მსოფლიო
მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''გოჩა ჩერტკოევმა ქმარი დამიჩაგრა''
''გოჩა ჩერტკოევმა ქმარი დამიჩაგრა''

გუგა კუ­ზა­ნო­ვი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" და­ტო­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ბა­ქო­ში მო­რიგ ოპე­რა­ცი­ა­ზე გა­ემ­გზავ­რა. შინ დაბ­რუ­ნე­ბულ პლას­ტი­კურ ქი­რურგს ვეს­ტუმ­რეთ და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ჩავ­წე­რეთ. ნინო ნა­დი­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ გუ­გამ სი­ბე­რე­ში ცეკ­ვის გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რა. თა­ვად გუგა პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბას დი­დად არ გა­ნიც­დის.

- გუგა, მგო­ნი, პრო­ექ­ტის მე­ო­რე მო­ნა­წი­ლე ხართ, რო­მელ­საც მისი და­ტო­ვე­ბა გა­უ­ხარ­და. რა­ტომ?

- გა­და­ვი­ღა­ლე. მუხ­ლზე მე­ნის­კი მაქვს და ასე­თი დატ­ვირ­თვა ჩემ­თვის არ შე­იძ­ლე­ბო­და. მე­გო­ნა, რომ შევ­ძლებ­დი, მაგ­რამ... წამ­ლებს ვსვამ­დი, ფეხ­ზე სახ­ვე­ვებს ვი­კე­თებ­დი და გავ­ქა­ჩე ორი თვე, შვი­დი ცეკ­ვა ვი­ცეკ­ვე. როცა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი ვთქვი. მერე და­ი­წყეს შუ­ა­მავ­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა. ჩვე­ნი კლი­ნი­კის პი­არ­მე­ნე­ჯე­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას დავ­თან­ხმდი. თან ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძეს­თა­ნაც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, უარი ვე­ღარ ვთქვი. მა­ინც ვფიქ­რობ, პი­ა­რის თვალ­საზ­რი­სით არ იყო ცუდი ნა­ბი­ჯი. ნამ­დვი­ლად არ ვნა­ნობ. მო­გე­ბას მა­ინც არ ვა­პი­რებ­დი. ჯერ ერთი, არც ასა­კი მი­წყობს ხელს და არც არას­დროს მქო­ნია შე­ხე­ბა ცეკ­ვას­თან. ზოგს ჰგო­ნია, და­ბა­დე­ბის დღე­ზე ხელს რომ გაშ­ლის, ეს ცეკ­ვაა. მე ასე არ მი­მაჩ­ნია. პრო­ექ­ტში მარ­ტო მე და ტოლი ბო­ი­სა ვი­ყა­ვით, რო­მელ­თაც ცეკ­ვას­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ გვქო­ნია. ჩვენ პირ­ვე­ლად გა­მო­ვე­დით სცე­ნა­ზე. მო­რა­ლუ­რა­დაც ძა­ლი­ან რთუ­ლია, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გი­ყუ­რებს, ჟი­უ­რი გა­ფა­სებს.

- ნი­ნომ რა როლი ითა­მა­შა ამ ყვე­ლა­ფერ­ში?

- ნი­ნოს არ უნ­დო­და, რომ მე­ცეკ­ვა. რომ დავ­თან­ხმდი, მე­ბუ­ზღუ­ნე­ბო­და. პირ­ველ რიგ­ში, ჩემი მე­ნის­კის გამო იყო წი­ნა­აღ­მდე­გი, მერე ასა­კის გამო. მე­უბ­ნე­ბო­და, პას­პორ­ტში ჩა­ი­ხე­დე, რამ­დე­ნი წლის ხარო.

- რამ­დე­ნი წლის ხარ?

- 42-ის. ასა­კი­ა­ნე­ბი ვი­ყა­ვით მე, გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი, ნანა ნე­ბი­ე­რი­ძე...

ნინო:

- ასა­კი­ა­ნე­ბი კი არა, მო­ხუ­ცე­ბი. ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე წას­ვლის წინ გუ­გას თითო კო­ლოფ ნაფ­ტა­ლინს ვა­ტან­დი.

გუგა:

- ნაფ­ტა­ლი­ნი შენ გჭირ­დე­ბა!

ნინო:

- მე და­მაქვს, პუდ­რის მა­გივ­რად ვხმა­რობ.

- ნინო, რა­ტომ არ გინ­დო­და გუ­გას ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- მე ყვე­ლა­ფერს ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით ვუ­ყუ­რებ. ეს ცეკ­ვავს და ამ დროს ოჯახს მეხი და­ე­ცა. ვერ გა­ა­კე­თა იმ­დე­ნი ოპე­რა­ცია, რამ­დენ­საც აკე­თებს ხოლ­მე.

გუგა:

- რა ვერ გა­ვა­კე­თე, ყვე­ლა­ფე­რიც გა­ვა­კე­თე!

ნინო:

- გა­ა­კე­თე, მაგ­რამ ვაი, იმ გა­კე­თე­ბას. გუ­შინ ბა­ქო­დან ჩა­მოფ­რინ­და, ოპე­რა­ცია ჰქონ­და იქ და მას მერე ამ ფე­ხის გამო ძლივს გა­და­ად­გილ­დე­ბა... თა­ნაც, გარ­კვე­უ­ლი ამ­ბი­ცია მაქვს, არ მინ­დო­და, პრო­ფე­სო­რი კუ­ზა­ნო­ვი ჟი­უ­რის წინ წარმდგა­რი­ყო და მათი შე­სა­ფა­სე­ბე­ლი გამ­ხდა­რი­ყო.

გუგა:

- ეს "გრუ­ზი­ნუ­ლი" კომ­პლექ­სია.

ნინო:

- რა ვქნა, არ ვარ ლუქ­სემ­ბურ­გი­დან.

გუგა:

- რა ვიცი, თავი კი მო­გაქვს.

ნინო:

- არა­ნა­ი­რად, რაც ვარ, ეს ვარ... გუ­გას რე­გა­ლი­ე­ბი­სა და დი­სერ­ტა­ცი­ე­ბის პატ­რონს, ვფიქ­რობ­დი, სხვი­სი შე­სა­ფა­სე­ბე­ლი არა­ფე­რი სჭირ­და. და მთა­ვა­რი, მისი მე­ნის­კი მუხ­ლზე. ვი­ცო­დი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ზე გა­და­ივ­ლი­და და არ მინ­დო­და. მაქ­სი­მა­ლუ­რად იკა­ვებ­და თავს, მაგ­რამ ყვე­ლა ვარ­ჯი­შის მერე წუ­წუ­ნებ­და, წამ­ლებს სვამ­და... ოც­ნე­ბას რომ ვი­წყებ­დი და წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ბინა მო­ი­გო, ვფიქ­რობ­დი, ვინ­მე ისე­თის­თვის გა­დაგ­ვე­ცა, ვი­საც არ აქვს. მინ­დო­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მო­მე­ნა­ხა ვინ­მე ჭკვი­ა­ნი უპატ­რო­ნო ბიჭი და მიგ­ვე­ცა ბინა. ჭკვი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი და უპატ­რო­ნო გამ­რავ­ლე­ბუ­ლი­ყო. გამ­რავ­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის "იავ­ნა­ნა" ზრუ­ნავს უკვე. იმ­დე­ნი ხალ­ხი გვიგ­ზავ­ნი­და ესე­მე­სებს, უხერ­ხუ­ლად მი­მაჩ­ნდა ამ ფუ­ლის ჯი­ბე­ში ჩა­დე­ბა. გუგა ჭა­ბუ­კი­ა­ნი არ მყავს და ეს მხარ­და­ჭე­რა სხვა პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო. ვფიქ­რობ­დი, შე­სა­ბა­მი­სა­დაც უნდა გვე­მოქ­მე­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

''გოჩა ჩერტკოევმა ქმარი დამიჩაგრა''

''გოჩა ჩერტკოევმა ქმარი დამიჩაგრა''

გუგა კუზანოვი ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დატოვებიდან რამდენიმე დღეში ბაქოში მორიგ ოპერაციაზე გაემგზავრა. შინ დაბრუნებულ პლასტიკურ ქირურგს ვესტუმრეთ და მეუღლესთან ერთად ჩავწერეთ. ნინო ნადირაძე მიიჩნევს, რომ გუგამ სიბერეში ცეკვის გამოცდა ჩააბარა. თავად გუგა პროექტის დატოვებას დიდად არ განიცდის.

- გუგა, მგონი, პროექტის მეორე მონაწილე ხართ, რომელსაც მისი დატოვება გაუხარდა. რატომ?

- გადავიღალე. მუხლზე მენისკი მაქვს და ასეთი დატვირთვა ჩემთვის არ შეიძლებოდა. მეგონა, რომ შევძლებდი, მაგრამ... წამლებს ვსვამდი, ფეხზე სახვევებს ვიკეთებდი და გავქაჩე ორი თვე, შვიდი ცეკვა ვიცეკვე. როცა პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს, კატეგორიული უარი ვთქვი. მერე დაიწყეს შუამავლების მოძიება. ჩვენი კლინიკის პიარმენეჯერის დამსახურებაა, რომ მონაწილეობას დავთანხმდი. თან ნოე სულაბერიძესთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, უარი ვეღარ ვთქვი. მაინც ვფიქრობ, პიარის თვალსაზრისით არ იყო ცუდი ნაბიჯი. ნამდვილად არ ვნანობ. მოგებას მაინც არ ვაპირებდი. ჯერ ერთი, არც ასაკი მიწყობს ხელს და არც არასდროს მქონია შეხება ცეკვასთან. ზოგს ჰგონია, დაბადების დღეზე ხელს რომ გაშლის, ეს ცეკვაა. მე ასე არ მიმაჩნია. პროექტში მარტო მე და ტოლი ბოისა ვიყავით, რომელთაც ცეკვასთან არანაირი შეხება არ გვქონია. ჩვენ პირველად გამოვედით სცენაზე. მორალურადაც ძალიან რთულია, ამდენი ადამიანი გიყურებს, ჟიური გაფასებს.

- ნინომ რა როლი ითამაშა ამ ყველაფერში?

- ნინოს არ უნდოდა, რომ მეცეკვა. რომ დავთანხმდი, მებუზღუნებოდა. პირველ რიგში, ჩემი მენისკის გამო იყო წინააღმდეგი, მერე ასაკის გამო. მეუბნებოდა, პასპორტში ჩაიხედე, რამდენი წლის ხარო.

- რამდენი წლის ხარ?

- 42-ის. ასაკიანები ვიყავით მე, გია სურამელაშვილი, ნანა ნებიერიძე...

ნინო:

- ასაკიანები კი არა, მოხუცები. ყველა კონცერტზე წასვლის წინ გუგას თითო კოლოფ ნაფტალინს ვატანდი.

გუგა:

- ნაფტალინი შენ გჭირდება!

ნინო:

- მე დამაქვს, პუდრის მაგივრად ვხმარობ.

- ნინო, რატომ არ გინდოდა გუგას ამ პროექტში მონაწილეობა?

- მე ყველაფერს ფინანსური კუთხით ვუყურებ. ეს ცეკვავს და ამ დროს ოჯახს მეხი დაეცა. ვერ გააკეთა იმდენი ოპერაცია, რამდენსაც აკეთებს ხოლმე.

გუგა:

- რა ვერ გავაკეთე, ყველაფერიც გავაკეთე!

ნინო:

- გააკეთე, მაგრამ ვაი, იმ გაკეთებას. გუშინ ბაქოდან ჩამოფრინდა, ოპერაცია ჰქონდა იქ და მას მერე ამ ფეხის გამო ძლივს გადაადგილდება... თანაც, გარკვეული ამბიცია მაქვს, არ მინდოდა, პროფესორი კუზანოვი ჟიურის წინ წარმდგარიყო და მათი შესაფასებელი გამხდარიყო.

გუგა:

- ეს ''გრუზინული'' კომპლექსია.

ნინო:

- რა ვქნა, არ ვარ ლუქსემბურგიდან.

გუგა:

- რა ვიცი, თავი კი მოგაქვს.

ნინო:

- არანაირად, რაც ვარ, ეს ვარ... გუგას რეგალიებისა და დისერტაციების პატრონს, ვფიქრობდი, სხვისი შესაფასებელი არაფერი სჭირდა. და მთავარი, მისი მენისკი მუხლზე. ვიცოდი, ეს ყველაფერი ჩემზე გადაივლიდა და არ მინდოდა. მაქსიმალურად იკავებდა თავს, მაგრამ ყველა ვარჯიშის მერე წუწუნებდა, წამლებს სვამდა... ოცნებას რომ ვიწყებდი და წარმოვიდგენდი, ბინა მოიგო, ვფიქრობდი, ვინმე ისეთისთვის გადაგვეცა, ვისაც არ აქვს. მინდოდა წავსულიყავი, მომენახა ვინმე ჭკვიანი უპატრონო ბიჭი და მიგვეცა ბინა. ჭკვიანი, ნიჭიერი და უპატრონო გამრავლებულიყო. გამრავლებულებისთვის ''იავნანა'' ზრუნავს უკვე. იმდენი ხალხი გვიგზავნიდა ესემესებს, უხერხულად მიმაჩნდა ამ ფულის ჯიბეში ჩადება. გუგა ჭაბუკიანი არ მყავს და ეს მხარდაჭერა სხვა პატივისცემის გამოხატულება იყო. ვფიქრობდი, შესაბამისადაც უნდა გვემოქმედა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება