Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი დავით ბაქრაძეს რჩევას აძლევს
თეა წულუკიანი დავით ბაქრაძეს რჩევას აძლევს

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს და­ვით ბაქ­რა­ძეს ურ­ჩევს, მალე გა­მო­ას­წო­როს მდგო­მა­რე­ო­ბა და თა­ვი­სი პარ­ტია უწყე­ბა­თა­შო­რის კო­მი­სი­ა­ში და­აბ­რუ­ნოს. ამის შე­სა­ხებ თეა წუ­ლუ­კი­ან­მა სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" უწყე­ბა­თა­შო­რის კო­მი­სი­ა­ში ჩარ­თვას არ აპი­რებს.

"სამ­წუ­ხა­როა ეს იმი­ტომ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" უწყე­ბა­თა­შო­რის საბ­ჭო­დან გას­ვლით აზი­ა­ნებს სა­კუ­თარ კან­დი­დატს და მის ამომ­რჩე­ველს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მხარს უჭერ­დეს და­ვით ბაქ­რა­ძეს. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატს ვურ­ჩიო, რომ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა მალე გა­მო­ას­წო­როს და და­აბ­რუ­ნოს თა­ვი­სი პარ­ტის იქ, სა­დაც ჩვენ ვი­ხი­ლავთ კან­დი­და­ტე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს. ჩვენ ბო­ლომ­დე უნდა ჩა­ვა­ბა­როთ წარ­სულს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის დროს არ­სე­ბუ­ლი კულ­ტუ­რა ბო­ი­კო­ტის და წუ­წუ­ნის", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში უნდა დამ­კვიდ­რდეს მუ­შა­ო­ბის კულ­ტუ­რა.

"ამ კო­მი­სი­ა­ში სა­მუ­შაო გა­რე­მო ნამ­დვი­ლად არის. ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის რო­დის დაბ­რუნ­დე­ბი­ან და იმე­დი მაქვს დაბ­რუნ­დე­ბი­ან ისი­ნი ამ კო­მი­სი­ა­ში. ასე­ვე ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის ვი­სით იქ­ნე­ბი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მთა­ვა­რია ერთი რამ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" სა­კუ­თარ კან­დი­დატს უნდა გა­უ­წი­ოს ან­გა­რი­ში", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

მან ამ კონ­ტექ­სტში გუ­შინ­დე­ლი შემ­თხვე­ვა გა­იხ­სე­ნა, რომ­ლის დრო­საც, და­ვით ბაქ­რა­ძის ამომ­რჩე­ველ­თან შეხ­ვედ­რა­ზე, ცა­გე­რის საკ­რე­ბუ­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ვი­და.

"გუ­შინ, ცა­გერ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა გა­ვა­კე­თეთ, რო­დე­საც ვინ­მე ახვლე­დი­ა­ნი, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი, ნას­ვა­მი მი­ვი­და ბაქ­რა­ძის ამომ­რჩევ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე. ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ არის, თუმ­ცა ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვაა. ყვე­ლა კან­დი­დატს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ეს, ბურ­ჯა­ნა­ძე, ჯა­ვა­ხა­ძე თუ ბაქ­რა­ძე სჭირ­დე­ბა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სია და პარ­ტი­ებ­მა მას პა­ტი­ვი უნდა სცენ", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

"ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს თეა წუ­ლუ­კი­ანს მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის გა­ნად­გუ­რე­ბის სურ­ვი­ლი აქვს.

"უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა, რო­მე­ლიც თავ­მჯდო­მა­რე­ობს აღ­ნიშ­ნულ კო­მი­სი­ას და უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის სა­მარ­თლი­ა­ნად და გამჭვირ­ვა­ლედ ჩა­ტა­რე­ბის გა­რანტს, და­ა­დას­ტუ­რა რომ მისი მი­ზა­ნია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გა­ნად­გუ­რე­ბა რა­საც, მისი აზ­რით, მი­აღ­წია კი­დეც. ამას­თან, მი­ნის­ტრმა კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის, მათ შო­რის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მი­მართ უკვე მე­რამ­დე­ნედ გა­მო­ამ­ჟღავ­ნა არაპრო­ფე­სი­უ­ლი და აგ­დე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­ი­ის თავ­მჯდო­მა­რი­სა და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ეს გან­ცხა­დე­ბა წარ­მო­ად­გენს ღია დეკ­ლა­რა­ცი­ას იმი­სა, რომ ის თა­ვის ფუნ­ქცი­ას ხე­დავს არა თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არჩვე­ნე­ბის ხე­ლის­შე­წყო­ბა­ში არა­მედ მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის დევ­ნა­სა და შე­ვიწ­რო­ვე­ბა­ში.

წუ­ლუ­კი­ა­ნის ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ სრუ­ლი­ად აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია და, უფრო მე­ტიც, შე­უ­რაცმყო­ფე­ლია ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლის კო­მი­სი­ის სხდო­მებ­ზე დას­წრე­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნი, მი­სი­ვე თავ­მჯდო­მა­რის თქმით, ყო­ფი­ლა არა სა­მარ­თლი­ა­ნი არჩვე­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა არა­მედ ჩვე­ნი პარ­ტი­ის გა­ნად­გუ­რე­ბა და დევ­ნა", - აცხა­დე­ბენ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში".

მი­უ­ხე­და­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მა­ინც გა­ნაგ­რძობს რო­გორც კო­მი­სი­ის ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სხვა­დას­ხვა დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ წე­რი­ლო­ბით ინ­ფორ­მი­რე­ბას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თეა წულუკიანი დავით ბაქრაძეს რჩევას აძლევს

თეა წულუკიანი დავით ბაქრაძეს რჩევას აძლევს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს ურჩევს, მალე გამოასწოროს მდგომარეობა და თავისი პარტია უწყებათაშორის კომისიაში დააბრუნოს. ამის შესახებ თეა წულუკიანმა სასტუმრო "რედისონში" ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უწყებათაშორის კომისიაში ჩართვას არ აპირებს.

"სამწუხაროა ეს იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უწყებათაშორის საბჭოდან გასვლით აზიანებს საკუთარ კანდიდატს და მის ამომრჩეველს, რომელიც შეიძლება მხარს უჭერდეს დავით ბაქრაძეს. პირველ რიგში, მინდა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ვურჩიო, რომ ეს მდგომარეობა მალე გამოასწოროს და დააბრუნოს თავისი პარტის იქ, სადაც ჩვენ ვიხილავთ კანდიდატებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ჩვენ ბოლომდე უნდა ჩავაბაროთ წარსულს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს არსებული კულტურა ბოიკოტის და წუწუნის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს მუშაობის კულტურა.

"ამ კომისიაში სამუშაო გარემო ნამდვილად არის. ჩემი გადასაწყვეტი არ არის როდის დაბრუნდებიან და იმედი მაქვს დაბრუნდებიან ისინი ამ კომისიაში. ასევე ჩემი გადასაწყვეტი არ არის ვისით იქნებიან წარმოდგენილი. მთავარია ერთი რამ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარ კანდიდატს უნდა გაუწიოს ანგარიში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან ამ კონტექსტში გუშინდელი შემთხვევა გაიხსენა, რომლის დროსაც, დავით ბაქრაძის ამომრჩეველთან შეხვედრაზე, ცაგერის საკრებულოს წარმომადგენელი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა.

"გუშინ, ცაგერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მკაცრი რეაგირება გავაკეთეთ, როდესაც ვინმე ახვლედიანი, საკრებულოს წევრი, ნასვამი მივიდა ბაქრაძის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე. ეს წარმოუდგენელი რამ არის, თუმცა ერთეული შემთხვევაა. ყველა კანდიდატს მარგველაშვილი იქნება ეს, ბურჯანაძე, ჯავახაძე თუ ბაქრაძე სჭირდება უწყებათაშორისი კომისია და პარტიებმა მას პატივი უნდა სცენ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გუშინ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მთავარი ოპოზიციური პარტიის განადგურების სურვილი აქვს.

"უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, თეა წულუკიანმა, რომელიც თავმჯდომარეობს აღნიშნულ კომისიას და უნდა წარმოადგენდეს საარჩევნო პროცესის სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების გარანტს, დაადასტურა რომ მისი მიზანია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განადგურება რასაც, მისი აზრით, მიაღწია კიდეც. ამასთან, მინისტრმა კომისიის წევრების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ უკვე მერამდენედ გამოამჟღავნა არაპროფესიული და აგდებული დამოკიდებულება.

მიგვაჩნია, რომ უწყებათაშორისი კომიიის თავმჯდომარისა და იუსტიციის მინისტრის ეს განცხადება წარმოადგენს ღია დეკლარაციას იმისა, რომ ის თავის ფუნქციას ხედავს არა თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების ხელისშეწყობაში არამედ მთავარი ოპოზიციური პარტიის დევნასა და შევიწროვებაში.

წულუკიანის ამ განცხადების შემდეგ სრულიად აზრს მოკლებულია და, უფრო მეტიც, შეურაცმყოფელია ჩვენი წარმომადგენლის კომისიის სხდომებზე დასწრება, რომლის მიზანი, მისივე თავმჯდომარის თქმით, ყოფილა არა სამართლიანი არჩვენების ჩატარება არამედ ჩვენი პარტიის განადგურება და დევნა", - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".

მიუხედავად აღნიშნულისა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მაინც განაგრძობს როგორც კომისიის ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების სხვადასხვა დარღვევების შესახებ წერილობით ინფორმირებას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა