სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩა­ძი­რუ­ლი ტაძ­რე­ბი საქართველოში
ჩა­ძი­რუ­ლი ტაძ­რე­ბი საქართველოში

გვსურს, იმ ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ მო­გითხ­როთ, რომ­ლე­ბიც ახ­ლო წარ­სულ­ში წყალ­სა­ცა­ვებ­მა შთან­თ­ქეს. წალ­კის, ჟინ­ვა­ლი­სა და სი­ო­ნის წყალ­სა­ცა­ვები, ერ­თ­მა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით, 20-წლი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით აშენ­და. სა­მი­ვე მათ­გა­ნის ფსკერ­ზე ქარ­თუ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ტაძ­რე­ბია ჩა­ძი­რუ­ლი. წყალ­ში ჩა­ძი­რუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი, გე­ოგ­რა­ფი­ის დოქ­ტო­რი გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფო­ტო­მა­სა­ლაც მას­ვე ეკუთ­ვ­ნის.

"წალ­კის წყალ­სა­ცა­ვის მშე­ნებ­ლო­ბა 1943 წელს და­იწყო. წყალ­სა­ცა­ვი თა­ვი­სი მო­ცუ­ლო­ბით საქა­რ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დი­დია, მი­სი ფარ­თო­ბი 33, 7 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რია, სიღ­რ­მე კი 25 მეტ­რი. 1946 წელს, რო­დე­საც ტე­რი­ტო­რია და ტა­ძა­რი იტ­ბო­რე­ბო­და, კო­მუ­ნის­ტებ­მა იმ ად­გი­ლი­დან მო­სახ­ლე­ო­ბა გა­და­ა­სახ­ლეს და გარ­შე­მო ახა­ლი შე­ნო­ბე­ბი აა­გეს, ძვე­ლი სოფ­ლე­ბი, სა­საფ­ლა­ო­ე­ბი კი წყლის ქვეშ მო­ექ­ცა. წალ­კის წყალ­სა­ცავ­ში X სა­უ­კუ­ნის ბა­ზი­ლი­კუ­რი ტი­პის ტა­ძა­რია ჩა­ძი­რუ­ლი. ეკ­ლე­სი­ის ნახ­ვა დე­კემ­ბ­რი­დან აპ­რი­ლამ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მა­შინ რო­დე­საც წყლის დო­ნე იკ­ლებს და ტა­ძარ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს მხო­ლოდ ტაძ­რის კედ­ლე­ბია შე­მო­ნა­ხუ­ლი, სა­ხუ­რა­ვი და სა­კურ­თხე­ვე­ლი კი ჩა­მოშ­ლი­ლია. ყვე­ლა­ზე უკეთ ეკ­ლე­სი­ის სამ­ხ­რე­თი კე­დე­ლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. მცი­რე ფრაგ­მენ­ტებს თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, შე­ვამ­ჩ­ნევთ, რომ ტა­ძა­რი მო­ხა­ტუ­ლი იყო. ასე­ვე, კარ­გად ჩანს ორ­ნა­მენ­ტე­ბი და რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ტა­ძა­რი ნელ-ნე­ლა ინ­გ­რე­ვა".

ჟინ­ვა­ლის წყალ­სა­ცავ­ში ჩა­ძი­რუ­ლი ტა­ძა­რი - "XI-XII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში აშე­ნე­ბუ­ლი "ჯვა­რი­პა­ტი­ო­სა­ნის" სა­ხე­ლო­ბის ბა­ზი­ლი­კუ­რი, საკ­მა­ოდ დი­დი ეკ­ლე­სია, დამ­ხ­მა­რე ნა­გე­ბო­ბე­ბით, წყლის ქვეშ მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რაც ჟინ­ვალ­ში 1985 წელს კო­მუ­ნის­ტებ­მა წყალ­სა­ცა­ვის მშე­ნებ­ლო­ბა და­იწყეს. ტა­ძა­რი სოფ­ლებ­თან და ყე­ლის ცი­ხის სა­ხელ­წო­დე­ბით ცნო­ბილ ცი­ხე­სი­მაგ­რეს­თან ერ­თად 1985 წელს ჩა­ი­ძი­რა. ცნო­ბი­ლია, რომ წყალ­სა­ცა­ვის ნაც­ვ­ლად, აქ რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რი­უ­ლი სო­ფე­ლი, ბა­ზა­რი და ცენ­ტ­რა­ლუ­რი გზა ყო­ფი­ლა. ტა­ძა­რი 30 წე­ლია, რაც წყალ­შია და მას ჭე­რი დღემ­დე აქვს შე­მორ­ჩე­ნი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, მი­სი ნგრე­ვა გარ­და­უ­ვა­ლია, რად­გან ის წალ­კის ტაძ­რის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, წე­ლი­წად­ში ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში წყლის ქვეშ არის.

სი­ო­ნის წყალ­სა­ცავ­ში ჩა­­ძი­რუ­ლი ტა­ძა­რი - "სი­ო­ნის წყალ­სა­ცა­ვი და­ბა სი­ონ­სა და სო­ფელ ლე­ლო­ვანს შო­რის მდე­ბა­რე­ობს. ცნო­ბი­ლია, რომ ლე­ლო­ვა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, XI-XII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ძეგ­ლი, ბა­ზი­ლი­კუ­რი ტი­პის ტა­ძა­რი იდ­გა. ვიდ­რე კო­მუ­ნის­ტე­ბი ტე­რი­ტო­რი­ას დატ­ბო­რავ­დ­ნენ, ეკ­ლე­სი­ის ქვე­ბი და­ნომ­რეს და თბი­ლი­სის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში გა­და­აბ­რ­ძა­ნეს, სა­დაც ტაძ­რის მა­კე­ტიც მო­ა­თავ­სეს, რაც სი­ო­ნის წყალ­სა­ცავ­ში ჩა­ძი­რულ ტა­ძარ­ზე წარ­მოდ­გე­ნას ქმნის. ტა­ძა­რი 1963 წელს ჩა­ძი­რეს. რო­დე­საც ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დატ­ბორ­ვა ხდე­ბო­და, არ იყო აღ­წე­რი­ლი, რა იტ­ბო­რე­ბო­და. უც­ნო­ბია, წყალ­სა­ცა­ვებ­ში სა­ერ­თოდ რამ­დე­ნი ტა­ძა­რი და ნა­გე­ბო­ბაა ჩა­ძი­რუ­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც სი­ო­ნის წყალ­სა­ცა­ვია გა­და­ჭი­მუ­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი ჟა­ლე­თის ტე­რი­ტო­რია იყო და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქ­ტე­ბით. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ იქ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ძეგ­ლე­ბი იყოს დატ­ბო­რი­ლი. სი­ო­ნის წყალ­სა­ცავ­ში ჩა­ძი­რუ­ლი ტა­ძ­რის მცი­რე ნან­გ­რე­ვი კი, სამ­წუ­ხა­როდ, იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა".

მო­ამ­ზა­და ლა­მუ­ნა ირე­მაშ­ვილ­მა

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ჩა­ძი­რუ­ლი ტაძ­რე­ბი საქართველოში

ჩა­ძი­რუ­ლი ტაძ­რე­ბი საქართველოში

გვსურს, იმ ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ მო­გითხ­როთ, რომ­ლე­ბიც ახ­ლო წარ­სულ­ში წყალ­სა­ცა­ვებ­მა შთან­თ­ქეს. წალ­კის, ჟინ­ვა­ლი­სა და სი­ო­ნის წყალ­სა­ცა­ვები, ერ­თ­მა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით, 20-წლი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით აშენ­და. სა­მი­ვე მათ­გა­ნის ფსკერ­ზე ქარ­თუ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ტაძ­რე­ბია ჩა­ძი­რუ­ლი. წყალ­ში ჩა­ძი­რუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი, გე­ოგ­რა­ფი­ის დოქ­ტო­რი გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფო­ტო­მა­სა­ლაც მას­ვე ეკუთ­ვ­ნის.

"წალ­კის წყალ­სა­ცა­ვის მშე­ნებ­ლო­ბა 1943 წელს და­იწყო. წყალ­სა­ცა­ვი თა­ვი­სი მო­ცუ­ლო­ბით საქა­რ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დი­დია, მი­სი ფარ­თო­ბი 33, 7 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რია, სიღ­რ­მე კი 25 მეტ­რი. 1946 წელს, რო­დე­საც ტე­რი­ტო­რია და ტა­ძა­რი იტ­ბო­რე­ბო­და, კო­მუ­ნის­ტებ­მა იმ ად­გი­ლი­დან მო­სახ­ლე­ო­ბა გა­და­ა­სახ­ლეს და გარ­შე­მო ახა­ლი შე­ნო­ბე­ბი ააგეს, ძვე­ლი სოფ­ლე­ბი, სა­საფ­ლა­ო­ე­ბი კი წყლის ქვეშ მო­ექ­ცა. წალ­კის წყალ­სა­ცავ­ში X სა­უ­კუ­ნის ბა­ზი­ლი­კუ­რი ტი­პის ტა­ძა­რია ჩა­ძი­რუ­ლი. ეკ­ლე­სი­ის ნახ­ვა დე­კემ­ბ­რი­დან აპ­რი­ლამ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მა­შინ რო­დე­საც წყლის დო­ნე იკ­ლებს და ტა­ძარ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს მხო­ლოდ ტაძ­რის კედ­ლე­ბია შე­მო­ნა­ხუ­ლი, სა­ხუ­რა­ვი და სა­კურ­თხე­ვე­ლი კი ჩა­მოშ­ლი­ლია. ყვე­ლა­ზე უკეთ ეკ­ლე­სი­ის სამ­ხ­რე­თი კე­დე­ლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. მცი­რე ფრაგ­მენ­ტებს თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, შე­ვამ­ჩ­ნევთ, რომ ტა­ძა­რი მო­ხა­ტუ­ლი იყო. ასე­ვე, კარ­გად ჩანს ორ­ნა­მენ­ტე­ბი და რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ტა­ძა­რი ნელ-ნე­ლა ინ­გ­რე­ვა".

ჟინ­ვა­ლის წყალ­სა­ცავ­ში ჩა­ძი­რუ­ლი ტა­ძა­რი - "XI-XII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში აშე­ნე­ბუ­ლი "ჯვა­რი­პა­ტი­ო­სა­ნის" სა­ხე­ლო­ბის ბა­ზი­ლი­კუ­რი, საკ­მა­ოდ დი­დი ეკ­ლე­სია, დამ­ხ­მა­რე ნა­გე­ბო­ბე­ბით, წყლის ქვეშ მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რაც ჟინ­ვალ­ში 1985 წელს კო­მუ­ნის­ტებ­მა წყალ­სა­ცა­ვის მშე­ნებ­ლო­ბა და­იწყეს. ტა­ძა­რი სოფ­ლებ­თან და ყე­ლის ცი­ხის სა­ხელ­წო­დე­ბით ცნო­ბილ ცი­ხე­სი­მაგ­რეს­თან ერ­თად 1985 წელს ჩა­ი­ძი­რა. ცნო­ბი­ლია, რომ წყალ­სა­ცა­ვის ნაც­ვ­ლად, აქ რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რი­უ­ლი სო­ფე­ლი, ბა­ზა­რი და ცენ­ტ­რა­ლუ­რი გზა ყო­ფი­ლა. ტა­ძა­რი 30 წე­ლია, რაც წყალ­შია და მას ჭე­რი დღემ­დე აქვს შე­მორ­ჩე­ნი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, მი­სი ნგრე­ვა გარ­და­უ­ვა­ლია, რად­გან ის წალ­კის ტაძ­რის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, წელიწადში ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში წყლის ქვეშ არის.

სი­ო­ნის წყალ­სა­ცავ­ში ჩა­­ძი­რუ­ლი ტა­ძა­რი - "სი­ო­ნის წყალ­სა­ცა­ვი და­ბა სი­ონ­სა და სო­ფელ ლე­ლო­ვანს შო­რის მდე­ბა­რე­ობს. ცნო­ბი­ლია, რომ ლე­ლო­ვა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, XI-XII სა­უ­კუ­ნეების ძეგ­ლი, ბა­ზი­ლი­კუ­რი ტი­პის ტა­ძა­რი იდ­გა. ვიდ­რე კო­მუ­ნის­ტე­ბი ტე­რი­ტო­რი­ას დატ­ბო­რავ­დ­ნენ, ეკ­ლე­სი­ის ქვე­ბი და­ნომ­რეს და თბი­ლი­სის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში გა­და­აბ­რ­ძა­ნეს, სა­დაც ტაძ­რის მა­კე­ტიც მო­ა­თავ­სეს, რაც სი­ო­ნის წყალ­სა­ცავ­ში ჩა­ძი­რულ ტა­ძარ­ზე წარ­მოდ­გე­ნას ქმნის. ტა­ძა­რი 1963 წელს ჩა­ძი­რეს. რო­დე­საც ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დატ­ბორ­ვა ხდე­ბო­და, არ იყო აღ­წე­რი­ლი, რა იტ­ბო­რე­ბო­და. უც­ნო­ბია, წყალ­სა­ცა­ვებ­ში სა­ერ­თოდ რამ­დე­ნი ტა­ძა­რი და ნა­გე­ბო­ბაა ჩა­ძი­რუ­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც სი­ო­ნის წყალ­სა­ცა­ვია გა­და­ჭი­მუ­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი ჟა­ლე­თის ტე­რი­ტო­რია იყო და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქ­ტე­ბით. გა­მო­რიცხუ­ლი არ არის, რომ იქ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ძეგ­ლე­ბი იყოს დატ­ბო­რი­ლი. სი­ო­ნის წყალ­სა­ცავ­ში ჩა­ძი­რუ­ლი ტა­ძ­რის მცი­რე ნან­გ­რე­ვი კი, სამ­წუ­ხა­როდ, იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა".

მოამზადა ლამუნა ირემაშვილმა

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია