მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წაბლი - შემოდგომის გემრიელი ნობათი
წაბლი - შემოდგომის გემრიელი ნობათი

შუა შე­მოდ­გო­მი­დან ევ­რო­პუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის ქუ­ჩე­ბი წაბ­ლის სურ­ნე­ლით ივ­სე­ბა. მას პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში წვა­ვენ და იქვე შე­გიძ­ლი­ათ მი­ირ­თვათ. ეს ტრა­დი­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით პა­რიზ­შია ძლი­ე­რი, თუმ­ცა მას არც ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ეგ­ზო­ტი­კუ­რი სტამ­ბო­ლი ჩა­მორ­ჩე­ბა, რო­მე­ლიც ოქ­ტომ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი შემ­წვა­რი წაბ­ლის არო­მატ­ში ეხ­ვე­ვა.

ამ უბ­რა­ლო სა­სუსნავს დიდი ის­ტო­რია აქვს. ჯერ კი­დევ ძველ რომ­ში წაბლს დე­სერ­ტად მი­ირ­თმევ­დნენ, კო­ცონ­ზე წვავ­დნენ, მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას თან დაჰ­ქონ­დათ და ღვი­ნოს­თან მი­სა­ყო­ლებ­ლა­დაც იყე­ნებ­დნენ. ძვე­ლი მი­თის მი­ხედ­ვით, ნიმ­ფა ნეამ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იუ­პი­ტე­რის დევ­ნის­გან თავი რომ და­ეღ­წია, თავი მო­იკ­ლა. იუ­პი­ტერ­მა ნეა ლა­მაზ ფოთ­ლე­ბი­ან და ყვა­ვი­ლე­ბი­ან ხედ აქ­ცია, რო­მე­ლიც ჩხვლე­ტია ნა­ჭუჭ­ში მოქ­ცე­ულ გემ­რი­ელ ნა­ყოფს ის­ხამ­და. სი­ტყვამ Casta, რაც "ქალ­წუ­ლებ­რივს" ნიშ­ნავს და ნიმ­ფას სა­ხელ­მა – ნეამ შექ­მნა სა­ხელ­წო­დე­ბა Castanea, რაც წაბლს ყვე­ლა ევ­რო­პულ ენა­ში და­ერ­ქვა.

ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნელ­მა ევ­რო­პა­ში ლაშ­ქრო­ბე­ბის დროს უამ­რა­ვი წაბ­ლის ჭალა გა­ა­შე­ნა, რად­გან მისი ნა­ყო­ფის ძვირ­ფა­სი საკ­ვე­ბი თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ იცო­და და თა­ვი­სი ჯა­რის­თვის სურ­და მისი სურ­სა­თად გა­მო­ყე­ნე­ბა.

იხი­ლეთ ვრცლად

წაბლი - შემოდგომის გემრიელი ნობათი

წაბლი - შემოდგომის გემრიელი ნობათი

შუა შემოდგომიდან ევროპული ქალაქების ქუჩები წაბლის სურნელით ივსება. მას პირდაპირ ქუჩაში წვავენ და იქვე შეგიძლიათ მიირთვათ. ეს ტრადიცია განსაკუთრებით პარიზშია ძლიერი, თუმცა მას არც ჩვენი მეზობელი ეგზოტიკური სტამბოლი ჩამორჩება, რომელიც ოქტომბრიდან მოყოლებული შემწვარი წაბლის არომატში ეხვევა.

ამ უბრალო სასუსნავს დიდი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ძველ რომში წაბლს დესერტად მიირთმევდნენ, კოცონზე წვავდნენ, მოგზაურობისას თან დაჰქონდათ და ღვინოსთან მისაყოლებლადაც იყენებდნენ. ძველი მითის მიხედვით, ნიმფა ნეამ შეყვარებული იუპიტერის დევნისგან თავი რომ დაეღწია, თავი მოიკლა. იუპიტერმა ნეა ლამაზ ფოთლებიან და ყვავილებიან ხედ აქცია, რომელიც ჩხვლეტია ნაჭუჭში მოქცეულ გემრიელ ნაყოფს ისხამდა. სიტყვამ Casta, რაც „ქალწულებრივს“ ნიშნავს და ნიმფას სახელმა – ნეამ შექმნა სახელწოდება Castanea, რაც წაბლს ყველა ევროპულ ენაში დაერქვა.

ალექსანდრე მაკედონელმა ევროპაში ლაშქრობების დროს უამრავი წაბლის ჭალა გააშენა, რადგან მისი ნაყოფის ძვირფასი საკვები თვისებების შესახებ იცოდა და თავისი ჯარისთვის სურდა მისი სურსათად გამოყენება.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს