კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოთში რუსეთის დროშა დაწვეს
ფოთში რუსეთის დროშა დაწვეს

ფოთ­ში, მთა­ვარ გამ­ზირ­ზე გა­მო­ფე­ნი­ლი რუ­სე­თის დრო­შა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჩა­მო­ხი­ეს და დაწ­ვეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, იმ ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა, რო­მელ­მაც 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტერ­ვენ­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რის შე­დე­გა­დაც ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უნდა გა­მო­ფე­ნი­ლი­ყო.

"აბ­სო­ლუ­ტუ­რად აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ ამ ფაქ­ტის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად ჩვენ­თან ერ­თად. რა თქმა უნდა, და­საგ­მო­ბია, რო­დე­საც 5 წლის თავ­ზე, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში გა­მო­ფე­ნი­ლია იმ ქვეყ­ნის დრო­შა, რო­მე­ლიც ტან­კე­ბით დარ­ბო­და აქ და მძი­ნა­რე ქა­ლაქს ბომ­ბავ­და, იმ ქვეყ­ნის დრო­შა, რო­მელ­საც დღემ­დე აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი",-გა­ნა­ცხა­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ფო­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვახ­ტანგ დარ­ცმე­ლი­ძემ.

"არ ვარ არც ერთი პარ­ტი­ის წევ­რი, არ მა­ინ­ტე­რე­სებს პო­ლი­ტი­კა სა­ერ­თოდ, მაგ­რამ რო­დე­საც ეს დრო­შა ვნა­ხე, 5 წლის წი­ნან­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი ფო­თის ქუ­ჩე­ბი, და­ღუ­პუ­ლი და დაჭ­რი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მახ­სენ­და. რა თქმა უნდა, ასე­თი რამ არ უნდა ხდე­ბო­დეს",-გან­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ.

ფო­თის მე­რის, და­ვით სარ­სა­ნი­ას გან­მარ­ტე­ბით, რუ­სე­თის დრო­შა 17 სხვა ქვეყ­ნის დრო­შებ­თან ერ­თად დღეს სა­ღა­მოს, სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ფი­ნა, რა­საც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. სარ­სა­ნი­ას ცნო­ბით, ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია ბავ­შვთა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სტუ­დია "თეთ­რი თო­ლია".

"რო­გორც გა­ვარ­კვიე, ამ ფეს­ტი­ვალ­ზე რუ­სე­თი მოწ­ვე­უ­ლი არ იყო, მაგ­რამ მათ თა­ვად გა­მოთ­ქვეს მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი. თვით­მმარ­თვე­ლო­ბას არც ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში არა­ნა­ი­რი წვლი­ლი არ მი­უ­ძღვის. უკვე მი­ვე­ცი და­ვა­ლე­ბა და უახ­ლო­ე­სი ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ერ­თოდ ყვე­ლა დრო­შა ჩა­მო­იხ­სნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სარ­სა­ნი­ამ.

ფოთ­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი დრო­შე­ბი დღეს სა­ღა­მოს გა­მო­ი­ფი­ნა. რუ­სუ­ლი დრო­შის გა­მო­ფე­ნას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მწვა­ვე პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

ფოთში რუსეთის დროშა დაწვეს

ფოთში რუსეთის დროშა დაწვეს

ფოთში, მთავარ გამზირზე გამოფენილი რუსეთის დროშა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ჩამოხიეს და დაწვეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, იმ ქვეყნის სახელმწიფო დროშა, რომელმაც 2008 წელს საქართველოში ინტერვენცია განახორციელა, რის შედეგადაც ასეულობით ადამიანი დაიღუპა, საქართველოში არ უნდა გამოფენილიყო.

"აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანები გამოვიდნენ ამ ფაქტის გასაპროტესტებლად ჩვენთან ერთად. რა თქმა უნდა, დასაგმობია, როდესაც 5 წლის თავზე, ქალაქის ცენტრში გამოფენილია იმ ქვეყნის დროშა, რომელიც ტანკებით დარბოდა აქ და მძინარე ქალაქს ბომბავდა, იმ ქვეყნის დროშა, რომელსაც დღემდე აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული",-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ დარცმელიძემ.

"არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი, არ მაინტერესებს პოლიტიკა საერთოდ, მაგრამ როდესაც ეს დროშა ვნახე, 5 წლის წინანდელი მოვლენები და დაცარიელებული ფოთის ქუჩები, დაღუპული და დაჭრილი უდანაშაულო ადამიანები გამახსენდა. რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს",-განცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ფოთის მერის, დავით სარსანიას განმარტებით, რუსეთის დროშა 17 სხვა ქვეყნის დროშებთან ერთად დღეს საღამოს, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გამოიფინა, რასაც სოციალური ქსელებით პროტესტი მოჰყვა. სარსანიას ცნობით, ფესტივალის ორგანიზატორია ბავშვთა დამოუკიდებელი სტუდია "თეთრი თოლია".

"როგორც გავარკვიე, ამ ფესტივალზე რუსეთი მოწვეული არ იყო, მაგრამ მათ თავად გამოთქვეს მასში მონაწილეობის სურვილი. თვითმმართველობას არც ფესტივალის ორგანიზებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. უკვე მივეცი დავალება და უახლოესი ერთი საათის განმავლობაში, საერთოდ ყველა დროშა ჩამოიხსნება", - განაცხადა სარსანიამ.

ფოთში, აღმაშენებლის გამზირზე, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული დროშები დღეს საღამოს გამოიფინა. რუსული დროშის გამოფენას სოციალურ ქსელებში მწვავე პროტესტი მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა