საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავატაროთ შაბათ-კვირა: 19-20 ოქტომბრის კულტურული ღონისძიებები
როგორ გავატაროთ შაბათ-კვირა: 19-20 ოქტომბრის კულტურული ღონისძიებები

19-20 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლის­ში, ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი ქარ­თუ­ლი ყვე­ლის რი­გით IV ფეს­ტი­ვალს უმას­პინ­ძლებს ეგი­დით "ქარ­თუ­ლი ყვე­ლის ათას­წლე­უ­ლი და მისი ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი". ფეს­ტი­ვა­ლი 11:00-ზე გა­იხ­სნე­ბა.

წლე­ვან­დე­ლი ყვე­ლის ფეს­ტი­ვა­ლი გა­ცი­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რია. ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ყვე­ლის გვერ­დით, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ნუგ­ბა­რი, ღვი­ნო, თაფ­ლი, რეწ­ვის ნი­მუ­შე­ბი და სუ­ვე­ნი­რე­ბი.

ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის 3 ეზო­ში გა­ნა­წილ­დე­ბა.

19 და 20 ოქ­ტომ­ბერს, "რუს­თავ­ქა­ლა­ქო­ბის" დღე­სას­წა­უ­ლი აღი­ნიშ­ნე­ბა. სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დღეს, 19 ოქ­ტომ­ბერს ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე და კოს­ტა­ვას გამ­ზირ­ზე 12.00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. "რუს­თავ­ქა­ლა­ქო­ბის" ფარ­გლებ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი სპორ­ტუ­ლი მა­რა­თო­ნი, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო შოუ და რეტ­რო მან­ქა­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა. ქა­ლა­ქის მე­რი­ის წინ, ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე, თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რი და ბავ­შვთა ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა-აუქ­ცი­ო­ნი, მულ­ტი-პულ­ტის გმი­რე­ბის წარ­მოდ­გე­ნა, ლი­ტე­რა­ტუ­რულ-საყ­მაწ­ვი­ლო ალ­მა­ნა­ხის "რუს" პრე­ზენ­ტა­ცია მო­ე­წყო­ბა. "რუს­თავ­ქა­ლა­ქო­ბის" დღე­სას­წა­უ­ლი გაგ­რძელ­დე­ბა კვი­რას 20 ოქ­ტომ­ბერს.

19 ოქ­ტომ­ბერს მირ­ზა­ან­ში ფი­როს­მა­ნო­ბა გა­ი­მარ­თე­ბა. დი­ლი­დან მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ფი­როს­მა­ნის სახლ-მუ­ზე­უ­მის ეზო­ში მო­ე­წყო­ბა ფი­როს­მა­ნო­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად დამ­ზა­დე­ბუ­ლი და შერ­ჩე­უ­ლი ხალ­ხუ­რი რეწ­ვის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, მხატ­ვრუ­ლად იქ­ნე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი და წარ­მოდ­გე­ნი­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქი­ზი­ყუ­რი ბაზ­რო­ბა, გა­ი­მარ­თე­ბა ქი­ზი­ყურ-კა­ხუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, დღეს დიდი ხნის შემ­დეგ, ერ­თი­ა­ნი კო­ლექ­ცი­ის სა­ხით, ფი­როს­მა­ნის მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი მხატ­ვრის 14 ორი­გი­ნა­ლი სრუ­ლად იქ­ნე­ბა.

19 ოქ­ტომ­ბერს თე­ლავ­ში, ნა­დიკ­ვა­რის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი" გა­ი­მარ­თე­ბა. ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მწარ­მო­ებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სტუმ­რებს წა­რუდ­გე­ნენ რო­გორც ქვევ­რის, ასე­ვე ქარ­ხნუ­ლი წე­სით დამ­ზა­დე­ბულ ღვი­ნო­ებს. წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა აგ­რეთ­ვე სა­მო­ნას­ტრო ღვი­ნოც. გან­თავ­სდე­ბა ქარ­თუ­ლი ყვე­ლის სა­დე­გუს­ტა­ციო დახ­ლი, რო­მელ­ზეც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ყვე­ლი. სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ და­ათ­ვა­ლი­ე­რონ და და­ა­გე­მოვ­ნონ წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­დუქ­ცია, ასე­ვე თვა­ლი ადევ­ნონ თი­ხის ჭურ­ჭლის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცესს და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ჩურ­ჩხე­ლის ამოვ­ლე­ბა­ში.

"ამ­ბე­ბი.ge" სა­სი­ა­მოვ­ნო დას­ვე­ნე­ბის დღე­ებს გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

როგორ გავატაროთ შაბათ-კვირა: 19-20 ოქტომბრის კულტურული ღონისძიებები

როგორ გავატაროთ შაბათ-კვირა: 19-20 ოქტომბრის კულტურული ღონისძიებები

19-20 ოქტომბერს, თბილისში, ეთნოგრაფიული მუზეუმი ქართული ყველის რიგით IV ფესტივალს უმასპინძლებს ეგიდით "ქართული ყველის ათასწლეული და მისი ევროპული მომავალი". ფესტივალი 11:00-ზე გაიხსნება.

წლევანდელი ყველის ფესტივალი გაცილებით მასშტაბურია. ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა სახეობის ყველის გვერდით, წარმოდგენილი იქნება ქართული ნუგბარი, ღვინო, თაფლი, რეწვის ნიმუშები და სუვენირები.

ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებები ეთნოგრაფიული მუზეუმის 3 ეზოში განაწილდება.

19 და 20 ოქტომბერს, "რუსთავქალაქობის" დღესასწაული აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები დღეს, 19 ოქტომბერს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და კოსტავას გამზირზე 12.00 საათზე დაიწყება. "რუსთავქალაქობის" ფარგლებში ტრადიციული სპორტული მარათონი, საავტომობილო შოუ და რეტრო მანქანების გამოფენა გაიმართება. ქალაქის მერიის წინ, ცენტრალურ მოედანზე, თოჯინების თეატრი და ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-აუქციონი, მულტი-პულტის გმირების წარმოდგენა, ლიტერატურულ-საყმაწვილო ალმანახის "რუს" პრეზენტაცია მოეწყობა.  "რუსთავქალაქობის" დღესასწაული გაგრძელდება კვირას 20 ოქტომბერს.

19 ოქტომბერს მირზაანში ფიროსმანობა გაიმართება. დილიდან მთელი დღის განმავლობაში ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ეზოში მოეწყობა ფიროსმანობისთვის სპეციალურად დამზადებული და შერჩეული ხალხური რეწვის საუკეთესო ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, მხატვრულად იქნება გაფორმებული და წარმოდგენილი ტრადიციული ქიზიყური ბაზრობა, გაიმართება ქიზიყურ-კახური სამზარეულოსა და ღვინის დეგუსტაცია.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, დღეს დიდი ხნის შემდეგ, ერთიანი კოლექციის სახით, ფიროსმანის მუზეუმში დაცული მხატვრის 14 ორიგინალი სრულად იქნება.

19 ოქტომბერს თელავში, ნადიკვარის პარკის ტერიტორიაზე "ღვინის ფესტივალი" გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ღვინის მწარმოებლები, რომლებიც სტუმრებს წარუდგენენ როგორც ქვევრის, ასევე ქარხნული წესით დამზადებულ ღვინოებს. წარმოდგენილი იქნება აგრეთვე სამონასტრო ღვინოც. განთავსდება ქართული ყველის სადეგუსტაციო დახლი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება უნიკალური ქართული ყველი. სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ და დააგემოვნონ წარმოდგენილი პროდუქცია, ასევე თვალი ადევნონ თიხის ჭურჭლის დამზადების პროცესს და მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებაში.

"ამბები.ge" სასიამოვნო დასვენების დღეებს გისურვებთ!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია