პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის მართლმადიდებლობა?
რა არის მართლმადიდებლობა?

ბერი ერ­მო­ლა­ო­სი (ჭე­ჟია), რო­მე­ლიც ათო­ნის მთის წმინ­და პან­ტე­ლე­ი­მო­ნის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე­ობს, "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის არსს გან­მარ­ტავს.

"რა არის მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა?

მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას არა მარ­ტო მას­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, არა­მედ, სამ­წუ­ხა­როდ თვით მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი სხვა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კონ­ფე­სი­ე­ბის­გან ან­სხვა­ვებს მხო­ლოდ პირ­ჯვა­რის გა­და­წე­რის მე­თო­დით, ან ხატ­თა და სხვა სიწ­მი­დე­თა თაყ­ვა­ნის­ცე­მის კულ­ტუ­რით, ან თა­ვი­სე­ბუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რით, ან სხვა რა­ი­მე გა­რეგ­ნუ­ლი ნიშ­ნით. და ბევ­რმა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა არც კი იცის თა­ვი­სი სარ­წმუ­ნო­ე­ბის არსი.

მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა არის ღვთის მარ­თლად, სწო­რად დი­დე­ბა და რად­გა­ნაც ღმერ­თი სიყ­ვა­რუ­ლია და მისი დი­დე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის პრინ­ცი­პის გა­ნუხ­რე­ლი დაც­ვაა, ამი­ტომ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა არის სიყ­ვა­რუ­ლის დი­დე­ბა, ქრის­ტეს­მი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლის აბ­სო­ლუ­ტუ­რი რე­ა­ლი­ზა­ცია, რო­გორც თე­ო­ლო­გი­ურ-დოგ­მა­ტურ და ლი­ტურ­გი­კულ სფე­რო­ში ასე­ვე ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში.

სიყ­ვა­რუ­ლის დი­დე­ბის და ღვთის სიყ­ვა­რულ­ში მის­ტი­კუ­რი წვდო­მის ფორ­მუ­ლა მო­ცე­მუ­ლია მო­ცი­ქუ­ლი პავ­ლეს წე­რილ­ში ეფე­სელ­თა მი­მართ: "და იყოთ თქვენ ფეს­ვგად­გმუ­ლე­ბი და და­ფუძ­ნე­ბუ­ლე­ბი სიყ­ვა­რულ­ში, რათა შეძ­ლოთ თქვენ ყვე­ლა წმი­დას­თან ერ­თად ჩაწ­ვდეთ, რა არის გან­ძი და სიგ­რძე და სი­მაღ­ლე და სიღ­რმე, და შე­იც­ნოთ ქრის­ტეს სიყ­ვა­რუ­ლი, ცოდ­ნას რომ აღე­მა­ტე­ბა, რათა აღივ­სოთ სრუ­ლი ღვთი­უ­რი სი­სავ­სით." (ეფეს. 3,17-19) ეს ფორ­მუ­ლა არის უნი­ვერ­სა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბის პროგ­რა­მა რო­გორც მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის­თვის მთლი­ა­ნად, ასე­ვე კერ­ძოდ ცალ­კე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის­თვის, რა­მე­თუ იგი­ვე პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის თქმით "სიყ­ვა­რუ­ლი რჯუ­ლის აღ­სრუ­ლე­ბაა." (რომ. 13.10)

მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა არის ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნო­ბა! მაშ რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო ქრის­ტი­ა­ნო­ბის ჭეშ­მა­რი­ტი აღმსა­რებ­ლო­ბის და­მა­ტე­ბი­თი ტერ­მი­ნით და­ფიქ­სი­რე­ბა?

ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად ოდ­ნავ ქრის­ტი­ა­ნო­ბის ის­ტო­რი­ას უნდა გა­დავ­ხე­დოთ. ქრის­ტეს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ სიყ­ვა­რუ­ლის აბ­სო­ლუ­ტუ­რო­ბის პრინ­ციპს თვით ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის შიგ­ნით თა­ვი­დან­ვე ორი დაჯ­გუ­ფე­ბა და­უ­პი­რის­პირ­და. პი­რო­ბი­თად ერთს და­ვარ­ქმევთ "ბერ­ძნებს", ხოლო მე­ო­რეს "ებ­რა­ე­ლებს". ეს ტერ­მი­ნე­ბი ჩვენს მსჯე­ლო­ბა­ში არ ატა­რე­ბენ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბის დატ­ვირ­თვას და აღე­ბუ­ლი არი­ან მო­ცი­ქუ­ლი პავ­ლეს ცნო­ბი­ლი ფრა­ზი­დან: "ჩვენ ვქა­და­გებთ ჯვარ­ცმულ ქრის­ტეს: იუ­დე­ველ­თათ­ვის საც­დურს და ბერ­ძენ­თათ­ვის უგუ­ნუ­რე­ბას." (1 კო­რინ. 1,23). სწო­რედ აქ ნა­გუ­ლის­ხმევ ბერ­ძენ­თა და იუ­დე­ველ­თა სწავ­ლე­ბის გავ­ლე­ნით, შემ­დგომ, ქრის­ტი­ა­ნულ ეკ­ლე­სი­ა­ში მუ­დამ იყ­ვნენ "ბერ­ძნე­ბი", რომ­ლე­ბიც ძველ­ბერ­ძნუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბის კულ­ტუ­რი­დან გა­მო­მომ­დი­ნა­რე ღმერ­თში უპი­რა­ტე­სად სიბ­რძნის პრი­მატს აღი­ა­რებ­დნენ, და "ებ­რა­ე­ლე­ბი", რომ­ლე­ბიც იუ­და­ის­ტუ­რი რე­ლი­გი­უ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის კულ­ტუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უპი­რა­ტე­სად უფ­ლის მთა­ვარ მა­ხა­სი­ა­თებ­ლად ყოვ­ლის­შემ­ძლე­ო­ბას - აბ­სო­ლუ­ტურ ძა­ლა­უფ­ლე­ბას ხე­დავ­დნენ, ამი­ტომ ორი­ვე დაჯ­გუ­ფე­ბა ღვთის სიყ­ვა­რუ­ლის უსას­რუ­ლო­ბას უარ­ყოფ­და. მხო­ლოდ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი იღებ­დნენ უპი­რო­ბოდ ჯვარ­ცმის "საც­დურს და უგუ­ნე­რე­ბას" და ის ღვთის სიყ­ვა­რუ­ლის აბ­სო­ლუ­ტურ გა­მოვ­ლი­ნე­ბად მი­აჩ­ნი­ათ.

სწო­რედ ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში მუ­დამ არ­სე­ბუ­ლი "ბერ­ძნე­ბი" და "ებ­რა­ე­ლე­ბი" იყ­ვნენ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ერე­ტი­კუ­ლი მო­ძღვრე­ბე­ბის ავ­ტო­რე­ბი და სწო­რედ მათი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გია, რომ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას გა­მო­ე­ყო კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სია და შემ­დეგ კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სია მრა­ვალ წვრილ კონ­ფე­სი­ე­ბად და­ი­შა­ლა.

"იესო ქრის­ტე მხო­ლოდ მე­სი­აა - რჩე­უ­ლი და ღვთის­გან ცხე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი" - ას­წავ­ლიდ­ნენ "ებ­რა­ე­ლე­ბი" (ებო­ნი­ტელ­თა და კო­რინ­თე­ველ­თა ჰე­რე­სია), რომ­ლე­ბიც ღვთის გან­კა­ცე­ბას ღვთის ყოვ­ლის­შემ­ძლე­ო­ბას­თან შე­უ­სა­ბა­მოდ მი­იჩ­ნევ­დნენ. "სი­ტყვა გან­კაც­და, მაგ­რამ ის არ არის ღმერ­თი, ის ღვთის ქმნი­ლე­ბაა", ას­წავ­ლიდ­ნენ მე­ო­თხე სა­უ­კუ­ნე­ში არი­ა­ნელ­თა ჰე­რე­სი­ის მხარ­დამ­ჭე­რი "ებ­რა­ე­ლე­ბი", რომ­ლე­ბიც ფიქ­რობ­დნენ, რომ ღვთის ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბა საკ­მა­რი­სია, რომ ისე­თი სრულ­ყო­ფი­ლი არ­სე­ბა მო­ავ­ლი­ნოს დე­და­მი­წა­ზე, რომ ცხო­ნე­ბის საქ­მე აღას­რუ­ლოს.

"ქრის­ტე­ში ორი ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პერ­სო­ნა­აა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი - ღვთი­უ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი" ას­წავ­ლიდ­ნენ "ბერ­ძნე­ბი" (ნეს­ტო­რი­ა­ნელ­თა ჰე­რე­სია), რომ­ლებ­საც ღვთის სიბ­რძნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ შე­ეძ­ლოთ ორი ბუ­ნე­ბის - ღვთი­უ­რის და ადა­მი­ა­ნუ­რის ურ­თი­ერ­თდა­უ­ზი­ა­ნებ­ლად ერთ არ­სე­ბა­ში არ­სე­ბო­ბის წარ­მოდ­გე­ნა. "ქრის­ტე­ში მხო­ლოდ ერთი ბუ­ნე­ბა არ­სე­ბობს" ას­წავ­ლიდ­ნენ ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ "ებ­რა­ე­ლე­ბი" (ევ­ტი­ხი­ა­ნელ­თა ჰე­რე­სია), რომ­ლებ­საც არ შე­ეძ­ლოთ დაშ­ვე­ბა, რომ სიყ­ვა­რუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ორი­ვე ბუ­ნე­ბის - ღვთი­უ­რის და ადა­მი­ა­ნუ­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. მათ მოჰ­ყვნენ "ებ­რა­ე­ლე­ბი" - მო­ნო­ფი­ზი­ტე­ბი და ია­კო­ბი­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც ისევ აა­ღორ­ძი­ნეს ევ­ტი­ხი­ა­ნელ­თა ჰე­რე­სია და სა­კუ­თა­რი ეკ­ლე­სია და­ა­არ­სეს. მალე გა­მოჩ­ნდნენ ახა­ლი "ბერ­ძნე­ბი", რომ­ლებ­მაც ღვტის სიბ­რძნეს­თან ღვთის გან­კა­ცე­ბის იდეა მი­უ­ღებ­ლად ჩათ­ვა­ლეს (დო­კეტ­თა ჰე­რე­სია) და ას­წავ­ლი­ნენ რომ ღვტის სი­ტყვის ადა­მი­ა­ნო­ბა მხო­ლოდ მოჩ­ვე­ნე­ბა იყო და შე­სა­ბა­მი­სად ქრის­ტე ფან­ტო­მი იყო.

მე­ო­თხე სა­უ­კუ­ნე­ში "ბერ­ძნებ­მა" ჩათ­ვა­ლეს სა­ჭი­როდ, რომ ქრის­ტე­ში ღვთი­უ­რი და ადა­ნი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბის ურ­თი­ერ­თშე­სა­ბა­მი­სო­ბა შე­ეც­ვა­ლათ და მას­ში ადა­მი­ა­ნუ­რად მხო­ლოდ მე­სა­მე­დი აღი­ა­რეს (აპო­ლი­ნა­რი­ა­ნელ­თა ჰე­რე­სია) და ეს მათი ცდუ­ნე­ბაც ისევ ღვთის სიბ­რძნის ადა­მი­ა­ნუ­რის­გან დაც­ვის მცდე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და.

ასე გრძელ­დე­ბო­და სიყ­ვა­რუ­ლის პრინ­ცი­პი­სათ­ვის სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ომი ერთი მხრივ მარ­თლმა­დი­დებ­ლებ­სა და მე­ო­რე მხრივ "ბერ­ძნებ­სა" და "ებ­რა­ე­ლებს" შო­რის და სა­ბო­ლო­ოდ ეს და­პი­რის­პი­რე­ბა ეკ­ლე­სი­ის დიდი გახ­ლე­ჩით დამ­თავ­რდა. ეს ორი ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ბა­ნა­კი სა­ბო­ლო­ოდ ორ ეკ­ლე­სი­ად გა­ი­ყო. მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბამ სა­ბო­ლო­ოდ მო­ი­შო­რა "ბერ­ძნე­თა" და "ებ­რა­ე­ლე­თა" ცდუ­ნე­ბა, რა­მე­თუ ისი­ნი ერ­თად გა­და­ბარ­გდნენ მე­ო­რე ბა­ნაკ­ში - კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში. მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბამ ამით თა­ვი­სი სწავ­ლე­ბის სიწ­მინ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და მას მერე ათა­სი წე­ლია მას­ში დოგ­მა­ტი­კურ სფე­რო­ში ახა­ლი ერე­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბა აღარ წარ­მო­შო­ბი­ლა. კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში კი პი­რი­ქით "ბერ­ძნებ­სა" და "ებ­რა­ე­ლებს" შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა გაგ­რძელ­და და შე­დე­გად ამ ეკ­ლე­სი­ას ასო­ბით დიდი თუ მცი­რე ეკ­ლე­სი­ე­ბი თუ კონ­ფე­სი­ე­ბი გა­მო­ე­ყო.

მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის მთლი­ა­ნო­ბის გა­რან­ტი სწო­რედ სიყ­ვა­რუ­ლის პრი­მა­ტის უპი­რო­ბო აღი­ა­რე­ბაა. მარ­თა­ლია ბოლო ათა­სი წელი ამ პრი­ცი­პის უზე­ნა­ე­სო­ბას მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში არა­ვინ შე­ხე­ბია, პი­რი­ქით ის კი­დევ უფრო გამ­დიდ­რა ამ უზე­ნა­ე­სი პრინ­ცი­პის პრაქ­ტი­კუ­ლი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მის­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბით (ისი­ხაზ­მი, იე­სოს ლოც­ვის კულ­ტუ­რა, ათო­ნუ­რი ას­კე­ტიზ­მის კულ­ტუ­რა და სხვა). მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ძნე­ლად ვინ­მე თუ აღი­ა­რებს, რომ დღეს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია უცი­ლო­ბე­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ტით სარ­გებ­ლობს და ძლე­ვა­მო­სი­ლია დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში. რა­შია საქ­მე?

საქ­მე იმა­შია, რომ მარ­თა­ლია მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­მა ეკ­ლე­სი­ამ თა­ვი­სი დოგ­მა­ტუ­რი სიწ­მინ­დე და ღვთის სიყ­ვა­რუ­ლის პრი­მა­ტი ხელ­შე­უ­ხებ­ლად შე­ი­ნა­ხა, მაგ­რამ ამ ღვთი­უ­რი დოგმე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში და­უშ­ვა რამ­დე­ნი­მე შეც­დო­მა, რა­მაც მისი, რო­გორც სა­ყო­ველ­თაო ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­რი­ტე­ტის შე­ლახ­ვა გა­მო­იწ­ვია და იწ­ვევს დღე­საც. ეს შეც­დო­ბე­ბია:

1. პირ­ვე­ლი შეც­დო­მა ქრის­ტი­ა­ნო­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­აა. ქრის­ტი­ა­ნო­ბის, რო­გორც სიყ­ვა­რუ­ლის რე­ლი­გი­ის ძლე­ვა­მო­სი­ლი მსვლე­ლო­ბა შე­ჩერ­და მა­შინ, როცა პო­ლი­ტი­კამ ის თა­ვის სამ­სა­ხურ­ში ჩა­ა­ყე­ნა. სა­ნამ ქრის­ტი­ა­ნო­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხად­დე­ბო­და და ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ტრე­სე­ბის სამ­სა­ხურ­ში ჩად­გე­ბო­და, მას სხვა­დას­ხვა ერე­ბი ხელ­გაშ­ლილ­ნი ეგე­ბე­ბოდ­ნენ, რად­გა­ნაც ქრის­ტეს მო­ძღვრე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი - სა­ყო­ველ­თაო სიყ­ვა­რუ­ლი, გა­ნურ­ჩევ­ლად ეროვ­ნე­ბი­სა, წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა ნე­ბის­მი­ე­რი ერის ადა­მი­ა­ნის­თვის მშობ­ლი­უ­რი და სა­ნუკ­ვა­რი იდეა იყო. მაგ­რამ, რო­გორც კი ეკ­ლე­სია სა­ხელ­მწი­ფი ინ­ტე­რე­სე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სამ­სა­ხურ­ში ჩად­გა, როცა პო­ლი­ტი­კოს­თა მიერ ქრის­ტეს ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და ქრის­ტი­ა­ნო­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გავ­რცე­ლე­ბა შე­წყდა, ამი­ე­რი­დან სა­ჭი­რო იყო მისი ცე­ცხლით და მახ­ვი­ლით გავ­რცე­ლე­ბა.

ღვთის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის სამ­სა­ხურ­ში ჩა­ყე­ნე­ბამ და­ღუ­პა ებ­რა­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რია, რუ­სე­თის იმ­პე­რია და ყვე­ლა ერი, რო­მე­ლიც ამ დამ­ღუპ­ველ გზას და­ად­გე­ბა გან­წი­რუ­ლია სუ­ლი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი კრა­ხის­თვის. ეკ­ლე­სია პო­ლო­ტი­კის სამ­სა­ხურ­ში რომ არ ჩამ­დგა­რი­ყო, ის დღე­საც ერ­თი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და.

პატ­რი­ო­ტია არა ის, ვინც ქრის­ტეს და მის ეკ­ლე­სი­ას ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იყე­ნებს, არა­მედ ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტია მხო­ლოდ ქრის­ტეს სიყ­ვა­რუ­ლით გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი და გას­ხი­ვოს­ნე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც სუ­ლი­ე­რი სიწ­მინ­დის ჭრილ­ში აფიქ­სი­რებს სა­კუ­თა­რი ერის მი­სი­ას და რომ­ლის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა ქრის­ტეს­მი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლია.

პო­ლი­ტი­კოს პატ­რი­ოტს ერის მხო­ლოდ ტაქ­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გან­სა­ზღვრა შე­უძ­ლია და ისიც შე­ზღუ­დუ­ლად, ქრი­ა­ტეს­მი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლით გას­ხი­ვოს­ნე­ბუ­ლი პატ­რი­ო­ტი კი ერის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია. ამი­ტომ ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია ეკ­ლე­სი­ის პო­ლი­ტი­კა­ში ჩათ­რე­ვის მცდე­ლო­ბა.

ეკ­ლე­სი­ის ერ­თად-ერთი ფუნ­ქცია ადა­მი­ა­ნის სუ­ლის ხსნაა, მა­ღალ­სუ­ლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბის ძერ­წვაა, სიყ­ვა­რუ­ლის, რო­გორც უზე­ნა­ე­სი დო­მი­ნან­ტის დამ­ტკი­ცე­ბაა. ეკ­ლე­სი­ას არ სჭირ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს პრო­ტექ­ცია, მისი მფარ­ვე­ლი და პრო­ტექ­ტო­რი თა­ვად ღმერ­თია და ვი­საც ამის არ სჯე­რა მას არ სწამს ღმერ­თის. არ არ­სე­ბობს არც ქარ­თვე­ლი ქრის­ტე, არც ბერ­ძე­ნი, არც რუსი და არც სერ­ბი და არც სხვა ეროვ­ნე­ბის ქრის­ტე, ის ღმერ­თია, ის სიყ­ვა­რუ­ლია და ღმერ­თს ეროვ­ნე­ბა არა აქვს, სიყ­ვა­რუ­ლი სა­ყო­ველ­თა­ოა.

2. მე­ო­რე შეც­დო­მა ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხელ­ყო­ფაა. შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ინ­კვი­ზი­ტო­რე­ბი ქრის­ტეს სა­ხე­ლით კი­ცონ­ზე წვავ­და ადა­მი­ა­ნებს, რაც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის სრუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცი­ით დამ­თავ­რდა. სი­ძულ­ვილ­მა სი­ძულ­ვი­ლი შვა. ინ­კვი­ზი­ცი­ის ამ სა­ში­ნელ შეც­დო­მას ზო­გი­ერ­თი ღვთი­ამ­სა­ხუ­რი დღე­საც იმე­ო­რებს და მრევლს ას­წავ­ლის, რომ კულ­ტუ­რა და ხე­ლოვ­ნე­ბა ან­ტი­რე­ლი­გი­უ­რია, რომ სა­ე­რო გა­ნათ­ლე­ბა სუ­ლი­ერ ზრდას ხელს უშ­ლის, რომ ლექ­სის წერა, სიმ­ღე­რა და ცეკ­ვა საფშვინ­ველს აღაგ­ზნებს, რი­თაც უმეც­რე­ბის კო­ცონ­ზე წვა­ვენ ადა­მი­ა­ნებს. განა ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმა უმაღ­ლე­სი პო­ე­ზი­ის გა­მოვ­ლი­ნე­ბა არ არის, განა ეკ­ლე­სი­ის ლი­ტურ­გი­კუ­ლი და ჰიმ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ქმნი­ლე­ბა­ნი პო­ე­ზი­ის უმ­შვე­ნი­ე­რეს ნი­მუ­შებს არ წარ­მო­ად­გე­ნენ, განა ეკ­ლე­სი­ის ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­დევ­რე­ბად არ გვევ­ლი­ნე­ბი­ან. ხე­ლოვ­ნე­ბა ღვთის ძი­ე­ბის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბაა და ადა­მი­ა­ნი ხე­ლოვ­ნე­ბის გა­რე­შე ცხო­ვე­ლია. კულ­ტუ­რა და გა­ნათ­ლე­ბა ღვთის სუ­ლი­ე­რი წვდო­მის სას­ტარ­ტო მო­ე­და­ნია.

ქრის­ტე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ღმერ­თია, მან ძლია სიკ­ვდილს და სიყ­ვა­რუ­ლი აქ­ცია კა­ცობ­რი­ო­ბის არ­სე­ბო­ბის მთა­ვარ მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლად, ამი­ტომ სიყ­ვა­რუ­ლის ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა - ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხით თუ მის­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ხით - ყვე­ლა­ფე­რი ღვთი­უ­რია.

3. კი­დევ ერთი შეც­დო­მა ბე­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის იდე­ა­ლი­ზა­ცია და უნი­ვერ­სა­ლი­ზა­ცი­აა. ბე­რო­ბა ღვთის ძი­ე­ბის ერთ-ერთი გზაა, დიახ იდე­ა­ლუ­რი და პირ­და­პი­რი გზაა, მაგ­რამ არა ერ­თად-ერთი. მისი ერის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში გად­მო­ტა­ნა და აბ­სო­ლუ­ტურ იდე­ა­ლად და­ფიქ­სი­რე­ბა ყოვ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია და ისევ და ისევ ქრის­ტეს მო­ძღვრე­ბის დი­აკ­რე­დი­ტა­ცი­ას იწ­ვევს. ბე­რუ­ლი მო­საგ­რე­ო­ბა და ას­კე­ტიზ­მი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის მე­თო­დია და ამ მე­თოდს ამ გზის­თვის კურ­თხე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ირ­ჩე­ვენ. მაგ­რამ კა­ცობ­რი­ო­ბა არა­სო­დეს იქ­ცე­ვა ერთ დიდ მო­ნას­ტრად, ასე­თი ჩა­ნა­ფიქ­რი არც ჰქო­ნია უფალს, მან ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოვ­ლე­ნის კვა­კუ­თხე­დად აქ­ცია, ამი­ტომ არ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი შე­ზღუდ­ვა ღვთის ჩა­ნა­ფირს ძირ­ფეს­ვი­ა­ნად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ეკ­ლე­სი­ის ფუნ­ქცი­ა­აა არა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრუ­ლი სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბა, არა­მედ ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი მსვლე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხო­ნე­ბის პრო­ცე­სის ხელ­შე­წყო­ბა და ისიც ამ ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

4. დიდი შეც­დო­მაა აგ­რეთ­ვე სა­ეკ­ლე­სიო წესჩ­ვე­უ­ლე­ბა­თა და ეკ­ლე­სი­ის სიწ­მი­დე­ე­ბის (ხა­ტე­ბის, წმ. ნა­წი­ლე­ბის და ა.შ.) გა­კერ­პე­ბის­კენ მის­წრა­ფე­ბა. ეკ­ლე­სი­ის პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში წარ­მარ­თუ­ლი ცრურ­წმე­ნე­ბის და მა­გი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბის კულ­ტი­ვა­ცი­ის მცდე­ლო­ბა, ცრუ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის და მდა­რე აპო­კა­ლიპ­ტი­კის გავ­რცე­ლე­ბა. ქრის­ტეს მო­ძღვრე­ბის ქვა­კუ­თხე­დი არის სიყ­ვა­რუ­ლი, და ამ მო­ძღვრე­ბის გა­ნუხ­რე­ლი დაც­ვა და მისი ცხოვ­რე­ბა­ში გა­ტა­რე­ბა არის მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა. წმი­და ხა­ტე­ბი, წმი­და ნა­წი­ლე­ბი და სა­ეკ­ლე­სიო წესჩ­ვე­უ­ლე­ბა­ნი ქრის­ტეს­მი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლის ცალ­კე­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბია და ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია ქრის­ტი­ა­ნულ სუ­ლი­ერ პრაქ­ტი­კა­ში ამ წმი­და გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბით თა­ვად ქრის­ტეს ჩა­ნაც­ვლე­ბა. თუ ეკ­ლე­სია არ გა­ნიწ­მინ­და წარ­მარ­თუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბი­სა­გან და მა­გიზ­მი­სა­გან მას სა­ბო­ლოო ჯამ­ში კრა­ხი ელო­დე­ბა.

აი, ამ და სხვა მი­ზე­ზე­ბის გა­მოა მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა - ერ­თად-ერთი ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნო­ბა - ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის კი­დე­ზე გა­რი­ყუ­ლი. და სა­ნამ ჩვენ არ გან­ვიწ­მინ­დე­ბით შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ობ­რი­ვი "მრა­კო­ბე­სი­ის­გან", მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის უმ­თავ­რე­სი მი­სია - სიყ­ვა­რულ­ში ადი­დოს უფა­ლი - შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი დარ­ჩე­ბა. მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის­თვის მისი სიწ­მინ­დის და ავ­ტო­რი­ტე­ტის და­საბ­რუ­ნებ­ლად არ არის სა­ჭი­რო არც რე­ფორ­მა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზი­რე­ბა და მით უმე­ტეს არც რე­ვო­ლუ­ცი­ის­კენ მო­წო­დე­ბა, არა­მედ საკ­მა­რი­სია ქრის­ტეს პირ­ვე­ლა­დი ეკ­ლე­სი­ის სიწ­მინ­დის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის კე­თი­ლი ნება", - წერს ბერი ერ­მო­ლა­ო­სი.

ბერი ერ­მო­ლა­ო­სი (პა­ა­ტა ბო­ჩოს ძე ჭე­ჟია) 1966 წელს და­ი­ბა­და ზუგ­დიდ­ში. სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე ჩა­ი­რი­ცხა ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. პა­რა­ლე­ლუ­რად სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლობ­და. იცის რამ­დე­ნი­მე უცხო ენა.

90-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს მივ­ლი­ნე­ბით გერ­მა­ნი­ა­ში მო­უხ­და გამ­გზავ­რე­ბა. იქ სამი წე­ლი­წა­დი დაჰ­ყო. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გა­ი­ტა­ცა გერ­მა­ნულ­მა ფი­ლო­სო­ფი­ამ, შემ­დეგ კი ბიბ­ლი­ით და­ინ­ტე­რეს­და...

2002 წლის თე­ბერ­ვალ­ში ფე­ხით მი­ვი­და ათო­ნის წმინ­და მთა­ზე, ივე­რო­ნის მო­ნას­ტერ­ში, მაგ­რამ იქ არ მი­ი­ღეს და პან­ტე­ლე­ი­მო­ნის მო­ნას­ტერ­ში გა­და­ვი­და. ეს მოხ­და 2002 წლის 15 თე­ბერ­ვალს, მირ­ქმის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე. უფ­ლის ნე­ბი­თა და ღვთის­მშობ­ლის მე­ო­ხე­ბით მორ­ჩი­ლად მი­ი­ღეს და უწო­დეს პეტ­რე, ხოლო სამი წლის მორ­ჩი­ლე­ბის შემ­დეგ, 2005 წლის 24 აპ­რილს, ბზო­ბის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე, აღ­კვე­ცეს ბე­რად და უწო­დეს ერ­მო­ლა­ო­სი.

ცოლი ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბი­სას, 22 წლი­სამ შე­ირ­თო. ჰყავთ ორი ვაჟი, ბექა და დაჩი, 16 და 13 წლი­სა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რა არის მართლმადიდებლობა?

რა არის მართლმადიდებლობა?

ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია), რომელიც ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში მოღვაწეობს, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მართლმადიდებლობის არსს განმარტავს.

"რა არის მართლმადიდებლობა?

მართლმადიდებლობას არა მარტო მასში გაურკვეველი ადამიანები, არამედ, სამწუხაროდ თვით მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი სხვა ქრისტიანული კონფესიებისგან ანსხვავებს მხოლოდ პირჯვარის გადაწერის მეთოდით, ან ხატთა და სხვა სიწმიდეთა თაყვანისცემის კულტურით, ან თავისებური არქიტექტურით, ან სხვა რაიმე გარეგნული ნიშნით. და ბევრმა მართლმადიდებელმა არც კი იცის თავისი სარწმუნოების არსი.

მართლმადიდებლობა არის ღვთის მართლად, სწორად დიდება და რადგანაც ღმერთი სიყვარულია და მისი დიდება სიყვარულის პრინციპის განუხრელი დაცვაა, ამიტომ მართლმადიდებლობა არის სიყვარულის დიდება, ქრისტესმიერი სიყვარულის აბსოლუტური რეალიზაცია, როგორც თეოლოგიურ-დოგმატურ და ლიტურგიკულ სფეროში ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სიყვარულის დიდების და ღვთის სიყვარულში მისტიკური წვდომის ფორმულა მოცემულია მოციქული პავლეს წერილში ეფესელთა მიმართ: "და იყოთ თქვენ ფესვგადგმულები და დაფუძნებულები სიყვარულში, რათა შეძლოთ თქვენ ყველა წმიდასთან ერთად ჩაწვდეთ, რა არის განძი და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე, და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით." (ეფეს. 3,17-19) ეს ფორმულა არის უნივერსალური მოქმედების პროგრამა როგორც მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მთლიანად, ასევე კერძოდ ცალკეული პიროვნებისთვის, რამეთუ იგივე პავლე მოციქულის თქმით "სიყვარული რჯულის აღსრულებაა." (რომ. 13.10)

მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა! მაშ რატომ გახდა საჭირო ქრისტიანობის ჭეშმარიტი აღმსარებლობის დამატებითი ტერმინით დაფიქსირება?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ოდნავ ქრისტიანობის ისტორიას უნდა გადავხედოთ. ქრისტეს მიერ გამოცხადებულ სიყვარულის აბსოლუტურობის პრინციპს თვით ქრისტიანული ეკლესიის შიგნით თავიდანვე ორი დაჯგუფება დაუპირისპირდა. პირობითად ერთს დავარქმევთ "ბერძნებს", ხოლო მეორეს "ებრაელებს". ეს ტერმინები ჩვენს მსჯელობაში არ ატარებენ ნაციონალურობის დატვირთვას და აღებული არიან მოციქული პავლეს ცნობილი ფრაზიდან: "ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის უგუნურებას." (1 კორინ. 1,23). სწორედ აქ ნაგულისხმევ ბერძენთა და იუდეველთა სწავლების გავლენით, შემდგომ, ქრისტიანულ ეკლესიაში მუდამ იყვნენ "ბერძნები", რომლებიც ძველბერძნული ფილოსოფიური აზროვნების კულტურიდან გამომომდინარე ღმერთში უპირატესად სიბრძნის პრიმატს აღიარებდნენ, და "ებრაელები", რომლებიც იუდაისტური რელიგიური წარმოდგენების კულტურიდან გამომდინარე უპირატესად უფლის მთავარ მახასიათებლად ყოვლისშემძლეობას - აბსოლუტურ ძალაუფლებას ხედავდნენ, ამიტომ ორივე დაჯგუფება ღვთის სიყვარულის უსასრულობას უარყოფდა. მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები იღებდნენ უპირობოდ ჯვარცმის "საცდურს და უგუნერებას" და ის ღვთის სიყვარულის აბსოლუტურ გამოვლინებად მიაჩნიათ.

სწორედ ეკლესიის წიაღში მუდამ არსებული "ბერძნები" და "ებრაელები" იყვნენ ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში არსებული ყველა ერეტიკული მოძღვრებების ავტორები და სწორედ მათი საქმიანობის შედეგია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას გამოეყო კათოლიკური ეკლესია და შემდეგ კათოლიკური ეკლესია მრავალ წვრილ კონფესიებად დაიშალა.

"იესო ქრისტე მხოლოდ მესიაა - რჩეული და ღვთისგან ცხებული ადამიანი" - ასწავლიდნენ "ებრაელები" (ებონიტელთა და კორინთეველთა ჰერესია), რომლებიც ღვთის განკაცებას ღვთის ყოვლისშემძლეობასთან შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ. "სიტყვა განკაცდა, მაგრამ ის არ არის ღმერთი, ის ღვთის ქმნილებაა", ასწავლიდნენ მეოთხე საუკუნეში არიანელთა ჰერესიის მხარდამჭერი "ებრაელები", რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ღვთის ძლევამოსილება საკმარისია, რომ ისეთი სრულყოფილი არსება მოავლინოს დედამიწაზე, რომ ცხონების საქმე აღასრულოს.

"ქრისტეში ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პერსონააა გაერთიანებული - ღვთიური და ადამიანური" ასწავლიდნენ "ბერძნები" (ნესტორიანელთა ჰერესია), რომლებსაც ღვთის სიბრძნიდან გამომდინარე არ შეეძლოთ ორი ბუნების - ღვთიურის და ადამიანურის ურთიერთდაუზიანებლად ერთ არსებაში არსებობის წარმოდგენა. "ქრისტეში მხოლოდ ერთი ბუნება არსებობს" ასწავლიდნენ ამის საწინააღმდეგოდ "ებრაელები" (ევტიხიანელთა ჰერესია), რომლებსაც არ შეეძლოთ დაშვება, რომ სიყვარულის საშუალებით შესაძლებელია ორივე ბუნების - ღვთიურის და ადამიანურის გაერთიანება. მათ მოჰყვნენ "ებრაელები" - მონოფიზიტები და იაკობიტები, რომლებმაც ისევ ააღორძინეს ევტიხიანელთა ჰერესია და საკუთარი ეკლესია დააარსეს. მალე გამოჩნდნენ ახალი "ბერძნები", რომლებმაც ღვტის სიბრძნესთან ღვთის განკაცების იდეა მიუღებლად ჩათვალეს (დოკეტთა ჰერესია) და ასწავლინენ რომ ღვტის სიტყვის ადამიანობა მხოლოდ მოჩვენება იყო და შესაბამისად ქრისტე ფანტომი იყო.

მეოთხე საუკუნეში "ბერძნებმა" ჩათვალეს საჭიროდ, რომ ქრისტეში ღვთიური და ადანიანური ბუნების ურთიერთშესაბამისობა შეეცვალათ და მასში ადამიანურად მხოლოდ მესამედი აღიარეს (აპოლინარიანელთა ჰერესია) და ეს მათი ცდუნებაც ისევ ღვთის სიბრძნის ადამიანურისგან დაცვის მცდელობიდან გამომდინარეობდა.

ასე გრძელდებოდა სიყვარულის პრინციპისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ომი ერთი მხრივ მართლმადიდებლებსა და მეორე მხრივ "ბერძნებსა" და "ებრაელებს" შორის და საბოლოოდ ეს დაპირისპირება ეკლესიის დიდი გახლეჩით დამთავრდა. ეს ორი ურთიერთდაპირისპირებული ბანაკი საბოლოოდ ორ ეკლესიად გაიყო. მართლმადიდებლობამ საბოლოოდ მოიშორა "ბერძნეთა" და "ებრაელეთა" ცდუნება, რამეთუ ისინი ერთად გადაბარგდნენ მეორე ბანაკში - კათოლიკური ეკლესიის წიაღში. მართლმადიდებლობამ ამით თავისი სწავლების სიწმინდე შეინარჩუნა და მას მერე ათასი წელია მასში დოგმატიკურ სფეროში ახალი ერეტიკული სწავლება აღარ წარმოშობილა. კათოლიკურ ეკლესიაში კი პირიქით "ბერძნებსა" და "ებრაელებს" შორის დაპირისპირება გაგრძელდა და შედეგად ამ ეკლესიას ასობით დიდი თუ მცირე ეკლესიები თუ კონფესიები გამოეყო.

მართლმადიდებლური ეკლესიის მთლიანობის გარანტი სწორედ სიყვარულის პრიმატის უპირობო აღიარებაა. მართალია ბოლო ათასი წელი ამ პრიციპის უზენაესობას მართლმადიდებელ ეკლესიაში არავინ შეხებია, პირიქით ის კიდევ უფრო გამდიდრა ამ უზენაესი პრინციპის პრაქტიკული რეალიზაციის მისტიკური გამოცდილებით (ისიხაზმი, იესოს ლოცვის კულტურა, ათონური ასკეტიზმის კულტურა და სხვა). მაგრამ მიუხედავად ამისა, ძნელად ვინმე თუ აღიარებს, რომ დღეს მართლმადიდებლური ეკლესია უცილობელი ავტორიტეტეტით სარგებლობს და ძლევამოსილია დღევანდელ მსოფლიოში. რაშია საქმე?

საქმე იმაშია, რომ მართალია მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თავისი დოგმატური სიწმინდე და ღვთის სიყვარულის პრიმატი ხელშეუხებლად შეინახა, მაგრამ ამ ღვთიური დოგმების პრაქტიკული რეალიზაციის პროცესში დაუშვა რამდენიმე შეცდომა, რამაც მისი, როგორც საყოველთაო ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა გამოიწვია და იწვევს დღესაც. ეს შეცდობებია:

1. პირველი შეცდომა ქრისტიანობის ნაციონალიზაციაა. ქრისტიანობის, როგორც სიყვარულის რელიგიის ძლევამოსილი მსვლელობა შეჩერდა მაშინ, როცა პოლიტიკამ ის თავის სამსახურში ჩააყენა. სანამ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა და ბიზანტიის იმპერიის ნაციონალური ინტრესების სამსახურში ჩადგებოდა, მას სხვადასხვა ერები ხელგაშლილნი ეგებებოდნენ, რადგანაც ქრისტეს მოძღვრების საფუძველი - საყოველთაო სიყვარული, განურჩევლად ეროვნებისა, წარმომავლობისა და ქონებრივი მდგომარეობისა ნებისმიერი ერის ადამიანისთვის მშობლიური და სანუკვარი იდეა იყო. მაგრამ, როგორც კი ეკლესია სახელმწიფი ინტერესების რეალიზაციის სამსახურში ჩადგა, როცა პოლიტიკოსთა მიერ ქრისტეს ნაციონალიზაცია განხორციელდა ქრისტიანობის თავისუფალი გავრცელება შეწყდა, ამიერიდან საჭირო იყო მისი ცეცხლით და მახვილით გავრცელება.

ღვთის ნაციონალური ინტერესების სამსახურში ჩაყენებამ დაღუპა ებრაული სახელმწიფო, ბიზანტიის იმპერია, რუსეთის იმპერია და ყველა ერი, რომელიც ამ დამღუპველ გზას დაადგება განწირულია სულიერი და ფიზიკური კრახისთვის. ეკლესია პოლოტიკის სამსახურში რომ არ ჩამდგარიყო, ის დღესაც ერთიანი იქნებოდა.

პატრიოტია არა ის, ვინც ქრისტეს და მის ეკლესიას ეროვნული ინტერესების შესაბამისად იყენებს, არამედ ნამდვილი პატრიოტია მხოლოდ ქრისტეს სიყვარულით გაბრწყინებული და გასხივოსნებული პიროვნება, რომელიც სულიერი სიწმინდის ჭრილში აფიქსირებს საკუთარი ერის მისიას და რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქრისტესმიერი სიყვარულია.

პოლიტიკოს პატრიოტს ერის მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯების განსაზღვრა შეუძლია და ისიც შეზღუდულად, ქრიატესმიერი სიყვარულით გასხივოსნებული პატრიოტი კი ერის სტრატეგიული განვითარების საფუძველია. ამიტომ ყოვლად დაუშვებელია ეკლესიის პოლიტიკაში ჩათრევის მცდელობა.

ეკლესიის ერთად-ერთი ფუნქცია ადამიანის სულის ხსნაა, მაღალსულიერი პიროვნების ძერწვაა, სიყვარულის, როგორც უზენაესი დომინანტის დამტკიცებაა. ეკლესიას არ სჭირდება სახელმწიფოს პროტექცია, მისი მფარველი და პროტექტორი თავად ღმერთია და ვისაც ამის არ სჯერა მას არ სწამს ღმერთის. არ არსებობს არც ქართველი ქრისტე, არც ბერძენი, არც რუსი და არც სერბი და არც სხვა ეროვნების ქრისტე, ის ღმერთია, ის სიყვარულია და ღმერთს ეროვნება არა აქვს, სიყვარული საყოველთაოა.

2. მეორე შეცდომა ადამიანის თავისუფლების ხელყოფაა. შუასაუკუნეებში ინკვიზიტორები ქრისტეს სახელით კიცონზე წვავდა ადამიანებს, რაც ქრისტიანული ეკლესიის სრული დისკრედიტაციით დამთავრდა. სიძულვილმა სიძულვილი შვა. ინკვიზიციის ამ საშინელ შეცდომას ზოგიერთი ღვთიამსახური დღესაც იმეორებს და მრევლს ასწავლის, რომ კულტურა და ხელოვნება ანტირელიგიურია, რომ საერო განათლება სულიერ ზრდას ხელს უშლის, რომ ლექსის წერა, სიმღერა და ცეკვა საფშვინველს აღაგზნებს, რითაც უმეცრების კოცონზე წვავენ ადამიანებს. განა ძველი და ახალი აღთქმა უმაღლესი პოეზიის გამოვლინება არ არის, განა ეკლესიის ლიტურგიკული და ჰიმნოგრაფიული ქმნილებანი პოეზიის უმშვენიერეს ნიმუშებს არ წარმოადგენენ, განა ეკლესიის ჰაგიოგრაფიული ძეგლები ლიტერატურის შედევრებად არ გვევლინებიან. ხელოვნება ღვთის ძიების ერთ-ერთი საშუალებაა და ადამიანი ხელოვნების გარეშე ცხოველია. კულტურა და განათლება ღვთის სულიერი წვდომის სასტარტო მოედანია.

ქრისტე გამარჯვებული ღმერთია, მან ძლია სიკვდილს და სიყვარული აქცია კაცობრიობის არსებობის მთავარ მამოძრავებელ ძალად, ამიტომ სიყვარულის ნებისმიერი გამოვლინება - ხელოვნების სახით თუ მისტიკური გამოცდილების სახით - ყველაფერი ღვთიურია.

3. კიდევ ერთი შეცდომა ბერული ცხოვრების იდეალიზაცია და უნივერსალიზაციაა. ბერობა ღვთის ძიების ერთ-ერთი გზაა, დიახ იდეალური და პირდაპირი გზაა, მაგრამ არა ერთად-ერთი. მისი ერის ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანა და აბსოლუტურ იდეალად დაფიქსირება ყოვლად შეუძლებელია და ისევ და ისევ ქრისტეს მოძღვრების დიაკრედიტაციას იწვევს. ბერული მოსაგრეობა და ასკეტიზმი სულიერი ცხოვრების მეთოდია და ამ მეთოდს ამ გზისთვის კურთხეული ადამიანები ირჩევენ. მაგრამ კაცობრიობა არასოდეს იქცევა ერთ დიდ მონასტრად, ასეთი ჩანაფიქრი არც ჰქონია უფალს, მან ადამიანის თავისუფლება თავისი სიყვარულის გამოვლენის კვაკუთხედად აქცია, ამიტომ არჩევის საშუალების ხელოვნური შეზღუდვა ღვთის ჩანაფირს ძირფესვიანად ეწინააღმდეგება. ეკლესიის ფუნქციააა არა საზოგადოების სრული სტერილიზაციის მცდელობა, არამედ ყოველდღიური ცხოვრების თავისუფალი მსვლელობის პირობებში ცალკეული ადამიანის ცხონების პროცესის ხელშეწყობა და ისიც ამ ადამიანის თავისუფალი ნების გათვალისწინებით.

4. დიდი შეცდომაა აგრეთვე საეკლესიო წესჩვეულებათა და ეკლესიის სიწმიდეების (ხატების, წმ. ნაწილების და ა.შ.) გაკერპებისკენ მისწრაფება. ეკლესიის პრაქტიკულ საქმიანობაში წარმართული ცრურწმენების და მაგიური ელემენტების კულტივაციის მცდელობა, ცრუ წინასწარმეტყველების და მდარე აპოკალიპტიკის გავრცელება. ქრისტეს მოძღვრების ქვაკუთხედი არის სიყვარული, და ამ მოძღვრების განუხრელი დაცვა და მისი ცხოვრებაში გატარება არის მართლმადიდებლობა. წმიდა ხატები, წმიდა ნაწილები და საეკლესიო წესჩვეულებანი ქრისტესმიერი სიყვარულის ცალკეული გამოვლინებებია და ყოვლად დაუშვებელია ქრისტიანულ სულიერ პრაქტიკაში ამ წმიდა გამოვლინებებით თავად ქრისტეს ჩანაცვლება. თუ ეკლესია არ განიწმინდა წარმართული სულისკვეთებისაგან და მაგიზმისაგან მას საბოლოო ჯამში კრახი ელოდება.

აი, ამ და სხვა მიზეზების გამოა მართლმადიდებლობა - ერთად-ერთი ჭეშმარიტი ქრისტიანობა - ცივილიზაციის კიდეზე გარიყული. და სანამ ჩვენ არ განვიწმინდებით შუასაუკუნეობრივი "მრაკობესიისგან", მართლმადიდებლობის უმთავრესი მისია - სიყვარულში ადიდოს უფალი - შეუსრულებელი დარჩება. მართლმადიდებლობისთვის მისი სიწმინდის და ავტორიტეტის დასაბრუნებლად არ არის საჭირო არც რეფორმაციის ორგანიზირება და მით უმეტეს არც რევოლუციისკენ მოწოდება, არამედ საკმარისია ქრისტეს პირველადი ეკლესიის სიწმინდის რეკონსტრუქციის კეთილი ნება", - წერს ბერი ერმოლაოსი.

ბერი ერმოლაოსი (პაატა ბოჩოს ძე ჭეჟია) 1966 წელს დაიბადა ზუგდიდში. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე. პარალელურად სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა. იცის რამდენიმე უცხო ენა.

90-იანი წლების მიწურულს მივლინებით გერმანიაში მოუხდა გამგზავრება. იქ სამი წელიწადი დაჰყო. სწორედ ამ პერიოდში გაიტაცა გერმანულმა ფილოსოფიამ, შემდეგ კი ბიბლიით დაინტერესდა...

2002 წლის თებერვალში ფეხით მივიდა ათონის წმინდა მთაზე, ივერონის მონასტერში, მაგრამ იქ არ მიიღეს და პანტელეიმონის მონასტერში გადავიდა. ეს მოხდა 2002 წლის 15 თებერვალს, მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულზე. უფლის ნებითა და ღვთისმშობლის მეოხებით მორჩილად მიიღეს და უწოდეს პეტრე, ხოლო სამი წლის მორჩილების შემდეგ, 2005 წლის 24 აპრილს, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, აღკვეცეს ბერად და უწოდეს ერმოლაოსი.

ცოლი ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 22 წლისამ შეირთო. ჰყავთ ორი ვაჟი, ბექა და დაჩი, 16 და 13 წლისანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს