საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ჩადგა Ray-Ban-ის სათვალე-ავიატორები ამერიკული არმიის სამსახურში
როგორ ჩადგა Ray-Ban-ის სათვალე-ავიატორები ამერიკული არმიის სამსახურში

"უც­ვლე­ლი კლა­სი­კუ­რი სტი­ლი" - სწო­რედ ამ ფრა­ზით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ სათ­ვა­ლე­ებს, რო­მელ­თა წარ­მო­მავ­ლო­ბაც სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ა­სა და მფრი­ნა­ვებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. 80 წლის წი­ნან­დე­ლი დი­ზა­ი­ნი კვლა­ვაც აქ­ტუ­ა­ლუ­რია და სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნებ­ში დღე­საც დიდი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს.

სა­ხელ­წო­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მარ­ტი­ვი მი­სახ­ვედ­რია, რომ სათ­ვა­ლე-ავი­ა­ტო­რე­ბი მფრი­ნა­ვე­ბის თხოვ­ნით შე­იქ­მნა. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში, თვითმფრი­ნა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ზრდას­თან ერ­თად, ამე­რი­კე­ლი პი­ლო­ტე­ბი ერთ პრობ­ლე­მას წა­ა­წყდნენ. დიდ სი­მაღ­ლე­ებ­ზე ადა­მი­ა­ნის თვა­ლი მზის ულტრა­ი­ის­ფე­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის­გან სრუ­ლი­ად და­უც­ვე­ლი იყო.

რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა ამე­რი­კე­ლი პი­ლო­ტე­ბის ეკი­პი­რე­ბა­ში 1936 წელს მოხ­და. კომ­პა­ნია Bausch & Lomb-ის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად ავი­ა­ტო­რე­ბის­თვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მზის დამ­ცა­ვი სათ­ვა­ლე მხო­ლოდ 150 გრ-ს იწო­ნი­და. მი­ნე­რა­ლუ­რი მი­ნის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ლინ­ზე­ბი მზის სხი­ვე­ბის მხო­ლოდ 20 %-ს ატა­რებ­დნენ და ადა­მი­ა­ნის თვალს ულტრა­ი­ის­ფე­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან სა­ი­მე­დოდ იცავ­დნენ. ასე გაჩ­ნდა სათ­ვა­ლის ახა­ლი მო­დე­ლი "ავი­ა­ტო­რე­ბი", რო­მელ­მაც მო­მა­ვა­ლი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვა­ლი თა­ო­ბის გარ­დე­რო­ბის საყ­ვა­რელ აქ­სე­სუ­ა­რად იქცა. ამ ტი­პის სათ­ვა­ლე­ე­ბის ლინ­ზე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი წვე­თი­სებ­რი ფორ­მა სწო­რედ პი­ლო­ტე­ბის მო­თხოვ­ნამ გა­ნა­პი­რო­ბა.

გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ამე­რი­კელ სამ­ხედ­რო პი­ლო­ტებს შო­რის "ავი­ა­ტო­რებ­მა" დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვეს. თუმ­ცა ფარ­თო გა­ყიდ­ვა­ში ახა­ლი სათ­ვა­ლე მხო­ლოდ 1938 წელს გა­მოჩ­ნდა. მო­დე­ლი იმ­დე­ნად მო­თხოვ­ნა­დი იყო, რომ მწარ­მო­ებ­ლებ­მა ის ახა­ლი ბრენდ Ray-Ban-ის სა­ხე­ლით და­ა­რე­გის­ტრი­რეს. მყიდ­ვე­ლებს არც სათ­ვა­ლის დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აჩე­რებ­და - ზო­გი­ერ­თი მო­დე­ლი 2-3 დო­ლა­რი ღირ­და, მა­შინ რო­დე­საც უბ­რა­ლო მზის სათ­ვა­ლის ფასი 25-30 ცენტს არ აღე­მა­ტე­ბო­და.

1930-იანი და 40-იანი წლე­ბის გა­ნავ­ლო­ბა­ში Ray-Ban აშშ-ის თავ­დაც­ვის უწყე­ბას­თან მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობ­და, რო­მე­ლიც პი­ლო­ტის­თვის გან­კუთ­ვნილ სათ­ვა­ლე­ებს სამ­ხედ­რო ამუ­ნი­ცი­ის სა­ხით ყი­დუ­ლობ­და.

"ავი­ა­ტო­რებს" სა­უ­კე­თე­სო პი­არს თა­ვად ამე­რი­კის არ­მია უკე­თებ­და. ფი­ლი­პი­ნებ­ზე გა­დას­ხმი­სას, "ავი­ა­ტო­რებ­ში" "გა­მო­წყო­ბი­ლი" აშშ-ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი გე­ნე­რალ დუ­გ­ლას მა­კარ­ტუ­რის ფოტო სათ­ვა­ლე­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო რეკ­ლა­მად იქცა. მა­კარ­ტუ­რი, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­სას ია­პო­ნი­ის ოკუ­პა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, კო­რე­ის ომი­სას კი გა­ე­როს ჯა­რებს სარ­დლობ­და, ფო­ტო­ო­ბი­ექ­ტი­ვე­ბის წინ თით­ქმის ყო­ველ­თვის თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი "ავი­ა­ტო­რე­ბით" პო­ზი­რებ­და.

ომის შემ­დგომ კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­მა და პოპ-კულ­ტუ­რამ "ავი­ა­ტო­რე­ბი" სტი­ლი­სა და მო­დის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად აქ­ცია. სათ­ვა­ლის ამ მო­დე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის იყ­ვნენ ელ­ვის პრეს­ლი, მიკლ ჯექ­სო­ნი, ჰან­ტერ ტომპსო­ნი. ამე­რი­კულ­მა Top Gun-მა კი, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი როლი ტომ კრუზ­მა შე­ას­რუ­ლა, "ავი­ა­ტო­რე­ბის" გა­ყიდ­ვე­ბი 40 %-ით გა­ზარ­და.

1936 წელს შექ­მნი­ლი ბრენ­დი Ray-Ban, ამე­რი­კულ კომ­პა­ნია Bausch & Lomb-ს 1999 წლამ­დე ეკუთ­ვნო­და, რის შემ­დე­გაც მან სა­კუ­თა­რი აქ­ტი­ვე­ბი იტა­ლი­ურ Luxottica-ს 640 მი­ლი­ონ დო­ლა­რად მიჰ­ყი­და.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ furfurmag.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

როგორ ჩადგა Ray-Ban-ის სათვალე-ავიატორები ამერიკული არმიის სამსახურში

როგორ ჩადგა Ray-Ban-ის სათვალე-ავიატორები ამერიკული არმიის სამსახურში

"უცვლელი კლასიკური სტილი" - სწორედ ამ ფრაზით მოიხსენიებენ სათვალეებს, რომელთა წარმომავლობაც სამხედრო ავიაციასა და მფრინავებთან არის დაკავშირებული. 80 წლის წინანდელი დიზაინი კვლავაც აქტუალურია და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებში დღესაც დიდი მოწონებით სარგებლობს.

სახელწოდებიდან გამომდინარე მარტივი მისახვედრია, რომ სათვალე-ავიატორები მფრინავების თხოვნით შეიქმნა. გასული საუკუნის 30-იან წლებში, თვითმფრინავების შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, ამერიკელი პილოტები ერთ პრობლემას წააწყდნენ. დიდ სიმაღლეებზე ადამიანის თვალი მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან სრულიად დაუცველი იყო.

რადიკალური ცვლილება ამერიკელი პილოტების ეკიპირებაში 1936 წელს მოხდა. კომპანია Bausch & Lomb-ის მიერ სპეციალურად ავიატორებისთვის შემუშავებული მზის დამცავი სათვალე მხოლოდ 150 გრ-ს იწონიდა. მინერალური მინისგან დამზადებული ლინზები მზის სხივების მხოლოდ 20 %-ს ატარებდნენ და ადამიანის თვალს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან საიმედოდ იცავდნენ. ასე გაჩნდა სათვალის ახალი მოდელი "ავიატორები", რომელმაც მომავალი ათწლეულების განმავლობაში მრავალი თაობის გარდერობის საყვარელ აქსესუარად იქცა. ამ ტიპის სათვალეების ლინზებისთვის დამახასიათებელი წვეთისებრი ფორმა სწორედ პილოტების მოთხოვნამ განაპირობა.

გამოჩენისთანავე ამერიკელ სამხედრო პილოტებს შორის "ავიატორებმა" დიდი პოპულარობა მოიპოვეს. თუმცა ფართო გაყიდვაში ახალი სათვალე მხოლოდ 1938 წელს გამოჩნდა. მოდელი იმდენად მოთხოვნადი იყო, რომ მწარმოებლებმა ის ახალი ბრენდ Ray-Ban-ის სახელით დაარეგისტრირეს. მყიდველებს არც სათვალის დიდი ღირებულება აჩერებდა - ზოგიერთი მოდელი 2-3 დოლარი ღირდა, მაშინ როდესაც უბრალო მზის სათვალის ფასი 25-30 ცენტს არ აღემატებოდა.

1930-იანი და 40-იანი წლების განავლობაში Ray-Ban აშშ-ის თავდაცვის უწყებასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, რომელიც პილოტისთვის განკუთვნილ სათვალეებს სამხედრო ამუნიციის სახით ყიდულობდა.

"ავიატორებს" საუკეთესო პიარს თავად ამერიკის არმია უკეთებდა. ფილიპინებზე გადასხმისას, "ავიატორებში" "გამოწყობილი" აშშ-ის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გენერალ დუგლას მაკარტურის ფოტო სათვალეების საუკეთესო რეკლამად იქცა. მაკარტური, რომელიც მეორე მსოფლიო ომისას იაპონიის ოკუპაციას ხელმძღვანელობდა, კორეის ომისას კი გაეროს ჯარებს სარდლობდა, ფოტოობიექტივების წინ თითქმის ყოველთვის თავისი საყვარელი "ავიატორებით" პოზირებდა.

ომის შემდგომ კინემატოგრაფმა და პოპ-კულტურამ "ავიატორები" სტილისა და მოდის განუყოფელ ნაწილად აქცია. სათვალის ამ მოდელის მომხმარებლებს შორის იყვნენ ელვის პრესლი, მიკლ ჯექსონი, ჰანტერ ტომპსონი. ამერიკულმა Top Gun-მა კი, რომელშიც მთავარი როლი ტომ კრუზმა შეასრულა, "ავიატორების" გაყიდვები 40 %-ით გაზარდა.

1936 წელს შექმნილი ბრენდი Ray-Ban, ამერიკულ კომპანია Bausch & Lomb-ს 1999 წლამდე ეკუთვნოდა, რის შემდეგაც მან საკუთარი აქტივები იტალიურ Luxottica-ს 640 მილიონ დოლარად მიჰყიდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ furfurmag.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე