მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს ნანა კაკაბაძე
რა ქონებას ფლობს ნანა კაკაბაძე

"რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ბო­ლო­ოდ უარი თქვა ხარ­ვე­ზე­ბის კო­მი­სი­ის შექ­მნა­ზე, ვის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ღირ­სე­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა, დაგ­ვი­კავ­შირ­დით მოძ­რა­ო­ბა­ში "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა უნდა აღ­დგეს" და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი - ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის". ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რა­ტომ­ღაც ჰგო­ნია, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ქო­ნე­ბა მათი სკა­მებ­ზე ჯდო­მა იყო, და­ვა­ნა­ხოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩვე­ნი ძალა 15 დე­კემ­ბერს 13 სა­ათ­ზე, რუს­თა­ველ­ზე, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტის წინ ვიკ­რი­ბე­ბით ყვე­ლა, რე­ჟი­მის­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი".

ეს გან­ცხა­დე­ბა ნანა კა­კა­ბა­ძეს ეკუთ­ვნის. რო­გორც ხე­დავთ, ის 15 დე­კემ­ბრი­დან ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან აქ­ცი­ებს გეგ­მავს და ამა­ვე დროს "მე­ო­რე ფრონ­ტსაც" ხსნის.

"პა­რას­კევს, 13 სა­ათ­ზე, კან­ცე­ლა­რი­ას­თან იწყე­ბა შიმ­ში­ლო­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნი­სა და ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით, გთხოვთ თუ ვინ­მეს შე­გიძ­ლი­ათ, დაგ­ვეხ­მა­როთ კარ­ვე­ბი­თა და თბი­ლი ინ­ვენ­ტა­რით, მოგ­ვა­წო­დეთ ოფის­ში".

ორი მო­თხოვ­ნა, ორი აქ­ცია – შიმ­ში­ლო­ბა, კარ­ვე­ბი, ყვე­ლაფ­რის ისევ თა­ვი­დან და­წყე­ბის მცდე­ლო­ბა. ასე­ვე შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბა ცი­ხე­ებ­ში. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 50 პა­ტი­მა­რი შიმ­ში­ლობს. რო­გორც ინ­კოგ­ნი­ტო წყა­რო ამ­ტკი­ცებს "ალი­ას­თან" სა­უ­ბარ­ში, ნანა კა­კა­ბა­ძე უკვე ბინ­ძურ თა­მაშ­შია ჩარ­თუ­ლი და ცი­ხე­ებ­შიც კარ­გა გვა­რი­ა­ნად ურევს ხელს. მი­სი­ვე თქმით, ეს არის სა­ხი­ფა­თო თა­მა­ში არა საქ­მის­თვის, არა­მედ ძვე­ლი გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბის­თვის. რას ნიშ­ნავს ძვე­ლი გავ­ლე­ნა? მი­სი­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კუ­ლუ­ა­რებ­ში ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ ის თავს ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში და საკ­მა­ოდ დიდი ქო­ნე­ბაც და­აგ­რო­ვა...

"ალი­ას" ნანა კა­კა­ბა­ძის ქო­ნე­ბის სი­ა­საც აწ­ვდი­ან:

1. ბინა თბი­ლის­ში. ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი, #37, 205 კვ.მ. ტე­რა­სა – 34 კვ.მ. ავ­ტო­სად­გო­მი - 18 კვ.მ.

2. ნაკ­ვე­თი მუ­ხი­ან­ში – 600 კვ.მ.

3. ბინა თბი­ლის­ში, თევ­დო­რე მღვდლის ქ. #3, 79 კვ.მ. მან­სარ­და – 88 კვ.მ.

4. ბინა თბი­ლის­ში, თემ­ქა, მე-4 მ/რ, კორ­პუ­სი #9.

5. ბინა თბი­ლის­ში, აგ­ლა­ძის ქ. #37.

6. ბინა ბა­თუმ­ში, გორ­გას­ლის ქ. #159. 56 კვ.მ.

ნანა კა­კა­ბა­ძეს ასე­ვე ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ იმა­ში, რომ მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და გიგა ბო­კე­რი­ას­თან, მისი ვაჟი სწო­რედ მან მო­ა­წყო სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, სა­კონ­სუ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტში და სხვა­თა შო­რის, რო­გორც კი ამის შე­სა­ხებ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ი­გო, ბრძა­ნე­ბა გას­ცა, კა­კა­ბა­ძის შვი­ლი გა­ეგ­დოთ სამ­სა­ხუ­რი­დან, მაგ­რამ გიგა ბო­კე­რი­ამ ყვე­ლა და­არ­წმუ­ნა, რომ ასე იყო სა­ჭი­რო და და­ა­ტო­ვე­ბი­ნაო.

"ალი­ას" ინ­კოგ­ნი­ტო წყა­რო უფრო შორს მი­დის და ამ­ტკი­ცებს, რომ ნანა კა­კა­ბა­ძემ 2007 წლის არე­უ­ლო­ბის დრო­საც გა­ა­კე­თა ფული "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" გა­რი­გე­ბით... ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, 7 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ 56 ათას­ლა­რი­ა­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო ვერ უნდა ეყი­დაო. შე­იძ­ლე­ბა, ეს უკვე ჭო­რა­ო­ბას ჰგავს, მაგ­რამ აქ ფულ­ზეა ლა­პა­რა­კი და არა სამ­ზა­რე­უ­ლო­ზეო.

იგი­ვე წყა­როს ცნო­ბით, ეს ადა­მი­ა­ნი შემ­ჩნე­უ­ლია პა­ტიმ­რებ­თან სა­ეჭ­ვო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. დღეს ბევ­რი იხ­სე­ნებს, რო­გორ და­ი­წყო მან ტი­რი­ლი მა­შინ, როცა 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი მას­შტა­ბუ­რი ამ­ნის­ტია ცო­ტა­ო­დენ გა­ჭი­ა­ნურ­და და ზო­გი­ერ­თი პა­ტი­მა­რი შე­წყა­ლე­ბის სი­ი­დან ამო­აგ­დეს. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ამ­ბო­ბენ, რომ სა­ტი­რა­ლი არა­ფე­რი იყო, უბ­რა­ლოდ, კა­კა­ბა­ძეს ფული ჰქონ­და აღე­ბუ­ლი და კოვ­ზი ნა­ცარ­ში უვარ­დე­ბო­დაო.

"ალია" კო­მენ­ტა­რის­თვის ნანა კა­კა­ბა­ძე­საც და­უ­კავ­შირ­და... მარ­თა­ლია, ის არ უარ­ყოფს ბი­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, მარ­თლაც მას ეკუთ­ვნის, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ ეს ქო­ნე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბით ერგო:

- მე პა­ტიმ­რე­ბის ხარ­ჯზე არა­ფე­რი არ და­მიგ­რო­ვე­ბია, რამე დო­კუ­მენ­ტი და­მი­დონ.

- ნანა, კონ­კრე­ტულ ბი­ნებ­ზეა სა­უ­ბა­რი...

- მე ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, ეს ჩემი სახ­ლია. რა ვქნათ? თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩა­ზე ჩემი ქმრის სახ­ლია, როცა გა­ვე­ყა­რე, მემ­კვიდ­რე­ო­ბით დარ­ჩა ჩემს შვილს. თემ­ქა­ზე არ ვიცი, ჩემი მული ხომ არ იშე­ნებ­და? აგ­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე ბე­ბი­ა­ჩე­მი­სა და ბა­ბუ­ა­ჩე­მის სახ­ლია. ბა­თუმ­შიც მაქვს სახ­ლი, გა­უ­თხო­ვა­რი მული მყავ­და და ჩემს შვილს უყი­და 1-ოთა­ხი­ა­ნი ბინა. მუ­ხი­ან­შიც მაქვს ბა­ბუ­ა­ჩე­მის ნაკ­ვე­თი.

- შემ­დე­გი...

- კაი, ახლა აღარ მინ­და, გელა, და­ვი­ღა­ლე, რაა, მომ­ბეზ­რდა და მარ­თლა ყვე­ლაფ­რის ხა­ლისს ვკარ­გავ... ადა­მი­ანს ენ­თუ­ზი­აზ­მი რა­ღა­ცა­ზე ხომ გაქვს, არა? გა­კარ­გვი­ნე­ბენ ყვე­ლა­ფერს! რა ხდე­ბა, ხომ შე­იძ­ლე­ბა, გა­მა­გე­ბი­ნო? მე ქორ­წი­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მქონ­და?

- თქვე­ნი შვი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და?

- კონ­კურ­სი მო­ი­გო და არ და­ა­წყე­ბი­ნეს მუ­შა­ო­ბა, "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" უთხრეს, დე­და­შე­ნის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა მოგ­ვი­ტა­ნეო.

- გიგა ბო­კე­რია მფარ­ვე­ლობ­დაო...

- ვა­ი­მე, გელა, მარ­თლა გა­და­ვი­რე­ვი... მარ­თლა აღარ მინ­და ასეთ რა­ღა­ცებ­ზე ლა­პა­რა­კი. მე მა­თხო­ვა­რი რომ არ ვარ და არც ერთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი რომ არ ვყო­ფილ­ვარ, ამი­ტომ მი­გო­რე­ბენ ასეთ რა­ღა­ცებს.

- რა ხდე­ბა ცი­ხე­ებ­ში, კი­დევ შიმ­ში­ლო­ბენ პა­ტიმ­რე­ბი?

- ჩვენ ვცდი­ლობთ, პა­ტიმ­რებს შე­ვა­წყვე­ტი­ნოთ შიმ­ში­ლო­ბა. მშობ­ლებს 2 დე­კემ­ბერს უნ­დო­დათ შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბა... აქ ხდე­ბა ასე­თი რა­ღა­ცა: ჩვენ და­ვი­წყებთ გა­რეთ, ოღონ­დაც იმათ იქ შე­წყვი­ტონ. მე შევ­თა­ვა­ზე, მო­დით, მო­ლა­პა­რა­კე­ბა ვა­წარ­მო­ოთ, ახლა ემო­ცი­უ­რი ფო­ნია-მეთ­ქი.

- მო­ლა­პა­რა­კე­ბა ვის­თან უნდა აწარ­მო­ოთ?

- პა­ტიმ­რებ­თან... ჩვენ ერ­თმა­ნეთს უნდა ჩა­ვე­ნაც­ვლოთ და ასე მი­ვაღ­წი­ოთ მი­ზანს, ანუ კო­მი­სი­ის შექ­მნას. ახლა სო­ზარ­საც ვე­ლა­პა­რა­კე და ვფიქ­რობ, მო­ლა­პა­რა­კე­ბას შევ­ძლებთ. მოკ­ლედ, ახლა ნერ­ვე­ბი მაქვს მოშ­ლი­ლი... ეს ქო­ნე­ბა მაქვს და რა ვქნა, გა­დავ­ყა­რო? აი, ენ­თუ­ზი­აზ­მი და­მე­კარ­გა, ლა­პა­რა­კიც აღარ მინ­და...

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

რა ქონებას ფლობს ნანა კაკაბაძე

რა ქონებას ფლობს ნანა კაკაბაძე

"რადგან ხელისუფლებამ საბოლოოდ უარი თქვა ხარვეზების კომისიის შექმნაზე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ღირსება და სამართლიანობის აღდგენა, დაგვიკავშირდით მოძრაობაში "სამართლიანობა უნდა აღდგეს" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის". ხელისუფლებას რატომღაც ჰგონია, ქართველი ხალხის ქონება მათი სკამებზე ჯდომა იყო, დავანახოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა 15 დეკემბერს 13 საათზე, რუსთაველზე, ყოფილი პარლამენტის წინ ვიკრიბებით ყველა, რეჟიმისგან დაზარალებულები".

ეს განცხადება ნანა კაკაბაძეს ეკუთვნის. როგორც ხედავთ, ის 15 დეკემბრიდან ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავს და ამავე დროს "მეორე ფრონტსაც" ხსნის.

"პარასკევს, 13 საათზე, კანცელარიასთან იწყება შიმშილობა სამართლიანობის აღდგენისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, გთხოვთ თუ ვინმეს შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ კარვებითა და თბილი ინვენტარით, მოგვაწოდეთ ოფისში".

ორი მოთხოვნა, ორი აქცია – შიმშილობა, კარვები, ყველაფრის ისევ თავიდან დაწყების მცდელობა. ასევე შიმშილობის დაწყება ციხეებში. ბოლო ინფორმაციის თანახმად, 50 პატიმარი შიმშილობს. როგორც ინკოგნიტო წყარო ამტკიცებს "ალიასთან" საუბარში, ნანა კაკაბაძე უკვე ბინძურ თამაშშია ჩართული და ციხეებშიც კარგა გვარიანად ურევს ხელს. მისივე თქმით, ეს არის სახიფათო თამაში არა საქმისთვის, არამედ ძველი გავლენის მოპოვებისთვის. რას ნიშნავს ძველი გავლენა? მისივე არასამთავრობო ორგანიზაციის კულუარებში ლაპარაკობენ, რომ ის თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა "ნაციონალების" მმართველობის პირობებში და საკმაოდ დიდი ქონებაც დააგროვა...

"ალიას" ნანა კაკაბაძის ქონების სიასაც აწვდიან:

1. ბინა თბილისში. ჭავჭავაძის გამზირი, #37, 205 კვ.მ. ტერასა – 34 კვ.მ. ავტოსადგომი - 18 კვ.მ.

2. ნაკვეთი მუხიანში – 600 კვ.მ.

3. ბინა თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. #3, 79 კვ.მ. მანსარდა – 88 კვ.მ.

4. ბინა თბილისში, თემქა, მე-4 მ/რ, კორპუსი #9.

5. ბინა თბილისში, აგლაძის ქ. #37.

6. ბინა ბათუმში, გორგასლის ქ. #159. 56 კვ.მ.

ნანა კაკაბაძეს ასევე ადანაშაულებენ იმაში, რომ მას წლების განმავლობაში ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა გიგა ბოკერიასთან, მისი ვაჟი სწორედ მან მოაწყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, საკონსულო დეპარტამენტში და სხვათა შორის, როგორც კი ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა გაიგო, ბრძანება გასცა, კაკაბაძის შვილი გაეგდოთ სამსახურიდან, მაგრამ გიგა ბოკერიამ ყველა დაარწმუნა, რომ ასე იყო საჭირო და დაატოვებინაო.

"ალიას" ინკოგნიტო წყარო უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ ნანა კაკაბაძემ 2007 წლის არეულობის დროსაც გააკეთა ფული "ნაციონალებთან" გარიგებით... ყოველ შემთხვევაში, 7 ნოემბრის შემდეგ 56 ათასლარიანი სამზარეულო ვერ უნდა ეყიდაო. შეიძლება, ეს უკვე ჭორაობას ჰგავს, მაგრამ აქ ფულზეა ლაპარაკი და არა სამზარეულოზეო.

იგივე წყაროს ცნობით, ეს ადამიანი შემჩნეულია პატიმრებთან საეჭვო ურთიერთობებში. დღეს ბევრი იხსენებს, როგორ დაიწყო მან ტირილი მაშინ, როცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი მასშტაბური ამნისტია ცოტაოდენ გაჭიანურდა და ზოგიერთი პატიმარი შეწყალების სიიდან ამოაგდეს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ სატირალი არაფერი იყო, უბრალოდ, კაკაბაძეს ფული ჰქონდა აღებული და კოვზი ნაცარში უვარდებოდაო.

"ალია" კომენტარისთვის ნანა კაკაბაძესაც დაუკავშირდა... მართალია, ის არ უარყოფს ბინების ჩამონათვალს, მართლაც მას ეკუთვნის, მაგრამ ამბობს, რომ ეს ქონება მემკვიდრეობით ერგო:

- მე პატიმრების ხარჯზე არაფერი არ დამიგროვებია, რამე დოკუმენტი დამიდონ.

- ნანა, კონკრეტულ ბინებზეა საუბარი...

- მე ჭავჭავაძეზე დავიბადე და გავიზარდე, ეს ჩემი სახლია. რა ვქნათ? თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩემი ქმრის სახლია, როცა გავეყარე, მემკვიდრეობით დარჩა ჩემს შვილს. თემქაზე არ ვიცი, ჩემი მული ხომ არ იშენებდა? აგლაძის ქუჩაზე ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის სახლია. ბათუმშიც მაქვს სახლი, გაუთხოვარი მული მყავდა და ჩემს შვილს უყიდა 1-ოთახიანი ბინა. მუხიანშიც მაქვს ბაბუაჩემის ნაკვეთი.

- შემდეგი...

- კაი, ახლა აღარ მინდა, გელა, დავიღალე, რაა, მომბეზრდა და მართლა ყველაფრის ხალისს ვკარგავ... ადამიანს ენთუზიაზმი რაღაცაზე ხომ გაქვს, არა? გაკარგვინებენ ყველაფერს! რა ხდება, ხომ შეიძლება, გამაგებინო? მე ქორწინების უფლება არ მქონდა?

- თქვენი შვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა?

- კონკურსი მოიგო და არ დააწყებინეს მუშაობა, "ნაციონალებმა" უთხრეს, დედაშენის პირადობის მოწმობა მოგვიტანეო.

- გიგა ბოკერია მფარველობდაო...

- ვაიმე, გელა, მართლა გადავირევი... მართლა აღარ მინდა ასეთ რაღაცებზე ლაპარაკი. მე მათხოვარი რომ არ ვარ და არც ერთ ხელისუფლებაზე დამოკიდებული რომ არ ვყოფილვარ, ამიტომ მიგორებენ ასეთ რაღაცებს.

- რა ხდება ციხეებში, კიდევ შიმშილობენ პატიმრები?

- ჩვენ ვცდილობთ, პატიმრებს შევაწყვეტინოთ შიმშილობა. მშობლებს 2 დეკემბერს უნდოდათ შიმშილობის დაწყება... აქ ხდება ასეთი რაღაცა: ჩვენ დავიწყებთ გარეთ, ოღონდაც იმათ იქ შეწყვიტონ. მე შევთავაზე, მოდით, მოლაპარაკება ვაწარმოოთ, ახლა ემოციური ფონია-მეთქი.

- მოლაპარაკება ვისთან უნდა აწარმოოთ?

- პატიმრებთან... ჩვენ ერთმანეთს უნდა ჩავენაცვლოთ და ასე მივაღწიოთ მიზანს, ანუ კომისიის შექმნას. ახლა სოზარსაც ველაპარაკე და ვფიქრობ, მოლაპარაკებას შევძლებთ. მოკლედ, ახლა ნერვები მაქვს მოშლილი... ეს ქონება მაქვს და რა ვქნა, გადავყარო? აი, ენთუზიაზმი დამეკარგა, ლაპარაკიც აღარ მინდა...

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია