ლედი გაგა ბრენდ Versace-ს სახე გახდება. მომღერალი სამოდელო სახლის კამპანიაში გაზაფხულზე ჩაერთვება. ამის შესახებ ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც ფოტოგრაფი მერტ ალასი და მარკუს პიგოტი ლედი გაგას ლონდონში იღებდნენ.
Versace-ში ჯერჯერობით აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ლედი გაგამ დონატელა ვერსაჩეს სიმღერა მიუძღვნა. თავის მხრივ, ვერსაჩემ მომღერლის დახასიათებისას განაცხადა, რომ ლედი გაგა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მომღერალია.
"მინდა მადლობა გადავუხადო ლედი გაგას მისი გულისხმიერებისთვის, შემოქმედებისთვის და არაჩვეულებრივი ნიჭისთვის. ჩემთვის დიდი პატივია მასთან მეგობრობა და რა თქმა უნდა, სიმღერაც ძალიან მომწონს", - აღნიშნა მაშინ დიზაინერმა.
მომზადებულია fashionweek.kiev.ua-ს მიხედვით.