საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის სტუდენტური სახე 2013"
"მის სტუდენტური სახე 2013"

სოფო სუ­ლა­ძე ახ­ლა­ხან "მის სტუ­დენ­ტუ­რი სახე 2013" გახ­და. პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მა­ტია. ძი­რი­თად დროს სწავ­ლას უთ­მობს, თუმ­ცა, ამ­ბობს, რომ თუ სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში მისი საქ­მი­ა­ნო­ბა წარ­მა­ტე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მთა­ვარ პრო­ფე­სი­ად მო­დე­ლო­ბა აირ­ჩი­ოს.

- ჩემი გა­მარ­ჯვე­ბა, ფო­ტოგ­რაფ ირაკ­ლი ღუ­ღუ­ნიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, თით­ქმის არ მიგ­რძნია. ირაკ­ლი კონ­კურ­სის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო, თუმ­ცა, მას­თან ისე­დაც ვმე­გობ­რობ­დი. After party-ზე ერ­თად წა­ვე­დით, ტორ­ტი ერ­თად გავ­ჭე­რით. ის ჟი­უ­რის წევ­რი იყო და ჩემი წარ­მა­ტე­ბა უხა­რო­და.

- კონ­კურ­სამ­დე მო­დე­ლი იყა­ვი?

- მო­დე­ლი არ ვი­ყა­ვი, უბ­რა­ლოდ, რამ­დე­ნი­მე ჩვე­ნე­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ. კას­ტინ­გში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან 600 გო­გო­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­ი­და­ნაც 25 გო­გო­ნა შე­ირ­ჩა. ზა­ფხულ­ში 10 დღე ანაკ­ლი­ა­ში ვი­ყა­ვით, სა­დაც რე­პე­ტი­ცი­ებ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სი ჩა­ვა­ტა­რეთ. მა­შინ გა­მოვ­ლინ­და 4 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი: "მის ტა­ლან­ტი", "მის მე­გობ­რო­ბა", "მის ინ­ტე­ლექ­ტი" და "მის მო­დე­ლი". თუმ­ცა, მათი ვი­ნა­ო­ბა ჟი­უ­რიმ არ გაგ­ვიმ­ხი­ლა, ეს მხო­ლოდ კონ­კურ­სის ბოლო დღეს გა­ცხად­და. მხო­ლოდ "მის მე­გობ­რო­ბის" ვი­ნა­ო­ბა ვი­ცო­დით, რად­გან თა­ვად მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ავირ­ჩი­ეთ.

- ჟი­უ­რის წევ­რებ­მა თქვეს, რომ პირ­ვე­ლი­ვე და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მათი ფა­ვო­რი­ტი გახ­დი. რო­გორ ფიქ­რობ, გარ­და სი­ლა­მა­ზი­სა, რით გა­მო­გარ­ჩი­ეს სხვა კონ­კურ­სან­ტე­ბის­გან?

- ცოტა უხერ­ხუ­ლია ჩემ­გან ამის აღ­ნიშ­ვნა, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ ეს არ იყო მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! შემ­ფა­სე­ბე­ლი კონ­კურ­სი. გა­რეგ­ნულ მო­ნა­ცე­მებ­თან ერ­თად ინ­ტე­ლექ­ტი და სპორ­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც ფას­დე­ბო­და. დიპ­ლო­მა­ტი­ურ­ზე ვსწავ­ლობ, ძი­რი­თად დროს სწავ­ლას ვუთ­მობ. არა­სო­დეს მე­ცა­ლა მო­დე­ლო­ბის­თვის, მაგ­რამ ძა­ლი­ან შე­ვეჩ­ვიე რე­პე­ტი­ცი­ებს. თა­ნაც, ჩვენ­მა ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, ნა­თია ცა­ბუ­ტაშ­ვილ­მა ლი­ცენ­ზია ორ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე აიღო და მე, რო­გორც გა­მარ­ჯვე­ბულს, ამ კონ­კურ­სებ­ზე გამ­გზავ­რე­ბა მო­მი­წევს. არ გა­მოვ­რი­ცხავ, ბო­ლომ­დე მივ­ყვე მო­დე­ლო­ბას. ყვე­ლა­ფე­რი შემ­დგომ წარ­მა­ტე­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- კონ­კურ­სის შემ­დეგ რა შე­იც­ვა­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ყვე­ლა მცნობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სცე­ნა­ზე სხვა იმი­ჯი მქონ­და. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან ბევ­რი ფო­ტოგ­რა­ფის­გან მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!. ნო­ემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­დის კვი­რე­უ­ლი იწყე­ბა. კონ­კურ­სის დროს ფეხი და­ვი­ზი­ა­ნე. თა­ბა­შირ­ში მქონ­და, ანაკ­ლი­ა­შიც ყა­ვარ­ჯნე­ბით ვი­ყა­ვი. თა­ბა­ში­რი კონ­კურ­სამ­დე 4 დღით ადრე მო­ვიხ­სე­ნი. ძა­ლი­ან მტკი­ო­და. ასე რომ, კონ­კურ­სის მსვლე­ლო­ბი­სას ვი­ღი­მო­დი, მაგ­რამ ფეხი ძა­ლი­ან მა­წუ­ხებ­და... კი­დევ, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში სხვა­დას­ხვა შო­უ­სა და გა­და­ცე­მა­ში მიწ­ვე­ვენ.

- შენს ახალ საქ­მი­ა­ნო­ბას ოჯა­ხის წევ­რე­ბი რო­გორ ეკი­დე­ბი­ან?

- გა­უკ­ვირ­დათ, მაგ­რამ კარ­გად მი­ი­ღეს. ჩვე­ნე­ბებ­ში დე­დაც ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობს, თუმ­ცა მო­დე­ლი არ არის. დედა ძა­ლი­ან მგულ­შე­მატ­კივ­რობს და ჩემი გა­მარ­ჯვე­ბაც დე­დას დამ­სა­ხუ­რე­ბაა. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მას, ჩემი გა­მარ­ჯვე­ბა მის­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო და მი­ხა­რია, რომ ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა მი­ვა­ნი­ჭე.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავს? კონ­კურ­სის შემ­დეგ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის რი­ცხვი გა­ი­ზარ­და?

- საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი არ მყავს. თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თა რი­ცხვი კი იმა­ზე მე­ტად გა­ი­ზარ­და, ვიდ­რე ვე­ლო­დი. მა­ნამ­დეც მრავ­ლად იყ­ვნენ, მაგ­რამ ახლა უფრო მომ­რავ­ლდნენ...

- რო­გორ­მა მა­მა­კაც­მა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­პყროს შენი ყუ­რა­დღე­ბა?

- ვერ ვი­ტყვი, რომ მა­მა­კა­ცის ერ­თმა კონ­კრე­ტულ­მა თვი­სე­ბამ შე­იძ­ლე­ბა მი­ი­პყროს ჩემი ყუ­რა­დღე­ბა. თუმ­ცა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, იყოს ღირ­სე­უ­ლი, თბი­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა იცო­დეს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- მისი გა­რეგ­ნო­ბა შენს ფი­ზი­კურ მო­ნა­ცე­მებს უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს?

- რა თქმა უნდა (იცი­ნის). აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რომ ჩემი სი­მაღ­ლის მა­ინც იყოს, თუ მეტი არა.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"მის სტუდენტური სახე 2013"

"მის სტუდენტური სახე 2013"

სოფო სულაძე ახლახან "მის სტუდენტური სახე 2013" გახდა. პროფესიით დიპლომატია. ძირითად დროს სწავლას უთმობს, თუმცა, ამბობს, რომ თუ სამოდელო სფეროში მისი საქმიანობა წარმატებით გაგრძელდება, შესაძლებელია, მთავარ პროფესიად მოდელობა აირჩიოს.

- ჩემი გამარჯვება, ფოტოგრაფ ირაკლი ღუღუნიშვილის გარდაცვალების გამო, თითქმის არ მიგრძნია. ირაკლი კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, თუმცა, მასთან ისედაც ვმეგობრობდი. After party-ზე ერთად წავედით, ტორტი ერთად გავჭერით. ის ჟიურის წევრი იყო და ჩემი წარმატება უხაროდა.

- კონკურსამდე მოდელი იყავი?

- მოდელი არ ვიყავი, უბრალოდ, რამდენიმე ჩვენებაში ვმონაწილეობდი. კავკასიის უნივერსიტეტში ვსწავლობ. კასტინგში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 600 გოგონა მონაწილეობდა, საიდანაც 25 გოგონა შეირჩა. ზაფხულში 10 დღე ანაკლიაში ვიყავით, სადაც რეპეტიციებთან ერთად რამდენიმე კონკურსი ჩავატარეთ. მაშინ გამოვლინდა 4 გამარჯვებული: "მის ტალანტი", "მის მეგობრობა", "მის ინტელექტი" და "მის მოდელი". თუმცა, მათი ვინაობა ჟიურიმ არ გაგვიმხილა, ეს მხოლოდ კონკურსის ბოლო დღეს გაცხადდა. მხოლოდ "მის მეგობრობის" ვინაობა ვიცოდით, რადგან თავად მონაწილეებმა ავირჩიეთ.

- ჟიურის წევრებმა თქვეს, რომ პირველივე დანახვისთანავე მათი ფავორიტი გახდი. როგორ ფიქრობ, გარდა სილამაზისა, რით გამოგარჩიეს სხვა კონკურსანტებისგან?

- ცოტა უხერხულია ჩემგან ამის აღნიშვნა, მაგრამ გეტყვით, რომ ეს არ იყო მხოლოდ სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! შემფასებელი კონკურსი. გარეგნულ მონაცემებთან ერთად ინტელექტი და სპორტული შესაძლებლობებიც ფასდებოდა. დიპლომატიურზე ვსწავლობ, ძირითად დროს სწავლას ვუთმობ. არასოდეს მეცალა მოდელობისთვის, მაგრამ ძალიან შევეჩვიე რეპეტიციებს. თანაც, ჩვენმა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნათია ცაბუტაშვილმა ლიცენზია ორ საერთაშორისო კონკურსზე აიღო და მე, როგორც გამარჯვებულს, ამ კონკურსებზე გამგზავრება მომიწევს. არ გამოვრიცხავ, ბოლომდე მივყვე მოდელობას. ყველაფერი შემდგომ წარმატებებზეა დამოკიდებული.

- კონკურსის შემდეგ რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?

- ყველა მცნობს, მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე სხვა იმიჯი მქონდა. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ფოტოგრაფისგან მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. ნოემბერში საქართველოს მოდის კვირეული იწყება. კონკურსის დროს ფეხი დავიზიანე. თაბაშირში მქონდა, ანაკლიაშიც ყავარჯნებით ვიყავი. თაბაშირი კონკურსამდე 4 დღით ადრე მოვიხსენი. ძალიან მტკიოდა. ასე რომ, კონკურსის მსვლელობისას ვიღიმოდი, მაგრამ ფეხი ძალიან მაწუხებდა... კიდევ, ტელევიზიებში სხვადასხვა შოუსა და გადაცემაში მიწვევენ.

- შენს ახალ საქმიანობას ოჯახის წევრები როგორ ეკიდებიან?

- გაუკვირდათ, მაგრამ კარგად მიიღეს. ჩვენებებში დედაც ხშირად მონაწილეობს, თუმცა მოდელი არ არის. დედა ძალიან მგულშემატკივრობს და ჩემი გამარჯვებაც დედას დამსახურებაა. რაც შეეხება მამას, ჩემი გამარჯვება მისთვის დიდი ბედნიერება იყო და მიხარია, რომ ეს ბედნიერება მივანიჭე.

- შეყვარებული გყავს? კონკურსის შემდეგ თაყვანისმცემლების რიცხვი გაიზარდა?

- საყვარელი ადამიანი არ მყავს. თაყვანისმცემელთა რიცხვი კი იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე ველოდი. მანამდეც მრავლად იყვნენ, მაგრამ ახლა უფრო მომრავლდნენ...

- როგორმა მამაკაცმა შეიძლება მიიპყროს შენი ყურადღება?

- ვერ ვიტყვი, რომ მამაკაცის ერთმა კონკრეტულმა თვისებამ შეიძლება მიიპყროს ჩემი ყურადღება. თუმცა, აუცილებელია, იყოს ღირსეული, თბილი, ყურადღებიანი და ქალის პატივისცემა იცოდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

- მისი გარეგნობა შენს ფიზიკურ მონაცემებს უნდა შეესაბამებოდეს?

- რა თქმა უნდა (იცინის). აუცილებელი პირობაა, რომ ჩემი სიმაღლის მაინც იყოს, თუ მეტი არა.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება