საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დააჯილდოვა ნიკუშა შენგელაია დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა
რატომ დააჯილდოვა ნიკუშა შენგელაია დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა

13 ივ­ლისს, ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ვა­ლენ­სი­ა­ში, პო­ე­ტი და­ვით მაღ­რა­ძე, მხატ­ვა­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ია და ქალ­ბა­ტო­ნი ნინა სვა­ნი­ძე "სა­ქარ­თვე­ლოს არ­წი­ვი­სა და უფ­ლი­სა ჩვე­ნი იესო ქრის­ტეს კვარ­თის" ორ­დე­ნე­ბით და­ჯილ­დოვ­დნენ. ჯილ­დო მათ ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­ურ­მა, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ­მა გა­დას­ცა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­დე­ნი 1184-1213 წლებ­ში თა­მარ მე­ფემ და­ა­არ­სა, მაგ­რამ ის, რო­გორც მთა­ვა­რი ორ­დე­ნი, 1939 წელს და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის ბა­ბუ­ამ, ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა აღად­გი­ნა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ უფ­როს­მა მემ­კვიდ­რემ, გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონ­მა გა­და­წყვი­ტა, სიფრ­თხი­ლე გა­მო­ე­ჩი­ნა და ორ­დე­ნე­ბი ოჯა­ხურ წრე­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. 2001 წლი­დან კი ორ­დე­ნის გა­და­ცე­მა გა­ნახ­ლდა. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ეს ტვირ­თი და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელს და­ე­კის­რა.

13 ივ­ლისს და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლებს ორ­დე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში გა­წე­უ­ლი ღვაწ­ლის­თვის გა­და­ე­ცათ. ბა­ტონ და­ვით მაღ­რა­ძე­სა და ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს, ჩვენ გვინ­დო­და გაგ­ვერ­კვია რა­ი­მე ქალ­ბა­ტო­ნი ნინა სვა­ნი­ძის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბია. და­ვუ­კავ­შირ­დით კი­დეც მას და და­ვინ­ტე­რეს­დით მისი პერ­სო­ნით და იმით, თუ რა წვლი­ლის­თვის მი­ი­ღო ესო­დენ სა­პა­ტიო ჯილ­დო, თუმ­ცა მის­გან კო­მენ­ტა­რი და და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია ვერ მი­ვი­ღეთ...

ეს ამ­ბა­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით ნაკ­ლე­ბად გა­შუქ­და. არც ეს­პა­ნე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას უსა­უბ­რია ამა­ზე ბევ­რი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ეკა ჭი­ჭი­ნა­ძის (ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას მე­უღ­ლე - ავტ.) "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ამ მოვ­ლე­ნის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. სუ­რა­თე­ბი იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ვეჩ­ვე­ნა, რომ გა­დავ­წყვი­ტეთ, ბა­ტონ ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას­თვის დაგ­ვე­რე­კა და ეს­პა­ნეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ერთი კვი­რის შე­სა­ხებ შე­კი­თხვე­ბით მივ­მარ­თეთ.

- ბა­ტო­ნო ნი­კუ­შა, ქარ­თულ მე­დი­ა­ში ნაკ­ლე­ბად გა­შუქ­და ამ ზა­ფხულს მომ­ხდა­რი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი. ეს­პა­ნეთ­ში, ორ ქარ­თველ­თან ერ­თად და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ­მა და­გა­ჯილ­დო­ვათ.

- ხალ­ხსაც უკ­მა­რი­სო­ბის გრძნო­ბა აქვს, მაგ­რამ მე ხომ არ ვარ ის კაცი, დავ­დგე და ვი­ლა­პა­რა­კო. ეს ჯილ­დო იმ ადა­მი­ა­ნებს გა­და­ე­ცე­მათ, ვი­საც რა­ი­მე მიღ­წე­ვა აქვს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე. მი­ღე­ბუ­ლი აქვთ პო­ლი­ტი­კო­სებს, ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რებს, პატ­რი­არ­ქებს. ძა­ლი­ან დიდი ორ­დე­ნია. მე და­მა­ჯილ­დო­ვეს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად მუდ­მი­ვი ბრძო­ლის­თვის.

- ჯილ­დო ყო­ველ­წლი­უ­რია?

- ზუს­ტად არ ვიცი, მგო­ნი, რა­ღაც უნდა მოხ­დეს, ვი­ღაც უნდა გახ­დეს ამ ჯილ­დოს მი­ღე­ბის ღირ­სი. დაგ­ვა­ჯილ­დო­ვეს, მე, დათო მაღ­რა­ძე და ქალ­ბა­ტო­ნი ნინა სვა­ნი­ძე.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რატომ დააჯილდოვა ნიკუშა შენგელაია დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა

რატომ დააჯილდოვა ნიკუშა შენგელაია დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა

13 ივლისს, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში, პოეტი დავით მაღრაძე, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე ნიკუშა შენგელაია და ქალბატონი ნინა სვანიძე "საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენი იესო ქრისტეს კვართის" ორდენებით დაჯილდოვდნენ. ჯილდო მათ ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაურმა, დავით ბაგრატიონმა გადასცა.

აღნიშნული ორდენი 1184-1213 წლებში თამარ მეფემ დააარსა, მაგრამ ის, როგორც მთავარი ორდენი, 1939 წელს დავით ბაგრატიონის ბაბუამ, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელმა აღადგინა. მისი გარდაცვალების შემდეგ უფროსმა მემკვიდრემ, გიორგი ბაგრატიონმა გადაწყვიტა, სიფრთხილე გამოეჩინა და ორდენები ოჯახურ წრეში დარჩენილიყო. 2001 წლიდან კი ორდენის გადაცემა განახლდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ეს ტვირთი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს დაეკისრა.

13 ივლისს დაჯილდოებულებს ორდენი თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისთვის გადაეცათ. ბატონ დავით მაღრაძესა და ნიკუშა შენგელაიას საზოგადოება კარგად იცნობს, ჩვენ გვინდოდა გაგვერკვია რაიმე ქალბატონი ნინა სვანიძის შესახებ, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. დავუკავშირდით კიდეც მას და დავინტერესდით მისი პერსონით და იმით, თუ რა წვლილისთვის მიიღო ესოდენ საპატიო ჯილდო, თუმცა მისგან კომენტარი და დამატებითი ინფორმაცია ვერ მივიღეთ...

ეს ამბავი ტელევიზიებით ნაკლებად გაშუქდა. არც ესპანეთიდან დაბრუნებულ ნიკუშა შენგელაიას უსაუბრია ამაზე ბევრი. რამდენიმე დღის წინ, სრულიად შემთხვევით, ეკა ჭიჭინაძის (ნიკუშა შენგელაიას მეუღლე - ავტ.) "ფეისბუქის" გვერდზე ამ მოვლენის ამსახველი ფოტომასალა აღმოვაჩინეთ. სურათები იმდენად საინტერესო მოგვეჩვენა, რომ გადავწყვიტეთ, ბატონ ნიკუშა შენგელაიასთვის დაგვერეკა და ესპანეთში გატარებული ერთი კვირის შესახებ შეკითხვებით მივმართეთ.

- ბატონო ნიკუშა, ქართულ მედიაში ნაკლებად გაშუქდა ამ ზაფხულს მომხდარი საინტერესო ფაქტი. ესპანეთში, ორ ქართველთან ერთად დავით ბაგრატიონმა დაგაჯილდოვათ.

- ხალხსაც უკმარისობის გრძნობა აქვს, მაგრამ მე ხომ არ ვარ ის კაცი, დავდგე და ვილაპარაკო. ეს ჯილდო იმ ადამიანებს გადაეცემათ, ვისაც რაიმე მიღწევა აქვს, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს წინაშე. მიღებული აქვთ პოლიტიკოსებს, ეკლესიის მეთაურებს, პატრიარქებს. ძალიან დიდი ორდენია. მე დამაჯილდოვეს თავისუფლებისა და ადამიანების უფლებების დასაცავად მუდმივი ბრძოლისთვის.

- ჯილდო ყოველწლიურია?

- ზუსტად არ ვიცი, მგონი, რაღაც უნდა მოხდეს, ვიღაც უნდა გახდეს ამ ჯილდოს მიღების ღირსი. დაგვაჯილდოვეს, მე, დათო მაღრაძე და ქალბატონი ნინა სვანიძე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება