მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისელი ტაქსისტი ბებოს ისტორიები
თბილისელი ტაქსისტი ბებოს ისტორიები

მა­რი­ნა პა­ა­ტო­ვა მი­იჩ­ნევს, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოდეს­მე ექ­სტრე­მა­ლურ პრო­ფე­სი­ებ­ზე რამე და­ი­წე­რე­ბა, მის სა­ხელს აუ­ცი­ლებ­ლად ახ­სე­ნე­ბენ... პირ­ველ პრო­ფე­სი­ად ექთა­ნო­ბა აირ­ჩია და სამ­ხედ­რო სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი სერ­ჟან­ტიც გახ­და, მაგ­რამ ახლა ლა­გო­დეხ­ში ტაქ­სის მძღო­ლად მუ­შა­ობს. თა­ვის დრო­ზე პე­დი­კი­ურ­საც აკე­თებ­და და მა­სა­ჟის­ტიც იყო. მან­ქა­ნის მარ­თვა და­მო­უ­კი­დებ­ლად ის­წავ­ლა და და­ა­ზი­ა­ნა კი­დეც, თუმ­ცა უკან არ და­უ­ხე­ვია - ოჯახს რჩე­ნა უნ­დო­და.

- ვოლ­გოგ­რად­ში სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლე­ბე­ლი წარ­მა­ტე­ბით და­ვამ­თავ­რე და კომ­კავ­ში­რუ­ლი საგ­ზუ­რით ბა­მის ასა­ღე­ბად წა­ვე­დი. 18 წლის ნაწ­ნა­ვე­ბი­ა­ნი გოგო რი­გი­თი მუშა ვი­ყა­ვი, ჩექ­მა და ნი­ჩა­ბი იყო ჩემი სა­მუ­შაო ფორ­მა. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლეც იქ გა­ვი­ცა­ნი. ჯერ დის­კო­თე­კა­ზე დამ­პა­ტი­ჟა, მერე - სა­დილ­ზე. სუფ­რას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ. გა­მიკ­ვირ­და... მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ ჩემი მო­წო­ნე­ბუ­ლი, კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, მეტ­სა­ხე­ლად "ბა­ლა­შა" ყო­ფი­ლა. ბამ­ზე დიდი ქორ­წი­ლი გა­დაგ­ვი­ხა­დეს. უკვე ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი, სახ­ლში რომ დავ­რე­კე, გავ­თხოვ­დი-მეთ­ქი. ჩე­ლი­ა­ბინ­სკში მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ჯერ მამა ჩა­მო­ვი­და, მერე - დედა... რვა თვის ფეხ­მძი­მე ვი­ყა­ვი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად სახ­ლში კარ­ზე კა­კუ­ნის ხმა გა­ვი­გე, გა­ვი­ხე­დე და მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი შემ­რჩნენ ხელთ.

ქა­ლიშ­ვი­ლი შეგ­ვე­ძი­ნა. ცი­ხე­ში შე­ვუთ­ვა­ლე, მი­ი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - ან ოჯა­ხი, ან შენი სამ­ყა­რო-მეთ­ქი, მაგ­რამ მე­ო­რე არ­ჩია. წა­მო­ვე­დი, რად­გან მე ოჯა­ხი, სით­ბო და მე­უღ­ლე­ზე ზრუნ­ვა მინ­დო­და და არა - ცი­ხის კარ­ზე სი­ა­რუ­ლი.

- თქვენს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე არა­ფე­რი უთ­ქვამს ან არ გეხ­მა­რე­ბო­დათ?

- ჩა­მო­სუ­ლი იყო, შე­რი­გე­ბას მთხოვ­და, მაგ­რამ უარი ვუ­თხა­რი. მერე გა­ვი­გე, ქუ­ჩა­ში მო­უკ­ლავთ... შვი­ლის გაზ­რდა­ში დედა მეხ­მა­რე­ბო­და, თან თო­ნე­ში პურს აცხობ­და, მე კი ვყიდ­დი.

- ოჯახ­მა თქვენს ტაქ­სის მძღო­ლო­ბა­ზე რა თქვა?

- ჩემს ძმას ჯერ ხუმ­რო­ბა ეგო­ნა, მაგ­რამ მერე შე­ე­გუა. ხან ვის ვეხ­ვე­წე­ბო­დი, მარ­თვა ეს­წავ­ლე­ბი­ნათ და ხან - ვის, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. პირ­ვე­ლი "ჟი­გუ­ლი" მყავ­და. მან­ქა­ნის მარ­თვა ისე მინ­დო­და, მარ­ტო მი­ვუ­ჯე­ქი სა­ჭეს და გვა­რი­ა­ნა­დაც და­ვამ­ტვრიე. დე­დამ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი შე­მარ­ქვა, რად­გან ოჯახს ვა­მა­რა­გებ­დი. დედა ცო­ცხა­ლი აღარ არის, მე კი დი­ლით შვი­ლიშ­ვი­ლი ჯერ სკო­ლა­ში მიმ­ყავს, მერე - მუ­სი­კა­ზე, მერე, თუ კლი­ენ­ტმა და­მი­რე­კა, ვემ­სა­ხუ­რე­ბი. ბავ­შვმაც იცის, რომ ბე­ბია ტაქ­სის მძღო­ლია.

ერთხელ, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ცხრა თვის იყო, კლი­ენ­ტმა და­მი­რე­კა. ბავ­შვის დამ­ტო­ვე­ბე­ლი არა­ვინ მყავ­და და თან წა­ვიყ­ვა­ნე. სა­ფე­ნებ­ში გახ­ვე­უ­ლი გვერ­დით სა­ვარ­ძელ­ზე და­ვაწ­ვი­ნე. ნა­ხე­ვა­რი გზა გა­ვი­ა­რეთ და მგზავ­რი მე­კი­თხე­ბა, შვი­ლო, ეს ბავ­შვი ვი­სი­აო?

მეც და­უ­ფიქ­რებ­ლად ვუ­პა­სუ­ხე, რა ვიცი, დე­ი­და, კლი­ენ­ტმა და­მი­ტო­ვა, მეც სა­ფე­ნე­ბი ვუ­ყი­დე და ასე დამ­ყავს-მეთ­ქი. ვა­ი­მე, ვინ სა­სიკ­ვდი­ლემ გა­ი­მე­ტა ასეო, უცებ მო­მა­წყევ­ლა. მერე ბავ­შვმა ტი­რი­ლი რომ მორ­თო, შე­წუ­ხე­ბულ­მა მი­თხრა, შვი­ლო, და­კა­ვე­ბუ­ლი ხარ, ტაქ­სა­ობ, ბავ­შვი ჩემ­თან და­ტო­ვე, მე გავზრდიო. ამ სი­ტყვე­ბის გა­გო­ნე­ბა­ზე გა­მოვ­ფხიზ­ლდი, რას ბრძა­ნებთ, ვი­ხუმ­რე, ბავ­შვი ჩე­მია, რა ვქნა, თუ არ ვი­მუ­შა­ვე, ვერ ვარ­ჩენ-მეთ­ქი. გა­მი­ღი­მა, ფული გა­და­მი­ხა­და და დამ­ლო­ცა... ბევ­რს გა­და­ვუგ­დი­ვარ - ფული არ გა­და­უხ­დია, უფრო - ახალ­გაზ­რდებს, თუმ­ცა არც ხან­ში შე­სუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ჩა­მორ­ჩე­ბი­ან.

რო­გო­რია, მიგ­ყავს ბეხრე­წი კაცი და უცებ გე­უბ­ნე­ბა, ფული არა მაქ­ვსო. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, უთხო­ვი­ათ, ახლა არა მაქვს, მად­რო­ვეო. ნას­ვა­მე­ბიც წა­მიყ­ვა­ნია, უთ­ქვამთ, ფულს ამო­გი­ტან­თო და სი­ტყვა შე­უს­რუ­ლე­ბი­ათ. მო­ვა­ლე­ე­ბიც მყავს, ხელ­ფა­სამ­დე დაც­დას მთხო­ვენ, მერე მი­რე­კა­ვენ, მოდი, ან­გა­რი­ში გა­ვას­წო­რო­თო. ათი წე­ლია, ამ საქ­მეს ვა­კე­თებ და ისე გა­ვი­წა­ფე, თუ "ბირ­ჟა­ზე" არ ვდგა­ვარ და მი­რე­კა­ვენ, ხმა­ზე ვცნობ, გა­დამ­ხდე­ლია თუ არა.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

თბილისელი ტაქსისტი ბებოს ისტორიები

თბილისელი ტაქსისტი ბებოს ისტორიები

მარინა პაატოვა მიიჩნევს, რომ თუ საქართველოში ოდესმე ექსტრემალურ პროფესიებზე რამე დაიწერება, მის სახელს აუცილებლად ახსენებენ... პირველ პროფესიად ექთანობა აირჩია და სამხედრო სამედიცინო სამსახურის უფროსი სერჟანტიც გახდა, მაგრამ ახლა ლაგოდეხში ტაქსის მძღოლად მუშაობს. თავის დროზე პედიკიურსაც აკეთებდა და მასაჟისტიც იყო. მანქანის მართვა დამოუკიდებლად ისწავლა და დააზიანა კიდეც, თუმცა უკან არ დაუხევია - ოჯახს რჩენა უნდოდა.

- ვოლგოგრადში სამედიცინო სასწავლებელი წარმატებით დავამთავრე და კომკავშირული საგზურით ბამის ასაღებად წავედი. 18 წლის ნაწნავებიანი გოგო რიგითი მუშა ვიყავი, ჩექმა და ნიჩაბი იყო ჩემი სამუშაო ფორმა. მომავალი მეუღლეც იქ გავიცანი. ჯერ დისკოთეკაზე დამპატიჟა, მერე - სადილზე. სუფრასთან განსაკუთრებულად გვემსახურებოდნენ. გამიკვირდა... მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემი მოწონებული, კანონიერი ქურდი, მეტსახელად "ბალაშა" ყოფილა. ბამზე დიდი ქორწილი გადაგვიხადეს. უკვე ფეხმძიმედ ვიყავი, სახლში რომ დავრეკე, გავთხოვდი-მეთქი. ჩელიაბინსკში მოსანახულებლად ჯერ მამა ჩამოვიდა, მერე - დედა... რვა თვის ფეხმძიმე ვიყავი, მოულოდნელად სახლში კარზე კაკუნის ხმა გავიგე, გავიხედე და მილიციელები შემრჩნენ ხელთ.

ქალიშვილი შეგვეძინა. ციხეში შევუთვალე, მიიღე გადაწყვეტილება - ან ოჯახი, ან შენი სამყარო-მეთქი, მაგრამ მეორე არჩია. წამოვედი, რადგან მე ოჯახი, სითბო და მეუღლეზე ზრუნვა მინდოდა და არა - ციხის კარზე სიარული.

- თქვენს საქართველოში დაბრუნებაზე არაფერი უთქვამს ან არ გეხმარებოდათ?

- ჩამოსული იყო, შერიგებას მთხოვდა, მაგრამ უარი ვუთხარი. მერე გავიგე, ქუჩაში მოუკლავთ... შვილის გაზრდაში დედა მეხმარებოდა, თან თონეში პურს აცხობდა, მე კი ვყიდდი.

- ოჯახმა თქვენს ტაქსის მძღოლობაზე რა თქვა?

- ჩემს ძმას ჯერ ხუმრობა ეგონა, მაგრამ მერე შეეგუა. ხან ვის ვეხვეწებოდი, მართვა ესწავლებინათ და ხან - ვის, მაგრამ უშედეგოდ. პირველი "ჟიგული" მყავდა. მანქანის მართვა ისე მინდოდა, მარტო მივუჯექი საჭეს და გვარიანადაც დავამტვრიე. დედამ საგარეო საქმეთა მინისტრი შემარქვა, რადგან ოჯახს ვამარაგებდი. დედა ცოცხალი აღარ არის, მე კი დილით შვილიშვილი ჯერ სკოლაში მიმყავს, მერე - მუსიკაზე, მერე, თუ კლიენტმა დამირეკა, ვემსახურები. ბავშვმაც იცის, რომ ბებია ტაქსის მძღოლია.

ერთხელ, ჩემი შვილიშვილი ცხრა თვის იყო, კლიენტმა დამირეკა. ბავშვის დამტოვებელი არავინ მყავდა და თან წავიყვანე. საფენებში გახვეული გვერდით სავარძელზე დავაწვინე. ნახევარი გზა გავიარეთ და მგზავრი მეკითხება, შვილო, ეს ბავშვი ვისიაო?

მეც დაუფიქრებლად ვუპასუხე, რა ვიცი, დეიდა, კლიენტმა დამიტოვა, მეც საფენები ვუყიდე და ასე დამყავს-მეთქი. ვაიმე, ვინ სასიკვდილემ გაიმეტა ასეო, უცებ მომაწყევლა. მერე ბავშვმა ტირილი რომ მორთო, შეწუხებულმა მითხრა, შვილო, დაკავებული ხარ, ტაქსაობ, ბავშვი ჩემთან დატოვე, მე გავზრდიო. ამ სიტყვების გაგონებაზე გამოვფხიზლდი, რას ბრძანებთ, ვიხუმრე, ბავშვი ჩემია, რა ვქნა, თუ არ ვიმუშავე, ვერ ვარჩენ-მეთქი. გამიღიმა, ფული გადამიხადა და დამლოცა... ბევრს გადავუგდივარ - ფული არ გადაუხდია, უფრო - ახალგაზრდებს, თუმცა არც ხანში შესული მამაკაცები ჩამორჩებიან.

როგორია, მიგყავს ბეხრეწი კაცი და უცებ გეუბნება, ფული არა მაქვსო. ყოფილა შემთხვევა, უთხოვიათ, ახლა არა მაქვს, მადროვეო. ნასვამებიც წამიყვანია, უთქვამთ, ფულს ამოგიტანთო და სიტყვა შეუსრულებიათ. მოვალეებიც მყავს, ხელფასამდე დაცდას მთხოვენ, მერე მირეკავენ, მოდი, ანგარიში გავასწოროთო. ათი წელია, ამ საქმეს ვაკეთებ და ისე გავიწაფე, თუ "ბირჟაზე" არ ვდგავარ და მირეკავენ, ხმაზე ვცნობ, გადამხდელია თუ არა.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"