საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაპროექტებული სტადიონი ვაგინას ჰგავს
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაპროექტებული სტადიონი ვაგინას ჰგავს

ამ დღე­ებ­ში ყა­ტარ­ში 2022 წლის მსოფ­ლიო სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ერთ-ერთი სტა­დი­ო­ნის პრო­ექ­ტი წარ­მო­ად­გი­ნეს, რო­მელ­საც მუნ­დი­ა­ლის­თვის ალ-ვაკ­რის რე­გი­ონ­ში აა­შე­ნე­ბენ. დი­ზა­ი­ნის ავ­ტო­რე­ბის ჩა­ნა­ფიქ­რით, არე­ნა ფორ­მით ტრა­დი­ცი­ულ არა­ბულ ნავს უნდა ჰგავ­დეს. თუმ­ცა და­სავ­ლელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა წარ­მოდ­გე­ნილ ეს­კი­ზებ­ში მკა­ფიო სექ­სუ­ა­ლუ­რი ქვე­ტექ­სტი და­ი­ნა­ხეს - სტა­დი­ონ­მა ფორ­მი­თა და შე­ფე­რი­ლო­ბით ქა­ლის ანა­ტო­მი­ას­თან პირ­და­პი­რი ასო­ცი­ა­ცია გა­მო­იწ­ვია.

45 000 -ად­გი­ლი­ა­ნი 120 მლრდ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის არე­ნის პრო­ექ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო დი­ზა­ი­ნე­რულ­მა ფირ­მა AECOM-მა ზაჰი ჰა­დი­დის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ სტუ­დი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შე­ი­მუ­შა­ვა. შემ­ქმნე­ლებ­მა გან­მარ­ტეს, რომ ისი­ნი არა­ბულ­მა ნავ­მა შთა­ა­გო­ნა,"რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­თევ­ზე­ე­ბის მრა­ვა­ლი თა­ო­ბა გა­დაჰ­ყავ­და".

"ნე­ბის­მი­ე­რი გამ­ჭრი­ა­ხი ადა­მი­ა­ნი სწრა­ფად ამო­იც­ნობს, რომ შე­ნო­ბა უზარ­მა­ზარ ვა­გი­ნას ჰგავს",- წერს კალი ბე­უს­მა­ნი ფე­მი­ნის­ტურ ბლოგ Jezebel-ში. მაგ­რამ მისი აზ­რით, ეს ცუდი არ არის: "ყო­ვე­ლი ქა­ლა­ქის ჰო­რი­ზონ­ტი ნისლში გახ­ვე­ულ პირ­ქუ­ში ფა­ლო­სე­ბის წყო­ბას ჰგავს. ვფიქ­რობ, დროა ჩვენ გარ­კვე­უ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა იო­ნი­სად­მი გა­მოვ­ხა­ტოთ".

"ექ­სპერ­ტი არ ვარ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ეს სა­ს­ქე­სო ბა­გე­ე­ბია",- გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნალ Esquire-თან Cosmopolitan.com-ის სექ­სი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ყო­ფი­ლე­ბის რე­დაქ­ტორ­მა ანა ბრეს­ლო­უმ.

"მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც ვა­გი­ნას სპორ­ტში ნაკ­ლებ აფა­სე­ბენ, ეს შე­იძ­ლე­ბა კარ­გი ნა­ბი­ჯი იყოს. ბო­ლოს და ბო­ლოს, 45 000 ადა­მი­ა­ნი კი­დევ ერთხელ რა­ტომ არ უნდა დაჯ­დეს ქა­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­ულ სის­ტე­მა­ში",- წერს ოლი ბეკს­ტე­რი The Guardian-ში.

რო­გორც The Daily News აღ­ნიშ­ნავს, პრო­ექ­ტზე ასე­თი რე­აქ­ცია და­სავ­ლეთ­ში ამ­ხი­ა­რუ­ლებთ, მაგ­რამ შე­საძ­ლოა ყა­ტა­რის ის­ლა­მუ­რი მთავ­რო­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი შექ­მნას, რომ­ლე­ბიც შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ და სექ­სუ­ა­ლურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ მი­ე­სალ­მე­ბი­ან.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Daily News-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაპროექტებული სტადიონი ვაგინას ჰგავს

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაპროექტებული სტადიონი ვაგინას ჰგავს

ამ დღეებში ყატარში 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი სტადიონის პროექტი წარმოადგინეს, რომელსაც მუნდიალისთვის ალ-ვაკრის რეგიონში ააშენებენ. დიზაინის ავტორების ჩანაფიქრით, არენა ფორმით ტრადიციულ არაბულ ნავს უნდა ჰგავდეს. თუმცა დასავლელმა ჟურნალისტებმა წარმოდგენილ ესკიზებში მკაფიო სექსუალური ქვეტექსტი დაინახეს - სტადიონმა ფორმითა და შეფერილობით ქალის ანატომიასთან პირდაპირი ასოციაცია გამოიწვია.

45 000 -ადგილიანი 120 მლრდ დოლარის ღირებულების არენის პროექტი საერთაშორისო დიზაინერულმა ფირმა AECOM-მა ზაჰი ჰადიდის არქიტექტურულ სტუდიასთან თანამშრომლობით შეიმუშავა. შემქმნელებმა განმარტეს, რომ ისინი არაბულმა ნავმა შთააგონა,"რომელსაც ადგილობრივი მეთევზეების მრავალი თაობა გადაჰყავდა".

"ნებისმიერი გამჭრიახი ადამიანი სწრაფად ამოიცნობს, რომ შენობა უზარმაზარ ვაგინას ჰგავს",- წერს კალი ბეუსმანი ფემინისტურ ბლოგ Jezebel-ში. მაგრამ მისი აზრით, ეს ცუდი არ არის: "ყოველი ქალაქის ჰორიზონტი ნისლში გახვეულ პირქუში ფალოსების წყობას ჰგავს. ვფიქრობ, დროა ჩვენ გარკვეული არქიტექტურული პატივისცემა იონისადმი გამოვხატოთ".

"ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სასქესო ბაგეებია",- განაცხადა ჟურნალ Esquire-თან Cosmopolitan.com-ის სექსისა და ურთიერთობების გაყოფილების რედაქტორმა ანა ბრესლოუმ.

"მსოფლიოში, სადაც ვაგინას სპორტში ნაკლებ აფასებენ, ეს შეიძლება კარგი ნაბიჯი იყოს. ბოლოს და ბოლოს, 45 000 ადამიანი კიდევ ერთხელ რატომ არ უნდა დაჯდეს ქალის რეპროდუქციულ სისტემაში",- წერს ოლი ბეკსტერი The Guardian-ში.

როგორც The Daily News აღნიშნავს, პროექტზე ასეთი რეაქცია დასავლეთში ამხიარულებთ, მაგრამ შესაძლოა ყატარის ისლამური მთავრობისთვის გარკვეული სირთულეები შექმნას, რომლებიც შარიათის კანონებით ხელმძღვანელობენ და სექსუალურ თავისუფლებას არ მიესალმებიან.

მომზადებულია The Daily News-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს