მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
89 მომხრე, 3 წინააღმდეგი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა: რა წერია ტექსტში
89 მომხრე, 3 წინააღმდეგი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა: რა წერია ტექსტში

ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ამ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ რე­ზო­ლუ­ცია 89 ხმით 3-ის წი­ნა­აღ­მდეგ და­ამ­ტკი­ცა. ამას­თან, ასამ­ბლე­ის 5-მა წევ­რმა კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

  • რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ ასამ­ბლეა ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ასამ­ბლე­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა, მო­ეხ­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის რწმუ­ნე­ბა­თა სი­გე­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა, მის­მა ყვე­ლა წევ­რმა და­ტო­ვა დე­ლე­გა­ცია, რი­თაც უარ­ყო დი­ა­ლო­გი, რის შე­დე­გა­დაც ამ­ჟა­მად ასამ­ბლე­ა­ში არ არის ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია.

"ასამ­ბლე­ის აზ­რით, მის მუ­შა­ო­ბა­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცე­დუ­რებ­ში დე­ლე­გა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ­ლის რწმუ­ნე­ბა­თა სი­გე­ლე­ბი რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, არის არა არ­ჩე­ვა­ნი, არა­მედ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

ტექ­სტში ასე­ვე ხაზ­გას­მუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რეს­და.

"რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში 2585 (2025) ასამ­ბლე­ამ გან­სა­ზღვრა რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი სფე­რო, რომ­ლებ­შიც ის ელო­და შე­სამ­ჩნევ და ხელ­შე­სა­ხებ პროგ­რესს ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბი­სას და 2025 წლის აპ­რი­ლის სე­სი­ა­ზე ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის რწმუ­ნე­ბა­თა სი­გე­ლე­ბის გა­და­ხედ­ვი­სას. ასამ­ბლეა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს, რომ ეს გა­და­უ­დე­ბე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი დღემ­დე არ იქნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბამ გა­უ­ა­რე­სე­ბა გა­ნაგ­რძო. რაც შე­ე­ხე­ბა მის მო­წო­დე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყოს ინ­კლუ­ზი­უ­რი პრო­ცე­სი, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე და სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტო­რი, მათ შო­რის მმარ­თვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა, ოპო­ზი­ცია და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სას­წრა­ფოდ აღ­მო­ფხვრას ბოლო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბი და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი და შექ­მნას სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო, რო­მე­ლიც ხელ­საყ­რე­ლია ახა­ლი, ჭეშ­მა­რი­ტად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში უნდა გა­მო­ცხად­დეს, ასამ­ბლეა წუხს, რომ მსგავ­სი ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­დად­გმუ­ლა.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ასამ­ბლეა, კერ­ძოდ: წუხს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბოლო დროს მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გამო, რა­მაც, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის აზ­რით, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის პო­ზი­ცი­ის შემ­დგო­მი გამ­ყა­რე­ბა, ხელი არ შე­უ­წყოს პო­ლი­ტი­კუ­რი პლუ­რა­ლიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას და ძირი გა­მო­უ­თხა­როს თა­ნა­ბა­რი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბის პრინ­ციპს. ამ მო­საზ­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ასამ­ბლეა მო­უ­წო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­ა­უქ­მოს ეს ცვლი­ლე­ბე­ბი და უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დეს მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნოს მიერ მკა­ფიო სა­მარ­თლებ­რი­ვი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და შე­სა­ბა­მის და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ით;

შეშ­ფო­თე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტში ბოლო დროს შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, რო­მე­ლიც ამ­ცი­რებს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის და­სა­ნიშ­ნად სა­ჭი­რო უმ­რავ­ლე­სო­ბას და აუქ­მებს და­ნიშ­ვნის პრო­ცეს­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, რაც კი­დევ უფრო უთხრის ძირს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას; ით­ვა­ლის­წი­ნებს ევ­რო­პის საბ­ჭოს ად­გი­ლობ­რი­ვი და რე­გი­ო­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­გრე­სის მიერ 2025 წლის 26 მარტს მი­ღე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ას, რო­მე­ლიც ას­კვნის, რომ დე­მოკ­რა­ტი­ის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი ხარ­ვე­ზი და გა­მოწ­ვე­ვა ხელს არ უწყობს 2025 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის ნდო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ გა­რე­მო­ში ჩა­ტა­რე­ბას და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბის რისკს ქმნის. ასამ­ბლე­ამ კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, შემ­დგო­მი შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე აღად­გი­ნოს პი­რო­ბე­ბი ჭეშ­მა­რი­ტად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის.

ასამ­ბლეა შეშ­ფო­თე­ბუ­ლია, რომ და­კა­ვე­ბე­ბი და სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ლი­დე­რე­ბის მი­მართ შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით გრძელ­დე­ბა. იგი აღ­ნიშ­ნავს, რომ გრძელ­დე­ბა სა­სა­მარ­თლოს მიერ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბა ერთი შე­ხედ­ვით სა­ეჭ­ვო სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბით, რაც ხაზს უს­ვამს წინა რე­ზო­ლუ­ცი­ებ­ში უკვე გა­მოთ­ქმუ­ლი შეშ­ფო­თე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. ამ კონ­ტექ­სტში, იგი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დის აქ­ტი­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბით და გა­ყინ­ვით, რო­მე­ლიც ფა­რავ­და დე­მონ­სტრა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ან სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის ხარ­ჯებს, ჯა­რი­მებს და შე­მო­სავ­ლის და­კარ­გვას. ასამ­ბლეა იმე­ო­რებს თა­ვის მო­წო­დე­ბას, რომ ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი მო­მი­ტინ­გე გა­თა­ვი­სუფ­ლდეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს ევ­რო­პის საბ­ჭოს წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კო­მი­ტეტს, მო­ი­ნა­ხუ­ლოს მათი და­კა­ვე­ბის ად­გი­ლე­ბი.

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ე­სალ­მე­ბა დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის დროს პო­ლი­ცი­ის სი­სას­ტი­კის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბას, ასამ­ბლეა კვლავ შეშ­ფო­თე­ბუ­ლია, რომ ეს დარ­ღვე­ვე­ბი დღემ­დე არ არის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია და­უს­ჯე­ლო­ბის კლი­მა­ტი.

„ამ კონ­ტექ­სტში, ღრმად შეშ­ფო­თე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, რომ დე­მონ­სტრა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბულ­თა დიდი ნა­წი­ლი წა­მე­ბა­სა და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და და­პა­ტიმ­რე­ბის დროს და და­კა­ვე­ბის ქვეშ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში. ის მო­უ­წო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სრუ­ლად გა­მო­ი­ძი­ოს ყვე­ლა ასე­თი ცნო­ბა გამჭვირ­ვა­ლე და ეფექ­ტი­ა­ნი გზით. ასამ­ბლეა გმობს ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბელ მო­პყრო­ბას, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა იძუ­ლე­ბით გა­ა­შიშ­ვლეს დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, დე­მონ­სტრა­ცი­ა­ზე მისი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში.

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე ხაზ­გას­მუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გრძელ­დე­ბა. ასამ­ბლეა გა­მოთ­ქვამს შეშ­ფო­თე­ბას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ახ­ლა­ხან მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გამო, „რომ­ლე­ბიც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე“.

„ასამ­ბლეა აღ­ნიშ­ნავს, რომ ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია ამ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვის დას­კვნა­ში, რო­მე­ლიც მო­ი­თხო­ვა ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტმა, მი­იჩ­ნევს, რომ ეს ცვლი­ლე­ბე­ბი მი­ღე­ბულ იქნა ზედ­მე­ტად ნაჩ­ქა­რე­ვად, შე­სა­ბა­მი­სი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე და, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­მა­ფერ­ხე­ბელ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. ასამ­ბლეა მო­უ­წო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­ა­უქ­მოს ეს ცვლი­ლე­ბე­ბი და კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­ი­ღოს სრუ­ლი­ად ახა­ლი კა­ნო­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

ავტორი:

89 მომხრე, 3 წინააღმდეგი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა: რა წერია ტექსტში

89 მომხრე, 3 წინააღმდეგი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა: რა წერია ტექსტში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

  • რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის ქართული დელეგაცია.

"ასამბლეის აზრით, მის მუშაობასა და მონიტორინგის პროცედურებში დელეგაციის მონაწილეობა, რომლის რწმუნებათა სიგელები რატიფიცირებულია, არის არა არჩევანი, არამედ ვალდებულება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა.

"რეზოლუციაში 2585 (2025) ასამბლეამ განსაზღვრა რამდენიმე ძირითადი სფერო, რომლებშიც ის ელოდა შესამჩნევ და ხელშესახებ პროგრესს ქვეყანაში სიტუაციის შეფასებისას და 2025 წლის აპრილის სესიაზე ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების გადახედვისას. ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს, რომ ეს გადაუდებელი რეკომენდაციები დღემდე არ იქნა შესრულებული და ქვეყანაში ვითარებამ გაუარესება განაგრძო. რაც შეეხება მის მოწოდებას ხელისუფლებისთვის დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, სასწრაფოდ აღმოფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და ნაკლოვანებები და შექმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ხელსაყრელია ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული, საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს, ასამბლეა წუხს, რომ მსგავსი ნაბიჯები არ გადადგმულა.

ამასთან დაკავშირებით ასამბლეა, კერძოდ: წუხს საარჩევნო კოდექსში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ბოლო დროს მიღებული ცვლილებების გამო, რამაც, ვენეციის კომისიის აზრით, შეიძლება გამოიწვიოს მმართველი პარტიის პოზიციის შემდგომი გამყარება, ხელი არ შეუწყოს პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას და ძირი გამოუთხაროს თანაბარი საარჩევნო უფლების პრინციპს. ამ მოსაზრების შესაბამისად, ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს ცვლილებები და უზრუნველყოს, რომ საარჩევნო ოლქების დელიმიტაცია განხორციელდეს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანოს მიერ მკაფიო სამართლებრივი კრიტერიუმების საფუძველზე და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით;

შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებებით, რომელიც ამცირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დასანიშნად საჭირო უმრავლესობას და აუქმებს დანიშვნის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან კონსულტაციის კანონიერ მოთხოვნას, რაც კიდევ უფრო უთხრის ძირს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას; ითვალისწინებს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის მიერ 2025 წლის 26 მარტს მიღებულ რეზოლუციას, რომელიც ასკვნის, რომ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემასთან დაკავშირებული მრავალი ხარვეზი და გამოწვევა ხელს არ უწყობს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების ნდობაზე დაფუძნებულ გარემოში ჩატარებას და, ფაქტობრივად, ვითარების გამწვავების რისკს ქმნის. ასამბლეამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შემდგომი შეფერხების გარეშე აღადგინოს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის.

ასამბლეა შეშფოთებულია, რომ დაკავებები და სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება მომიტინგეების, ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების მიმართ შურისძიების მიზნით გრძელდება. იგი აღნიშნავს, რომ გრძელდება სასამართლოს მიერ წინასწარი პატიმრობის განახლება ერთი შეხედვით საეჭვო სამართლებრივი საფუძვლებით, რაც ხაზს უსვამს წინა რეზოლუციებში უკვე გამოთქმული შეშფოთების გაგრძელებას. ამ კონტექსტში, იგი შეშფოთებულია რამდენიმე ქართული სოლიდარობის ფონდის აქტივების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიებით და გაყინვით, რომელიც ფარავდა დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებული ან სამსახურიდან გათავისუფლებულთა იურიდიული დახმარების ხარჯებს, ჯარიმებს და შემოსავლის დაკარგვას. ასამბლეა იმეორებს თავის მოწოდებას, რომ ყველა დაკავებული მომიტინგე გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ და რეკომენდაციას უწევს ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს, მოინახულოს მათი დაკავების ადგილები.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიესალმება დემონსტრაციების დროს პოლიციის სისასტიკის შესახებ ცნობების შემცირებას, ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია, რომ ეს დარღვევები დღემდე არ არის ეფექტურად გამოძიებული, რამაც გამოიწვია დაუსჯელობის კლიმატი.

„ამ კონტექსტში, ღრმად შეშფოთებულია ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ცნობებით, რომ დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებულთა დიდი ნაწილი წამებასა და არასათანადო მოპყრობას ექვემდებარებოდა დაპატიმრების დროს და დაკავების ქვეშ ყოფნის პერიოდში. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად გამოიძიოს ყველა ასეთი ცნობა გამჭვირვალე და ეფექტიანი გზით. ასამბლეა გმობს ოპოზიციის ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ დამამცირებელ მოპყრობას, რომელიც პოლიციელებმა იძულებით გააშიშვლეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, დემონსტრაციაზე მისი დაკავების შემდეგ“, - აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული გამოწვევები გრძელდება. ასამბლეა გამოთქვამს შეშფოთებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონში ახლახან მიღებული ცვლილებების გამო, „რომლებიც უარყოფითად აისახება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე“.

„ასამბლეა აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისია ამ ცვლილებებთან დაკავშირებით თავის დასკვნაში, რომელიც მოითხოვა ასამბლეის პრეზიდენტმა, მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები მიღებულ იქნა ზედმეტად ნაჩქარევად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე და, სავარაუდოდ, შემაფერხებელ გავლენას მოახდენს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაზე. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს ცვლილებები და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს სრულიად ახალი კანონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ, რომელიც სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს და კანონის უზენაესობას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.