სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭორ-მართალი ელენე საბიაშვილზე
ჭორ-მართალი ელენე საბიაშვილზე

პრო­ექ­ტის - "ახა­ლი ხმა" "ბრმა" კას­ტინგზე 17 წლის ელე­ნე სა­ბი­აშ­ვი­ლის გა­მოს­ვლამ დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია, რა­საც თა­ვად კონ­კურ­სან­ტი ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. ამ­ბობს, რომ იმ ჭო­რებ­მა, რო­მე­ლიც მას­ზე გა­ავ­რცე­ლეს, დიდი სტრე­სი გა­და­ა­ტა­ნი­ნა. თუმ­ცა, მა­ინც ცდი­ლობს, ფარ-ხმა­ლი არ და­ყა­როს და გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლოს.

- ელე­ნე, "ახალ ხმა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი რა­ტომ გა­გიჩ­ნდა?

- რო­დე­საც "ახა­ლი ხმის" პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი და­ი­წყო, იო­ა­ნემ გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ორი­ვეს მიგ­ვე­ღო. თუმ­ცა, ბო­ლოს მე გა­და­ვი­ფიქ­რე, იო­ა­ნე კი გა­ვი­და... მე­გო­ნა, ამის­თვის მა­შინ მზად არ ვი­ყა­ვი.

- იო­ა­ნე, რო­გორც ვიცი, შენი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, არა?

- დიახ, იო­ა­ნე არა­ბუ­ლი ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. ის "ახა­ლი ხმის" პირ­ველ სე­ზონ­ში, მაოს და სტე­ფა­ნეს ჯგუფ­ში იყო. როცა უკვე მე­ო­რე სე­ზო­ნის­თვის გა­მო­ცხად­და კას­ტინ­გი, ვინც კი ჩემი ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­ხებ იცო­და, ყვე­ლამ მთხო­ვა, ბედი მეც მე­ცა­და. ამ­ჯე­რად, ბევ­რი არ მი­ფიქ­რია, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მო­სინ­ჯვა თა­ვა­დაც მსურ­და.

- ამ­ბო­ბენ, რომ "ბრმა" კას­ტინგზე შენი გა­მოს­ვლა ჩა­წყო­ბი­ლი იყო. მაია და სტე­ფა­ნე მარ­თლა შენი მე­გობ­რე­ბი არი­ან?

- ეს ძა­ლი­ან დიდი სი­სუ­ლე­ლეა და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ცი­ნე­ბა. იმის ნაც­ვლად, რომ გვერ­დში და­მიდ­გნენ და გა­მამ­ხნე­ვონ, ვი­ღა­ცე­ბი ათას­ნა­ირ სი­სუ­ლე­ლეს იგო­ნე­ბენ. ეს ხომ ჩემი პირ­ვე­ლი გა­მოს­ვლა იყო ამ­ხე­ლა აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე და ისე­დაც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი.

- ანუ კას­ტინ­გამ­დე მათ არ იც­ნობ­დი? ამ­ბო­ბენ, რომ ისე­თი ახლო მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ, რომ ისი­ნი სახ­ლშიც ხში­რად გსტუმ­რო­ბენ ხოლ­მე.

- გე­ტყვით, ეს ჭო­რე­ბი სა­ი­დან წა­მო­ვი­და. მაო და სტე­ფა­ნე იო­ა­ნემ გა­მაც­ნო, როცა "ახალ ხმა­ში" თა­ვად მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მა­შინ შეყ­ვა­რე­ბულს ერთ-ერთ "ლაივ"-კონ­ცერ­ტზე ვახ­ლდი. ჰოდა, იო­ა­ნემ მათ უთხრა,

- სხვა­თა შო­რის, ელე­ნეც კარ­გად მღე­რი­სო.

- მათ შენი ნამ­ღე­რი მოს­მე­ნი­ლი ჰქონ­დათ?

- არა, რა სი­სუ­ლე­ლეა! მაგ­რამ "ფე­ის­ბუკ­ზე" მი­დევს ჩემი ვი­დე­ო­ე­ბი და შე­იძ­ლე­ბა, იქ მო­ის­მი­ნეს.

- "ბრმა" კას­ტინგზე, როცა მწვრთნე­ლე­ბი შე­მო­გიტ­რი­ალ­დნენ, მაომ აღ­ნიშ­ნა, რომ გიც­ნობ­და და ეს ჭო­რე­ბიც სწო­რედ ამის შემ­დეგ გაჩ­ნდა.

- მათ არ და­უ­მა­ლავთ, რომ მიც­ნობ­დნენ. და­სა­მა­ლი მგო­ნი, არც არა­ფე­რი იყო. სხვებ­ზეც უთ­ქვამთ, - ამას ვიც­ნობ­თო, მაგ­რამ ისე­თი ამ­ბა­ვი, რაც ჩემ გამო ატყდა, არას­დროს "აგო­რე­ბუ­ლა". მერ­წმუ­ნეთ, მა­ოს­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ ახლა ანუ მას მერე მაქვს, რაც "რინ­გის­თვის" მზა­დე­ბა და­ვი­წყეთ. მინ­და, ჩემს "გულ­შე­მატ­კივ­რებს" ვუ­თხრა, რომ უსა­ფუძ­ვლოდ მას ნუ­რა­ფერ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ის ჩემი იდე­ა­ლია და არ მსი­ა­მოვ­ნებს, როცა მას­ზე უაზ­როდ ლა­პა­რა­კო­ბენ.

- სიმ­ღე­რის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წამ­ში ჟი­უ­რის სამი წევ­რი შე­მო­გიბ­რუნ­და. რო­გორ ფიქ­რობ, დათო ფორჩხი­ძე რა­ტომ არ შე­მო­გიტ­რი­ალ­და? ამ­ბო­ბენ, რომ მან თქვე­ნი მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ იცო­და...

- დათო იმი­ტომ არ შე­მოტ­რი­ალ­და, რომ მას ჯგუ­ფი უკვე შევ­სე­ბუ­ლი ჰქონ­და და ახალ კონ­კურ­სანტს ვე­ღარ და­ი­მა­ტებ­და. სა­ერ­თოდ არ მინ­და, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი. და­თოს თა­ვი­სი ნაც­ნო­ბე­ბიც ბევ­რი ჰყავს და იმათ მი­ხე­დოს. მე პა­ტივს ვცემ ამ ადა­მი­ანს და მინ­და, არა მარ­ტო მას, არა­მედ მისი გუნ­დის წევ­რებს ანუ ჩემს კონ­კუ­რენ­ტებ­საც წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო!

- დიდი ხა­ნია, რაც მღე­რი?

- ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რი, ოღონდ - ჩემ­თვის, სახ­ლში. ჯერ ერთი წე­ლიც არ გა­სუ­ლა მას მერე, რაც სიმ­ღე­რას სე­რი­ო­ზუ­ლად მოვ­კი­დე ხელი. ოჯა­ხის წევ­რებ­მა და მე­გობ­რებ­მა და­მა­ჯე­რეს, რომ ეს საქ­მე კარ­გად გა­მომ­დი­ო­და, თო­რემ ვო­კა­ლის პე­და­გოგ­თან არა­სო­დეს მივ­ლია. სა­კუ­თარ თავ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად, გი­ტა­რის თან­ხლე­ბით ვმუ­შა­ობ (იღი­მის).

- რო­გორც ვიცი, ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში სწავ­ლობ. რო­მელ კლას­ში ხარ?

- მე-12 კლას­ში ვარ და ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბი.

- პრო­ფე­სია უკვე არ­ჩე­უ­ლი გაქვს?

- დიახ. ბავ­შვო­ბი­დან მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ და გა­დავ­წყვი­ტე, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რო. ადრე სტუ­დია "ბე­რი­კებ­ში" დავ­დი­ო­დი, სა­დაც ცო­ტა­ო­დე­ნი სამ­სა­ხი­ო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნე. ერთი ლა­მა­ზი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ქა­ლის როლს ვთა­მა­შობ­დი, რო­მე­ლიც მთე­ლი სპექ­ტაკ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და, ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რის­თვის ფული გა­მო­ე­ძა­ლა (იცი­ნის). ასე­ვე, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ებ­ში და მხატ­ვრუ­ლი კი­თხვის ოს­ტა­ტო­ბა­საც და­ვე­უფ­ლე, რაც ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბის­თვის სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სურ­ვი­ლი მაქვს, მო­მა­ვალ­ში დიდ სცე­ნა­ზე ვი­თა­მა­შო. მინ­და ცნო­ბი­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი გავ­ხდე და ეს იქ­ნე­ბა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა.

- რო­გორც ვიცი, ხატ­ვის ნი­ჭიც გაქვს.

- დიახ და ძი­რი­თა­დად, პორ­ტრე­ტებს ვხა­ტავ. თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი ვარ და სახ­ლში ჩემ­თვის ვერ­თო­ბი ხოლ­მე.

- უკ­რავ გი­ტა­რა­ზე, პი­ა­ნი­ნო­ზე...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) სხვა­თა შო­რის, გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა და­მო­უ­კი­დებ­ლად ვის­წავ­ლე. ოღონდ, მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე აკორ­დი იო­ა­ნემ მას­წავ­ლა, შემ­დეგ კი "იუ­თუ­ბის" დახ­მა­რე­ბით ვრე­პე­ტი­ცი­ობ­დი და თან­და­თან დავ­ხვე­წე. იო­ა­ნეც თვით­ნას­წავ­ლი გი­ტა­რის­ტია.

- და რო­გორც ვიცი, ძა­ლი­ან კარ­გად უკ­რავს.

- მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გად უკ­რავს, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ ბევ­რმა არ იცის. იმე­დი მაქვს, რომ მას, რო­გორც ერთ-ერთ კარგ შემ­სრუ­ლე­ბელს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მალე გა­იც­ნობს.

- დიდი ხა­ნია, რაც შენ და იო­ა­ნე შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ხართ?

- უკვე 2 წე­ლია.

- ერ­თმა­ნე­თი სად გა­ი­ცა­ნით?

- იო­ა­ნე რუს­თა­ვის "ბრა­ვო თე­ატ­რის" შე­ნო­ბა­ში რე­პე­ტი­ცი­ობ­და, მე კი იქ ერთ-ერთი სპექ­ტაკ­ლის სა­ნა­ხა­ვად მი­ვე­დი. ჰოდა, მას სწო­რედ მა­შინ შე­ვუმ­ჩნე­ვი­ვარ. 1 წლის შემ­დეგ, ამ თე­ატ­რში კას­ტინ­გი გა­მო­ცხად­და. რე­ჟი­სორს სპექ­ტაკ­ლის­თვის ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბე­ბი სჭირ­დე­ბო­და. მე და იო­ა­ნე ამ კას­ტინგზე მოვ­ხვდით და ჩვენ­და გა­საკ­ვი­რად, როლ­ზე ორი­ვე დაგ­ვამ­ტკი­ცეს. სპექ­ტაკლში შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის რო­ლე­ბი ვი­თა­მა­შეთ. იო­ა­ნემ პრე­მი­ე­რამ­დეც ვერ გაძ­ლო და სიყ­ვა­რუ­ლი ამიხ­სნა.

- ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ალ­ბათ, უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გა­ი­ჩი­ნე. ამის გამო იო­ა­ნე ხომ არ იეჭ­ვი­ა­ნებს?

- ცო­ტას ახ­ლაც ეჭ­ვი­ა­ნობს (იცი­ნის), მაგ­რამ ცდი­ლობს, გა­მი­გოს, რო­გორც მე ვუ­გებ­დი. თუმ­ცა, თა­ვად ეჭ­ვი­ა­ნი არ გახ­ლა­ვართ. არას­დროს არა­ვის­ზე არ ვეჭ­ვი­ა­ნობ.

- გარ­და იო­ა­ნე­სი, ვინ არი­ან შენი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი?

- ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან: დედა, მამა, ჩემი ძმა. ასე­ვე, მყავს და, რო­მე­ლიც ჩემ­სა­ვით, სიმ­ღე­რის ნი­ჭით არის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რის.

- ახლო მო­მა­ვალ­ში შენ და იო­ა­ნე და­ქორ­წი­ნე­ბას ხომ არ აპი­რებთ?

- არა, ამა­ზე არც ვფიქ­რობთ, რად­გან ჯერ უამ­რა­ვი საქ­მე გვაქვს მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. როცა კა­რი­ე­რას ავა­წყობთ, ოჯა­ხის შექ­მნა­ზე მერე ვი­ფიქ­რებთ.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ვი­დეო

ჭორ-მართალი ელენე საბიაშვილზე

ჭორ-მართალი ელენე საბიაშვილზე

პროექტის - "ახალი ხმა" "ბრმა" კასტინგზე 17 წლის ელენე საბიაშვილის გამოსვლამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რასაც თავად კონკურსანტი ძალიან განიცდის. ამბობს, რომ იმ ჭორებმა, რომელიც მასზე გაავრცელეს, დიდი სტრესი გადაატანინა. თუმცა, მაინც ცდილობს, ფარ-ხმალი არ დაყაროს და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლოს.

- ელენე, "ახალ ხმაში" მონაწილეობის სურვილი რატომ გაგიჩნდა?

- როდესაც "ახალი ხმის" პირველი სეზონი დაიწყო, იოანემ გამოთქვა სურვილი, რომ ამ პროექტში მონაწილეობა ორივეს მიგვეღო. თუმცა, ბოლოს მე გადავიფიქრე, იოანე კი გავიდა... მეგონა, ამისთვის მაშინ მზად არ ვიყავი.

- იოანე, როგორც ვიცი, შენი შეყვარებულია, არა?

- დიახ, იოანე არაბული ჩემი შეყვარებულია. ის "ახალი ხმის" პირველ სეზონში, მაოს და სტეფანეს ჯგუფში იყო. როცა უკვე მეორე სეზონისთვის გამოცხადდა კასტინგი, ვინც კი ჩემი ვოკალური მონაცემების შესახებ იცოდა, ყველამ მთხოვა, ბედი მეც მეცადა. ამჯერად, ბევრი არ მიფიქრია, საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა თავადაც მსურდა.

- ამბობენ, რომ "ბრმა" კასტინგზე შენი გამოსვლა ჩაწყობილი იყო. მაია და სტეფანე მართლა შენი მეგობრები არიან?

- ეს ძალიან დიდი სისულელეა და ამ ყველაფერზე მეცინება. იმის ნაცვლად, რომ გვერდში დამიდგნენ და გამამხნევონ, ვიღაცები ათასნაირ სისულელეს იგონებენ. ეს ხომ ჩემი პირველი გამოსვლა იყო ამხელა აუდიტორიის წინაშე და ისედაც ვნერვიულობდი.

- ანუ კასტინგამდე მათ არ იცნობდი? ამბობენ, რომ ისეთი ახლო მეგობრული ურთიერთობა გაქვთ, რომ ისინი სახლშიც ხშირად გსტუმრობენ ხოლმე.

- გეტყვით, ეს ჭორები საიდან წამოვიდა. მაო და სტეფანე იოანემ გამაცნო, როცა "ახალ ხმაში" თავად მონაწილეობდა. მაშინ შეყვარებულს ერთ-ერთ "ლაივ"-კონცერტზე ვახლდი. ჰოდა, იოანემ მათ უთხრა,

- სხვათა შორის, ელენეც კარგად მღერისო.

- მათ შენი ნამღერი მოსმენილი ჰქონდათ?

- არა, რა სისულელეა! მაგრამ "ფეისბუკზე" მიდევს ჩემი ვიდეოები და შეიძლება, იქ მოისმინეს.

- "ბრმა" კასტინგზე, როცა მწვრთნელები შემოგიტრიალდნენ, მაომ აღნიშნა, რომ გიცნობდა და ეს ჭორებიც სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა.

- მათ არ დაუმალავთ, რომ მიცნობდნენ. დასამალი მგონი, არც არაფერი იყო. სხვებზეც უთქვამთ, - ამას ვიცნობთო, მაგრამ ისეთი ამბავი, რაც ჩემ გამო ატყდა, არასდროს "აგორებულა". მერწმუნეთ, მაოსთან მეგობრული ურთიერთობა მხოლოდ ახლა ანუ მას მერე მაქვს, რაც "რინგისთვის" მზადება დავიწყეთ. მინდა, ჩემს "გულშემატკივრებს" ვუთხრა, რომ უსაფუძვლოდ მას ნურაფერში დაადანაშაულებენ. ის ჩემი იდეალია და არ მსიამოვნებს, როცა მასზე უაზროდ ლაპარაკობენ.

- სიმღერის დაწყებიდან რამდენიმე წამში ჟიურის სამი წევრი შემოგიბრუნდა. როგორ ფიქრობ, დათო ფორჩხიძე რატომ არ შემოგიტრიალდა? ამბობენ, რომ მან თქვენი მეგობრობის შესახებ იცოდა...

- დათო იმიტომ არ შემოტრიალდა, რომ მას ჯგუფი უკვე შევსებული ჰქონდა და ახალ კონკურსანტს ვეღარ დაიმატებდა. საერთოდ არ მინდა, ამ თემაზე ლაპარაკი. დათოს თავისი ნაცნობებიც ბევრი ჰყავს და იმათ მიხედოს. მე პატივს ვცემ ამ ადამიანს და მინდა, არა მარტო მას, არამედ მისი გუნდის წევრებს ანუ ჩემს კონკურენტებსაც წარმატებები ვუსურვო!

- დიდი ხანია, რაც მღერი?

- ბავშვობიდან ვმღერი, ოღონდ - ჩემთვის, სახლში. ჯერ ერთი წელიც არ გასულა მას მერე, რაც სიმღერას სერიოზულად მოვკიდე ხელი. ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დამაჯერეს, რომ ეს საქმე კარგად გამომდიოდა, თორემ ვოკალის პედაგოგთან არასოდეს მივლია. საკუთარ თავზე დამოუკიდებლად, გიტარის თანხლებით ვმუშაობ (იღიმის).

- როგორც ვიცი, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობ. რომელ კლასში ხარ?

- მე-12 კლასში ვარ და ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადები.

- პროფესია უკვე არჩეული გაქვს?

- დიახ. ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობ და გადავწყვიტე, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარო. ადრე სტუდია "ბერიკებში" დავდიოდი, სადაც ცოტაოდენი სამსახიობო გამოცდილება შევიძინე. ერთი ლამაზი, სექსუალური ქალის როლს ვთამაშობდი, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში ცდილობდა, ერთ-ერთი მთავარი გმირისთვის ფული გამოეძალა (იცინის). ასევე, ვმონაწილეობდი პოეზიის საღამოებში და მხატვრული კითხვის ოსტატობასაც დავეუფლე, რაც ყველა მსახიობისთვის საჭირო და აუცილებელია. სურვილი მაქვს, მომავალში დიდ სცენაზე ვითამაშო. მინდა ცნობილი, წარმატებული მსახიობი გავხდე და ეს იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება.

- როგორც ვიცი, ხატვის ნიჭიც გაქვს.

- დიახ და ძირითადად, პორტრეტებს ვხატავ. თვითნასწავლი მხატვარი ვარ და სახლში ჩემთვის ვერთობი ხოლმე.

- უკრავ გიტარაზე, პიანინოზე...

- (მაწყვეტინებს) სხვათა შორის, გიტარაზე დაკვრა დამოუკიდებლად ვისწავლე. ოღონდ, მანამდე რამდენიმე აკორდი იოანემ მასწავლა, შემდეგ კი "იუთუბის" დახმარებით ვრეპეტიციობდი და თანდათან დავხვეწე. იოანეც თვითნასწავლი გიტარისტია.

- და როგორც ვიცი, ძალიან კარგად უკრავს.

- მართლა ძალიან კარგად უკრავს, მაგრამ ამის შესახებ ბევრმა არ იცის. იმედი მაქვს, რომ მას, როგორც ერთ-ერთ კარგ შემსრულებელს, საზოგადოება მალე გაიცნობს.

- დიდი ხანია, რაც შენ და იოანე შეყვარებულები ხართ?

- უკვე 2 წელია.

- ერთმანეთი სად გაიცანით?

- იოანე რუსთავის "ბრავო თეატრის" შენობაში რეპეტიციობდა, მე კი იქ ერთ-ერთი სპექტაკლის სანახავად მივედი. ჰოდა, მას სწორედ მაშინ შევუმჩნევივარ. 1 წლის შემდეგ, ამ თეატრში კასტინგი გამოცხადდა. რეჟისორს სპექტაკლისთვის ახალგაზრდა მსახიობები სჭირდებოდა. მე და იოანე ამ კასტინგზე მოვხვდით და ჩვენდა გასაკვირად, როლზე ორივე დაგვამტკიცეს. სპექტაკლში შეყვარებულების როლები ვითამაშეთ. იოანემ პრემიერამდეც ვერ გაძლო და სიყვარული ამიხსნა.

- ამ პროექტში მონაწილეობით ალბათ, უამრავი თაყვანისმცემელი გაიჩინე. ამის გამო იოანე ხომ არ იეჭვიანებს?

- ცოტას ახლაც ეჭვიანობს (იცინის), მაგრამ ცდილობს, გამიგოს, როგორც მე ვუგებდი. თუმცა, თავად ეჭვიანი არ გახლავართ. არასდროს არავისზე არ ვეჭვიანობ.

- გარდა იოანესი, ვინ არიან შენი გულშემატკივრები?

- ყველაზე დიდი გულშემატკივრები ჩემი ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა, ჩემი ძმა. ასევე, მყავს და, რომელიც ჩემსავით, სიმღერის ნიჭით არის დაჯილდოებული, არაჩვეულებრივად მღერის.

- ახლო მომავალში შენ და იოანე დაქორწინებას ხომ არ აპირებთ?

- არა, ამაზე არც ვფიქრობთ, რადგან ჯერ უამრავი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი. როცა კარიერას ავაწყობთ, ოჯახის შექმნაზე მერე ვიფიქრებთ.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება