მსოფლიო
მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანა ნებიერიძე: "მე შეყვარებული ვარ"
ნანა ნებიერიძე: "მე შეყვარებული ვარ"

ეს სპორ­ტსმე­ნი ქალ­ბა­ტო­ნი თა­ვი­დან "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" რომ გა­მოჩ­ნდა, ბევ­რმა ეჭ­ვის თვა­ლით შე­ხე­და, - ნუთუ შეძ­ლებს ნანა ნე­ბი­ე­რი­ძე ცეკ­ვა­სო? მაგ­რამ პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ზე ეჭ­ვე­ბი გა­ა­ქარ­წყლა, სცე­ნა­ზე ცე­ცხლი და­ან­თო და ჟი­უ­რის მო­წო­ნე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა... მისი პარტნი­ო­რი, ლე­ვან ახ­ლე­დი­ა­ნიც ამ­ბობს, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი შოუს ნამ­დვი­ლი აღ­მო­ჩე­ნაა!

- ნანა, რო­გორც ვიცი, ამ პრო­ექ­ტამ­დე არას­დროს გი­ცეკ­ვი­ათ, არა?

- ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს მი­ცეკ­ვია, ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნი ვარ, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, წყალ­ში მხტო­მე­ლი და სიდ­ნე­ის ოლიმ­პი­ა­დის მო­ნა­წი­ლე... უბ­რა­ლოდ ის არის, რომ მუ­სი­კა მიყ­ვარს და ამ პრო­ექ­ტში ბევ­რს ვშრო­მობ.…

- "ვარ­სკვლა­ვე­ბამ­დე" სპორ­ტუ­ლი სამ­ყა­რო გიც­ნობ­დათ, ახლა კი მა­სობ­რი­ვად გა­გიც­ნეს...

- ჰო, ახა­ლი სახე გავ­ხდი (ღი­მი­ლით ამ­ბობს).

- ახალ სა­ხეს ძი­რი­თა­დად ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რე­ბენ ხოლ­მე. ამი­ტომ მას დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა, და­ამ­ტკი­ცოს, რომ მა­გა­რია. ვფიქ­რობ, რომ ეს თქვენ შე­ძე­ლით...

- ეს ჩემ­თვის დიდი კომ­პლი­მენ­ტია... მინ­და, ვთქვა, რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი მე­წყვი­ლე მყავს. ლე­ვან ახვლე­დი­ა­ნი გარ­და იმი­სა, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბაა. უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ მას­თან ვცეკ­ვავ... ის ყვე­ლას უყ­ვარს და აქე­ბენ. მად­ლო­ბა ნოეს, თუ არ ვიცი, ვის, პარტნი­ო­რად რომ შე­მირ­ჩია.

ყვე­ლა ნა­ბიჯ­სა და ილეთს ას­ჯერ მა­კე­თე­ბი­ნებს, მირ­ჩევს, მას­წავ­ლის. არ მინ­და, არა­კო­რექ­ტუ­ლი ვიყო და ზო­გა­დად ვი­ტყვი, რომ მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი წყვი­ლე­ბი და კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან წელს ამ პრო­ექ­ტში.

- რო­დე­საც პირ­ვე­ლად ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის­გან ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მი­ი­ღეთ, მა­შინ­ვე დას­თან­ხმდით?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, თა­ვი­დან ვერ მივ­ხვდი, რაზე იყო ლა­პა­რა­კი, მერე დავ­ფიქ­რდი, გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რო­მელ პრო­ექ­ტზე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და და ვთქვი: რა­ტო­მაც არა-მეთ­ქი, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს მუ­სი­კა, ცეკ­ვა.

- ამ პრო­ექ­ტის გარ­და, რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ამ შოუს გამო ყვე­ლა­ნა­ი­რი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი მაქვს. გლ­და­ნის სა­ცუ­რაო აუზ­ზე პიარ-მე­ნე­ჯე­რი ვარ. ჩემ­მა უფ­როს­მა მი­თხრა, ჯო­ბია იცეკ­ვო, მი­ხე­დე საქ­მეს და გი­გულ­შე­მატ­კივ­რებ­თო. ცოტა ხნის წინ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პიკ­შიც" ვმუ­შა­ობ­დი, სპორ­ტუ­ლი გა­და­ცე­მა მიმ­ყავ­და. 2015 წლის ოლიმ­პი­ა­დის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტეტ­შიც ვარ...

- კონ­კურ­სის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი უკვე გავ­ლი­ლია. ყვე­ლა ვარ­სკვლავ­მა რა­ღაც ის­წავ­ლა, გარ­კვე­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბიც გა­უჩ­ნდათ. პრო­ექ­ტის ბო­ლოს­კენ მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის კონ­კუ­რენ­ცია მა­ტუ­ლობს ხოლ­მე...

- არა, ბო­ლოს­კენ საქ­მე­ში მე­ტად ნერ­ვე­ბი ერ­თვე­ბა... ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. უდი­დეს დროს რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე, ერ­თად ვა­ტა­რებთ. ერთი რამ მინ­და, აღ­ვნიშ­ნო და არა მარ­ტო ჩემს კონ­კუ­რენ­ტებს, ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებ­საც ვუ­თხრა: ჩვენ ცხოვ­რე­ბა­ში მე­გობ­რე­ბი ვართ, სცე­ნა­ზე - კონ­კუ­რენ­ტე­ბი. ეს სხვა­დას­ხვა რა­მეა. ასე­ვეა სპორ­ტშიც. ნომ­რის შეს­რუ­ლე­ბი­სას შეც­დო­მა არის შეც­დო­მა. ვი­მე­ო­რებ, კუ­ლი­სებს მიღ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გობ­რე­ბი ვართ. მთელ დღე­ებს ერ­თად ვა­ტა­რებთ.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა ვინ­მეს­თან თუ გა­კავ­ში­რებთ?

- ცეკ­ვით ისე ვართ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და ვიღ­ლე­ბით, რომ... 5 დღე­ში გვი­წევს ნომ­რის ათ­ვი­სე­ბა... ეს პა­ტა­რა საქ­მე არ არის.

- მა­ნამ­დე რო­მე­ლი­მე ვარ­სკვლავს ახ­ლოს თუ იც­ნობ­დით?

- ქეთი ხა­ტი­აშ­ვილს სპორ­ტი­დან ვიც­ნობ­დი, და­ნარ­ჩე­ნებს - მხო­ლოდ შო­რი­დან...

არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია გუგა კუ­ზა­ნო­ვი, იგი­ვე პეტო, ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვი­ლი, ნინი ცნო­ბი­ლა­ძე, იუ­ლია ქავ­თა­რა­ძე, ყვე­ლა­ნი მაგ­რე­ბი არი­ან... სა­წყე­ნია, რომ ისი­ნი პრო­ექ­ტში აღარ არი­ან.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა სა­ერ­თოა სცე­ნა­სა და იმ ას­პა­რეზს შო­რის, სა­დაც წლე­ბის მან­ძილ­ზე ას­პა­რე­ზობ­დით?

- პირ­ველ რიგ­ში გჭირ­დე­ბა მომ­ზა­დე­ბა, საქ­მე გაქვს კონ­კუ­რენ­ცი­ას­თან, რაც შენ­გან თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას მო­ი­თხოვს იმ საქ­მე­ში, რა­საც აკე­თებ.…

- სპორ­ტში სე­რი­ო­ზუ­ლი წვრთნა გაქვთ მი­ღე­ბუ­ლი და ალ­ბათ იმ დატ­ვირ­თვას, რო­მე­ლიც აქ გაქვთ, ად­ვი­ლად უძ­ლებთ...

- უკვე 13 წე­ლი­წა­დია, რაც აქ­ტი­ურ სპორ­ტს ჩა­მოვ­ცილ­დი. სიდ­ნე­ის ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ, ჩემი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა დას­რულ­და... კი, არის პე­რი­ო­დე­ბი, როცა ვიღ­ლე­ბი, მაგ­რამ ვცდი­ლობ, თავი ხელ­ში ავიყ­ვა­ნო, რა­შიც ისევ და ისევ ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა ლე­ვა­ნი.

- მშვე­ნი­ერ ფორ­მა კი გაქვთ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი...

- ვვარ­ჯი­შობ­დი, ვცუ­რავ­დი, თავს სულ ვუვ­ლი­დი და ვუვ­ლი. სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­დის...

- საკ­მა­ოდ მოზ­რდი­ლი შვი­ლი გყავთ (ქმარს კი გა­ცი­ლე­ბუ­ლი ხართ). გო­გო­ნა სე­რი­ო­ზუ­ლად გგულ­შე­მატ­კივ­რობთ?

- მყავს 19 წლის შვი­ლი - ნინა ჯა­ფა­რი­ძე, რო­მე­ლიც ევ­რო­პულ-ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. მარ­თლაც ძა­ლი­ან მგულ­შე­მატ­კივ­რობს. სულ პირ­ვე­ლი გა­მოს­ვლის წინ მთხო­ვა, - გეხ­ვე­წე­ბი, სცე­ნა­ზე არ და­ვარ­დეო, - ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა. სა­ერ­თოდ, ჩემს ყო­ველ ტურს ზედ­მე­ტად გა­ნიც­დის.

- და მე­სი­ჯებს გიგ­ზავ­ნით?

- თუ და­მი­ჯე­რებთ, ასეა: მუდ­მი­ვად მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა: - დე, ტე­ლე­ფონ­ში ჩა­მი­რი­ცხე თან­ხა, რომ და­გი­მე­სი­ჯო. სულ მა­ვი­წყდე­ბა, რომ ჩა­ვუ­რი­ცხო.

- რა ნო­მე­რია და­სა­მე­სი­ჯე­ბე­ლი?

- 95 111.

- ცირ­კის დარ­ბაზ­ში, ყო­ველ შო­უ­ზე, მუდ­მი­ვად ზის ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად გგულ­შე­მატ­კივ­რობთ. ვინ არი­ან ისი­ნი?

- ისი­ნი ლე­ვა­ნის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. სე­რი­ო­ზუ­ლად გვგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. ეს ბავ­შვე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე დარ­ბაზ­ში, გავ­გიჟ­დი და ტი­რი­ლი მინ­დო­და.

ერთ დღე­საც, როცა ვალ­სი ვი­ცეკ­ვეთ და აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოვ­ხვდით, მაგ ბავ­შვებ­მა გა­რეთ გაგ­ვიყ­ვა­ნეს და "ფლეშ-მობი" გვი­ცეკ­ვეს... ასე­თი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის რო­გორ არ უნდა ვი­ცეკ­ვო მაგ­რად?

- ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით რას მიხ­ვდით?

- რომ არ უნდა გა­ჩერ­დე, ცოვ­რე­ბა წინ მი­დის... მი­ხა­რია, რომ ამ შოუს მეშ­ვე­ო­ბით გა­ვი­ცა­ნი უამ­რა­ვი კარ­გი ადა­მი­ა­ნი, ძა­ლი­ან ბევ­რი ცეკ­ვა ვის­წავ­ლე.

მოკ­ლედ, მაქვს ყუ­ლა­ბა, სა­დაც მშვე­ნი­ერ ცეკ­ვებს ვაგ­რო­ვებ. ადრე ჩემ­თვის "რუმ­ბა" და "ჩა-ჩა" ერთი და იგი­ვე რამ იყო. არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და და არც მქონ­და მათ­თან შე­ხე­ბა.

ახლა უკვე მაქვს საყ­ვა­რე­ლი ცეკ­ვე­ბი. ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს თა­ვად ცეკ­ვის პრო­ცე­სიც და კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რომ ადა­მი­ანს ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლია, არ უნდა გა­ჩერ­დეს!

- ფსო­ნი გა­მარ­ჯვე­ბა­ზე უკვე გა­ა­კე­თეთ?

- ვიქ­ნე­ბი ობი­ექ­ტუ­რი, - ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ფი­ნალ­ში მოვ­ხვდე, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ვცხოვ­რობთ. არ ვი­ცით, ხვალ და ზეგ რა იქ­ნე­ბა...

- ცოტა ხნის წინ თქვე­ნი ინ­ტერ­ვიუ წა­ვი­კი­თხე, სა­თა­ურ­ში აქ­ცენ­ტი იმა­ზე იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ "ნანა ნე­ბი­ე­რი­ძე დეპ­რე­სი­ა­შია"...

- ვერ მივ­ხვდი, რას ნიშ­ნავ­და ეგ და ასე­თი რამ ჟურ­ნა­ლის­ტმა რა­ტომ და­მი­წე­რა. დეპ­რე­სია სა­ერ­თოდ არ მა­ხა­სი­ა­თებს. შე­იძ­ლე­ბა, ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვიყო, მაგ­რამ ეს დეპ­რე­სი­ას არ ნიშ­ნავს. ვცდი­ლობ, სულ პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზე ვიყო. ის სტა­ტია რომ წა­ვი­კი­თხე, გა­ვოც­დი, არა­და, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, დეპ­რე­სია მჭირ­დეს, როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ...

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხართ?

- აბა, რა? ამი­ტო­მაც ვცეკ­ვავ ასე, ში­ნა­გა­ნად მო­დის ყვე­ლა­ფე­რი. ეს მხო­ლოდ გრძნო­ბას შე­უძ­ლია. ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის უნდა იყოს შეყ­ვა­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, იმი­ტომ, რომ ამ პე­რი­ოდ­ში სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებს ცხოვ­რე­ბას. ამი­ტომ, ვცდი­ლობ, მუდ­მი­ვად ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიყო, რად­გა­ნაც სამ­ყა­რო სულ სხვა­გა­ვა­რად ჩანს. რო­დე­საც დიდი გრძნო­ბა გი­პყრობს, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ხდე­ბა.

ვინც ჩემ­ზე და­წე­რა, რომ დეპ­რე­სი­ა­ში ვარ, ალ­ბათ თვი­თონ არის დეპ­რე­სი­ა­ში... ერთი სი­ტყვა და კი­თხვაც არ იყო დას­მუ­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით... პი­რი­ქით, იქვე იყო ჩემი რჩე­ვე­ბი ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის მი­მართ: გა­ი­ღი­მეთ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა-მეთ­ქი!

- ჟი­უ­რის წევ­რე­ბის ფა­ვო­რი­ტი მო­ცეკ­ვა­ვე ხართ. რას გვე­ტყვით ამა­ზე?

- ასეთ რა­ღა­ცებს რომ ვი­გებ, უდი­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ. ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო იმის­თის, რომ პირ­ველ რიგ­ში ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს, მა­ყუ­რე­ბელს, ჟი­უ­რის წევ­რებს მო­ვე­წო­ნო...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

ნანა ნებიერიძე: "მე შეყვარებული ვარ"

ნანა ნებიერიძე: "მე შეყვარებული ვარ"

ეს სპორტსმენი ქალბატონი თავიდან "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ გამოჩნდა, ბევრმა ეჭვის თვალით შეხედა, - ნუთუ შეძლებს ნანა ნებიერიძე ცეკვასო? მაგრამ პირველივე ტურზე ეჭვები გააქარწყლა, სცენაზე ცეცხლი დაანთო და ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა... მისი პარტნიორი, ლევან ახლედიანიც ამბობს, რომ ეს ქალბატონი შოუს ნამდვილი აღმოჩენაა!

- ნანა, როგორც ვიცი, ამ პროექტამდე არასდროს გიცეკვიათ, არა?

- ცხოვრებაში არასდროს მიცეკვია, ყოფილი სპორტსმენი ვარ, ევროპის ჩემპიონი, წყალში მხტომელი და სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე... უბრალოდ ის არის, რომ მუსიკა მიყვარს და ამ პროექტში ბევრს ვშრომობ.…

- "ვარსკვლავებამდე" სპორტული სამყარო გიცნობდათ, ახლა კი მასობრივად გაგიცნეს...

- ჰო, ახალი სახე გავხდი (ღიმილით ამბობს).

- ახალ სახეს ძირითადად ეჭვის თვალით უყურებენ ხოლმე. ამიტომ მას დიდი ძალისხმევა სჭირდება, დაამტკიცოს, რომ მაგარია. ვფიქრობ, რომ ეს თქვენ შეძელით...

- ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია... მინდა, ვთქვა, რომ ყველაზე მაგარი მეწყვილე მყავს. ლევან ახვლედიანი გარდა იმისა, რომ პროფესიონალია, არაჩვეულებრივი პიროვნებაა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მასთან ვცეკვავ... ის ყველას უყვარს და აქებენ. მადლობა ნოეს, თუ არ ვიცი, ვის, პარტნიორად რომ შემირჩია.

ყველა ნაბიჯსა და ილეთს ასჯერ მაკეთებინებს, მირჩევს, მასწავლის. არ მინდა, არაკორექტული ვიყო და ზოგადად ვიტყვი, რომ მართლა ძალიან კარგი წყვილები და კარგი ადამიანები არიან წელს ამ პროექტში.

- როდესაც პირველად ნოე სულაბერიძისგან ამ პროექტში მონაწილეობაზე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიიღეთ, მაშინვე დასთანხმდით?

- სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერ მივხვდი, რაზე იყო ლაპარაკი, მერე დავფიქრდი, გავაცნობიერე, რომელ პროექტზე მელაპარაკებოდა და ვთქვი: რატომაც არა-მეთქი, რადგანაც ძალიან მიყვარს მუსიკა, ცეკვა.

- ამ პროექტის გარდა, რას საქმიანობთ?

- ამ შოუს გამო ყველანაირი საქმიანობა შეჩერებული მაქვს. გლდანის საცურაო აუზზე პიარ-მენეჯერი ვარ. ჩემმა უფროსმა მითხრა, ჯობია იცეკვო, მიხედე საქმეს და გიგულშემატკივრებთო. ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "პიკშიც" ვმუშაობდი, სპორტული გადაცემა მიმყავდა. 2015 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტშიც ვარ...

- კონკურსის ნახევარზე მეტი უკვე გავლილია. ყველა ვარსკვლავმა რაღაც ისწავლა, გარკვეული პრეტენზიებიც გაუჩნდათ. პროექტის ბოლოსკენ მონაწილეებს შორის კონკურენცია მატულობს ხოლმე...

- არა, ბოლოსკენ საქმეში მეტად ნერვები ერთვება... ყველა მონაწილესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. უდიდეს დროს რეპეტიციებზე, ერთად ვატარებთ. ერთი რამ მინდა, აღვნიშნო და არა მარტო ჩემს კონკურენტებს, ჩემს გულშემატკივრებსაც ვუთხრა: ჩვენ ცხოვრებაში მეგობრები ვართ, სცენაზე - კონკურენტები. ეს სხვადასხვა რამეა. ასევეა სპორტშიც. ნომრის შესრულებისას შეცდომა არის შეცდომა. ვიმეორებ, კულისებს მიღმა არაჩვეულებრივი მეგობრები ვართ. მთელ დღეებს ერთად ვატარებთ.

- განსაკუთრებული მეგობრობა ვინმესთან თუ გაკავშირებთ?

- ცეკვით ისე ვართ დაკავებულები და ვიღლებით, რომ... 5 დღეში გვიწევს ნომრის ათვისება... ეს პატარა საქმე არ არის.

- მანამდე რომელიმე ვარსკვლავს ახლოს თუ იცნობდით?

- ქეთი ხატიაშვილს სპორტიდან ვიცნობდი, დანარჩენებს - მხოლოდ შორიდან...

არაჩვეულებრივი ადამიანია გუგა კუზანოვი, იგივე პეტო, ნოდარ გურგენაშვილი, ნინი ცნობილაძე, იულია ქავთარაძე, ყველანი მაგრები არიან... საწყენია, რომ ისინი პროექტში აღარ არიან.

- როგორ ფიქრობთ, რა საერთოა სცენასა და იმ ასპარეზს შორის, სადაც წლების მანძილზე ასპარეზობდით?

- პირველ რიგში გჭირდება მომზადება, საქმე გაქვს კონკურენციასთან, რაც შენგან თვითდაჯერებულობას მოითხოვს იმ საქმეში, რასაც აკეთებ.…

- სპორტში სერიოზული წვრთნა გაქვთ მიღებული და ალბათ იმ დატვირთვას, რომელიც აქ გაქვთ, ადვილად უძლებთ...

- უკვე 13 წელიწადია, რაც აქტიურ სპორტს ჩამოვცილდი. სიდნეის ოლიმპიადის შემდეგ, ჩემი სპორტული კარიერა დასრულდა... კი, არის პერიოდები, როცა ვიღლები, მაგრამ ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო, რაშიც ისევ და ისევ ძალიან მეხმარება ლევანი.

- მშვენიერ ფორმა კი გაქვთ შენარჩუნებული...

- ვვარჯიშობდი, ვცურავდი, თავს სულ ვუვლიდი და ვუვლი. სხვანაირად არ გამოდის...

- საკმაოდ მოზრდილი შვილი გყავთ (ქმარს კი გაცილებული ხართ). გოგონა სერიოზულად გგულშემატკივრობთ?

- მყავს 19 წლის შვილი - ნინა ჯაფარიძე, რომელიც ევროპულ-ქართულ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს. მართლაც ძალიან მგულშემატკივრობს. სულ პირველი გამოსვლის წინ მთხოვა, - გეხვეწები, სცენაზე არ დავარდეო, - ძალიან ინერვიულა. საერთოდ, ჩემს ყოველ ტურს ზედმეტად განიცდის.

- და მესიჯებს გიგზავნით?

- თუ დამიჯერებთ, ასეა: მუდმივად მირეკავს და მეუბნება: - დე, ტელეფონში ჩამირიცხე თანხა, რომ დაგიმესიჯო. სულ მავიწყდება, რომ ჩავურიცხო.

- რა ნომერია დასამესიჯებელი?

- 95 111.

- ცირკის დარბაზში, ყოველ შოუზე, მუდმივად ზის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც აქტიურად გგულშემატკივრობთ. ვინ არიან ისინი?

- ისინი ლევანის მოსწავლეები არიან. სერიოზულად გვგულშემატკივრობენ. ეს ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! პირველად რომ ვნახე დარბაზში, გავგიჟდი და ტირილი მინდოდა.

ერთ დღესაც, როცა ვალსი ვიცეკვეთ და აუტსაიდერებში მოვხვდით, მაგ ბავშვებმა გარეთ გაგვიყვანეს და "ფლეშ-მობი" გვიცეკვეს... ასეთი გულშემატკივრებისთვის როგორ არ უნდა ვიცეკვო მაგრად?

- ამ პროექტში მონაწილეობით რას მიხვდით?

- რომ არ უნდა გაჩერდე, ცოვრება წინ მიდის... მიხარია, რომ ამ შოუს მეშვეობით გავიცანი უამრავი კარგი ადამიანი, ძალიან ბევრი ცეკვა ვისწავლე.

მოკლედ, მაქვს ყულაბა, სადაც მშვენიერ ცეკვებს ვაგროვებ. ადრე ჩემთვის "რუმბა" და "ჩა-ჩა" ერთი და იგივე რამ იყო. არ მაინტერესებდა და არც მქონდა მათთან შეხება.

ახლა უკვე მაქვს საყვარელი ცეკვები. ძალიან მსიამოვნებს თავად ცეკვის პროცესიც და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია, არ უნდა გაჩერდეს!

- ფსონი გამარჯვებაზე უკვე გააკეთეთ?

- ვიქნები ობიექტური, - ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ფინალში მოვხვდე, მაგრამ ადამიანები ვართ და რეალურ ცხოვრებაში ვცხოვრობთ. არ ვიცით, ხვალ და ზეგ რა იქნება...

- ცოტა ხნის წინ თქვენი ინტერვიუ წავიკითხე, სათაურში აქცენტი იმაზე იყო გაკეთებული, რომ "ნანა ნებიერიძე დეპრესიაშია"...

- ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა ეგ და ასეთი რამ ჟურნალისტმა რატომ დამიწერა. დეპრესია საერთოდ არ მახასიათებს. შეიძლება, ცუდ ხასიათზე ვიყო, მაგრამ ეს დეპრესიას არ ნიშნავს. ვცდილობ, სულ პოზიტიურ განწყობილებაზე ვიყო. ის სტატია რომ წავიკითხე, გავოცდი, არადა, როგორ შეიძლება, დეპრესია მჭირდეს, როცა შეყვარებული ვარ...

- შეყვარებული ხართ?

- აბა, რა? ამიტომაც ვცეკვავ ასე, შინაგანად მოდის ყველაფერი. ეს მხოლოდ გრძნობას შეუძლია. ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს შეყვარებულ მდგომარეობაში, იმიტომ, რომ ამ პერიოდში სხვანაირად უყურებს ცხოვრებას. ამიტომ, ვცდილობ, მუდმივად ასეთ მდგომარეობაში ვიყო, რადგანაც სამყარო სულ სხვაგავარად ჩანს. როდესაც დიდი გრძნობა გიპყრობს, ცხოვრებისეული პრობლემებიც მეორეხარისხოვანი ხდება.

ვინც ჩემზე დაწერა, რომ დეპრესიაში ვარ, ალბათ თვითონ არის დეპრესიაში... ერთი სიტყვა და კითხვაც არ იყო დასმული ამ მიმართულებით... პირიქით, იქვე იყო ჩემი რჩევები ქართველი ქალბატონების მიმართ: გაიღიმეთ და ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი!

- ჟიურის წევრების ფავორიტი მოცეკვავე ხართ. რას გვეტყვით ამაზე?

- ასეთ რაღაცებს რომ ვიგებ, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო იმისთის, რომ პირველ რიგში ჩემს გულშემატკივრებს, მაყურებელს, ჟიურის წევრებს მოვეწონო...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება