პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვიპროსის ტურისტული კონფლიქტი
კვიპროსის ტურისტული კონფლიქტი

"მე ვარ თურ­ქი და ამით ვარ ბედ­ნი­ე­რი" - ათა თურ­ქის ეს ცნო­ბი­ლი ფრა­ზა, ნი­ქო­ზი­ის ყვე­ლა­ზე მა­ღალ მთა­ზე, თუქ­რე­თის უზრმა­ზარ დრო­შა­ზე იკი­თხე­ბა. კვიპ­რო­სი პა­რა­დოქ­სე­ბის ადი­გი­ლია. ის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა ევ­რო­კავ­შირ­ში, რო­მე­ლიც ნა­ტოს თურ­ქულ ჯა­რებს აქვს და­პყრო­ბი­ლი.

კვირ­პო­სის ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს თო­თხმეტ­წ­ლი­ა­ნი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ­სე­ბო­ბა 1974 წლის 20 ივ­ლისს დას­რულ­და. თურ­ქე­თი კვიპ­როს­ზე სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვის სა­ბა­ბით შე­იჭ­რა და მისი სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლი დღემ­დე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს. ევ­რო­კავ­ში­რის სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში, კვიპ­რო­სის კონ­ფლიქ­ტის გა­საც­ნო­ბად ჩა­სუ­ლი ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის, ხმელ­თა­შუა ზღვის ამ პა­ტა­რა კუნ­ძუ­ლის ის­ტო­რია ნაც­ნობ­ზე მეტი გა­მოდ­გა. კვიპ­რო­სიც გზა­გა­სა­ყა­რია - ევ­რო­პის, აფ­რი­კი­სა და აზი­ის გზა­გა­სა­ყა­რი. მისი გე­ოს­ტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მდე­ბა­რე­ბა ალექ­სან­დრე მა­კენ­დო­ნე­ლი­დან - დიდ ბრი­ტა­ნე­თამ­დე, მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა გავ­ლე­ნი­ან­მა იმ­პე­რი­ამ სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნა. ყვე­ლა­ზე ვე­რა­გუ­ლად კვიპ­როსს მა­ინც პრაგ­მა­ტულ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში მო­ექ­ცნენ. მარ­თა­ლია, დღეს მხო­ლოდ თურ­ქე­თის მიერ აღი­ა­რე­ბულ ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­რო­სის თურ­ქულ რეს­პუბ­ლი­კას სხვა არც არა­ვინ აღი­ა­რებს, თუმ­ცა ეს ხელს არ უშ­ლის არც ბრი­ტა­ნე­ლებს, არც ფრან­გებს, არც თურ­ქებს და არც სხვებს კუნ­ძუ­ლის ულა­მა­ზეს ნა­წილ­ში დევ­ნი­ლი ბერ­ძე­ნი კვირპრო­სე­ლე­ბის სახ­ლე­ბი ჩა­ლის ფა­სად შე­ი­ძი­ნონ.

კე­რი­ნია - კვიპ­რო­სუ­ლი გაგ­რა

კვიპ­რო­სის ოკუ­პი­რე­ბულ ნა­წილ­ში გა­დას­ვლა 2004 წლი­დან, ანუ მას მერე რაც კუნ­ძუ­ლი, დარ­ღვე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ევ­რო­კავ­ში­რის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი გახ­და, დიდ პრობ­ლე­მას არა­ვის­თვის წარ­მო­ად­გენს. თუ ადა­მი­ანს რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის პას­პორ­ტი მა­ინც გაქვს მიხ­ვალ ე.წ. სა­ზღვარ­ზე, სა­დაც მი­ი­ღებ ფურ­ცელს, რო­მელ­საც სა­ხე­ლად ვიზა ქვია და ზუს­ტად ორ წუთ­ში "სხვა ქვე­ყა­ნა­ში" ხარ.

ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქი კე­რი­ნია კვიპ­რო­სის მარ­გა­ლი­ტად სა­მარ­თლი­ა­ნად ით­ვლე­ბა. აქ მთაც არის და ზღვაც, ლურ­ჯი კამ­კა­მა წყა­ლი, გამჭვირ­ვა­ლე ჰა­ე­რი, პალ­მე­ბი და ძვე­ლისძვე­ლი პორ­ტი...

ჩრიდ­ლო­ეთ კვიპ­რო­სის არ აღი­ა­რე­ბუ­ლი თურ­ქუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მეჰ­მედ ალი ტა­ლა­ტი ამ­ბობს, რომ ეს ის ქა­ლა­ქი აღარ არის, რო­მე­ლიც მას ბავ­შვო­ბი­დან ახო­სოვს.

"აქ სულ 6 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და, დღეს კი 100 ათა­სი ადა­მი­ნი ცხოვ­რობს, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბა თურ­ქი კვიპ­რო­სე­ლე­ბის ხარ­ჯზე არ გაზ­რდი­ლა. მხო­ლოდ თურ­ქე­თი­დან გად­მო­სახ­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, დღეს უკვე რეს­პუბ­ლი­კის მო­სა­ხე­ო­ბის 23 პრო­ცენტს შე­ად­გენს" - აცხა­დებს ალი ტა­ლა­ტი.

კე­რი­ნი­ა­ში თუქ­რულ ექ­სპან­სი­ა­ზე სა­უ­ბარს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ხმა­მაღ­ლა არ ერი­დე­ბი­ან, თუმ­ცა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ალ­ბათ ის არის, რომ ეს პრობ­ლე­მა ბერ­ძენ კვიპ­რო­სე­ლებ­საც აღელ­ვებთ. კე­რი­ა­ნი­ა­ში სტუმ­რო­ბამ­დე ერთი დღით ადრე, ნი­ქო­ზი­ის ყო­ფილ­მა მერ­მა, ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც ჯერ კი­დევ კონ­ფლიქ­ტის ცხელ პე­რი­ოდ­ში მო­ა­ხერ­ხა გა­ყო­ფი­ლი ქა­ლა­ქის თურ­ქუ­ლი ნა­წი­ლის მერ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა და ქა­ლა­ქის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა, ყალ­ბი თა­ნაგ­რძნო­ბის გა­რე­შე აღ­ნიშ­ნა, რომ თურ­ქი კვიპ­რო­სე­ლე­ბის ბედი ბერ­ძნუ­ლი თე­მის გარ­და არც არა­ვის აღელ­ვებს.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში მათ თურ­ქე­ბი მხო­ლოდ იყე­ნე­ბენ. თუქ­რი კვიპ­რო­სე­ლე­ბი გა­და­შე­ნე­ბის გზა­ზე არი­ან", - გა­ნა­ცხა­და ლე­ლოს დე­მეტ­რი­ა­დეს­მა.

სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე

კვიპ­რო­სის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის თუ არა სტა­ბი­ლუ­რო­ბის შენ­რა­ჩუ­ნე­ბა­ზე მა­ინც ლა­მის მთე­ლი მსოფ­ლიო ზრუ­ნავს. პრობ­ლე­მის ყვე­ლა­სათ­ვის მი­სა­ღე­ბი ფორ­მით გა­დაჭ­რის ბოლო მცდე­ლო­ბას 2004 წელს ქონ­და ად­გი­ლი, როცა გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, კოფი ანა­ნის გეგ­მა გა­მოქ­ვეყ­ნდა და ამ გეგ­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად კვიპ­როს­ზე რე­ფე­რენ­დუ­მიც ჩა­ტარ­და. ანა­ნის კვიპ­რო­სის ახ­ლე­ბუ­რად მო­წყო­ბის გეგ­მას, მა­შინ კუნ­ძუ­ლის ბერ­ძნულ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ, თურ­ქუ­ლი ნა­წი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მხა­რი არ და­უ­ჭი­რა. ბერ­ძნუ­ლი თემი არ მო­ხიბ­ლა კვიპ­როს­ზე თურ­ქე­თის რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ის დარ­ჩე­ნის პერ­სპექ­ტი­ვამ და კონ­ფე­დე­რა­ცი­ის შექ­მნის იდე­ამ, რო­მე­ლიც მათ­თვის ირი­ბად ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­რო­სის თურ­ქუ­ლი ნა­წი­ლის აღი­ა­რე­ბას ნიშ­ნავ­და.

დღეს ბერ­ძე­ნი კვიპ­რო­სე­ლე­ბის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შეც­დო­მას უწო­დებს მეჰ­მედ ალი ტა­ლა­ტი და ამ­ბობს, რომ ასე­თი შან­სი კვიპ­როსს მე­ო­რედ აღარ ექ­ნე­ბა. მის ამ საყ­ვე­დურს ბევ­რი იზი­ა­რებს კვიპ­რო­სის ბერ­ძნულ ნა­წილ­შიც. პო­ლი­ტო­ლო­გი კი­რი­ა­კოს ჯა­მა­ზი­სი ამ­ბობს, რომ ანა­ნის გეგ­მის უკუგ­დე­ბით დღეს უკვე კვიპ­რო­სე­ლებს გეგ­მა "ბე"-ზე ფიქ­რი მო­უ­წევთ, რო­მე­ლიც კუნ­ძუ­ლის გა­ყო­ფას­თან შე­გუ­ე­ბას ნიშ­ნავს.

"ვინ­მეს ამ გეგ­მის შე­სა­ხებ ხმა­მაღ­ლა 30 წლის წინ რომ ეთ­ქვა მას აუ­ცი­ლებ­ლად მოკ­ლავ­დნენ, რად­გან ახა­ლი იყო ომის ტკი­ვი­ლი. მაგ­რამ დღეს უკვე ახა­ლი თა­ო­ბე­ბი გა­ი­ზარ­დნენ, რო­მელ­საც ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­რო­სი არც ახ­სოვთ. ბერ­ძნებ­მა კი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი დაძ­ლი­ეს..." - აცხა­დებს ჯა­მა­ზი­სი.

ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის სურ­ნე­ლი კვიპ­როს­ზე მარ­თლაც არ იგ­რძნო­ბა. კვიპ­რო­სე­ლებ­მა ყვე­ლა­ზე ხალ­ხმრა­ვალ და ტუ­რის­ტე­ბის­თვის მიმ­ზიდ­ველ ად­გი­ლად სწო­რედ ის ნა­წი­ლი აქ­ცი­ეს, სა­დაც ე.წ. სა­ზღვა­რია. ნი­ქო­ზი­ა­ში ასეთ "სა­ზღვარ­თან" ორი­ვე მხირ­დან ბევ­რი კაფე და მა­ღა­ზი­აა თავ­მოყ­რი­ლი. ბერ­ძნუ­ლი­დან - თურ­ქულ ნა­წილ­ში მი­მა­ვალ ბი­ლიკს კი ყვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი ქოთ­ნე­ბის რიგი მი­უყ­ვე­ბა... სის­ხლი­ა­ნი შე­ტა­კე­ბე­ბი­დან 37 წლის შემ­დეგ, კვიპ­რო­სი რო­მე­ლიც ტუ­რიზ­მით ირ­ჩენს თავს, დღეს უკვე კონ­ფლიქტსაც სარ­ფი­ა­ნად ყი­დის.

გა­ნე­ლე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი

კვიპ­რო­სის ტრა­გე­დია იმა­შია, რომ აქ ნამ­დივ­ლი ტრა­გე­დია არ არ­სე­ბობს - ამას ჟურნ­ლის­ტი მა­კა­რი­ოს დრუ­სი­ო­ტი ამ­ბობს და იქვე დას­ძენს - "ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლია კვიპ­რო­სის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბით, მა­შინ როცა ამ კუნ­ძულ­ზე ცხოვ­რე­ბის დონე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. მა­შინ როცა არა­ვინ ცდი­ლო­ბის ყა­რა­ბა­ხის, აფხა­ზე­თი­სა, ოსე­თის და სხვა კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბას"...

კვიპ­რო­სი ნამ­დვი­ლად არის ის ად­გი­ლია, სა­დაც კი­დევ ერთხელ და ნათ­ლად ხე­დავ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ბა მხო­ლოდ იმას აქვს სად მდე­ბა­რე­ობს ქვე­ყა­ნა და კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბის, კავ­ში­რე­ბი­სა და ალი­ან­სე­ბის­თვის არის ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

კვიპ­რო­სის მნიშ­ვნე­ლო­ბა კი ძა­ლი­ან დი­დია ევ­რო­კავ­ში­რის­თვის და ნატო-სთვის, რად­გან აქე­დან კარ­გად კონ­ტროლ­დე­ბა აფ­რი­კაც, აზი­აც და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თიც (კუნ­ძულ­ზე დღემ­დე არ­სე­ბობს ორი დიდი ბრი­ტა­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ბაზა). ამ მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ზღა­უ­რად კვიპ­რო­სი ბევრ რა­მეს იღებს. მა­გა­ლი­თად, მხო­ლოდ კვიპ­როს­ზე არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში ის ერ­თა­დერთ ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც ბუ­ფე­რულ ზო­ნა­ში გა­ე­როს ეგი­დით 6 წლის წინ შე­იქ­მნა და სა­დაც ომის დროს უგზო-უკ­ვა­ლოდ და­კარ­გულ­თა ინ­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ახ­დე­ნენ. სამ მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტის მქო­ნე ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, უკვე 200-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა მო­ხერ­ხდა (სულ და­კარ­გუ­ლად 1500 ადა­მი­ა­ნი ით­ვლე­ბა).

სხვა­თა­შო­რის, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გვი­თხრეს, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­დან "ერთ-ერთი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და აფხა­ზე­თი­დან ამ მო­ად­გი­ლის "ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი" მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მუ­შა­ო­ბის პრინ­ციპს გა­ეც­ნენ". მერე სა­ქარ­თვე­ლო­ში ომი და­ი­წყო და ბევრ რა­მეს­თან ერ­თად, რო­გოც ჩანს უგზო-უკ­ვა­ლოდ და­კარ­გულ ქარ­თველ­თა და აფხაზ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ლა­ბორ­ტა­ტო­რი­ის შექ­მნის იდე­აც და­ი­კარ­გა.

კვიპ­რო­სი - აქეთ ევ­რო­კავ­ში­რი, იქეთ თურ­ქე­თი

კვიპ­რო­სე­ლებს თურ­ქე­თის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ალ­ბათ თურ­ქებ­ზე ნაკ­ლე­ბად არ სურთ. კვიპ­როს - ევ­რო­კავ­ში­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ერთ-ერთი ავ­ტო­რი ტა­კის ტა­დე­უ­სი ამ­ბობს, რომ თუკი თურ­ქე­თი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­დე­ბა, მას ევ­რო­კავ­ში­რის წე­სე­ბის დაც­ვა მო­უ­წევს და კვიპ­როს­ზე სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რებს ვე­ღარ გა­ა­ჩე­რებს.

"თე­ო­რი­უ­ლად ჩვენ კვიპ­როს­თან ისე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის შან­სი გვექ­ნე­ბა, რო­გო­რიც ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­თან გვაქვს" - ამ­ბობს ტა­დე­უ­სი. ამ თა­მამ გან­ცხა­დე­ბას აქვს სა­ფუძ­ვე­ლი. მო­მა­ვა­ლი წლის ივ­ლის­ში კვიპ­რო­სი ევ­რო­კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა და ბევ­რი სა­კი­თხის ლო­ბი­რე­ბას შეძ­ლებს. მათ შო­რის, ცხა­დია, უპირ­ვე­ლე­სი კვიპ­რო­სი­დან თურ­ქე­თის ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნა იქ­ნე­ბა. კვიპ­როსს აქვს ეს ბერ­კე­ტი და ახლა თა­ვის შანსს ელის. ელის იმ დროს, როცა ათა თურ­ქის ცნო­ბი­ლი ფრა­ზა კუნ­ძულ­ზე თურ­ქუ­ლი არ­მი­ის ყოფ­ნას აღარ შე­ახ­სე­ნებს. გახ­ლე­ჩი­ლი ქვეყ­ნის­თვის გამ­თლი­ა­ნე­ბის იმე­დი ლე­გი­ტი­მუ­რია, თუკი მისი მე­ზო­ბე­ლი ევ­რო­პულ იდე­ა­ლებს მი­პო­ტი­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი აგ­რე­სო­რია.

მა­რი­ამ სხი­ლა­ძე

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

კვიპროსის ტურისტული კონფლიქტი

კვიპროსის ტურისტული კონფლიქტი

"მე ვარ თურქი და ამით ვარ ბედნიერი" - ათა თურქის ეს ცნობილი ფრაზა, ნიქოზიის ყველაზე მაღალ მთაზე, თუქრეთის უზრმაზარ დროშაზე იკითხება. კვიპროსი პარადოქსების ადიგილია. ის ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელიც ნატოს თურქულ ჯარებს აქვს დაპყრობილი.

კვირპოსის ერთიანი სახელმწიფოს თოთხმეტწლიანი დამოუკიდებელი არსებობა 1974 წლის 20 ივლისს დასრულდა. თურქეთი კვიპროსზე საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით შეიჭრა და მისი საუკეთესო ნაწილი დღემდე ოკუპირებული აქვს. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, კვიპროსის კონფლიქტის გასაცნობად ჩასული ქართველი ჟურნალისტებისთვის, ხმელთაშუა ზღვის ამ პატარა კუნძულის ისტორია ნაცნობზე მეტი გამოდგა. კვიპროსიც გზაგასაყარია - ევროპის, აფრიკისა და აზიის გზაგასაყარი. მისი გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარება ალექსანდრე მაკენდონელიდან - დიდ ბრიტანეთამდე, მეტ-ნაკლებად ყველა გავლენიანმა იმპერიამ სათავისოდ გამოიყენა. ყველაზე ვერაგულად კვიპროსს მაინც პრაგმატულ მეოცე საუკუნეში მოექცნენ. მართალია, დღეს მხოლოდ თურქეთის მიერ აღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას სხვა არც არავინ აღიარებს, თუმცა ეს ხელს არ უშლის არც ბრიტანელებს, არც ფრანგებს, არც თურქებს და არც სხვებს კუნძულის ულამაზეს ნაწილში დევნილი ბერძენი კვირპროსელების სახლები ჩალის ფასად შეიძინონ.

კერინია - კვიპროსული გაგრა

კვიპროსის ოკუპირებულ ნაწილში გადასვლა 2004 წლიდან, ანუ მას მერე რაც კუნძული, დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის მიუხედავად, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა, დიდ პრობლემას არავისთვის წარმოადგენს. თუ ადამიანს რომელიმე ქვეყნის პასპორტი მაინც გაქვს მიხვალ ე.წ. საზღვარზე, სადაც მიიღებ ფურცელს, რომელსაც სახელად ვიზა ქვია და ზუსტად ორ წუთში "სხვა ქვეყანაში" ხარ.

ზღვისპირა ქალაქი კერინია კვიპროსის მარგალიტად სამართლიანად ითვლება. აქ მთაც არის და ზღვაც, ლურჯი კამკამა წყალი, გამჭვირვალე ჰაერი, პალმები და ძველისძველი პორტი...

ჩრიდლოეთ კვიპროსის არ აღიარებული თურქული რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი მეჰმედ ალი ტალატი ამბობს, რომ ეს ის ქალაქი აღარ არის, რომელიც მას ბავშვობიდან ახოსოვს.

"აქ სულ 6 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი 100 ათასი ადამინი ცხოვრობს, თუმცა მოსახლეობა თურქი კვიპროსელების ხარჯზე არ გაზრდილა. მხოლოდ თურქეთიდან გადმოსახლებულთა რაოდენობა, დღეს უკვე რესპუბლიკის მოსახეობის 23 პროცენტს შეადგენს" - აცხადებს ალი ტალატი.

კერინიაში თუქრულ ექსპანსიაზე საუბარს ადგილობრივები ხმამაღლა არ ერიდებიან, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ ეს პრობლემა ბერძენ კვიპროსელებსაც აღელვებთ. კერიანიაში სტუმრობამდე ერთი დღით ადრე, ნიქოზიის ყოფილმა მერმა, ადამიანმა, რომელმაც ჯერ კიდევ კონფლიქტის ცხელ პერიოდში მოახერხა გაყოფილი ქალაქის თურქული ნაწილის მერთან საერთო ენის გამონახვა და ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ყალბი თანაგრძნობის გარეშე აღნიშნა, რომ თურქი კვიპროსელების ბედი ბერძნული თემის გარდა არც არავის აღელვებს.

"სინამდვილეში მათ თურქები მხოლოდ იყენებენ. თუქრი კვიპროსელები გადაშენების გზაზე არიან", - განაცხადა ლელოს დემეტრიადესმა.

სტაბილურად მძიმე

კვიპროსის პრობლემის მოგვარების თუ არა სტაბილურობის შენრაჩუნებაზე მაინც ლამის მთელი მსოფლიო ზრუნავს. პრობლემის ყველასათვის მისაღები ფორმით გადაჭრის ბოლო მცდელობას 2004 წელს ქონდა ადგილი, როცა გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის გეგმა გამოქვეყნდა და ამ გეგმის განსახორციელებლად კვიპროსზე რეფერენდუმიც ჩატარდა. ანანის კვიპროსის ახლებურად მოწყობის გეგმას, მაშინ კუნძულის ბერძნულმა მოსახლეობამ, თურქული ნაწილისგან განსხვავებით, მხარი არ დაუჭირა. ბერძნული თემი არ მოხიბლა კვიპროსზე თურქეთის რეგულარული არმიის დარჩენის პერსპექტივამ და კონფედერაციის შექმნის იდეამ, რომელიც მათთვის ირიბად ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული ნაწილის აღიარებას ნიშნავდა.

დღეს ბერძენი კვიპროსელების ამ გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს მეჰმედ ალი ტალატი და ამბობს, რომ ასეთი შანსი კვიპროსს მეორედ აღარ ექნება. მის ამ საყვედურს ბევრი იზიარებს კვიპროსის ბერძნულ ნაწილშიც. პოლიტოლოგი კირიაკოს ჯამაზისი ამბობს, რომ ანანის გეგმის უკუგდებით დღეს უკვე კვიპროსელებს გეგმა "ბე"-ზე ფიქრი მოუწევთ, რომელიც კუნძულის გაყოფასთან შეგუებას ნიშნავს.

"ვინმეს ამ გეგმის შესახებ ხმამაღლა 30 წლის წინ რომ ეთქვა მას აუცილებლად მოკლავდნენ, რადგან ახალი იყო ომის ტკივილი. მაგრამ დღეს უკვე ახალი თაობები გაიზარდნენ, რომელსაც ჩრდილოეთ კვიპროსი არც ახსოვთ. ბერძნებმა კი ნაციონალიზმი დაძლიეს..." - აცხადებს ჯამაზისი.

ნაციონალიზმის სურნელი კვიპროსზე მართლაც არ იგრძნობა. კვიპროსელებმა ყველაზე ხალხმრავალ და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად სწორედ ის ნაწილი აქციეს, სადაც ე.წ. საზღვარია. ნიქოზიაში ასეთ "საზღვართან" ორივე მხირდან ბევრი კაფე და მაღაზიაა თავმოყრილი. ბერძნულიდან - თურქულ ნაწილში მიმავალ ბილიკს კი ყვავილებიანი ქოთნების რიგი მიუყვება... სისხლიანი შეტაკებებიდან 37 წლის შემდეგ, კვიპროსი რომელიც ტურიზმით ირჩენს თავს, დღეს უკვე კონფლიქტსაც სარფიანად ყიდის.

განელებული ტკივილი

კვიპროსის ტრაგედია იმაშია, რომ აქ ნამდივლი ტრაგედია არ არსებობს - ამას ჟურნლისტი მაკარიოს დრუსიოტი ამბობს და იქვე დასძენს - "ყველა დაკავებულია კვიპროსის პრობლემის მოგვარებით, მაშინ როცა ამ კუნძულზე ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალია. მაშინ როცა არავინ ცდილობის ყარაბახის, აფხაზეთისა, ოსეთის და სხვა კონფლიქტების მოგვარებას"...

კვიპროსი ნამდვილად არის ის ადგილია, სადაც კიდევ ერთხელ და ნათლად ხედავ, რომ მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს სად მდებარეობს ქვეყანა და კონკრეტულად რომელი ქვეყნების, კავშირებისა და ალიანსებისთვის არის ის მნიშვნელოვანი.

კვიპროსის მნიშვნელობა კი ძალიან დიდია ევროკავშირისთვის და ნატო-სთვის, რადგან აქედან კარგად კონტროლდება აფრიკაც, აზიაც და ახლო აღმოსავლეთიც (კუნძულზე დღემდე არსებობს ორი დიდი ბრიტანული სამხედრო ბაზა). ამ მნიშვნელობის საზღაურად კვიპროსი ბევრ რამეს იღებს. მაგალითად, მხოლოდ კვიპროსზე არსებობს მსოფლიოში ის ერთადერთ ლაბორატორია, რომელიც ბუფერულ ზონაში გაეროს ეგიდით 6 წლის წინ შეიქმნა და სადაც ომის დროს უგზო-უკვალოდ დაკარგულთა ინდენტიფიცირებას ახდენენ. სამ მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ლაბორატორიაში, უკვე 200-ზე მეტი ადამიანის ვინაობის დადგენა მოხერხდა (სულ დაკარგულად 1500 ადამიანი ითვლება).

სხვათაშორის, ლაბორატორიაში გვითხრეს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე საქართველოდან "ერთ-ერთი მინისტრის მოადგილე და აფხაზეთიდან ამ მოადგილის "ეკვივალენტი" მინისტრის მოადგილე იყვნენ ჩასულები, რომლებიც ლაბორატორიის მუშაობის პრინციპს გაეცნენ". მერე საქართველოში ომი დაიწყო და ბევრ რამესთან ერთად, როგოც ჩანს უგზო-უკვალოდ დაკარგულ ქართველთა და აფხაზთა იდენტიფიცირებისთვის საჭირო ლაბორტატორიის შექმნის იდეაც დაიკარგა.

კვიპროსი - აქეთ ევროკავშირი, იქეთ თურქეთი

კვიპროსელებს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ალბათ თურქებზე ნაკლებად არ სურთ. კვიპროს - ევროკავშირის ხელშეკრულების ერთ-ერთი ავტორი ტაკის ტადეუსი ამბობს, რომ თუკი თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანდება, მას ევროკავშირის წესების დაცვა მოუწევს და კვიპროსზე საოკუპაციო ჯარებს ვეღარ გააჩერებს.

"თეორიულად ჩვენ კვიპროსთან ისეთივე ურთიერთობების დამყარების შანსი გვექნება, როგორიც ევროპის სხვა ქვეყნებთან გვაქვს" - ამბობს ტადეუსი. ამ თამამ განცხადებას აქვს საფუძველი. მომავალი წლის ივლისში კვიპროსი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება და ბევრი საკითხის ლობირებას შეძლებს. მათ შორის, ცხადია, უპირველესი კვიპროსიდან თურქეთის ჯარების გაყვანა იქნება. კვიპროსს აქვს ეს ბერკეტი და ახლა თავის შანსს ელის. ელის იმ დროს, როცა ათა თურქის ცნობილი ფრაზა კუნძულზე თურქული არმიის ყოფნას აღარ შეახსენებს. გახლეჩილი ქვეყნისთვის გამთლიანების იმედი ლეგიტიმურია, თუკი მისი მეზობელი ევროპულ იდეალებს მიპოტინებული ყოფილი აგრესორია.

მარიამ სხილაძე

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?