ცხოვრება ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი არ არის და ხშირად დეპრესიაში ძალიან უმიზეზოდ ვვარდებით. ცალმხრივი სიყვარული, დაბალი ხელფასი, კონფლიქტი მეგობრებთან - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელსაც ადამიანები აწყდებიან. გთავაზობთ 20 მიზეზს, რის გამოც ცხოვრება ნამდვილად ღირს.
1. უნიკალური ხართ და ზუსტად თქვენი მსგავსი გარეგნობის მეორე ადამიანი პლანეტაზე არ ცხოვრობს.
2. ვიღაცას იმაზე მეტად უყვარხართ, ვიდრე თქვენ ის გიყვართ.
3. ყოველთვის შეგიძლიათ ცხოვრება შეცვალოთ.
4. სიცოცხლის გარეშე ვერ შეიყვარებდით და ვერ შეგიყვარებდნენ.
5. შეგიძლიათ კრეატიული იყოთ.
6. როდესმე დედა, ან მამა გახდებით.
7. შეგიძლიათ ახალი ჰობი გაიჩინოთ.
8. სიცილისგან ბედნიერება იგრძნოთ.
9. გაიცნოთ ახალი მეგობრები და იმოგზაუროთ.
10. გემრიელი სადილით ისიამოვნოთ.
11. საკუთარი თავი არაორდინალური საქციელით გააოცოთ.
12. იგრძნოთ ბედნიერება, როდესაც აცნობიერებთ, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი ხართ.
13. გააცნობიეროთ, რომ გუშინ სრულიად ტყუილად დაკარგეთ ცხოვრების 1 დღე სევდიან განწყობაში, დღეს კი სრულიად მარტივი მიზეზით ბედნიერი ხართ.
14. შეგიძლიათ იცეკვოთ და იმღეროთ.
15. თქვენს სახლთან ახლოს გემრიელ პიცას ამზადებენ.
16. ადამიანს ასწავლოთ ის, რაც კარგად გამოგდით.
17. ნახოთ როგორ მიანიჭა ბედნიერება ადამიანს თქვენმა საქციელმა.
18. ხვალ ან რამდენიმე წელში შეხვდებით ადამიანს, რომელთან ერთადაც დარჩენილ ცხოვრებას გაატარებთ.
19. ბედნიერი ხართ, რომ ცოცხალი ხართ და მიუხედავად პრობლემებისა, დილით გაიღვიძეთ და სუნთქავთ.
20. თავიდან ისწავლოთ ის, რასაც სკოლასა თუ უნივერსიტეტში ნაკლები ყურადღება მიაქციეთ.
მომზადებულია Thehappyself-ის მიხედვით.