28 წლის მომღერალი და ტელეწამყვანი კელი ოსბორნი რამდენიმე დღის წინ საქველმოქმედო ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც მომღერალი თავს იწონებდა 1 მლნ დოლარის ღირებულების ფრჩხილის ლაქით. აღმოჩნდა, რომ ოსბორნმა ამ ფორმით მიიღო საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა.
კელიმ ლაქის გაკეთებისთანავე "ინსტაგრამში" ფოტო ატვირთა წარწერით: "მე პირველი გოგო ვარ, რომელსაც წილად ხვდა ბედნიერება, გაეკეთებინა 1 მლნ დოლარის ღირებულების ფრჩხილის ლაქი ბრილიანტებისგან".
"ჯერ კიდევ ვერ გამიაზრებია მისი საფასური, მაგრამ თუკი აუქციონზე ლაქის ეს ბოთლი ძვირად გაიყიდება, შემოსული თანხა კუჭ-ნაწლავის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის, დედაჩემის ფონდში გადაირიცხება", - აღნიშნა კელი ოსბორნმა.
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.