Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკრანებზე ქართული "მისის დაუტფაიერი" გამოვა
ეკრანებზე ქართული "მისის დაუტფაიერი" გამოვა

ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში მხატ­ვრულ ფილ­მებს ხში­რად იღე­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით კი ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფილ­მე­ბის ქარ­თუ­ლი ვერ­სი­ე­ბი ანუ ე.წ. რი­მე­ი­ქე­ბი სარ­გებ­ლობს. ამ­ჯე­რად, ერთ-ერთ ასეთ ფილმზე "კო­მე­დი ჯგუ­ფიც" მუ­შა­ობს. გა­და­ღე­ბებ­სა და სხვა სი­ახ­ლე­ებ­ზე "რუს­თა­ვი 2"-ის იუ­მო­რის­ტუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელს, ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვილს ვე­სა­უბ­რე.

- ვი­ღებთ ახალ კო­მე­დი­ურ ფილ­მს და "გზა" პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლია, სა­დაც ამის შე­სა­ხებ და­ი­წე­რე­ბა. ამი­ტომ, გი­ლო­ცავთ ექ­სკლუ­ზივს! მოკ­ლედ, "კო­მე­დი ჯგუფ­მა" გა­და­წყვი­ტა, შე­ა­ბი­ჯოს კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში და გა­და­ი­ღოს მხატ­ვრუ­ლი კო­მე­დია, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ამე­რი­კუ­ლი ფილ­მის - "მი­სის და­უ­ტფა­ი­ე­რის" მო­ტი­ვებ­ზე იქ­ნე­ბა აგე­ბუ­ლი. ალ­ბათ გახ­სოვთ ეს ფილ­მი, სა­დაც რობი უი­ლი­ამ­სის გმი­რი, შვი­ლებ­თან ახ­ლოს ყოფ­ნის მიზ­ნით, ქა­ლის ტან­საც­მელს ჩა­იც­ვამს და მათი ძიძა გახ­დე­ბა.

- ფილ­მის გა­და­ღე­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ? ამით, კონ­კუ­რენტ არხთან კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვა ხომ არ გსურთ?

- რო­მელ არხს გუ­ლის­ხმობ?

- "იმედს", კონ­კრე­ტუ­ლად კი "ღა­მის შოუს სტუ­დი­ას" ვგუ­ლის­ხმობ.

- "რუს­თა­ვი 2"-ზეც არის "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვი", რო­მე­ლიც ფილ­მებ­საც იღებს... კონ­კუ­რენ­ცია არა­ფერ შუ­ა­შია. ჩვე­ნი პრო­ფი­ლი სწო­რედ კო­მე­დი­აა და ვა­პი­რებთ, კო­მე­დი­ის ყვე­ლა ჟანრ­ში ვცა­დოთ ბედი. რაც შე­ე­ხე­ბა ფილ­მის გა­და­ღე­ბას, ამას უკვე კარ­გა ხა­ნია, ვგეგ­მავთ. ჯერ კი­დევ 2007 წელს დავ­წე­რეთ ძა­ლი­ან კარ­გი სცე­ნა­რი, მაგ­რამ სპონ­სო­რე­ბი ვერ მო­ვი­ძი­ეთ. მერე ომი და­ი­წყო... ახლა რო­გორც იქნა, მო­ვა­ხერ­ხეთ ფილმზე მუ­შა­ო­ბა.

- იგი­ვე სცე­ნა­რია?

- არა. ვი­ნა­ი­დან ძველ­მა სცე­ნარ­მა აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა და­კარ­გა, გაგ­ვიჩ­ნდა იდეა, ოჯა­ხუ­რი კო­მე­დია გა­დაგ­ვე­ღო.

- მთლად თქვე­ნი იდეა არ არის - თქვე­ნი "ძიძა" ხომ ამე­რი­კუ­ლი ფილ­მის რი­მე­ი­ქია...

- ჰო, მაგ­რამ ერთი-ერ­თში გად­მო­ტა­ნი­ლი არ არის. ჩვენ ჩვე­ნი ხუმ­რო­ბე­ბი გვაქვს. იმ ამე­რი­კუ­ლი ფილ­მი­დან უბ­რა­ლოდ, მო­ტი­ვე­ბი ავი­ღეთ: მამა ქა­ლი­ვით გა­მო­ე­წყო­ბა და სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის ძიძა გახ­დე­ბა... კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გახ­ლდათ ფილ­მი - "პო­კე­რი სიყ­ვა­რუ­ლის წე­სე­ბით", რო­მე­ლიც სომ­ხებ­თან ერ­თად "გა­ვა­კე­თეთ" და კარ­გი გა­მო­ვი­და. უბ­რა­ლოდ, სომ­ხეთ­ში უფრო "იმუ­შა­ვა" ამ ფილმმა, რად­გან მსა­ხი­ო­ბე­ბის ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა სომ­ხე­ბი იყ­ვნენ. მისი სა­უნ­დტრე­კიც პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. სხვა­თა შო­რის, ამ სიმ­ღე­რას თბი­ლი­სე­ლი სო­მე­ხი ბიჭი - ერი­კა ას­რუ­ლებს, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან ერე­ვან­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და წლე­ვან­დე­ლი "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზე სომ­ხე­თის სა­ხე­ლით გა­ვი­და.

- "ძი­ძას" და­ვუბ­რუნ­დეთ. მას­ში რო­მე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ?

- მთა­ვარ გმირს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მიშა ან­დღუ­ლა­ძე გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, რად­გან "კო­მე­დი შო­უ­ში" ეს ერ­თა­დერ­თი "ქალი" გვყავს. ასე­ვე, მთა­ვარ რო­ლებ­ში არი­ან: ქეთა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ვასო ფხა­კა­ძე, ტრის­ტან სა­რა­ლი­ძე... ფილმში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ცნო­ბი­ლი იუ­მო­რის­ტი და "კო­მე­დი შოუს" წევ­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

- თუ არ ვცდე­ბი, ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობს.

- მარ­თა­ლი ხარ, ნუკი ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ში ნამ­დვი­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს. ვი­ნა­ი­დან "კო­მე­დი არხზე" გა­ვი­და ნუ­კის გა­და­ცე­მა "FACE ნუკი", შე­სა­ბა­მი­სად, ის უკვე ჩვე­ნი "სა­ხეა".

- სცე­ნარ­სა და რე­ჟი­სუ­რა­ზე ვინ ზრუ­ნავს?

- სცე­ნა­რიც ჩვე­ნია, რე­ჟი­სო­რიც (იღი­მის). ირაკ­ლი ცქი­ტიშ­ვი­ლი "კო­მე­დი შოუს" და სხვა უამ­რა­ვი გა­და­ცე­მის რე­ჟი­სო­რია. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფერს თვი­თონ ვა­კე­თებთ.

- "მი­სის და­უ­ტფა­ი­ე­რის" მი­ხედ­ვით, მთა­ვარ როლ­ში ბავ­შვე­ბი უნდა იყ­ვნენ...

- ბავ­შვე­ბის რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბიც ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "კო­მე­დი არხზე" გა­დის "კო­მე­დი ქიდსი" და შე­სა­ბა­მი­სად, მსა­ხი­ო­ბე­ბის დიდი ბაზა გვაქვს.

- რო­გორც ვიცი, ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე მთე­ლი ზა­ფხუ­ლი მუ­შა­ობ­დით და ახ­ლაც გა­ნაგ­რძობთ. რა­ტომ გა­გიგ­რძელ­დათ ეს პრო­ცე­სი და რო­დის ვი­ხი­ლავთ "ძი­ძას" დას­რუ­ლე­ბულ ვა­რი­ანტს?

- ტე­ლე­ვი­ზი­ას ვერ მოვ­წყდე­ბით და მთლი­ა­ნად ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე ვერ გა­და­ვერ­თვე­ბით - ორ საქ­მეს ერ­თმა­ნეთს ვუ­თავ­სებთ და გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი ცო­ტა­თი ამი­ტო­მაც გა­ი­წე­ლა. "ძი­ძას" ნო­ემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში, კი­ნო­თე­ატ­რებ­ში იხი­ლავთ.

- თქვენ მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი "ალუბ­ლე­ბის ქუჩა 12" არ­ცთუ ისე რე­ი­ტინ­გუ­ლი იყო და სწო­რედ ამი­ტომ, მა­ლე­ვე და­ი­ხუ­რა. რო­გორ ფიქ­რობ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეს ახა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი მო­ე­წო­ნე­ბა?

- იმ სე­რი­ა­ლის მხო­ლოდ 15 სე­რია გა­და­ვი­ღეთ, არა­და, სე­რი­ა­ლი ყო­ველ­თვის 14 სე­რი­ის შემ­დეგ "აგორ­დე­ბა" ხოლ­მე. მას თა­ვი­სი რე­ი­ტინ­გი ყო­ველ­თვის "ეჭი­რა", მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მას­ზე ლა­პა­რა­კი არ და­წყე­ბუ­ლა, ამის მი­ზე­ზი კი ის გახ­ლდათ, რომ გა­და­ღე­ბა ივ­ლი­სის თვე­ში და­ვი­წყეთ და ეთერ­ში მხო­ლოდ 10 სე­რია გა­ვი­და, მერე ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბის გამო შე­ჩერ­და. სექ­ტემ­ბრი­დან ისევ გა­და­ვი­ღეთ 5 სე­რია და პრო­ექ­ტი და­ი­ხუ­რა კი­დეც. მოკ­ლედ, რა­ღა­ცე­ბი არას­წო­რად გავ­თვა­ლეთ.

- ახ­ლაც აკე­თებთ კი­დევ ერთ სე­რი­ალს, რო­მელ­საც "კოქ­ტე­ი­ლი" ჰქვია...

- ეს სე­რი­ა­ლი "კო­მე­დი არხზე" გა­დის. შე­საძ­ლოა, სა­მო­მავ­ლოდ კი­დევ ერთი სე­რი­ა­ლი "რუს­თა­ვი 2"-ზეც "გა­ვა­კე­თოთ", მაგ­რამ ამ­ჯე­რად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი ფილმზე და გა­და­ცე­მებ­ზე ვართ. ივ­ლის­ში გა­და­ცე­მა - "გა­ა­ცი­ნე და მო­ი­გე" და­ვი­წყეთ, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტო­ში აღარ შე­ვა­ჩე­რეთ, ანუ შეც­დო­მებ­ზე ვის­წავ­ლეთ და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა - ამ გა­და­ცე­მას საკ­მა­ოდ კარ­გი რე­ი­ტინ­გი აქვს.

- რო­გორც ვიცი, ამ გა­და­ცე­მის ბევ­რი მო­ნა­წი­ლე მო­გე­წო­ნათ. ხომ არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რომ ისი­ნი "კო­მე­დი ჯგუ­ფის" წევ­რე­ბი გახ­დნენ?

- ეს გა­და­ცე­მა იუ­მო­რის­ტუ­ლი "გეიმ შოუა": მო­ნა­წი­ლე რომ კარ­გად ხუმ­რობს, ამა­ზე მხო­ლოდ მა­ყუ­რე­ბელს არ ეცი­ნე­ბა, ხში­რად - ჟი­უ­რის წევ­რებ­ზეც იცი­ნი­ან. გა­მორ­ჩე­ულ მო­ნა­წი­ლე­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, "კო­მე­დი არხზე" აღ­ვად­გენთ "კლაბ შოუს", სა­დაც "გა­ა­ცი­ნე და მო­ი­გეს" გმი­რე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამ ადა­მი­ა­ნებს მივ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­კუ­თა­რი ნიჭი კი­დევ ერთხელ წარ­მო­ა­ჩი­ნონ. ხომ გა­გი­გო­ნია, "მი­ე­ცი ნი­ჭ­სა გზა ფარ­თო"...

- რთუ­ლი არ არის, ერ­თდრო­უ­ლად ორ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ამ­დე­ნი გა­და­ცე­მის გა­კე­თე­ბა?

- არა, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად გვაქვს გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი; თი­თო­ე­ულ გა­და­ცე­მას თა­ვი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც იმ კონ­კრე­ტულ გა­და­ცე­მა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

- ბოლო დროს, მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი აღარ შე­გიქ­მნი­ათ. "ბუთ­ქუ­ნა და თა­მა­ზა­ზე" გა­ჩერ­დით?

- თა­ვი­დან გვყავ­და ჯგუ­ფი "პეწი", მერე - "კენ­ზო", "ელი­ა­ვას სთრით ბოიზ", "ბო­ტოქ­სი" და ბო­ლოს - "ბუთ­ქუ­ნა და თა­მა­ზა". მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა კარ­გია. ისე, "ბუთ­ქუ­ნა და თა­მა­ზას" ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და. არ ვე­ლო­დით, მათი სიმ­ღე­რე­ბი ასე თუ გა­ჰიტ­დე­ბო­და. აი, ასე­თი კარ­გე­ბი ვართ ჩვენ.

- ბოლო დროს, თქვენ­გან წა­სუ­ლი ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი გი­ჩი­ვით. თუ კარ­გე­ბი ხართ, რა­ტომ გყავთ ამ­დე­ნი მტე­რი?

- ვინც პირ­ვე­ლია, ვინც რა­ღა­ცას აკე­თებს, მას ყო­ველ­თვის ჰყავს მტე­რი! აბა, გა­და­ხე­დე ის­ტო­რი­ას. მთა­ვა­რია, ჩვენ არა­ვის მტრე­ბი არ ვართ. და­ბო­ლოს, ერთ მხი­ა­რულ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით: ბა­რის სცე­ნას ვი­ღებ­დით, სა­დაც მიშა თა­ვის უბად­ლო ნიჭს გვიჩ­ვე­ნებ­და. იმ ტრი­უკს აკე­თებ­და, ბარ­მე­ნი რომ ჭი­ქებს ატ­რი­ა­ლებს. სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, ბო­ლოს, ბარ­ზე ცე­ცხლი უნდა და­ენ­თო. და­ან­თო ცე­ცხლი და ვე­ღარ ჩა­აქ­რო. ბარი გა­დარ­ჩა, მაგ­რამ მი­შას და­ეწ­ვა რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი. არა­და, თა­ვი­დან გვე­გო­ნა, ხუმ­რობ­და. სხვა­თა შო­რის, ეს სცე­ნა გა­და­ღე­ბუ­ლი გვაქვს. ფილ­მის ეკ­რა­ნებ­ზე გა­მოს­ვლამ­დე, "კო­მე­დი არხზე" გავა "მე­ი­ქინგ ოფ" ანუ ფილ­მი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ გა­და­ვი­ღეთ "ძიძა". მი­შას ხან­ძრის ეპი­ზო­დიც სწო­რედ აქ იქ­ნე­ბა ნაჩ­ვე­ნე­ბი. მარ­თლა ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო იყო.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ეკრანებზე ქართული "მისის დაუტფაიერი" გამოვა

ეკრანებზე ქართული "მისის დაუტფაიერი" გამოვა

ბოლო დროს საქართველოში მხატვრულ ფილმებს ხშირად იღებენ. განსაკუთრებული პოპულარობით კი ჰოლივუდური ფილმების ქართული ვერსიები ანუ ე.წ. რიმეიქები სარგებლობს. ამჯერად, ერთ-ერთ ასეთ ფილმზე "კომედი ჯგუფიც" მუშაობს. გადაღებებსა და სხვა სიახლეებზე "რუსთავი 2"-ის იუმორისტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ალეკო მალხაზიშვილს ვესაუბრე.

- ვიღებთ ახალ კომედიურ ფილმს და "გზა" პირველი ჟურნალია, სადაც ამის შესახებ დაიწერება. ამიტომ, გილოცავთ ექსკლუზივს! მოკლედ, "კომედი ჯგუფმა" გადაწყვიტა, შეაბიჯოს კინოინდუსტრიაში და გადაიღოს მხატვრული კომედია, რომელიც ცნობილი ამერიკული ფილმის - "მისის დაუტფაიერის" მოტივებზე იქნება აგებული. ალბათ გახსოვთ ეს ფილმი, სადაც რობი უილიამსის გმირი, შვილებთან ახლოს ყოფნის მიზნით, ქალის ტანსაცმელს ჩაიცვამს და მათი ძიძა გახდება.

- ფილმის გადაღება რატომ გადაწყვიტეთ? ამით, კონკურენტ არხთან კონკურენციის გაწევა ხომ არ გსურთ?

- რომელ არხს გულისხმობ?

- "იმედს", კონკრეტულად კი "ღამის შოუს სტუდიას" ვგულისხმობ.

- "რუსთავი 2"-ზეც არის "ფორმულა კრეატივი", რომელიც ფილმებსაც იღებს... კონკურენცია არაფერ შუაშია. ჩვენი პროფილი სწორედ კომედიაა და ვაპირებთ, კომედიის ყველა ჟანრში ვცადოთ ბედი. რაც შეეხება ფილმის გადაღებას, ამას უკვე კარგა ხანია, ვგეგმავთ. ჯერ კიდევ 2007 წელს დავწერეთ ძალიან კარგი სცენარი, მაგრამ სპონსორები ვერ მოვიძიეთ. მერე ომი დაიწყო... ახლა როგორც იქნა, მოვახერხეთ ფილმზე მუშაობა.

- იგივე სცენარია?

- არა. ვინაიდან ძველმა სცენარმა აქტუალურობა დაკარგა, გაგვიჩნდა იდეა, ოჯახური კომედია გადაგვეღო.

- მთლად თქვენი იდეა არ არის - თქვენი "ძიძა" ხომ ამერიკული ფილმის რიმეიქია...

- ჰო, მაგრამ ერთი-ერთში გადმოტანილი არ არის. ჩვენ ჩვენი ხუმრობები გვაქვს. იმ ამერიკული ფილმიდან უბრალოდ, მოტივები ავიღეთ: მამა ქალივით გამოეწყობა და საკუთარი შვილების ძიძა გახდება... კინოინდუსტრიაში ჩვენი პირველი ნაბიჯები გახლდათ ფილმი - "პოკერი სიყვარულის წესებით", რომელიც სომხებთან ერთად "გავაკეთეთ" და კარგი გამოვიდა. უბრალოდ, სომხეთში უფრო "იმუშავა" ამ ფილმმა, რადგან მსახიობების ძირითადი შემადგენლობა სომხები იყვნენ. მისი საუნდტრეკიც პოპულარული გახდა. სხვათა შორის, ამ სიმღერას თბილისელი სომეხი ბიჭი - ერიკა ასრულებს, რომელიც ახლახან ერევანში გადავიდა საცხოვრებლად და წლევანდელი "ევროვიზიის" კონკურსზე სომხეთის სახელით გავიდა.

- "ძიძას" დავუბრუნდეთ. მასში რომელი მსახიობები მონაწილეობენ?

- მთავარ გმირს, რასაკვირველია, მიშა ანდღულაძე განასახიერებს, რადგან "კომედი შოუში" ეს ერთადერთი "ქალი" გვყავს. ასევე, მთავარ როლებში არიან: ქეთა ლორთქიფანიძე, ვანო ჯავახიშვილი, ვასო ფხაკაძე, ტრისტან სარალიძე... ფილმში აბსოლუტურად ყველა ცნობილი იუმორისტი და "კომედი შოუს" წევრია დაკავებული.

- თუ არ ვცდები, ნუკი კოშკელიშვილიც მონაწილეობს.

- მართალი ხარ, ნუკი ერთ-ერთ ეპიზოდში ნამდვილად მონაწილეობს. ვინაიდან "კომედი არხზე" გავიდა ნუკის გადაცემა "FACE ნუკი", შესაბამისად, ის უკვე ჩვენი "სახეა".

- სცენარსა და რეჟისურაზე ვინ ზრუნავს?

- სცენარიც ჩვენია, რეჟისორიც (იღიმის). ირაკლი ცქიტიშვილი "კომედი შოუს" და სხვა უამრავი გადაცემის რეჟისორია. მოკლედ, ყველაფერს თვითონ ვაკეთებთ.

- "მისის დაუტფაიერის" მიხედვით, მთავარ როლში ბავშვები უნდა იყვნენ...

- ბავშვების როლის შემსრულებლებიც ჩვენი თანამშრომლები არიან. მოგეხსენებათ, "კომედი არხზე" გადის "კომედი ქიდსი" და შესაბამისად, მსახიობების დიდი ბაზა გვაქვს.

- როგორც ვიცი, ფილმის გადაღებაზე მთელი ზაფხული მუშაობდით და ახლაც განაგრძობთ. რატომ გაგიგრძელდათ ეს პროცესი და როდის ვიხილავთ "ძიძას" დასრულებულ ვარიანტს?

- ტელევიზიას ვერ მოვწყდებით და მთლიანად ფილმის გადაღებაზე ვერ გადავერთვებით - ორ საქმეს ერთმანეთს ვუთავსებთ და გადაღების პროცესი ცოტათი ამიტომაც გაიწელა. "ძიძას" ნოემბრის შუა რიცხვებში, კინოთეატრებში იხილავთ.

- თქვენ მიერ გადაღებული სერიალი "ალუბლების ქუჩა 12" არცთუ ისე რეიტინგული იყო და სწორედ ამიტომ, მალევე დაიხურა. როგორ ფიქრობ, საზოგადოებას ეს ახალი ნამუშევარი მოეწონება?

- იმ სერიალის მხოლოდ 15 სერია გადავიღეთ, არადა, სერიალი ყოველთვის 14 სერიის შემდეგ "აგორდება" ხოლმე. მას თავისი რეიტინგი ყოველთვის "ეჭირა", მაგრამ საზოგადოებაში მასზე ლაპარაკი არ დაწყებულა, ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ გადაღება ივლისის თვეში დავიწყეთ და ეთერში მხოლოდ 10 სერია გავიდა, მერე ზაფხულის არდადეგების გამო შეჩერდა. სექტემბრიდან ისევ გადავიღეთ 5 სერია და პროექტი დაიხურა კიდეც. მოკლედ, რაღაცები არასწორად გავთვალეთ.

- ახლაც აკეთებთ კიდევ ერთ სერიალს, რომელსაც "კოქტეილი" ჰქვია...

- ეს სერიალი "კომედი არხზე" გადის. შესაძლოა, სამომავლოდ კიდევ ერთი სერიალი "რუსთავი 2"-ზეც "გავაკეთოთ", მაგრამ ამჯერად კონცენტრირებულები ფილმზე და გადაცემებზე ვართ. ივლისში გადაცემა - "გააცინე და მოიგე" დავიწყეთ, რომელიც აგვისტოში აღარ შევაჩერეთ, ანუ შეცდომებზე ვისწავლეთ და შედეგიც სახეზეა - ამ გადაცემას საკმაოდ კარგი რეიტინგი აქვს.

- როგორც ვიცი, ამ გადაცემის ბევრი მონაწილე მოგეწონათ. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ისინი "კომედი ჯგუფის" წევრები გახდნენ?

- ეს გადაცემა იუმორისტული "გეიმ შოუა": მონაწილე რომ კარგად ხუმრობს, ამაზე მხოლოდ მაყურებელს არ ეცინება, ხშირად - ჟიურის წევრებზეც იცინიან. გამორჩეულ მონაწილეებს რაც შეეხება, "კომედი არხზე" აღვადგენთ "კლაბ შოუს", სადაც "გააცინე და მოიგეს" გმირები მიიღებენ მონაწილეობას. ამ ადამიანებს მივცემთ საშუალებას, საკუთარი ნიჭი კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ. ხომ გაგიგონია, "მიეცი ნიჭსა გზა ფართო"...

- რთული არ არის, ერთდროულად ორ ტელევიზიაში ამდენი გადაცემის გაკეთება?

- არა, რადგან ყველაფერი სწორად გვაქვს გადანაწილებული; თითოეულ გადაცემას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს, რომელიც იმ კონკრეტულ გადაცემაზეა პასუხისმგებელი.

- ბოლო დროს, მუსიკალური ჯგუფი აღარ შეგიქმნიათ. "ბუთქუნა და თამაზაზე" გაჩერდით?

- თავიდან გვყავდა ჯგუფი "პეწი", მერე - "კენზო", "ელიავას სთრით ბოიზ", "ბოტოქსი" და ბოლოს - "ბუთქუნა და თამაზა". მრავალფეროვნება კარგია. ისე, "ბუთქუნა და თამაზას" ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. არ ველოდით, მათი სიმღერები ასე თუ გაჰიტდებოდა. აი, ასეთი კარგები ვართ ჩვენ.

- ბოლო დროს, თქვენგან წასული ყველა თანამშრომელი გიჩივით. თუ კარგები ხართ, რატომ გყავთ ამდენი მტერი?

- ვინც პირველია, ვინც რაღაცას აკეთებს, მას ყოველთვის ჰყავს მტერი! აბა, გადახედე ისტორიას. მთავარია, ჩვენ არავის მტრები არ ვართ. დაბოლოს, ერთ მხიარულ ამბავს მოგიყვებით: ბარის სცენას ვიღებდით, სადაც მიშა თავის უბადლო ნიჭს გვიჩვენებდა. იმ ტრიუკს აკეთებდა, ბარმენი რომ ჭიქებს ატრიალებს. სცენარის მიხედვით, ბოლოს, ბარზე ცეცხლი უნდა დაენთო. დაანთო ცეცხლი და ვეღარ ჩააქრო. ბარი გადარჩა, მაგრამ მიშას დაეწვა რაღაც-რაღაცები. არადა, თავიდან გვეგონა, ხუმრობდა. სხვათა შორის, ეს სცენა გადაღებული გვაქვს. ფილმის ეკრანებზე გამოსვლამდე, "კომედი არხზე" გავა "მეიქინგ ოფ" ანუ ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ გადავიღეთ "ძიძა". მიშას ხანძრის ეპიზოდიც სწორედ აქ იქნება ნაჩვენები. მართლა ძალიან სასაცილო იყო.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება