პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძაღლმა მამა დამიძახა"
"ძაღლმა მამა დამიძახა"

კი­ნო­ლო­გი კო­ტე ქვლი­ვი­ძე ცხო­ვე­ლებს ისე ზრდის, რო­გორც მშო­ბე­ლი - შვი­ლებს. მათ­ზე იმ­დე­ნად ზრუ­ნავს, რომ ერთ-ერ­თ­მა ძაღ­ლ­მა მა­მაც კი და­უ­ძა­ხა. ძაღ­ლე­ბის გარ­და მის ეზო­ში სხვა­დას­ხ­ვა ცხო­ველ­სა და ფრინ­ველ­საც ნა­ხავთ. 2 წლის წინ ყორ­ნის ბა­ხა­ლა აჩუ­ქეს და ისიც კი აალა­პა­რა­კა - ყო­ველ დი­ლით ეკი­თხე­ბა - კო­ტი­კო, ყა­ვა გინ­და?

- კო­ტე, რა პრო­ფე­სი­ის ხართ?

- პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რი ვარ, მაგ­რამ ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით კი­ნო­ლო­გიც გავ­ხ­დი, ერ­თი მე­ო­რეს ხელს არ უშ­ლის და ორი­ვე საქ­მეს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებ. ბავ­შ­ვო­ბა­ში თუ სად­მე უპატ­რო­ნო კა­ტას ან ძაღლს ვი­პო­ვი­დი, სახ­ლ­ში მი­ვარ­ბე­ნი­ნებ­დი და ვპატ­რო­ნობ­დი. დე­და და ბე­ბია მიბ­რაზ­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ მა­მა და პა­პა ჩემს მხა­რეს იყ­ვ­ნენ. ახ­ლაც ასეა, თუ სად­მე დაჭ­რი­ლი ცხო­ვე­ლი ან ფრინ­ვე­ლი ვნა­ხე, მომ­ყავს და ვმკურ­ნა­ლობ. ჩემს მო­ნა­დი­რე მე­გობ­რებს ზოგ­ჯერ ეცო­დე­ბათ დაჭ­რი­ლი ფრინ­ვე­ლი და ჩემ­თან მო­არ­ბე­ნი­ნე­ბენ. მე­რე მე ვუვ­ლი და თუ გა­მო­ვა­ჯან­მ­რ­თე­ლე, ვუშ­ვებ, თუ არა­და, ვიტო­ვებ. სხვა­თა შო­რის ამ ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან დი­დი დრო და ნე­ბის­ყო­ფა სჭირ­დე­ბა. ბავ­შ­ვო­ბა­ში ერ­თ­მა კაც­მა მითხ­რა, შენ რომ ჯი­ში­ა­ნი ძაღ­ლი მოგ­ცა, ალ­ბათ აალა­პა­რა­კებ­დიო (ი­ცი­ნის).

- რო­გორც ვი­ცი, აალა­პა­რა­კეთ კი­დეც.

- დი­ახ, წლე­ბის წინ მყავ­და ბოქ­სი­ო­რი "ბუ­ბა", რო­მე­ლიც მა­მას მე­ძახ­და. სა­ერ­თოდ, ბოქ­სი­ო­რებს ყბის ისე­თი აგე­ბუ­ლე­ბა აქვთ, რომ ბგე­რე­ბის გა­მო­ცე­მა შე­უძ­ლი­ათ, თუ, რა თქმა უნ­და, ხში­რი კონ­ტაქ­ტი გექ­ნე­ბა მას­თან. ცხო­ველ­მა უნ­და იგ­რ­ძ­ნოს, რომ გიყ­ვარს, თა­ვის მე­გობ­რად უნ­და გი­გუ­ლოს, უნ­და ესა­უბ­რო, რო­გორც ბავ­შვს და შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ­მა ძაღ­ლ­მა ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მა­მაც კი და­გი­ძა­ხოს. მყავ­და მე­ო­რე ბოქ­სი­ო­რი - "პე­რი­კო", რო­მე­ლიც გი­ნე­ბას ვერ იტან­და და სახ­ლ­ში ან ქუ­ჩა­ში თუ ვინ­მე შე­ი­გი­ნე­ბო­და, მა­შინ­ვე მის­კენ მი­ი­წევ­და სა­ჩხუბ­რად.

- გი­ნე­ბა რო­გორ­ღა შე­ა­ძუ­ლეთ?

- რო­ცა ვინ­მე შე­ი­გი­ნე­ბ­და, ვე­უბ­ნე­ბო­დი, პე­რი­კო, ეცი, შე­გა­გი­ნა-მეთ­ქი და ასე და­ი­მახ­სოვ­რა. სახ­ლ­ში თუ სტუმ­რე­ბი მყავ­და და რო­მე­ლი­მეს გი­ნე­ბა წა­მოს­ც­დე­ბო­და, მა­შინ­ვე აიღ­რი­ნე­ბო­და, ვე­ტყო­დი, პე­რი­კო, და­ჯე­ქი, შენ­თ­ვის არ შე­უ­გი­ნე­ბია-მეთ­ქი და და­შოშ­მინ­დე­ბო­და­ (ი­ცი­ნის).

ბოქ­სი­ო­რე­ბი კარ­გი მცვე­ლე­ბიც არი­ან. ერ­თხელ "პე­რი" შინ მარ­ტო დავ­ტო­ვე, დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე სახ­ლ­ში მძარ­ც­ვე­ლე­ბი შე­სუ­ლან, ნივ­თე­ბის ძი­ე­ბა­ში კი პე­რი თავ­ზე წად­გო­მი­ათ და და­ნარ­ჩე­ნი თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რაც იქ დატ­რი­ალ­დე­ბო­და. მე­ზობ­ლებს თურ­მე ხმა­ურ­ზე გა­ეღ­ვი­ძათ და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლებს ბი­ნა­ში იმ­დე­ნი სის­ხ­ლი დახ­ვ­დათ, რომ დაჭ­რი­ლებს ეძებ­დ­ნენ, მაგ­რამ უიღ­ბ­ლო მძარ­ც­ვე­ლე­ბი მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან გა­დამ­ხ­ტა­რან.

პე­რიმ ერ­თხელ ჩემ­ზეც იძია შუ­რი. სა­სე­ირ­ნოდ არ წა­ვიყ­ვა­ნე და რომ დავ­ბ­რუნ­დი, წიგ­ნი, რო­მელ­საც ვკი­თხუ­ლობ­დი, დაფ­ლე­თი­ლი დამ­ხ­ვ­და. სუ­ნით გა­მო­იც­ნო, ბო­ლოს რო­მე­ლიც მე­ჭი­რა ხელ­ში და ის და­მი­ხია...

- ახ­ლა თუ გყავთ ასე­თი ჭკვი­ა­ნი ძაღ­ლი?

- ახ­ლა მყავს ამე­რი­კუ­ლი ბულ­დო­გი "შო­ნი", მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია, ის ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რია და სულ სახ­ლ­შია. თა­ვის ლეკ­ვებ­თან ერ­თად ჩვენ­თან ცხოვ­რობს. ჩე­მი ნე­ბარ­თ­ვის გა­რე­შე ხელს არა­ფერს ახ­ლებს. მა­გი­და­ზე შემ­წ­ვა­რი ქა­თა­მიც რომ იდოს, სა­ნამ მე არ ვეტყ­ვი, ჭა­მე-მეთ­ქი, არ მი­ე­კა­რე­ბა. ახ­ლა სულ 15 ძაღ­ლი მყავს ლეკ­ვე­ბი­ა­ნად, მაგ­რამ მაქვს ასე­ვე ძაღ­ლე­ბის სას­ტუმ­რო, რო­მე­ლიც ზა­ფხულ­ში დი­დი დატ­ვირ­თ­ვით მუ­შა­ობს, და­სას­ვე­ნებ­ლად რომ მი­დი­ან, ძაღ­ლებს აქ მი­ტო­ვე­ბენ ხოლ­მე.

- სხვა ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბიც გყავთ?

- მყავს ჯუ­ჯა კურ­დღ­ლე­ბი, ჯუ­ჯა და გი­გან­ტი ქათ­მე­ბი, იშ­ვი­ა­თი ჯი­შის მტრე­დე­ბი, თუ­თი­ყუ­შე­ბი და ასე­ვე ყო­რა­ნი, რო­მე­ლიც ლა­პა­რა­კობს.

- ყო­რანს რო­გორ ას­წავ­ლეთ ლა­პა­რა­კი?

- ყო­რანს "ნუკ­რი"ქვია, სხვა­თა შო­რის უკ­ვე მსა­ხი­ო­ბია. სე­რი­ალ "შუა ქა­ლაქ­შიც"გა­და­ი­ღეს. თვი­თონ ალა­პა­რაკ­და, ეს ჩემ­თ­ვი­საც შო­კი იყო. რო­ცა ეზო­ში ვარ, მე­უღ­ლე გა­მო­დის და მე­კი­თხე­ბა - კო­ტი­კო, ყა­ვა გინ­და? ამ ფრა­ზას ჩე­მი მე­უღ­ლე თით­ქ­მის ყო­ველ­დღე მე­უბ­ნე­ბა. რო­გორც ჩანს, "ნუკ­რიმ" ეს და­ი­მახ­სოვ­რა და ერთ მშვე­ნი­ერ დი­ლა­საც ჩე­მი ყო­რა­ნი "მე­კი­თხე­ბა" - კო­ტი­კო, ყა­ვა გინ­და? (ი­ცი­ნის) იმ სიტყ­ვებს იმახ­სოვ­რებს, რაც ხში­რად ეს­მის. იცის ასე­ვე ძაღ­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი, მე რომ და­ვუ­ძა­ხებ "შო­ნის", ისიც ეძა­ხის, ძაღ­ლი იბ­ნე­ვა, არ იცის, სა­ით წა­ვი­დეს, მე­რე მე ვუბ­რაზ­დე­ბი, ვე­უბ­ნე­ბი, ხმა ჩა­იგ­დე - მეთ­ქი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ჩხა­ვილს მორ­თავს.

ერთ კუ­რი­ოზს მო­გიყ­ვე­ბით: ჩემს მე­ზობ­ლად ცხოვ­რობს მო­ხუ­ცი ბე­ბო, რო­მე­ლიც ყო­ველ დი­ლით ეზოს ალა­გებს და ყვე­ლა იც­ნობს. ჩემს სახ­ლ­თან ახ­ლოს ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რია, სა­ი­და­ნაც ჩე­მი და ამ ბე­ბოს ეზო კარ­გად ჩანს. ერთ დღე­საც იქ მო­მუ­შა­ვე ბი­ჭე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ეს იუ­ლია ბე­ბო რა წყნა­რი ქა­ლი იყო, ახ­ლა კი ყო­ველ დი­ლით გა­უ­თა­ვებ­ლად ბუ­ზღუ­ნებ­სო, არა­და, ჩე­მი ყო­რა­ნი ბუ­ზღუ­ნებს, იმათ კი ჰგო­ნი­ათ, ბე­ბო ჩხუ­ბობს (ი­ცი­ნის).

ყო­რა­ნი მარ­თ­ლა სა­მა­სი წე­ლი არ ცხოვ­რობს, მაგ­რამ 30 წე­ლი იცხოვ­რებს. ჯერ 2 წლი­საა და ჩემს შთა­მო­მავ­ლო­ბას გა­და­ე­ცე­მა. ალ­ბათ 10-15 წლი­სა ლექ­სებ­საც იტყ­ვის (ი­ცი­ნის)...

მაკა ქო­ბა­ლია

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

"ძაღლმა მამა დამიძახა"

"ძაღლმა მამა დამიძახა"

კი­ნო­ლო­გი კო­ტე ქვლი­ვი­ძე ცხო­ვე­ლებს ისე ზრდის, რო­გორც მშო­ბე­ლი - შვი­ლებს. მათ­ზე იმ­დე­ნად ზრუ­ნავს, რომ ერთ-ერ­თ­მა ძაღ­ლ­მა მა­მაც კი და­უ­ძა­ხა. ძაღ­ლე­ბის გარ­და მის ეზო­ში სხვა­დას­ხ­ვა ცხო­ველ­სა და ფრინ­ველ­საც ნა­ხავთ. 2 წლის წინ ყორ­ნის ბა­ხა­ლა აჩუ­ქეს და ისიც კი აალა­პა­რა­კა - ყო­ველ დი­ლით ეკითხე­ბა - კო­ტი­კო, ყა­ვა გინდა?

- კო­ტე, რა პრო­ფე­სი­ის ხართ?

- პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რი ვარ, მაგ­რამ ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით კი­ნო­ლო­გიც გავ­ხ­დი, ერ­თი მე­ო­რეს ხელს არ უშ­ლის და ორი­ვე საქ­მეს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებ. ბავ­შ­ვო­ბა­ში თუ სად­მე უპატ­რო­ნო კა­ტას ან ძაღლს ვი­პო­ვი­დი, სახ­ლ­ში მი­ვარ­ბე­ნი­ნებ­დი და ვპატ­რო­ნობ­დი. დე­და და ბე­ბია მიბ­რაზ­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ მა­მა და პა­პა ჩემს მხა­რეს იყ­ვ­ნენ. ახ­ლაც ასეა, თუ სად­მე დაჭ­რი­ლი ცხო­ვე­ლი ან ფრინ­ვე­ლი ვნა­ხე, მომ­ყავს და ვმკურ­ნა­ლობ. ჩემს მო­ნა­დი­რე მე­გობ­რებს ზოგ­ჯერ ეცო­დე­ბათ დაჭ­რი­ლი ფრინ­ვე­ლი და ჩემ­თან მოარბენინებენ. მე­რე მე ვუვ­ლი და თუ გა­მო­ვა­ჯან­მ­რ­თე­ლე, ვუშ­ვებ, თუ არა­და, ვიტო­ვებ. სხვა­თა შო­რის ამ ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან დი­დი დრო და ნე­ბის­ყო­ფა სჭირ­დე­ბა. ბავ­შ­ვო­ბა­ში ერ­თ­მა კაც­მა მითხ­რა, შენ რომ ჯი­ში­ა­ნი ძაღ­ლი მოგ­ცა, ალ­ბათ აალა­პა­რა­კებ­დიო (ი­ცი­ნის).

- რო­გორც ვი­ცი, აალა­პა­რა­კეთ კი­დეც.

- დი­ახ, წლე­ბის წინ მყავ­და ბოქ­სი­ო­რი "ბუ­ბა", რო­მე­ლიც მა­მას მე­ძახ­და. სა­ერ­თოდ, ბოქ­სი­ო­რებს ყბის ისე­თი აგე­ბუ­ლე­ბა აქვთ, რომ ბგე­რე­ბის გა­მო­ცე­მა შე­უძ­ლი­ათ, თუ, რა თქმა უნ­და, ხში­რი კონ­ტაქ­ტი გექ­ნე­ბა მას­თან. ცხო­ველ­მა უნ­და იგ­რ­ძ­ნოს, რომ გიყ­ვარს, თა­ვის მე­გობ­რად უნ­და გი­გუ­ლოს, უნ­და ესა­უბ­რო, რო­გორც ბავშვს და შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ­მა ძაღ­ლ­მა ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მა­მაც კი და­გი­ძა­ხოს. მყავ­და მე­ო­რე ბოქ­სი­ო­რი - "პე­რი­კო", რო­მე­ლიც გი­ნე­ბას ვერ იტან­და და სახ­ლ­ში ან ქუ­ჩა­ში თუ ვინ­მე შე­ი­გი­ნე­ბო­და, მა­შინ­ვე მის­კენ მი­ი­წევ­და საჩხუბ­რად.

- გი­ნე­ბა რო­გორ­ღა შე­ა­ძუ­ლეთ?

- რო­ცა ვინ­მე შე­ი­გი­ნე­ბ­და, ვე­უბ­ნე­ბო­დი, პე­რი­კო, ეცი, შე­გა­გი­ნა-მეთ­ქი და ასე და­ი­მახ­სოვ­რა. სახ­ლ­ში თუ სტუმრები მყავ­და და რო­მე­ლი­მეს გი­ნე­ბა წა­მოს­ც­დე­ბო­და, მა­შინ­ვე აიღ­რი­ნე­ბო­და, ვეტყო­დი, პე­რი­კო, და­ჯე­ქი, შენ­თ­ვის არ შე­უ­გი­ნე­ბია-მეთ­ქი და და­შოშ­მინ­დე­ბო­და­ (ი­ცი­ნის).

ბოქ­სი­ო­რე­ბი კარ­გი მცვე­ლე­ბიც არი­ან. ერ­თხელ "პე­რი" შინ მარ­ტო დავ­ტო­ვე, დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე სახ­ლ­ში მძარ­ც­ვე­ლე­ბი შე­სუ­ლან, ნივ­თე­ბის ძი­ე­ბა­ში კი პე­რი თავ­ზე წადგომიათ და და­ნარ­ჩე­ნი თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რაც იქ დატ­რი­ალ­დე­ბო­და. მე­ზობ­ლებს თურ­მე ხმა­ურ­ზე გა­ეღ­ვი­ძათ და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლებს ბინაში იმ­დე­ნი სის­ხ­ლი დახ­ვ­დათ, რომ დაჭ­რი­ლებს ეძებ­დ­ნენ, მაგ­რამ უიღ­ბ­ლო მძარ­ც­ვე­ლე­ბი მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან გა­დამ­ხ­ტა­რან.

პე­რიმ ერ­თხელ ჩემ­ზეც იძია შუ­რი. სა­სე­ირ­ნოდ არ წა­ვიყ­ვა­ნე და რომ დავ­ბ­რუნ­დი, წიგ­ნი, რო­მელ­საც ვკითხუ­ლობ­დი, დაფ­ლე­თი­ლი დამ­ხ­ვ­და. სუ­ნით გა­მო­იც­ნო, ბო­ლოს რო­მე­ლიც მე­ჭი­რა ხელ­ში და ის და­მი­ხია...

- ახ­ლა თუ გყავთ ასე­თი ჭკვი­ა­ნი ძაღ­ლი?

- ახ­ლა მყავს ამე­რი­კუ­ლი ბულ­დო­გი "შო­ნი", მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია, ის ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რია და სულ სახ­ლ­შია. თა­ვის ლეკ­ვებ­თან ერ­თად ჩვენ­თან ცხოვ­რობს. ჩე­მი ნე­ბარ­თ­ვის გა­რე­შე ხელს არა­ფერს ახ­ლებს. მა­გი­და­ზე შემ­წ­ვა­რი ქა­თა­მიც რომ იდოს, სა­ნამ მე არ ვეტყ­ვი, ჭა­მე-მეთ­ქი, არ მი­ე­კა­რე­ბა. ახ­ლა სულ 15 ძაღ­ლი მყავს ლეკ­ვე­ბი­ა­ნად, მაგ­რამ მაქვს ასე­ვე ძაღ­ლე­ბის სას­ტუმ­რო, რომელიც ზაფხულ­ში დი­დი დატ­ვირ­თ­ვით მუ­შა­ობს, და­სას­ვე­ნებ­ლად რომ მი­დი­ან, ძაღლებს აქ მი­ტო­ვე­ბენ ხოლ­მე.

- სხვა ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბიც გყავთ?

- მყავს ჯუ­ჯა კურ­დღ­ლე­ბი, ჯუ­ჯა და გი­გან­ტი ქათ­მე­ბი, იშ­ვი­ა­თი ჯი­შის მტრე­დე­ბი, თუ­თი­ყუ­შე­ბი და ასე­ვე ყო­რა­ნი, რო­მე­ლიც ლა­პა­რა­კობს.

- ყო­რანს რო­გორ ას­წავ­ლეთ ლა­პა­რა­კი?

- ყო­რანს "ნუკ­რი"ქვია, სხვა­თა შო­რის უკ­ვე მსა­ხი­ო­ბია. სე­რი­ალ "შუა ქა­ლაქ­შიც"გა­და­ი­ღეს. თვი­თონ ალა­პა­რაკ­და, ეს ჩემ­თ­ვი­საც შო­კი იყო. რო­ცა ეზო­ში ვარ, მე­უღ­ლე გა­მო­დის და მე­კითხე­ბა - კო­ტი­კო, ყა­ვა გინ­და? ამ ფრა­ზას ჩე­მი მე­უღ­ლე თით­ქ­მის ყო­ველ­დღე მე­უბ­ნე­ბა. რო­გორც ჩანს, "ნუკ­რიმ" ეს და­ი­მახ­სოვ­რა და ერთ მშვე­ნი­ერ დი­ლა­საც ჩე­მი ყო­რა­ნი "მე­კითხე­ბა" - კო­ტი­კო, ყა­ვა გინ­და? (ი­ცი­ნის) იმ სიტყ­ვებს იმახ­სოვ­რებს, რაც ხში­რად ეს­მის. იცის ასე­ვე ძაღ­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი, მე რომ და­ვუ­ძა­ხებ "შო­ნის", ისიც ეძა­ხის, ძაღ­ლი იბ­ნე­ვა, არ იცის, სა­ით წა­ვი­დეს, მე­რე მე ვუბ­რაზ­დე­ბი, ვე­უბ­ნე­ბი, ხმა ჩა­იგ­დე - მეთ­ქი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ჩხა­ვილს მორ­თავს.

ერთ კუ­რი­ოზს მო­გიყ­ვე­ბით: ჩემს მე­ზობ­ლად ცხოვ­რობს მო­ხუ­ცი ბე­ბო, რო­მე­ლიც ყო­ველ დი­ლით ეზოს ალა­გებს და ყვე­ლა იც­ნობს. ჩემს სახ­ლ­თან ახ­ლოს ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რია, სა­ი­და­ნაც ჩე­მი და ამ ბე­ბოს ეზო კარ­გად ჩანს. ერთ დღე­საც იქ მო­მუ­შა­ვე ბი­ჭე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ეს იულია ბე­ბო რა წყნა­რი ქა­ლი იყო, ახ­ლა კი ყო­ველ დი­ლით გა­უ­თა­ვებ­ლად ბუზღუ­ნებ­სო, არა­და, ჩე­მი ყო­რა­ნი ბუზღუ­ნებს, იმათ კი ჰგო­ნი­ათ, ბე­ბო ჩხუ­ბობს (ი­ცი­ნის).

ყო­რა­ნი მარ­თ­ლა სა­მა­სი წე­ლი არ ცხოვ­რობს, მაგ­რამ 30 წე­ლი იცხოვ­რებს. ჯერ 2 წლი­საა და ჩემს შთა­მო­მავ­ლო­ბას გა­და­ე­ცე­მა. ალ­ბათ 10-15 წლი­სა ლექ­სებ­საც იტყ­ვის (ი­ცი­ნის)...

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს