სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას ტანგო ზღვის სანაპიროზე
გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას ტანგო ზღვის სანაპიროზე

მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძეს ერთი ოც­ნე­ბა უკვე აუხ­და - სპექ­ტაკლში დო­რი­ან გრე­ის გმირ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რი დე­კემ­ბერ­ში პრე­მი­ე­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა. რო­გო­რი იქ­ნე­ბა ეს გმი­რი XXI სა­უ­კუ­ნე­ში, - ამა­ზე წლის ბო­ლოს ვი­სა­უბ­რებთ. ახლა კი მსა­ხი­ო­ბი პრო­ფე­სი­ულ სი­ახ­ლე­ებ­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე მოგ­ვი­თხრობს.

- ვილ­ნი­უ­სი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ხარ. გას­ტროლ­მა რო­გორ ჩა­ი­ა­რა?

- ვილ­ნი­უს­ში სულ 4 დღე ვი­ყა­ვით, "მაკ­ბე­ტი" ვი­თა­მა­შეთ. გას­ტროლ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. კრი­ტი­კო­სებ­მა მხატ­ვრო­ბა­ზე, სცე­ნოგ­რა­ფი­ა­ზე, მსა­ხი­ო­ბებ­ზე და­დე­ბი­თი რე­ცენ­ზი­ე­ბი და­წე­რეს. მი­ხა­რია, რომ ჩვენს გა­მოს­ვლას ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. იქა­ურ მსა­ხი­ო­ბებს, კრი­ტი­კო­სებს აინ­ტე­რე­სებ­დათ, დასი რა სპე­ცი­ფი­კით მუ­შა­ობს. ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­დათ, რო­დე­საც და­ვით დო­ი­აშ­ვილ­მა უთხრა, - ჩვენ გვყავს მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან პლას­ტი­კუ­რე­ბი, მღე­რი­ან და თა­მა­შო­ბე­ნო.

- რი­გით­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა რო­გორ მი­გი­ღოთ?

- ცო­ტა­თი თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლია, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი და შემ­დეგ სპექ­ტაკ­ლი რომ დამ­თავ­რდა, ისე­თი ტაში დას­ცხეს, გაგ­ვიკ­ვირ­და. თა­ვად არ შევ­ხვედ­რი­ვარ, მაგ­რამ ვიცი, სპექ­ტაკლს იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

- ახალ სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყე, არა?

- რამ­დე­ნი­მე დღეა, ნინი ჩაკ­ვე­ტა­ძემ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა სპექ­ტაკლზე - "დო­რი­ან გრეი". დო­რი­ან გრეი მე ვარ.

- ოც­ნე­ბა აგხდე­ნია. მახ­სოვს, ერთხელ ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­თხა­რი, ჩემი სა­ოც­ნე­ბო რო­ლი­აო.

- მარ­თა­ლია, ერ­თა­დერ­თი სა­ოც­ნე­ბო როლი მქონ­და. ამ გმირს მო­წი­წე­ბით ვე­პყრო­ბი, ცო­ტა­თი მე­ში­ნია კი­დეც.

- ოს­კარ უა­ილ­დის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი რით გი­ზი­დავს?

- ეს გმი­რი დიდ მე­ტა­მორ­ფო­ზას გა­ნიც­დის, სწო­რედ ამი­ტო­მაა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო. მსა­ხი­ობ­მა უნდა შეძ­ლო და გა­ი­ა­რო გზა - ან­გე­ლო­ზი­დან ეშ­მა­კამ­დე. ვნა­ხოთ, რა გა­მო­მი­ვა. დო­რი­ან გრეი ჩემი ასა­კის პერ­სო­ნა­ჟია. რომ არ გა­მო­მი­ვი­დეს, ამას ასაკს ვერ და­ვაბ­რა­ლებ. რამ­დე­ნი­მე დღეა, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და­ვი­წყეთ. მე და დო­რი­ა­ნი ჯერ ვერ "ვძმა­კა­ცობთ", ერ­თმა­ნეთს უბ­რა­ლოდ, შო­რი­დან ვიც­ნობთ. იმე­დია, მალე დავ­მე­გობ­რდე­ბით. სპექ­ტაკლში ეპო­ქა შეც­ვლი­ლია. არ მინ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვამ­ხი­ლო, მაგ­რამ იმის თქმა კი შე­მიძ­ლია, რომ ეს გმი­რი XXI სა­უ­კუ­ნე­ში ცხოვ­რობს.

- სპექ­ტაკლში შენ­თან ერ­თად, რო­მელ მსა­ხი­ო­ბებს ვი­ხი­ლავთ?

- თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ანს, გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვილს, ეკა დე­მეტ­რა­ძეს და შაკო მი­რი­ა­ნაშ­ვილს.

- ედი­შერ გოგ­სა­ძე შენი ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟია სე­რი­ა­ლი­დან - "კოქ­ტე­ი­ლი". მას­ზე რას გვე­ტყვი?

- გა­და­ღე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. მე­ო­რე სე­ზო­ნი ბევ­რად ფე­რა­დი, ლა­მა­ზი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. გავ­ფარ­თოვ­დით, პა­ვი­ლი­ო­ნი გვაქვს. ვერ ვი­ტყვი, რომ ჩემს ედი­შერს ლე­ვა­ნიე ხო­მე­რი­კის მსგავ­სი წარ­მა­ტე­ბა აქვს. ჯერ ახა­ლი და­წყე­ბუ­ლია და ამ გმირ­ზე იმედს ვამ­ყა­რებ.

- გა­და­ცე­მა­ში "გა­ა­ცი­ნე და მო­ი­გე" კარ­გად ერ­თო­ბი.

- მი­ხა­რია, რომ ამ გა­და­ცე­მას მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს. სრუ­ლი იმპრო­ვი­ზა­ცი­აა და გა­და­ცე­მის ხიბ­ლიც ამა­შია.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" აქ­ტი­უ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი ხარ. ამის­თვის რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი გაქვს...

- არც ერთ გა­და­ცე­მას არ ვტო­ვებ, რად­გან ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რი ცეკ­ვავს. რე­პე­ტი­ცი­ებ­საც ვეს­წრე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლის კარ­გად მეს­მის. სა­კუ­თარ თავ­ზე მაქვს გა­მოც­დი­ლი, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თვის რა დიდი შრო­მაა სა­ჭი­რო, რომ მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ღირ­სე­უ­ლად წარ­დგეს.

- კუ­ლუ­ა­რებ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა იგ­რძნო­ბა?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლო­ბენ. შოუ ახა­ლი და­წყე­ბუ­ლია და უკვე დაღ­ლი­ლე­ბი არი­ან. პირ­ველ სე­ზონ­ზე, ეკ­რან­ზე ატი­რე­ბულ მო­ნა­წი­ლეს რომ ვხე­დავ­დი, ის ცრემ­ლე­ბი ყალ­ბი მე­გო­ნა, ახლა კი ვიცი, იქ რა დიდი სტრე­სია. შარ­შან მეც მათ­სა­ვით და­ძა­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ამ პრო­ექ­ტმა სე­რი­ო­ზუ­ლი ნევ­რო­ზი დამ­მარ­თა.

- და წო­ნა­ში 20 კილო და­გაკ­ლე­ბი­ნა, არა?

- დი­ლი­დან და­ღა­მე­ბამ­დე ვვარ­ჯი­შობ­დი, მარ­თლა თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვშრო­მობ­დი.

- შრო­მა და­გი­ფას­და. წლე­ვან­დე­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­დან რო­მელს გულ­შე­მატ­კივ­რობ?

- გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რე­ბი გო­გო­ნე­ბი უფრო არი­ან. ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვილს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი, ჩემი ფა­ლა­ვა­ნი იყო. პრო­ექ­ტი რომ და­ტო­ვა, ვი­ნერ­ვი­უ­ლე.

- სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ა­ზე რას გვე­ტყვი?

- სა­ლო­მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა, ნო­და­რი კი ჩემი რჩე­უ­ლი ვარ­სკვლა­ვი იყო.

- მო­გე­ბუ­ლი მან­ქა­ნა გა­ყი­დე?

- გავ­ყი­დე და იმ ფუ­ლით ვა­ლე­ბი გა­და­ვი­ხა­დე. ბან­კის ვალი 20 ათა­სამ­დე მქონ­და დაგ­რო­ვი­ლი; ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მე­გობ­რებს პა­ტა­რა სა­ჩუქ­რე­ბი გა­ვუ­კე­თე, და­ვის­ვე­ნე და ახა­ლი მან­ქა­ნაც ვი­ყი­დე. მთე­ლი წელი ჩემს "რენჯ რო­ვერ­ზე" რომ ლა­პა­რა­კობ­და, მა­ინ­ტე­რე­სებს, აწი რა­ღას იტყვის ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი?!

- სახ­ლის ასა­შე­ნებ­ლად მი­წას რომ ეძებ­დი, იპო­ვე?

- ჰო, რა­ღაც გეგ­მე­ბი მქონ­და, მაგ­რამ მერე მივ­ხვდი, ამ ეტაპ­ზე არა­რე­ა­ლურ საქ­მეს ვე­ჭი­დე­ბო­დი და შე­ვეშ­ვი.

- მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო?

- რა თქმა უნდა! ქა­მა­რი ძა­ლი­ან უნდა შე­მო­მე­ჭი­რა, რომ ეს საქ­მე წა­მო­მე­წყო და ცოტა ხნით შე­ვეშ­ვი. ძა­ლი­ან მინ­და, ქა­ლაქ­გა­რეთ პა­ტა­რა სახ­ლი მქონ­დეს, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის­გან გაქ­ცე­უ­ლი თავს შე­ვა­ფა­რებ.

- გუ­შინ რომ და­გი­რე­კე, იმ პი­რო­ბით შემ­ხვდი, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე თუ არა­ფერს გკი­თხავ­დი. პი­რო­ბა კი მო­გე­ცი, მაგ­რამ უნდა და­ვარ­ღვიო...

- (იცი­ნის) გინ­და, მა­ინც მა­ლა­პა­რა­კო?

- შენი და სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი აგ­რე­სი­უ­ლად შეხ­ვდა. რო­გორ ფიქ­რობ, ამის მი­ზე­ზი რა იყო?

- მე და სა­ლო­მე ერ­თად ვართ, კარ­გად ვართ და ვერ ვხვდე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი რა­ტომ იბოღ­მე­ბი­ან? მათ ან სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არ აქვთ, ან ბო­რო­ტე­ბი არი­ან, ან - უსაქ­მუ­რე­ბი. არ მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ ქვე­ყა­ნა­ში ამ­დე­ნი ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

- წყე­ნა "ფე­ის­ბუკ­ში" პოს­ტი­თაც გა­მო­ხა­ტე.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რო­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, მო­მინ­და, ჩემი გან­წყო­ბი­ლე­ბის შე­სა­ხებ და­მე­წე­რა.

- ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­ლო­მე რო­გორ რე­ა­გი­რებს?

- გული სწყდე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლას ვერ ვუ­პა­სუ­ხებთ, ნერ­ვე­ბის აშ­ლაც არ ღირს. ვინც ჩვენ გვიც­ნობს, იცი­ან, რო­გო­რე­ბიც ვართ. არა­ვის არაფ­რის მტკი­ცე­ბას არ და­ვუ­წყებთ.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ზღვის ნა­პირ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი შენი და სა­ლო­მეს ფოტო გავ­რცელ­და, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ თქვე­ნი სი­ლუ­ე­ტი ჩანს. ამ ფო­ტო­ზე მი­ამ­ბე.

- ეს ფოტო მე­გო­ბარ­მა, კვა­რი­ათ­ში გა­და­ი­ღო. ვი­ღა­ცებს ეგო­ნათ, რომ სხვა აზრი იყო ჩა­დე­ბუ­ლი, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ცეკ­ვის ილე­თია.

- ზღვის ნა­პირ­ზე ცეკ­ვავ­დით?

- მე და სა­ლო­მე ვრე­პე­ტი­ცი­ობ­დით. ვგეგ­მავ­დით, მო­მა­ვალ­ში ჩემი პორ­ტფო­ლი­ოს­თვის გა­დაგ­ვე­ღო, რო­გორ ვცეკ­ვავ ტან­გოს. კვა­რი­ათ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვით, ბი­ჭე­ბი მწვადს წვავ­დნენ და ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა ეს ფოტო გა­დაგ­ვი­ღო.

- შენი და სა­ლო­მეს შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კი მა­შინ და­ი­წყო, როცა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" და­გა­წყვი­ლეს. ერ­თიც და მე­ო­რეც მა­შინ ყვე­ლა­ფერს უარ­ყოფ­დით...

- მას შემ­დეგ კი­დევ სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან და­მა­წყვი­ლეს და და­მა­ქორ­წი­ნეს. ამას მიჩ­ვე­უ­ლი ვარ. მე და სა­ლო­მე ამ შო­უ­ში დავ­მე­გობ­რდით, 2-3 თვის წინ კი მივ­ხვდით, რომ მე­გობ­რო­ბა სხვა გრძნო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. სა­ლო­მე ჩემი და თამ­თა შა­ლამ­ბე­რი­ძის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. თამ­თას და­ახ­ლო­ე­ბით, 1 წლის წინ დავ­შორ­დი.

- დღეს მას­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვმე­გობ­რობთ, მაგ­რამ მას წარ­მა­ტე­ბებს გუ­ლით ვუ­სურ­ვებ!

- შენი და სა­ლო­მეს ურ­თი­ერ­თო­ბა მო­მა­ვალ­ში რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია?

- ამა­ზე არც კი ვფიქ­რობთ, მო­მა­ვალს არ ვგეგ­მავთ. ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარს და ამ ურ­თი­ერ­თო­ბით ვტკბე­ბით. მინ­და, მო­მა­ვალ­შიც ასე იყოს.

- ერ­თმა­ნეთს რჩე­ვას ხში­რად აძ­ლევთ?

- რა თქმა უნდა, ერ­თმა­ნე­თის აზრი ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით.

- ორი­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხართ. ერ­თმა­ნეთ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობთ?

- არა, ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ნდო­ბის ხა­რის­ხი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია.

- სი­გი­ჟე­ებ­ზე რას იტყვი?

- სი­გი­ჟე­ე­ბი არას­დროს მაკ­ლდა და არც ახლა მაკ­ლია. ყვე­ლა­ფერს ნუ მო­მა­ყო­ლებ, ცო­ტას ჩემ­თვი­საც და­ვი­ტო­ვებ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას ტანგო ზღვის სანაპიროზე

გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას ტანგო ზღვის სანაპიროზე

მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეს ერთი ოცნება უკვე აუხდა - სპექტაკლში დორიან გრეის გმირზე მუშაობა დაიწყო. მუსიკისა და დრამის თეატრი დეკემბერში პრემიერისთვის ემზადება. როგორი იქნება ეს გმირი XXI საუკუნეში, - ამაზე წლის ბოლოს ვისაუბრებთ. ახლა კი მსახიობი პროფესიულ სიახლეებსა და პირად ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

- ვილნიუსიდან ახალი ჩამოსული ხარ. გასტროლმა როგორ ჩაიარა?

- ვილნიუსში სულ 4 დღე ვიყავით, "მაკბეტი" ვითამაშეთ. გასტროლმა კარგად ჩაიარა. კრიტიკოსებმა მხატვრობაზე, სცენოგრაფიაზე, მსახიობებზე დადებითი რეცენზიები დაწერეს. მიხარია, რომ ჩვენს გამოსვლას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა. იქაურ მსახიობებს, კრიტიკოსებს აინტერესებდათ, დასი რა სპეციფიკით მუშაობს. ძალიან გაუკვირდათ, როდესაც დავით დოიაშვილმა უთხრა, - ჩვენ გვყავს მსახიობები, რომლებიც არიან პლასტიკურები, მღერიან და თამაშობენო.

- რიგითმა მაყურებელმა როგორ მიგიღოთ?

- ცოტათი თავშეკავებული მაყურებელია, მაგრამ პირველი ნაწილი და შემდეგ სპექტაკლი რომ დამთავრდა, ისეთი ტაში დასცხეს, გაგვიკვირდა. თავად არ შევხვედრივარ, მაგრამ ვიცი, სპექტაკლს იქ მცხოვრები ქართველებიც ესწრებოდნენ.

- ახალ სპექტაკლზე მუშაობა დაიწყე, არა?

- რამდენიმე დღეა, ნინი ჩაკვეტაძემ დაიწყო მუშაობა სპექტაკლზე - "დორიან გრეი". დორიან გრეი მე ვარ.

- ოცნება აგხდენია. მახსოვს, ერთხელ ინტერვიუში მითხარი, ჩემი საოცნებო როლიაო.

- მართალია, ერთადერთი საოცნებო როლი მქონდა. ამ გმირს მოწიწებით ვეპყრობი, ცოტათი მეშინია კიდეც.

- ოსკარ უაილდის მთავარი პერსონაჟი რით გიზიდავს?

- ეს გმირი დიდ მეტამორფოზას განიცდის, სწორედ ამიტომაა ძალიან საინტერესო სამუშაო. მსახიობმა უნდა შეძლო და გაიარო გზა - ანგელოზიდან ეშმაკამდე. ვნახოთ, რა გამომივა. დორიან გრეი ჩემი ასაკის პერსონაჟია. რომ არ გამომივიდეს, ამას ასაკს ვერ დავაბრალებ. რამდენიმე დღეა, რეპეტიციები დავიწყეთ. მე და დორიანი ჯერ ვერ "ვძმაკაცობთ", ერთმანეთს უბრალოდ, შორიდან ვიცნობთ. იმედია, მალე დავმეგობრდებით. სპექტაკლში ეპოქა შეცვლილია. არ მინდა, ყველაფერი გავამხილო, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ ეს გმირი XXI საუკუნეში ცხოვრობს.

- სპექტაკლში შენთან ერთად, რომელ მსახიობებს ვიხილავთ?

- თორნიკე გოგრიჭიანს, გიორგი ბახუტაშვილს, ეკა დემეტრაძეს და შაკო მირიანაშვილს.

- ედიშერ გოგსაძე შენი ახალი პერსონაჟია სერიალიდან - "კოქტეილი". მასზე რას გვეტყვი?

- გადაღებები გრძელდება. მეორე სეზონი ბევრად ფერადი, ლამაზი და მრავალფეროვანია. გავფართოვდით, პავილიონი გვაქვს. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ედიშერს ლევანიე ხომერიკის მსგავსი წარმატება აქვს. ჯერ ახალი დაწყებულია და ამ გმირზე იმედს ვამყარებ.

- გადაცემაში "გააცინე და მოიგე" კარგად ერთობი.

- მიხარია, რომ ამ გადაცემას მაღალი რეიტინგი აქვს. სრული იმპროვიზაციაა და გადაცემის ხიბლიც ამაშია.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" აქტიური მაყურებელი ხარ. ამისთვის რამდენიმე მიზეზი გაქვს...

- არც ერთ გადაცემას არ ვტოვებ, რადგან ბევრი ჩემი მეგობარი ცეკვავს. რეპეტიციებსაც ვესწრები. თითოეული მონაწილის კარგად მესმის. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, არაპროფესიონალისთვის რა დიდი შრომაა საჭირო, რომ მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარდგეს.

- კულუარებში დაძაბულობა იგრძნობა?

- რა თქმა უნდა, ძალიან ნერვიულობენ. შოუ ახალი დაწყებულია და უკვე დაღლილები არიან. პირველ სეზონზე, ეკრანზე ატირებულ მონაწილეს რომ ვხედავდი, ის ცრემლები ყალბი მეგონა, ახლა კი ვიცი, იქ რა დიდი სტრესია. შარშან მეც მათსავით დაძაბული ვიყავი. ამ პროექტმა სერიოზული ნევროზი დამმართა.

- და წონაში 20 კილო დაგაკლებინა, არა?

- დილიდან დაღამებამდე ვვარჯიშობდი, მართლა თავდაუზოგავად ვშრომობდი.

- შრომა დაგიფასდა. წლევანდელი მონაწილეებიდან რომელს გულშემატკივრობ?

- გამოკვეთილი ლიდერები გოგონები უფრო არიან. ნოდარ გურგენაშვილს ვგულშემატკივრობდი, ჩემი ფალავანი იყო. პროექტი რომ დატოვა, ვინერვიულე.

- სალომე ჭაჭუაზე რას გვეტყვი?

- სალომე პროფესიონალი მოცეკვავეა, ნოდარი კი ჩემი რჩეული ვარსკვლავი იყო.

- მოგებული მანქანა გაყიდე?

- გავყიდე და იმ ფულით ვალები გადავიხადე. ბანკის ვალი 20 ათასამდე მქონდა დაგროვილი; ოჯახის წევრებსა და მეგობრებს პატარა საჩუქრები გავუკეთე, დავისვენე და ახალი მანქანაც ვიყიდე. მთელი წელი ჩემს "რენჯ როვერზე" რომ ლაპარაკობდა, მაინტერესებს, აწი რაღას იტყვის ოთარ ტატიშვილი?!

- სახლის ასაშენებლად მიწას რომ ეძებდი, იპოვე?

- ჰო, რაღაც გეგმები მქონდა, მაგრამ მერე მივხვდი, ამ ეტაპზე არარეალურ საქმეს ვეჭიდებოდი და შევეშვი.

- მატერიალური მდგომარეობის გამო?

- რა თქმა უნდა! ქამარი ძალიან უნდა შემომეჭირა, რომ ეს საქმე წამომეწყო და ცოტა ხნით შევეშვი. ძალიან მინდა, ქალაქგარეთ პატარა სახლი მქონდეს, სადაც ყოველდღიურობისგან გაქცეული თავს შევაფარებ.

- გუშინ რომ დაგირეკე, იმ პირობით შემხვდი, პირად ცხოვრებაზე თუ არაფერს გკითხავდი. პირობა კი მოგეცი, მაგრამ უნდა დავარღვიო...

- (იცინის) გინდა, მაინც მალაპარაკო?

- შენი და სალომე ჭაჭუას სიყვარულის ამბავს ბევრი ადამიანი აგრესიულად შეხვდა. როგორ ფიქრობ, ამის მიზეზი რა იყო?

- მე და სალომე ერთად ვართ, კარგად ვართ და ვერ ვხვდები, ადამიანები რატომ იბოღმებიან? მათ ან საკუთარი პირადი ცხოვრება არ აქვთ, ან ბოროტები არიან, ან - უსაქმურები. არ მინდა დავიჯერო, რომ ქვეყანაში ამდენი ბოროტი ადამიანი ცხოვრობს.

- წყენა "ფეისბუკში" პოსტითაც გამოხატე.

- მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოვირჩევი, მომინდა, ჩემი განწყობილების შესახებ დამეწერა.

- ამ ყველაფერზე სალომე როგორ რეაგირებს?

- გული სწყდება, მაგრამ ყველას ვერ ვუპასუხებთ, ნერვების აშლაც არ ღირს. ვინც ჩვენ გვიცნობს, იციან, როგორებიც ვართ. არავის არაფრის მტკიცებას არ დავუწყებთ.

- სოციალურ ქსელში ზღვის ნაპირზე გადაღებული შენი და სალომეს ფოტო გავრცელდა, რომელზეც მხოლოდ თქვენი სილუეტი ჩანს. ამ ფოტოზე მიამბე.

- ეს ფოტო მეგობარმა, კვარიათში გადაიღო. ვიღაცებს ეგონათ, რომ სხვა აზრი იყო ჩადებული, სინამდვილეში კი ცეკვის ილეთია.

- ზღვის ნაპირზე ცეკვავდით?

- მე და სალომე ვრეპეტიციობდით. ვგეგმავდით, მომავალში ჩემი პორტფოლიოსთვის გადაგვეღო, როგორ ვცეკვავ ტანგოს. კვარიათში მეგობრებთან ერთად ვიყავით, ბიჭები მწვადს წვავდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა ეს ფოტო გადაგვიღო.

- შენი და სალომეს შესახებ ლაპარაკი მაშინ დაიწყო, როცა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" დაგაწყვილეს. ერთიც და მეორეც მაშინ ყველაფერს უარყოფდით...

- მას შემდეგ კიდევ სხვა ადამიანებთან დამაწყვილეს და დამაქორწინეს. ამას მიჩვეული ვარ. მე და სალომე ამ შოუში დავმეგობრდით, 2-3 თვის წინ კი მივხვდით, რომ მეგობრობა სხვა გრძნობაში გადაიზარდა. სალომე ჩემი და თამთა შალამბერიძის დაშორების მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა. თამთას დაახლოებით, 1 წლის წინ დავშორდი.

- დღეს მასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- სამწუხაროდ, ვერ ვმეგობრობთ, მაგრამ მას წარმატებებს გულით ვუსურვებ!

- შენი და სალომეს ურთიერთობა მომავალში როგორ წარმოგიდგენია?

- ამაზე არც კი ვფიქრობთ, მომავალს არ ვგეგმავთ. ერთმანეთი გვიყვარს და ამ ურთიერთობით ვტკბებით. მინდა, მომავალშიც ასე იყოს.

- ერთმანეთს რჩევას ხშირად აძლევთ?

- რა თქმა უნდა, ერთმანეთის აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ერთმანეთს ვეხმარებით.

- ორივე პოპულარული ხართ. ერთმანეთზე ეჭვიანობთ?

- არა, ჩვენს ურთიერთობაში ნდობის ხარისხი ძალიან მაღალია.

- სიგიჟეებზე რას იტყვი?

- სიგიჟეები არასდროს მაკლდა და არც ახლა მაკლია. ყველაფერს ნუ მომაყოლებ, ცოტას ჩემთვისაც დავიტოვებ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება