სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობა სავიზო რეჟიმს ამკაცრებს
მთავრობა სავიზო რეჟიმს ამკაცრებს

BPN.GE

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სა­ვი­ზო რე­ჟიმს და იმიგ­რა­ცი­ულ პო­ლი­ტი­კას ამ­კაც­რებს.

დღემ­დე მოქ­მე­დი კა­ნო­ნით, უვი­ზოდ შე­მოს­ვლა და 360 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ნა მსოფ­ლი­ოს 118 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია, მათ კი, ვი­საც ვიზა ესა­ჭი­რო­ე­ბა, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლად, ძი­რი­თა­დად, სა­ზღვარ­ზე იღებს. ამი­ე­რი­დან კა­ნო­ნი აღარ მო­ი­ცავს აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ნუს­ხას და მათ მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა გან­სა­ზღვრავს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ელ­თა ყოფ­ნის სა­ფუძ­ვლე­ბი, ვი­ზის და ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის აღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­დან უცხო­ელ­თა გა­ძე­ვე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი "უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტით მთლი­ა­ნად გა­და­ი­ხე­და. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სრუ­ლი­ად ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ამ მო­ამ­ზა­და და ის პარ­ლა­მენტს უკვე წა­რედ­გი­ნა.

კა­ნო­ნის მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით, სა­ზღვარ­გა­რეთ ვი­ზას სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი და სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი გას­ცე­მენ, სა­ზღვარ­ზე – ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი, ხოლო ქვეყ­ნის შიგ­ნით მყოფ უცხო­ე­ლებ­ზე ვი­ზის მოქ­მე­დე­ბის ვა­დას იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის სა­ა­გენ­ტო. პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის სა­ა­გენ­ტოს უცხო­ე­ლებ­ზე ვი­ზის მოქ­მე­დე­ბის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბა ერ­თმე­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზის გა­ცე­მა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი­სა და სა­კონ­სუ­ლო­ე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა და მხო­ლოდ ცალ­კე­ულ გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში ამას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო - სა­სა­ზღვრო გამ­ტარ პუნ­ქტებ­ზე. ვი­ზის გა­ცე­მის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ვი­ზის კა­ტე­გო­რი­ებს სა­ი­მიგ­რა­ციო ვიზა და­ე­მა­ტე­ბა, ხოლო სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი ვი­ზის კა­ტე­გო­რია, სპე­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზის კა­ტე­გო­რი­ით იც­ვლე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, კა­ნონპ­რო­ექ­ტით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ვი­ზის ორი ტიპი - მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი.

პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ვიზა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ცეს უცხო­ე­ლის მიერ სა­ვი­ზო გა­ნა­ცხად­ში მი­თი­თე­ბუ­ლი დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მაგ­რამ არა­უ­მე­ტეს 30 დღი­სა. მრა­ვალ­ჯე­რა­დი ვიზა იმ უცხო­ე­ლებ­ზე გა­ი­ცე­მა, რო­მელ­თაც წინა წელს მი­ღე­ბუ­ლი აქვთ სა­ქარ­თვე­ლოს ერთი ვიზა მა­ინც, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნეს და არ­სე­ბობს მრა­ვალ­ჯე­რა­დი ვი­ზის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ვე­ლი. გრძელ­ვა­დი­ა­ნი ვიზა, გა­ი­ცე­მა მრა­ვალ­ჯე­რა­დი შეს­ვლის უფ­ლე­ბით 90 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის მოქ­მე­დე­ბის ვა­დით და წარ­მო­ად­გენს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ან ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბის წი­ნა­პი­რო­ბას.

იც­ვლე­ბა ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის წე­სე­ბიც. კერ­ძოდ, გა­უქ­მდა მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა პი­რებ­ზე, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­უ­წყდათ სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გამო. იზღუ­დე­ბა იმ პირ­თა წრეც, რო­მელ­ზეც ოჯა­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­ფუძ­ვლით ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბა გა­ი­ცე­მა. კერ­ძოდ, გა­უქ­მე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე უცხო­ე­ლის შვი­ლიშ­ვილ­ზე, და-ძმა­ზე, ბა­ბუ­ა­სა და ბე­ბი­ა­ზე ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ერთ-ერთი სი­ახ­ლე უცხო­ე­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბის დე­ტა­ლუ­რი რეგ­ლა­მენ­ტა­ცი­აა. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, გა­ძე­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იღებს. უცხო­ე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით გა­ა­ძე­ვონ, მათ შო­რის, თუ ის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუმ­ცა, ქვეყ­ნი­დან არ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ძე­ვონ უცხო­ე­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის მე­ურ­ვე­ო­ბის ან მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

უცხო­ე­ლი 180 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ე­რად ყოფ­ნის ვა­დის ამო­წურ­ვი­დან სამ თვე­ში ქვე­ყა­ნას არ და­ტო­ვებს, თუ სამ თვე­საც გა­და­ა­ჭარ­ბებს, ჯა­რი­მა 360 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა. ამას­თან, უცხო­ე­ლის ან მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტრან­ზი­ტის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა 100 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს. თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი, ან ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი უცხო­ე­ლე­ბის მოწ­ვე­ვას, მომ­სა­ხუ­რე­ბას, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბას, მუ­შა­ო­ბა­სა და სწავ­ლას არ­სე­ბუ­ლი წე­სის დარ­ღვე­ვით უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, ისი­ნი 1000 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან. გა­დამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბი სახ­მე­ლე­თო ტრან­სპორ­ტით არა­კა­ნო­ნი­ე­რად გა­დაყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში - 300 ლა­რით, სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტით - 1 000 ლა­რით, ხოლო სა­ჰა­ე­რო ტრას­პორ­ტით - 1500 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

"არ­სე­ბუ­ლი სა­ვი­ზო პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად, ქვე­ყა­ნა­ში და­უ­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი იმიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი წარ­მო­იშ­ვა, რო­მელ­თა მო­სა­წეს­რი­გებ­ლად, უპირ­ვე­ლეს აუ­ცი­ლებ­ლო­ბას სა­ვი­ზო პო­ლი­ტი­კის შეც­ვლა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნოს გან­სა­ზღვრა წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც გა­ნა­ხორ­ცი­ლებს კონ­ტროლს ქვე­ყა­ნა­ში უცხო­ელ­თა ლე­გა­ლუ­რად შე­მოს­ვლა­სა და ყოფ­ნა­ზე", – გან­მარ­ტავს პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რი სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სია.

BPN.GE

მთავრობა სავიზო რეჟიმს ამკაცრებს

მთავრობა სავიზო რეჟიმს ამკაცრებს

BPN.GE

საქართველოს მთავრობა სავიზო რეჟიმს და იმიგრაციულ პოლიტიკას ამკაცრებს.

დღემდე მოქმედი კანონით, უვიზოდ შემოსვლა და 360 დღის განმავლობაში დარჩენა მსოფლიოს 118 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, მათ კი, ვისაც ვიზა ესაჭიროება, გამარტივებულად, ძირითადად, საზღვარზე იღებს. ამიერიდან კანონი აღარ მოიცავს აღნიშნული ქვეყნების ნუსხას და მათ მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს.

საქართველოში უცხოელთა ყოფნის საფუძვლები, ვიზის და ბინადრობის ნებართვის აღებასთან დაკავშირებული პროცედურები, ასევე საქართველოდან უცხოელთა გაძევების საფუძვლები და პროცედურები "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონპროექტით მთლიანად გადაიხედა. ამ მიმართულებით სრულიად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიამ მოამზადა და ის პარლამენტს უკვე წარედგინა.

კანონის მოქმედი რედაქციით, საზღვარგარეთ ვიზას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები გასცემენ, საზღვარზე – შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო ქვეყნის შიგნით მყოფ უცხოელებზე ვიზის მოქმედების ვადას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტო. პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, სახელმწიფო სერვისების სააგენტოს უცხოელებზე ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება ერთმევა. საქართველოს ვიზის გაცემა მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების პრეროგატივაა და მხოლოდ ცალკეულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ამას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო - სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე. ვიზის გაცემის განსაკუთრებული შემთხვევები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

პარლამენტში წარდგენილი ინიციატივით, ვიზის კატეგორიებს საიმიგრაციო ვიზა დაემატება, ხოლო სამსახურეობრივი ვიზის კატეგორია, სპეციალური ვიზის კატეგორიით იცვლება. ამასთანავე, კანონპროექტით განისაზღვრება ვიზის ორი ტიპი - მოკლევადიანი და გრძელვადიანი.

პროექტის მიხედვით, მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა. მრავალჯერადი ვიზა იმ უცხოელებზე გაიცემა, რომელთაც წინა წელს მიღებული აქვთ საქართველოს ერთი ვიზა მაინც, რომელიც გამოიყენეს და არსებობს მრავალჯერადი ვიზის მოთხოვნის საფუძველი. გრძელვადიანი ვიზა, გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით 90 კალენდარული დღის მოქმედების ვადით და წარმოადგენს დიპლომატიური აკრედიტაციის ან ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობას.

იცვლება ბინადრობის ნებართვის გაცემის წესებიც. კერძოდ, გაუქმდა მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა პირებზე, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის გამო. იზღუდება იმ პირთა წრეც, რომელზეც ოჯახის გაერთიანების საფუძვლით ბინადრობის უფლება გაიცემა. კერძოდ, გაუქმებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის შვილიშვილზე, და-ძმაზე, ბაბუასა და ბებიაზე ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობა.

კანონპროექტის ერთ-ერთი სიახლე უცხოელების საქართველოდან გაძევების დეტალური რეგლამენტაციაა. პროექტის მიხედვით, გაძევების გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს. უცხოელი საქართველოდან შეიძლება რამდენიმე მიზეზით გააძევონ, მათ შორის, თუ ის კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში. თუმცა, ქვეყნიდან არ შეიძლება გააძევონ უცხოელი, რომელიც საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.

უცხოელი 180 ლარით დაჯარიმდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან სამ თვეში ქვეყანას არ დატოვებს, თუ სამ თვესაც გადააჭარბებს, ჯარიმა 360 ლარამდე გაიზრდება. ამასთან, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის წესების დარღვევა 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. თუ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული, ან ფიზიკური პირები უცხოელების მოწვევას, მომსახურებას, საქართველოში ცხოვრებას, მუშაობასა და სწავლას არსებული წესის დარღვევით უზრუნველყოფენ, ისინი 1000 ლარით დაჯარიმდებიან. გადამყვანი კომპანიები სახმელეთო ტრანსპორტით არაკანონიერად გადაყვანის შემთხვევაში - 300 ლარით, საზღვაო ტრანსპორტით - 1 000 ლარით, ხოლო საჰაერო ტრასპორტით - 1500 ლარით დაჯარიმდებიან.

"არსებული სავიზო პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში დაურეგულირებელი იმიგრაციული პროცესები წარმოიშვა, რომელთა მოსაწესრიგებლად, უპირველეს აუცილებლობას სავიზო პოლიტიკის შეცვლა და უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრა წარმოადგენს, რომელიც განახორცილებს კონტროლს ქვეყანაში უცხოელთა ლეგალურად შემოსვლასა და ყოფნაზე", – განმარტავს პროექტის ავტორი და ინიციატორი სამთავრობო კომისია.

BPN.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია