ლონდონში სახალისო შემთხვევა მოხდა. სახლში მარტო დარჩენილმა კატამ, სახელად ბრუსმა გასართობი იპოვა და ტელეფონის ყურმილზე თათებით 999 ადვილად აკრიფა. როდესაც სამაშველო ნომერზე ზარი გავიდა, ოპერატორს არავინ უპასუხა. ადგილზე, საიდანაც ზარი განხორციელდა, პოლიცია მივიდა; როდესაც პოლიციის გაფრთხილებას არავინ უპასუხა, სამართალდამცავებმა კარი შეამტვრიეს. ოფიცრის თქმით, შეშინებული კატა გარდერობის უკან იმალებოდა.
"სამსახურიდან ვბრუნდებოდი, როდესაც დავინახე, რომ სახლის წინ პოლიციის ოფიცერი იდგა. დამამშვიდა და მითხრა, რომ კატა კარგადაა - მივხვდი, რომ ბრუსმა რაღაც დააშავა. ჩვენს კატას ტელეფონი ძალიან უყვარს და ღილაკებზე თამაშით ერთობა", - ამბობს ცხოველის პატრონი მონიკა დე ლა კრუზი.
პოლიციამ ჟურნალისტებთან ინციდენტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ "სამართალდამცავები ყველა შემოსულ ზარზე შესაბამისად რეაგირებენ".
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.