიმიჯნოს. შეიძლება, ჩემი მეგობრების პირადი მოსაზრებებიდან არც ერთს არ ვეთანხმებოდე, მაგრამ საერთო საქმისთვის გავერთიანდეთ და კარგი პროდუქტი გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში ჩემი სერიალში მისვლის მიზანი არის კონკრეტული და კარგი საქმის კეთება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია