სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ სცემეს ციხის ყოფილ უფროსს?
რატომ სცემეს ციხის ყოფილ უფროსს?

ათა­სო­ბით ადა­მი­ანს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­ჩი­ვა­რი შე­ტა­ნი­ლი აქვს და თით­ქმის წე­ლი­წა­დია, ისი­ნი კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის დას­ჯა­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას ელი­ან, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი ჭი­ა­ნურ­დე­ბა. რო­გორც ჩანს, ამის გამო ნელ-ნელა მათი მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა ივ­სე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა გზით ცდი­ლო­ბენ სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბას, გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლე­ბი უკვე ყო­ფილ ძა­ლო­ვა­ნებს ქუ­ჩა­ში ხვდე­ბი­ან და ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბი­ან.

ბოლო დროს რამ­დე­ნი­მე ასე­თი ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" აქ­ტი­ვისტს, პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ ლე­ი­ტე­ნანტს, ავდო მა­ხა­რა­მოვს ქუ­ჩა­ში ისე სას­ტი­კად სცე­მეს, რომ "არა­მი­ან­ცის" სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მისი გა­დაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო. მას ტვი­ნის შერ­ყე­ვის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. მა­ხა­რა­მო­ვის მტკი­ცე­ბით, ის ქორ­წი­ლი­დან ბრუნ­დე­ბო­და, როცა თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­მა, ძმებ­მა ფა­შა­ე­ვებ­მა ქუ­ჩა­ში შე­ა­ჩე­რეს. "ისი­ნი ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს და ამ­ნის­ტი­ით გა­მო­ვიდ­ნენ. მი­თხრეს, შენს დროს დაგ­ვი­ჭი­რეს, ახლა თქვე­ნი დრო წა­ვი­დაო და სა­ხე­ში ია­რა­ღის ტარი ჩა­მარ­ტყეს. რომ წა­მაქ­ცი­ეს, კი­დევ მირ­ტყამ­დნენ. თან ყვი­როდ­ნენ, - ახლა ხომ გა­ი­გეთ, ბო­ზე­ბო, თქვე­ნი დრო წა­ვი­დაო!.. იქა­უ­რო­ბას რომ არ გავ­ცლო­დი, ალ­ბათ ცე­მით მომ­კლავ­დნენ. მათ ქორ­წი­ლი­დან გა­მო­სუ­ლი ხალ­ხი აკა­ვებ­და. ამ მო­მენ­ტით ვი­სარ­გებ­ლე, ფეხ­ზე ძლივს წა­მოვ­დე­ქი და გაქ­ცე­ვა მო­ვა­ხერ­ხე... მერე პატ­რულს და­ვუ­რე­კე. თვა­ლე­ბი მტკი­ო­და. შუბ­ლი გა­ხეთ­ქი­ლი მქონ­და და სულ და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" აქ­ტი­ვის­ტი რომ ვარ, ამი­ტომ მცე­მეს... დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი პო­ლი­ცი­ამ და­კი­თხვის შემ­დეგ გა­რეთ გა­მო­უშ­ვა, ეს არის სა­მარ­თა­ლი?! იმე­დი მაქვს, ად­ვო­კა­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, სი­მარ­თლეს ვი­პო­ვი და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ის­ჯე­ბი­ან", - ამ­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

მა­ხა­რა­მო­ვის ცე­მის ფაქ­ტზე მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო, ძა­ლო­ვა­ნებ­მა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი დაჰ­კი­თხეს, მაგ­რამ მათ წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რის­გან შე­ვი­ტყვე, თურ­მე თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, მე­რაბ ბა­ღა­თუ­რი­აც შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით უცე­მი­ათ. "მე ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი ვარ და მი­შას ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ორ­ჯერ უდა­ნა­შა­უ­ლოდ და­მი­ჭი­რა. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ "აფუ­ჭებ­დნენ" და ანად­გუ­რებ­დნენ ისი­ნი ადა­მი­ა­ნებს. იქ უამ­რა­ვი უდა­ნა­შა­უ­ლო იჯდა. ყო­ფი­ლი ძა­ლო­ვა­ნე­ბი "მატ­რო­სო­ვის" ცი­ხე­ში ვი­ყა­ვით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ორ კვი­რა­ში პა­ტიმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 400 კა­ცი­დან 1200-მდე ავი­და. ოთახ­ში სუნ­თქვა არ შე­იძ­ლე­ბო­და. იმ­დე­ნი ვი­ყა­ვით, ერ­თმა­ნეთს ვე­ჯა­ხე­ბო­დით. იმ­დე­ნი გამ­წა­რე­ბუ­ლი ხალ­ხია გა­მო­სუ­ლი ცი­ხი­დან, რომ არ გა­გიკ­ვირ­დეთ, შური იძი­ონ მათ­ზე, ვინც ისი­ნი ასეთ დღე­ში ჩა­აგ­დო. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დამ­ნა­შა­ვე­ებს არ დას­ჯის, მარ­თლა თა­ვად და­ი­წყებს ხალ­ხი სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბას. მე სხვას­თან შე­და­რე­ბით, მშვი­დად ვარ, იმი­ტომ, რომ ვინც და­მი­ჭი­რა, ის ერთ თვე­ში ცი­ხე­ში "შე­მო­მიგ­დეს" და გვერ­დით მო­მის­ვეს. იქვე გა­ვარ­კვიე მას­თან ყვე­ლა­ფე­რი... თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა, მე­რაბ ბა­ღა­თუ­რი­ამ მა­შინ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი "გა­ა­ფუ­ჭა": წა­მალს უგ­დებ­დნენ ხალ­ხს და ისე იჭერ­დნენ, უთი­თხნიდ­ნენ ბრალ­დე­ბებს. რო­გორც ვიცი, ყო­ფილ­მა პა­ტიმ­რებ­მა მას­ზე შური უკვე იძი­ეს, სა­დარ­ბა­ზოს­თან დახ­ვდნენ და მაგ­რად სცე­მეს, სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც იწვა. არ ვიცი, მან შე­ი­ტა­ნა თუ არა სა­ჩი­ვა­რი ამ ფაქ­ტზე. ვფიქ­რობ, ასე გაგ­რძელ­დე­ბა, თუ დრო­ზე არ დას­ჯი­ან დამ­ნა­შა­ვე­ებს", - მი­თხრა მან და ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა მე­რაბ ბა­ღა­თუ­რი­ას­თან ვცა­დე, მაგ­რამ მას­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ შევ­ძე­ლი. ამ ფაქ­ტზე არც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­უვრცე­ლე­ბია ინ­ფორ­მა­ცია - შე­საძ­ლოა, ყო­ფილ ჩი­ნო­სანს არც უც­ნო­ბე­ბია მათ­თვის მომ­ხდა­რი.

კი­დევ ერთი ფაქ­ტი სა­ბერ­ძნეთ­ში მოხ­და: ნა­ცე­მია ყო­ფი­ლი ძა­ლო­ვა­ნი, და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძე... კი­დევ ერთი შემ­თხვე­ვის - რუს­თა­ვის მე-17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, ლაშა ბრეგ­ვა­ძის ცე­მა­ზე ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლად ბაჩო ახა­ლა­ი­ას ცოლ­მა "ფე­ის­ბუ­კით" გა­ავ­რცე­ლა. ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი წერ­და: "ნა­დი­რო­ბა ქურ­დებ­თან მებ­რძო­ლებ­ზე გრძელ­დე­ბა! ცი­ხის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი, ლაშა ბრეგ­ვა­ძე გა­ი­ტა­ცეს კრი­მი­ნა­ლებ­მა, სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მეს და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ შე­ე­გი­ნე­ბი­ნა ბა­ჩოს­თვის. გა­და­უ­ღეს ფო­ტო­ე­ბი და ვი­დეო. მი­სი­ვე თვალ­წინ გა­უგ­ზავ­ნეს ერთ-ერთ ცნო­ბილ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს. ასე­ვე უთხრეს, რომ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბას სის­ხლად ამო­ან­თხე­ვი­ნებ­დნენ ყვე­ლას, მათ შო­რის - ბა­ჩო­საც".

ამის შემ­დეგ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მაც" სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი მი­უ­ძღვნეს მომ­ხდარს. ფაქტს ცი­ხი­დან ბაჩო ახა­ლა­ი­აც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ქურ­დე­ბის­კენ გა­იშ­ვი­რა ხელი. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად ვატო ყი­ფი­ა­ნი და­ა­სა­ხე­ლა. აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბრეგ­ვა­ძის ცე­მა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი პირი, გი­ორ­გი გუ­და­ძე, ვატო ყი­ფი­ან­თან და ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან, "წრი­პას­თან" და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია. მი­სი­ვე თქმით, მო­ძა­ლა­დე­ებ­მა ბრეგ­ვა­ძის ცე­მის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­უგ­ზავ­ნეს სოსო ჯო­ხა­ძეს იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ ყო­ფილ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ებს ასე გა­უს­წორ­დნენ.

მომ­ხდარ­თან ყი­ფი­ა­ნის ყო­ველ­გვარ კავ­შირს უარ­ყოფს მისი ად­ვო­კა­ტი, მა­რი­კა ფხა­ლა­ძე:

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თვი­თონ კრი­მი­ნალ­მა ჯა­ლათ­მა, ბაჩო ახა­ლა­ი­ამ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ ქურ­დულ­მა სამ­ყა­რომ ვატო ყი­ფი­ა­ნის მე­თა­უ­რო­ბით, გა­ბე­და და კვლავ ას­წია ხელი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. სა­ინ­ტე­რე­სოა, ასე ოპე­რა­ტი­უ­ლად სა­ი­დან გახ­და ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თვის ეს ცნო­ბი­ლი? იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო თვი­თონ მის მიერ, იმი­სათ­ვის, რომ კი­დევ ერთხელ გა­ეს­ვა­რათ ვატო ყი­ფი­ა­ნის სა­ხე­ლი და დაჰბ­რა­ლე­ბო­და სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი და­ნა­შა­უ­ლი... ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვი­ტანთ გან­ცხა­დე­ბას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და მო­ვი­თხოვთ ბაჩო ახა­ლა­ი­ას და­კი­თხვას. მან უნდა და­ა­დას­ტუ­როს მის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია ან არა და, პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან მო­ვი­თხოვთ, პა­სუ­ხი აგოს ყი­ფი­ა­ნის შეგ­ნე­ბუ­ლად, ცრუ დას­მე­ნის­თვის.

მა­რი­კა ფხა­ლა­ძის თქმით, იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც ლაშა ბრეგ­ვა­ძე იყო დი­რექ­ტო­რი, ვატო ყი­ფი­ა­ნი სა­ერ­თოდ არ მჯდა­რა. "ყი­ფი­ა­ნი სას­ჯელს იხ­დი­და მხო­ლოდ მე-7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­ი­და­ნაც ის გა­მო­უშ­ვეს ერ­თა­დერ­თი მიზ­ნით, რომ აუ­ცი­ლებ­ლად და­ტო­ვებ­და სა­ქარ­თვე­ლოს. მე ვე­სა­უბ­რე ლაშა ბრეგ­ვა­ძეს. მან კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო ყი­ფი­ან­თან რა­ი­მე სა­ხის ნაც­ნო­ბო­ბა. კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხა, რომ მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბებ­ში რა­ი­მე წვლი­ლი ჰქონ­დეს ყი­ფი­ანს", - ამ­ბობს ფხა­ლა­ძე.

ცხა­დია, ლაშა ბრეგ­ვა­ძის ცე­მის ფაქტს ძა­ლო­ვა­ნე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვა და სა­სა­მარ­თლომ 3 ბრალ­დე­ბულს: ლე­ვან კვა­რა­ცხე­ლი­ას, გი­ორ­გი ჩხე­ი­ძე­სა და გი­ორ­გი გუ­და­ძეს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მომ­ხდა­რის ირ­გვლივ ჩვე­ნე­ბა ჯერ არ მი­უ­ცი­ათ ბრალ­დე­ბუ­ლებს. ისი­ნი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნე­ბენ და წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნო­ბენ. მათი ად­ვო­კა­ტის, გი­ორ­გი სა­მუ­ში­ას თქმით, ისი­ნი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­მო­ძი­ე­ბას მომ­ხდარ­ზე ჩვე­ნე­ბას მის­ცე­მენ. ად­ვო­კა­ტი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ამ­ზე­უ­რებს საქ­მის დე­ტა­ლებს, თუმ­ცა ჩვენ სხვა წყა­რო­ე­ბით, მომ­ხდარ­ზე გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა მა­ინც შევ­ძე­ლით.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს - სის­ტე­მა­ტუ­რი ცემა ან სხვაგ­ვა­რი ძა­ლა­დო­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ან მისი ახლო ნა­თე­სა­ვის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ან ფსი­ქი­კუ­რი ტან­ჯვა გა­მო­იწ­ვია.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ბრეგ­ვა­ძის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აღიძ­რა. ბრალ­დე­ბუ­ლებ­სა და და­ზა­რა­ლე­ბულს ერ­თმა­ნეთ­თან დიდი ხნის ნაც­ნო­ბო­ბა და მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებთ. იმა­საც ამ­ბო­ბენ, ცი­ხის ცნო­ბი­ლი სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის შემ­დეგ, ცი­ხის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, ბრეგ­ვა­ძის მო­რა­ლურ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას მისი მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი ჩხე­ი­ძე ცდი­ლობ­დაო. შე­გახ­სე­ნებთ, ლაშა ბრეგ­ვა­ძე ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ე.წ. ჯა­ლა­თე­ბის სი­ა­ში იყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. მის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უამ­რა­ვი სა­ჩი­ვა­რია შე­სუ­ლი. ბრეგ­ვა­ძე ჯერ კი­დევ 2006 წელს მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი იყო სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­ში, რო­დე­საც "წი­თე­ლი ჯვრის" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რუს­თა­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კარ­ცერ­ში შეყ­რი­ლი შიშ­ვე­ლი პა­ტიმ­რე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ბოლო დროს აგო­რე­ბუ­ლი სკან­და­ლის შემ­დეგ, თურ­მე ჩხე­ი­ძემ ყო­ფი­ლი წყალ­ბურ­თე­ლი ბრეგ­ვა­ძე თა­ვის­თან, წყალ­ბურ­თელ­თა გუნდში წა­იყ­ვა­ნა. ისი­ნი ქუ­ჩა­ში ერ­თად, ხში­რად და­დი­ოდ­ნენ. ამ­ბობ­დნენ, ჩხე­ი­ძე ცდი­ლობ­და, მის­თვის რე­პუ­ტა­ცია აღედ­გი­ნაო, მაგ­რამ ბრეგ­ვა­ძემ ეს ვერ და­ი­ნა­ხა, მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ცი­ხის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი თურ­მე ხში­რად ჰყვე­ბო­და სა­ში­ნელ ამ­ბებს და არც იმის მო­ყო­ლას ერი­დე­ბო­და, რო­გორ ექ­ცე­ოდ­ნენ ცი­ხე­ში მი­სულ პა­ტიმ­რე­ბის ცო­ლებს. ამის გამო მე­გობ­რე­ბის­გან ლაშა ბრეგ­ვა­ძეს შე­ნიშ­ვნა რამ­დენ­ჯერ­მე მი­უ­ღია და უთ­ქვამთ, ასე­თი ამ­ბე­ბი მას არ მო­ე­ყო­ლა.

იმ დღეს კი ბრეგ­ვა­ძეს, კვა­რა­ცხე­ლი­ას ბი­ნა­ში სცე­მეს. თა­ვად ბრეგ­ვა­ძე თურ­მე ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს, რად­გან არ ვმუ­შა­ობ­დი, მათ­თან ერ­თად ხში­რად ვი­ყა­ვი და მო­ტო­ციკ­ლი­თაც ერ­თად დავ­დი­ო­დით თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში, ასე ვერ­თო­ბო­დი­თო. - ერთ დღეს ჩხე­ი­ძემ მო­ტო­ციკ­ლით ქა­ლაქ­ში გა­სე­ირ­ნე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, და­ვუ­რე­კეთ ლე­ვან კვა­რა­ცხე­ლი­ა­საც. მან გვი­თხრა, მოტო გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­და, იქ­ნებ ჩემ­თან ამოხ­ვი­დეთ და ნა­ხოთ, რა სჭირ­სო. ბრეგ­ვა­ძის მტკი­ცე­ბით, ისი­ნი არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, კვა­რა­ცხე­ლი­ას სახ­ლში მი­ვიდ­ნენ. მას იქ დახ­ვდა გი­ორ­გი გუ­და­ძე, რო­მე­ლიც იცნო, რად­გან გუ­და­ძე ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რია და 10 წელი აქვს მოხ­დი­ლი ცი­ხე­ში, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის­თვის (იგი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის შვი­ლიშ­ვი­ლის, გი­ორ­გი შავ­გუ­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და. შე­გახ­სე­ნებთ, შავ­გუ­ლი­ძე გუ­და­ურ­ში მოკ­ლეს და მისი ოჯა­ხი დიდ­ხანს ცდი­ლობ­და ამ საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის დას­ჯას).

გუ­და­ძე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი თურ­მე ბრეგ­ვა­ძეს­თა­ნაც იხ­დი­და სას­ჯელს. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ამ­ბობს, - გუ­და­ძე ვი­ცა­ნი, მაგ­რამ ის სხვა გვა­რი­თა და სა­ხე­ლით გა­მაც­ნე­სო. ირ­წმუ­ნე­ბა, კარი ჩა­მი­კე­ტეს, მერე მი­თხრეს, - აბა, ახლა მოჰ­ყე­ვი, რა­საც აკე­თებ­დი ცი­ხე­შიო, - და ამის გამო მცე­მეს, უმო­წყა­ლოდ მირ­ტყამ­და სა­მი­ვე, თან სუ­რა­თებს მი­ღებ­დნენ და მას ჩემი თან­დას­წრე­ბით, ინ­ტერ­ნე­ტით ვი­ღა­ცას­თან გზავ­ნიდ­ნე­ნო. ბრეგ­ვა­ძეს 12 ოქ­ტომ­ბერს სცე­მეს. მან სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ცი­ა­ში იმა­ვე დღეს შე­ი­ტა­ნა სა­ჩი­ვა­რი, თუმ­ცა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის აყ­ვა­ნა 16 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცია უს­მენ­და ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რებს და საქ­მე­ში ერთ-ერთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად ეს მოს­მე­ნე­ბიც იქ­ნე­ბა. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი მუხ­ლი 4-დან 6 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­ცეს­ზე ად­ვო­კა­ტებ­მა ბრალ­დე­ბულ­თა აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა მო­ი­თხო­ვეს, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით, თი­თო­ე­უ­ლის­თვის 3.000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბა ითხო­ვეს, მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რა პა­ტიმ­რო­ბას ითხოვ­და, რად­გან მი­იჩ­ნევ­და, რომ ისი­ნი გა­მო­ძი­ე­ბას და­ე­მა­ლე­ბოდ­ნენ.

ამ მო­საზ­რე­ბას არ და­ე­თან­ხმნენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი. გა­ნა­ცხა­დეს, რომ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ მი­მალ­ვის­თვის ოთხი დღე ჰქონ­დათ, მაგ­რამ ეს არ გა­ა­კე­თეს. და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ კონ­ფლიქ­ტი ბრეგ­ვა­ძეს­თან ამო­წუ­რუ­ლია. ერთ-ერ­თმა და­კა­ვე­ბულ­მა - გი­ორ­გი გუ­და­ძემ ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ ცი­ხე­ში მან ათწ­ლი­ა­ნი სას­ჯე­ლი მო­ი­ხა­და და სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დი­და სას­ჯელს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ არა­ერ­თხელ შეხ­ვდა სხვა­დას­ხვა ცი­ხის უფ­როს­სა და თა­ნამ­შრომ­ლებს, მაგ­რამ მათ­თან კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია და მათ მი­მართ შუ­რის­ძი­ე­ბა არ ამოძ­რა­ვებ­და. გუ­და­ძემ ისიც დას­ძი­ნა, ინ­ცი­დენ­ტი­დან 15-20 წუ­თის შემ­დეგ ბრეგ­ვა­ძე ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ვნა­ხეთ და ეს ვი­დე­ო­მა­სა­ლა ბრალ­დე­ბას შე­უძ­ლია ამო­ი­ღოს, რად­გან სა­დაც შევ­ხვდით, იქ­ვეა სკო­ლა და ასე­ვე, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი აყე­ნი­აო.

ის, რომ ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, ფაქ­ტია. კუ­ლუ­ა­რებ­ში ამ­ბო­ბენ, სუფ­რას­თან ის­ხდნენ და ნას­ვამ­მა ბრეგ­ვა­ძემ ისე­თი სა­ში­ნე­ლი ამ­ბე­ბი გა­იხ­სე­ნა, ბი­ჭებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე უთხრეს, გა­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ რომ გა­აგ­რძე­ლა სი­ა­მა­ყით მო­ყო­ლა, ვე­ღარ მო­ით­მი­ნეს და სცე­მე­სო. რო­გორც ჩანს, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არ ელოდ­ნენ, ბრეგ­ვა­ძე მათ პო­ლი­ცი­ა­ში თუ და­ას­მენ­და. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო, მაგ­რამ ეს არ დას­ტურ­დე­ბა. კვა­რა­ცხე­ლია და ჩხე­ი­ძე არა­სო­დეს ყო­ფი­ლან პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი, რაც შე­ე­ხე­ბა გუ­და­ძეს, ის საკ­მა­ოდ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს, თუმ­ცა პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ნა­სა­მარ­თლო­ბა გა­ქარ­წყლე­ბუ­ლი აქვს: ცოტა ხნის წინ პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლებს ნა­სა­მარ­თლო­ბა მო­უხ­სნა და რო­გორც ჩანს, მათ რიგ­ში მოხ­ვდა გუ­და­ძეც.

სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და და­კა­ვე­ბუ­ლებს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ეს ფაქ­ტი სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში შეკ­რე­ბი­ლებ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. პრო­ცე­სი აქ­ცი­ის ფონ­ზე ჩა­ტარ­და. შეკ­რე­ბი­ლე­ბი ბრალ­დე­ბულ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­დნენ. ერთ-ერთი ქალ­ბა­ტო­ნი მისი პა­ტი­მა­რი შვი­ლის სიკ­ვდილ­შიც ადა­ნა­შა­უ­ლებ­და ცი­ხის ყო­ფილ უფ­როსს. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პრო­ცესს არ დას­წრე­ბია. ამ დღე­ებ­ში მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რი პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა გი­ორ­გი გა­ბე­და­ვა­მაც შე­ი­ტა­ნა. 565 პა­ტიმ­რის ხელ­მო­წე­რი­ლი 2 სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­და მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. ერთ სა­ჩი­ვარს ხელს აწერს 454 პა­ტი­მა­რი ქსნის N16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, ხოლო მე­ო­რეს - 120 პა­ტი­მა­რი რუს­თა­ვის N17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან. ისი­ნი კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას ითხო­ვენ. თი­თო­ე­უ­ლი ხელ­მომ­წე­რი აცხა­დებს, რომ ნა­ცე­მი იყო ლაშა ბრეგ­ვა­ძის მიერ და პრო­კუ­რა­ტუ­რა რა­ტომ­ღაც, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის მი­მართ საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას არ აწარ­მო­ებს. გი­ორ­გი გა­ბე­და­ვას თქმით, პა­ტიმ­რე­ბი იმა­საც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რომ ბრეგ­ვა­ძის ცე­მის­თვის რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა და­ა­კა­ვეს. თუ არ მოხ­და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა, იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბით, ჩვენ თვი­თონ გა­ვუს­წორ­დეთ მათ, ვინც გვა­წა­მებ­დაო, - ასე­თია პა­ტიმ­რე­ბის პო­ზი­ცია.

ვცა­დეთ, პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია მიგ­ვე­ღო, მაგ­რამ გან­გვი­მარ­ტეს, რომ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

P.S. სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ყო­ფილ­მა პა­ტი­მა­რებ­მა პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ უფ­როსს - მე­რაბ ბა­ღა­თუ­რი­ა­საც სცე­მეს. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბა­ტო­ნი მე­რა­ბი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ჩვე­ნი ინ­კოგ­ნი­ტო რეს­პონ­დენ­ტის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას ტყუ­ი­ლი უწო­და. სამ­წუ­ხა­როდ, მა­შინ ბა­ტონ მე­რაბ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ შევ­ძე­ლით. ამი­ტომ ვწუხ­ვართ, რომ რეს­პონ­დენ­ტმა იც­რუა და შეც­დო­მა­ში შეგ­ვიყ­ვა­ნა.

რატომ სცემეს ციხის ყოფილ უფროსს?

რატომ სცემეს ციხის ყოფილ უფროსს?

ათასობით ადამიანს პროკურატურაში საჩივარი შეტანილი აქვს და თითქმის წელიწადია, ისინი კონკრეტული პირების დასჯასა და სამართლიანობის აღდგენას ელიან, მაგრამ გამოძიების პროცესი ჭიანურდება. როგორც ჩანს, ამის გამო ნელ-ნელა მათი მოთმინების ფიალა ივსება. ადამიანები სხვადასხვა გზით ცდილობენ სამართლის აღსრულებას, განაწყენებულები უკვე ყოფილ ძალოვანებს ქუჩაში ხვდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან.

ბოლო დროს რამდენიმე ასეთი ფაქტი დაფიქსირდა. "ნაციონალების" აქტივისტს, პოლიციის ყოფილ ლეიტენანტს, ავდო მახარამოვს ქუჩაში ისე სასტიკად სცემეს, რომ "არამიანცის" საავადმყოფოში მისი გადაყვანა გახდა საჭირო. მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. მახარამოვის მტკიცებით, ის ქორწილიდან ბრუნდებოდა, როცა თანასოფლელებმა, ძმებმა ფაშაევებმა ქუჩაში შეაჩერეს. "ისინი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის იხდიდნენ სასჯელს და ამნისტიით გამოვიდნენ. მითხრეს, შენს დროს დაგვიჭირეს, ახლა თქვენი დრო წავიდაო და სახეში იარაღის ტარი ჩამარტყეს. რომ წამაქციეს, კიდევ მირტყამდნენ. თან ყვიროდნენ, - ახლა ხომ გაიგეთ, ბოზებო, თქვენი დრო წავიდაო!.. იქაურობას რომ არ გავცლოდი, ალბათ ცემით მომკლავდნენ. მათ ქორწილიდან გამოსული ხალხი აკავებდა. ამ მომენტით ვისარგებლე, ფეხზე ძლივს წამოვდექი და გაქცევა მოვახერხე... მერე პატრულს დავურეკე. თვალები მტკიოდა. შუბლი გახეთქილი მქონდა და სულ დასისხლიანებული ვიყავი. "ნაციონალების" აქტივისტი რომ ვარ, ამიტომ მცემეს... დამნაშავეები პოლიციამ დაკითხვის შემდეგ გარეთ გამოუშვა, ეს არის სამართალი?! იმედი მაქვს, ადვოკატების დახმარებით, სიმართლეს ვიპოვი და დამნაშავეები დაისჯებიან", - ამბობს დაზარალებული.

მახარამოვის ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო, ძალოვანებმა დასახელებული პირები დაჰკითხეს, მაგრამ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პატიმრისგან შევიტყვე, თურმე თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი, მერაბ ბაღათურიაც შურისძიების მოტივით უცემიათ. "მე ყოფილი პოლიციელი ვარ და მიშას ხელისუფლებამ ორჯერ უდანაშაულოდ დამიჭირა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ "აფუჭებდნენ" და ანადგურებდნენ ისინი ადამიანებს. იქ უამრავი უდანაშაულო იჯდა. ყოფილი ძალოვანები "მატროსოვის" ციხეში ვიყავით. წარმოიდგინეთ, ორ კვირაში პატიმრების რაოდენობა 400 კაციდან 1200-მდე ავიდა. ოთახში სუნთქვა არ შეიძლებოდა. იმდენი ვიყავით, ერთმანეთს ვეჯახებოდით. იმდენი გამწარებული ხალხია გამოსული ციხიდან, რომ არ გაგიკვირდეთ, შური იძიონ მათზე, ვინც ისინი ასეთ დღეში ჩააგდო. თუ ხელისუფლება დამნაშავეებს არ დასჯის, მართლა თავად დაიწყებს ხალხი სამართლის აღსრულებას. მე სხვასთან შედარებით, მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ვინც დამიჭირა, ის ერთ თვეში ციხეში "შემომიგდეს" და გვერდით მომისვეს. იქვე გავარკვიე მასთან ყველაფერი... თბილისის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, მერაბ ბაღათურიამ მაშინ ბევრი ადამიანი "გააფუჭა": წამალს უგდებდნენ ხალხს და ისე იჭერდნენ, უთითხნიდნენ ბრალდებებს. როგორც ვიცი, ყოფილმა პატიმრებმა მასზე შური უკვე იძიეს, სადარბაზოსთან დახვდნენ და მაგრად სცემეს, საავადმყოფოშიც იწვა. არ ვიცი, მან შეიტანა თუ არა საჩივარი ამ ფაქტზე. ვფიქრობ, ასე გაგრძელდება, თუ დროზე არ დასჯიან დამნაშავეებს", - მითხრა მან და ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ამ ინფორმაციის გადამოწმება მერაბ ბაღათურიასთან ვცადე, მაგრამ მასთან დაკავშირება ვერ შევძელი. ამ ფაქტზე არც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუვრცელებია ინფორმაცია - შესაძლოა, ყოფილ ჩინოსანს არც უცნობებია მათთვის მომხდარი.

კიდევ ერთი ფაქტი საბერძნეთში მოხდა: ნაცემია ყოფილი ძალოვანი, დავით ჩხიტუნიძე... კიდევ ერთი შემთხვევის - რუსთავის მე-17 დაწესებულების ყოფილი უფროსის, ლაშა ბრეგვაძის ცემაზე ინფორმაცია პირველად ბაჩო ახალაიას ცოლმა "ფეისბუკით" გაავრცელა. ანი ნადარეიშვილი წერდა: "ნადირობა ქურდებთან მებრძოლებზე გრძელდება! ციხის ყოფილი დირექტორი, ლაშა ბრეგვაძე გაიტაცეს კრიმინალებმა, სასიკვდილოდ სცემეს და ეუბნებოდნენ, რომ შეეგინებინა ბაჩოსთვის. გადაუღეს ფოტოები და ვიდეო. მისივე თვალწინ გაუგზავნეს ერთ-ერთ ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს. ასევე უთხრეს, რომ კანონიერი ქურდების უპატივცემულობას სისხლად ამოანთხევინებდნენ ყველას, მათ შორის - ბაჩოსაც".

ამის შემდეგ "ნაციონალებმაც" საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნეს მომხდარს. ფაქტს ციხიდან ბაჩო ახალაიაც გამოეხმაურა და ქურდებისკენ გაიშვირა ხელი. ორგანიზატორად ვატო ყიფიანი დაასახელა. აკაკი მინაშვილის განცხადებით, ბრეგვაძის ცემაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი, გიორგი გუდაძე, ვატო ყიფიანთან და ე.წ. კანონიერ ქურდთან, "წრიპასთან" დაახლოებული პირია. მისივე თქმით, მოძალადეებმა ბრეგვაძის ცემის ამსახველი ფოტოები გაუგზავნეს სოსო ჯოხაძეს იმის დასადასტურებლად, რომ ყოფილ სახელმწიფო მოხელეებს ასე გაუსწორდნენ.

მომხდართან ყიფიანის ყოველგვარ კავშირს უარყოფს მისი ადვოკატი, მარიკა ფხალაძე:

- სოციალურ ქსელში თვითონ კრიმინალმა ჯალათმა, ბაჩო ახალაიამ გააკეთა განცხადება, რომ ქურდულმა სამყარომ ვატო ყიფიანის მეთაურობით, გაბედა და კვლავ ასწია ხელი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. საინტერესოა, ასე ოპერატიულად საიდან გახდა ბაჩო ახალაიასთვის ეს ცნობილი? იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ორგანიზებული იყო თვითონ მის მიერ, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გაესვარათ ვატო ყიფიანის სახელი და დაჰბრალებოდა სრულიად გაუგებარი დანაშაული... ჩვენ აუცილებლად შევიტანთ განცხადებას პროკურატურაში და მოვითხოვთ ბაჩო ახალაიას დაკითხვას. მან უნდა დაადასტუროს მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ან არა და, პროკურატურისგან მოვითხოვთ, პასუხი აგოს ყიფიანის შეგნებულად, ცრუ დასმენისთვის.

მარიკა ფხალაძის თქმით, იმ დაწესებულებაში, სადაც ლაშა ბრეგვაძე იყო დირექტორი, ვატო ყიფიანი საერთოდ არ მჯდარა. "ყიფიანი სასჯელს იხდიდა მხოლოდ მე-7 დაწესებულებაში, საიდანაც ის გამოუშვეს ერთადერთი მიზნით, რომ აუცილებლად დატოვებდა საქართველოს. მე ვესაუბრე ლაშა ბრეგვაძეს. მან კატეგორიულად უარყო ყიფიანთან რაიმე სახის ნაცნობობა. კატეგორიულად გამორიცხა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებში რაიმე წვლილი ჰქონდეს ყიფიანს", - ამბობს ფხალაძე.

ცხადია, ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტს ძალოვანების ოპერატიული რეაგირება მოჰყვა და სასამართლომ 3 ბრალდებულს: ლევან კვარაცხელიას, გიორგი ჩხეიძესა და გიორგი გუდაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდარის ირგვლივ ჩვენება ჯერ არ მიუციათ ბრალდებულებს. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ და წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. მათი ადვოკატის, გიორგი სამუშიას თქმით, ისინი უახლოეს დღეებში გამოძიებას მომხდარზე ჩვენებას მისცემენ. ადვოკატი ჯერჯერობით არ ამზეურებს საქმის დეტალებს, თუმცა ჩვენ სხვა წყაროებით, მომხდარზე გარკვეული ინფორმაციის მოძიება მაინც შევძელით.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წაუყენეს - სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

ჩვენი ინფორმაციით, საქმე ბრეგვაძის ჩვენების საფუძველზე აღიძრა. ბრალდებულებსა და დაზარალებულს ერთმანეთთან დიდი ხნის ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებთ. იმასაც ამბობენ, ციხის ცნობილი სკანდალური კადრების შემდეგ, ციხის ყოფილი უფროსის, ბრეგვაძის მორალურ რეაბილიტაციას მისი მეგობარი გიორგი ჩხეიძე ცდილობდაო. შეგახსენებთ, ლაშა ბრეგვაძე ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ, ე.წ. ჯალათების სიაში იყო მოხსენიებული. მის წინააღმდეგ პროკურატურაში უამრავი საჩივარია შესული. ბრეგვაძე ჯერ კიდევ 2006 წელს მოხსენიებული იყო სახალხო დამცველის ანგარიშში, როდესაც "წითელი ჯვრის" თანამშრომლებმა რუსთავის დაწესებულებაში კარცერში შეყრილი შიშველი პატიმრები აღმოაჩინეს. ბოლო დროს აგორებული სკანდალის შემდეგ, თურმე ჩხეიძემ ყოფილი წყალბურთელი ბრეგვაძე თავისთან, წყალბურთელთა გუნდში წაიყვანა. ისინი ქუჩაში ერთად, ხშირად დადიოდნენ. ამბობდნენ, ჩხეიძე ცდილობდა, მისთვის რეპუტაცია აღედგინაო, მაგრამ ბრეგვაძემ ეს ვერ დაინახა, მეგობრების გარემოცვაში ციხის ყოფილი უფროსი თურმე ხშირად ჰყვებოდა საშინელ ამბებს და არც იმის მოყოლას ერიდებოდა, როგორ ექცეოდნენ ციხეში მისულ პატიმრების ცოლებს. ამის გამო მეგობრებისგან ლაშა ბრეგვაძეს შენიშვნა რამდენჯერმე მიუღია და უთქვამთ, ასეთი ამბები მას არ მოეყოლა.

იმ დღეს კი ბრეგვაძეს, კვარაცხელიას ბინაში სცემეს. თავად ბრეგვაძე თურმე ჩვენებაში ამბობს, რადგან არ ვმუშაობდი, მათთან ერთად ხშირად ვიყავი და მოტოციკლითაც ერთად დავდიოდით თბილისის ქუჩებში, ასე ვერთობოდითო. - ერთ დღეს ჩხეიძემ მოტოციკლით ქალაქში გასეირნება შემომთავაზა, დავურეკეთ ლევან კვარაცხელიასაც. მან გვითხრა, მოტო გაფუჭებული ჰქონდა, იქნებ ჩემთან ამოხვიდეთ და ნახოთ, რა სჭირსო. ბრეგვაძის მტკიცებით, ისინი არაყიშვილის ქუჩაზე, კვარაცხელიას სახლში მივიდნენ. მას იქ დახვდა გიორგი გუდაძე, რომელიც იცნო, რადგან გუდაძე ყოფილი პატიმარია და 10 წელი აქვს მოხდილი ციხეში, მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის (იგი ცნობილი მსახიობის შვილიშვილის, გიორგი შავგულიძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა. შეგახსენებთ, შავგულიძე გუდაურში მოკლეს და მისი ოჯახი დიდხანს ცდილობდა ამ საქმეში ბრალდებულების დასჯას).

გუდაძე გარკვეული პერიოდი თურმე ბრეგვაძესთანაც იხდიდა სასჯელს. დაზარალებული ამბობს, - გუდაძე ვიცანი, მაგრამ ის სხვა გვარითა და სახელით გამაცნესო. ირწმუნება, კარი ჩამიკეტეს, მერე მითხრეს, - აბა, ახლა მოჰყევი, რასაც აკეთებდი ციხეშიო, - და ამის გამო მცემეს, უმოწყალოდ მირტყამდა სამივე, თან სურათებს მიღებდნენ და მას ჩემი თანდასწრებით, ინტერნეტით ვიღაცასთან გზავნიდნენო. ბრეგვაძეს 12 ოქტომბერს სცემეს. მან სავარაუდოდ, პოლიციაში იმავე დღეს შეიტანა საჩივარი, თუმცა ბრალდებულების აყვანა 16 ოქტომბერს მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, პოლიცია უსმენდა ეჭვმიტანილების სატელეფონო საუბრებს და საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებად ეს მოსმენებიც იქნება. ბრალდებულებისთვის წაყენებული მუხლი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროცესზე ადვოკატებმა ბრალდებულთა აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვეს, ალტერნატივის სახით, თითოეულისთვის 3.000-ლარიანი გირაოს შეფარდება ითხოვეს, მაგრამ პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ისინი გამოძიებას დაემალებოდნენ.

ამ მოსაზრებას არ დაეთანხმნენ ბრალდებულები. განაცხადეს, რომ შემთხვევის შემდეგ მიმალვისთვის ოთხი დღე ჰქონდათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. დაკავებულებმა აღნიშნეს, რომ კონფლიქტი ბრეგვაძესთან ამოწურულია. ერთ-ერთმა დაკავებულმა - გიორგი გუდაძემ ისიც აღნიშნა, რომ ციხეში მან ათწლიანი სასჯელი მოიხადა და საქართველოს თითქმის ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. გათავისუფლების შემდეგ არაერთხელ შეხვდა სხვადასხვა ციხის უფროსსა და თანამშრომლებს, მაგრამ მათთან კონფლიქტი არ ჰქონია და მათ მიმართ შურისძიება არ ამოძრავებდა. გუდაძემ ისიც დასძინა, ინციდენტიდან 15-20 წუთის შემდეგ ბრეგვაძე ფალიაშვილის ქუჩაზე ვნახეთ და ეს ვიდეომასალა ბრალდებას შეუძლია ამოიღოს, რადგან სადაც შევხვდით, იქვეა სკოლა და ასევე, სამედიცინო დაწესებულება, სადაც სათვალთვალო კამერები აყენიაო.

ის, რომ ინციდენტი მოხდა, ფაქტია. კულუარებში ამბობენ, სუფრასთან ისხდნენ და ნასვამმა ბრეგვაძემ ისეთი საშინელი ამბები გაიხსენა, ბიჭებმა რამდენჯერმე უთხრეს, გაჩუმებულიყო, მაგრამ რომ გააგრძელა სიამაყით მოყოლა, ვეღარ მოითმინეს და სცემესო. როგორც ჩანს, დაკავებულები არ ელოდნენ, ბრეგვაძე მათ პოლიციაში თუ დაასმენდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია, თითქოს სამივე ბრალდებული ადრე ნასამართლევი იყო, მაგრამ ეს არ დასტურდება. კვარაცხელია და ჩხეიძე არასოდეს ყოფილან პასუხისგებაში მიცემული, რაც შეეხება გუდაძეს, ის საკმაოდ მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა პროცესზე განაცხადა, რომ ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს: ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ციხიდან გათავისუფლებულებს ნასამართლობა მოუხსნა და როგორც ჩანს, მათ რიგში მოხვდა გუდაძეც.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს ფაქტი სასამართლოს ეზოში შეკრებილებმა გააპროტესტეს. პროცესი აქციის ფონზე ჩატარდა. შეკრებილები ბრალდებულთა გათავისუფლებას ითხოვდნენ. ერთ-ერთი ქალბატონი მისი პატიმარი შვილის სიკვდილშიც ადანაშაულებდა ციხის ყოფილ უფროსს. დაზარალებული პროცესს არ დასწრებია. ამ დღეებში მის წინააღმდეგ საჩივარი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა გიორგი გაბედავამაც შეიტანა. 565 პატიმრის ხელმოწერილი 2 საჩივარი შევიდა მთავარ პროკურატურაში. ერთ საჩივარს ხელს აწერს 454 პატიმარი ქსნის N16 დაწესებულებიდან, ხოლო მეორეს - 120 პატიმარი რუსთავის N17 დაწესებულებიდან. ისინი კონკრეტული ფაქტების გამოძიებას ითხოვენ. თითოეული ხელმომწერი აცხადებს, რომ ნაცემი იყო ლაშა ბრეგვაძის მიერ და პროკურატურა რატომღაც, აღნიშნული პირის მიმართ საქმეების გამოძიებას არ აწარმოებს. გიორგი გაბედავას თქმით, პატიმრები იმასაც აპროტესტებენ, რომ ბრეგვაძის ცემისთვის რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს. თუ არ მოხდა სამართლიანობის აღდგენა, იძულებული ვიქნებით, ჩვენ თვითონ გავუსწორდეთ მათ, ვინც გვაწამებდაო, - ასეთია პატიმრების პოზიცია.

ვცადეთ, პროკურატურისგან უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეღო, მაგრამ განგვიმარტეს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

P.S. სტატიაში აღნიშნულია, რომ ყოფილმა პატიმარებმა პოლიციის ყოფილ უფროსს - მერაბ ბაღათურიასაც სცემეს. ამ ინფორმაციას ბატონი მერაბი გამოეხმაურა და ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციას ტყუილი უწოდა. სამწუხაროდ, მაშინ ბატონ მერაბთან დაკავშირება ვერ შევძელით. ამიტომ ვწუხვართ, რომ რესპონდენტმა იცრუა და შეცდომაში შეგვიყვანა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ