მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გარჩევებია ივანიშვილის გუნდში?
რა გარჩევებია ივანიშვილის გუნდში?

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა. რო­გორც კუ­ლუ­ა­რებ­ში სა­უბ­რო­ბენ, უმ­რავ­ლე­სო­ბის არა­ერ­თი დე­პუ­ტა­ტი წა­მო­ა­ყე­ნებს ულ­ტი­მა­ტუმს მო­თხოვ­ნით, - გა­იწ­მინ­დოს მათი რი­გე­ბი ამ­ბი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან.

თუ რა ხდე­ბა კო­ა­ლი­ცი­ა­ში, ამა­ზე "ალი­ას" "სა­ხალ­ხო კრე­ბის" წევ­რი - ლაშა ამი­რე­ჯი­ბი ესა­უბ­რე­ბა:

- სამ­წუ­ხა­როდ, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ხელს უწყობს, რომ ის მე­ო­რე წრე­ზე წა­ვი­დეს. უკვე ახ­ლოვ­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბიც და ამ ადა­მი­ანს პრე­ტენ­ზია გა­უჩ­ნდა გახ­დეს თბი­ლი­სის მერი. ალ­ბათ, გახ­სოვთ, რო­გორ და­ი­წყო მისი საპ­რე­ზი­დენ­ტო კა­რი­ე­რა, ანუ რა იყო მისი ტრამ­პლი­ნი. სა­ა­კაშ­ვი­ლი გახ­და საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე, ამის შემ­დეგ და­ი­წყო სა­ხუ­რა­ვებ­ზე სირ­ბი­ლი, ლა­მის ხე­ებ­ზეც კი დახ­ტო­და, ჩა­ი­წე­რა ბლო­მად ქუ­ლე­ბი და გახ­და პრე­ზი­დენ­ტი. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, მას არ აძ­ლე­ვენ გარე ძა­ლე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი აღიძ­რას დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. დამ­ნა­შა­ვე­ებს ხელს აფა­რე­ბენ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი...

- არა მგო­ნია, სა­ა­კაშ­ვილ­მა თბი­ლის­ში არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­გოს, გა­ვიხ­სე­ნოთ უახ­ლო­ეს წარ­სუ­ლი, ის დე­და­ქა­ლაქ­ში ყო­ველ­თვის აგებ­და.

- ეს ვიცი და გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ აქ მთა­ვა­რია, რო­გო­რი გა­რი­გე­ბე­ბი მოხ­დე­ბა და რო­გორ და­ა­ლა­გე­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ას ამე­რი­კე­ლე­ბი. ამა­ვე დროს ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ რუ­სე­ბი ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ამ დღე­ებ­ში პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა სა­გუ­ლის­ხმო რამ თქვა, - რუ­სე­ბი გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით გვი­ყუ­რე­ბენ და ელო­დე­ბი­ან, ქარ­თვე­ლებ­მა რა­ღცა უხე­ში შეც­დო­მა და­ვუშ­ვა­თო. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უნდა, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე შე­მო­ათ­რი­ოს თბი­ლის­ში, არი­ოს სი­ტუ­ა­ცია და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­და­ი­დოს. თუ გახ­სოვს, მე დიდი ხნის წინ ვლა­პა­რა­კობ­დი, რომ ამ ადა­მი­ანს უნდა დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი მი­ი­ღოს. თუ რუ­სე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის აქეთ გად­მოვ­ლენ, რა თქმა უნდა, გა­მო­ცხად­დე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა და არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­იშ­ლე­ბა.

- რუ­სე­ბის მოყ­ვა­ნა თბი­ლი­სამ­დე გა­მო­რი­ცხუ­ლია, მათ ახლა ამის­თვის არ სცა­ლი­ათ, ოლიმ­პი­ა­და აქვთ ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი.

- გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია, შე­იძ­ლე­ბა რუ­სებ­მა სწო­რედ ოლიმ­პი­ა­და მო­ი­მი­ზე­ზონ და შე­მო­ვიდ­ნენ. რო­გორც ვა­ტყობ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსაც შე­უჩ­ნდნენ ვი­ღა­ცე­ბი, რათა ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი ოლიმ­პი­ა­და­ზე არ გა­უშ­ვან.

- აი, სწო­რედ ახლა მი­ვა­დე­ქით მთა­ვარ სათ­ქმელს, - რა ხდე­ბა ამ ეტაპ­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გუნდში პარ­ლა­მენ­ტსა თუ მთავ­რო­ბა­ში? მე ვიცი, რომ სა­მი­ვე­გან დიდი შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა და კუ­ლუ­ა­რუ­ლი გარ­ჩე­ვე­ბია.

- მე ვე­ლო­დე­ბო­დი ამ ყვე­ლა­ფერს, რად­გან ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვა­ში გუნ­დუ­რი თა­მა­ში არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, რა თქმა უნდა, არის გარ­ჩე­ვე­ბი, ყვე­ლა ფიქ­რობს, რო­გორ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა, ქვე­ყა­ნა და ხალ­ხი ყვე­ლას ერთ ად­გი­ლას ჰკი­დია. მე უკვე ხში­რად ვფიქ­რობ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ესე­ნი მი­უშ­ვა, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში და­ზა­რალ­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და არა, თა­ვად ივა­ნიშ­ვი­ლი. ბი­ძი­ნამ ყვე­ლას აჩ­ვე­ნა, - აი, ეს არის ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა, ეს არის ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. აბა, და­უკ­ვირ­დი, ხალ­ხმა და­ი­ნა­ხა ვინ, ვინ არის და ერთი რამ გა­მო­იკ­ვე­თა ძა­ლი­ან კარ­გად, - დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან არა­ვინ არ ფიქ­რობს ხალ­ხზე, სა­უ­ბე­დუ­როდ, დღეს სა­ხე­ზე გვაქვს დიდი გა­უ­გებ­რო­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თით­ქოს ლუსტრა­ცია მო­ხა­დი­ნა სა­კუ­თა­რი გა­რე­მოც­ვი­სა.

- შენ უკვე ფან­ტა­ზი­ო­რობ, თუ სი­მარ­თლეს ლა­პა­რა­კობ?

- მე ვლა­პა­რა­კობ, რაც ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად. და­მი­სა­ხე­ლე ერთი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ამ პარ­ლა­მენ­ტმა ხალ­ხის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ი­ღო. ამათ რომ ვუ­ყუ­რებ, ერთი გა­მო­ნათ­ქვა­მი მახ­სენ­დე­ბა: "მო­ხუ­ცი მოტ...ეს და კარი გა­მო­ი­ჯა­ხუ­ნეს!" აგერ ღიად გე­უბ­ნე­ბი ამას. მი­ნის­ტრე­ბი და პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი შეც­ვივ­დნენ კა­ბი­ნე­ტებ­ში, კა­რე­ბი მოგ­ვი­ჯა­ხუ­ნეს, ისე გვხმა­რო­ბენ, ხან­და­ხან ვერც კი ვი­გებთ... მე არ ვამ­ბობ, ამას აკე­თებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ამას აკე­თე­ბენ მისი მი­ნის­ტრე­ბი და პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი. რა­ღაც კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე ლა­პა­რა­კობს ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა, თვი­თონ აი­ღოს სხვა ნო­მე­რი და იქი­დან და­ურ­ე­კოს თა­ვი­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რებს, ნა­ხავს, რო­მე­ლი აი­ღებს ტე­ლე­ფონს. გახ­სოვთ, მი­შამ რით აყ­ლა­პა სა­ზო­გა­დო­ე­ბას? მი­ნის­ტრებს თითი და­უქ­ნია, - დე­დას მოგ...ავთ, ტე­ლე­ფო­ნი აი­ღე­თო!!! ეს გახ­სოვს? მა­შინ რამ­ხე­ლა რე­ი­ტინ­გი გა­ი­კე­თა, ესეც უნდა გახ­სოვ­დეს... ეს იყო წმინ­და წყლის პი­ა­რი, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, ამის შემ­დეგ აღა­რა­ვინ პა­სუ­ხობ­და ტე­ლე­ფონს, მაგ­რამ ხომ გა­ა­პი­ა­რა?.. შე­იძ­ლე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ბო­ლო­ოდ ვერ მო­ი­გოს, მაგ­რამ თა­ვის პატ­რო­ნებს აჩ­ვე­ნებს, ნა­ხეთ, რამ­დე­ნი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლი­აო. დღეს პი­ა­რის მთე­ლი მან­ქა­ნა მუ­შა­ობს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. ამ ეტაპ­ზე ვერ უგებს სა­ა­კაშ­ვი­ლი, მაგ­რამ თუ ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვა ასე იქ­ნე­ბა გაბ­რუ­ე­ბუ­ლი, მა­შინ სხვა­ნა­ი­რად წავა საქ­მე და გვექ­ნე­ბა სამ­წუ­ხა­რო შე­დე­გე­ბი. გე­უბ­ნე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის რუ­სე­თის კაცი, ოღონდ შე­ფუ­თუ­ლი ამე­რი­კუ­ლად. კი­დევ ერთ ფაქტს გა­გახ­სე­ნებთ, - ამ ადა­მი­ან­მა რო­გორც კი და­ი­წყო გაზ­სა­დე­ნის გა­ყიდ­ვა­ზე ლა­პა­რა­კი, ამე­რი­კე­ლებ­მა სულ თითი უქ­ნი­ეს და ძლივს გა­ა­ჩე­რეს, ფუ­ლიც კი მის­ცეს სა­ნაც­ვლოდ. ახლა გა­და­ვი­დეთ მთა­ვარ­ზე, - დღეს რუ­სე­ბი ყვე­ლა მხრი­დან გვი­გე­ბენ, რუ­სე­თი რა­ღაც სხვას ელო­დე­ბო­და, ვერ მი­ი­ღო და ამი­ტო­მაც გამ­წარ­და.

- რას ელო­დე­ბო­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან რუ­სე­თი და რა ვერ მი­ი­ღო?

- რუ­სე­თი პირ­და­პირ გვე­უბ­ნე­ბა, - თქვე­ნი გა­მო­ი­ღეთ, ჩემი უნდა შევ­დოო... და­უკ­ვირ­დით, დღეს სა­ა­კაშ­ვილს ეგე­ნი ეხ­მა­რე­ბი­ან და ეს უკა­ნას­კნე­ლი, მშვე­ნივ­რად იყე­ნებს სა­პი­ა­როდ. კო­ა­ლი­ცი­ა­ში, რამ­დე­ნი­მე კა­ცის გარ­და, ყვე­ლა იმი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი და­აკ­ნი­ნოს. ბოლო დროს ისე წარ­მო­ა­ჩი­ნეს, თით­ქოს, ეს კაცი არაფ­რის გამ­კე­თე­ბე­ლია. ამა­ვე დროს მიშა მთელ მსოფ­ლი­ოს აჩ­ვე­ნებს, თით­ქოს, ახა­ლი პრე­მი­ე­რი არ დგას თა­ვის მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე. რუ­სებ­მა თა­ვი­დან რა­ღაც სა­ტყუ­ა­რა გად­მოგ­ვიგ­დეს, - აბა, და­ვი­წყოთ ურ­თი­ერ­თო­ბა, ღვი­ნო შე­მო­ი­ტა­ნე­თო, მაგ­რამ ახლა, ონი­შენ­კო 28 სა­ხე­ო­ბის ღვი­ნოს უკან აბ­რუ­ნებს, ესეც პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლია... მო­დით, გავ­ხსნათ კარ­ტე­ბი ბო­ლომ­დე: რუ­სებს არ მო­ე­წო­ნათ ის, რომ მათ მიერ ჩა­ნერ­გი­ლი აგენ­ტე­ბი ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან ცუ­დად მუ­შა­ო­ბენ, მათი ჩათ­ლა­ხი აგენ­ტე­ბი დღეს ყველ­გან არი­ან, მაგ­რამ და­ვა­ლე­ბებს ვერ ას­რუ­ლე­ბენ.

- ვინ არის ეს ჩათ­ლა­ხი აგენ­ტე­ბი, ან სად არი­ან, მთავ­რო­ბა­ში თუ პარ­ლა­მენ­ტში?

- ყველ­გან არი­ან, მარ­ტო 7-8 კა­ცია პარ­ლა­მენ­ტში, ისი­ნი არ ჩა­ნან, ხმას არ იღე­ბენ, რუ­სე­ბის მიერ "და­ვერ­ბოვ­კე­ბუ­ლი" ადა­მი­ა­ნე­ბი მთავ­რო­ბა­შიც არი­ან და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვა­შიც, ნა­წი­ლი ძვე­ლი თა­ო­ბაა, ხოლო ნა­წი­ლი - ახა­ლი თა­ო­ბა. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა რუ­სე­ბის და­ვა­ლე­ბა ვერ შე­ას­რუ­ლეს "სა­მი­ან­ზეც" კი...

- კი მაგ­რამ, რა პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი ჰქონ­დათ მათ?

- როცა პრე­მი­ე­რის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან დიდი ხნის წი­ნათ ჰქონ­და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და გა­დაბ­მუ­ლი ჰქონ­დათ კუ­დე­ბი, აქ ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია. რო­დე­საც რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ხარ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი ხარ შენი პატ­რო­ნე­ბის წი­ნა­შე. თუ ასე­თი ქა­ო­სი გაგ­რძელ­დე­ბა, ცოტა ხან­ში იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი, და­ვა­სა­ხე­ლო ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და ვთქვა, ვინ არი­ან, ან სა­ი­დან მო­დი­ან. ფაქ­ტია, რუ­სე­ბი ძა­ლი­ან გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ამ გამ­წა­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ისე­თი შე­დე­გე­ბი გა­მო­ი­ღოს, ქვე­ყა­ნა­ში ქა­ო­სი და­ი­წყოს. პარ­ლა­მენ­ტში სი­ტუ­ა­ცია წკიპ­ზეა, რო­გორც კი ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ივ­ლის, ეგ­რე­ვე გა­და­უვ­ლი­ან ერ­თმა­ნეთს.

ქარ­თვე­ლებს გვჭირს ერთი უბე­დუ­რე­ბა, - ვი­ღა­ცის ხათ­რით რა­ღა­ცას მი­ვაღ­წევთ და შემ­დეგ გვიჩ­ნდე­ბა დიდი ამ­ბი­ცი­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი მოხ­ვდე­ბო­და თუ არა პარ­ლა­მენ­ტში, არა­ვინ იცის, მაგ­რამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შე­იყ­ვა­ნა და ეგ­რე­ვე პრე­ზი­დენ­ტო­ბა მო­უნ­და. ყვე­ლა­ფერს და­ვა­ნე­ბოთ თავი, დღეს პრე­მი­ერს უყუ­რე­ბენ, რო­გორც ფუ­ლის დიდ ტო­მა­რას, ყვე­ლა ცდი­ლობს სა­თა­ვი­სოდ იქი­დან რა­ღაც გა­მო­ი­ტა­ნოს. ვი­ღა­ცებს ეწყი­ნათ, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა მათ მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი არ აჩუ­ქა, მე თუ მკი­თხავთ, ისიც და­ა­შა­ვა, ზო­გი­ერ­თებს სა­არ­ჩევ­ნოდ დიდი ფული რომ მის­ცა. კი­დევ ერთ რა­ღა­ცას ვი­ტყვი: რო­დე­საც გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და "მწვა­ნე­ე­ბი" არა­ვის ახ­სოვ­და, ივა­ნიშ­ვილ­მა და­ი­ახ­ლო­ვა და შე­იყ­ვა­ნა პარ­ლა­მენ­ტში. მეტი რაღა უნდა გა­გი­კე­თოს ადა­მი­ან­მა, ამის შემ­დეგ რა­ტომ უნდა მო­ი­თხო­ვო შენი პარ­ტი­ის და­ფი­ნან­სე­ბა? ახლა ეს კაცი ფიქ­რობს, - კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა მი­ლი­ო­ნი ლა­რის ასატ­რი­ნა შე­ჭა­მა და მე რა­ტომ არ მაძ­ლევ­სო?!. არის ასე­თი ში­ნა­გა­ნი შუღ­ლი პარ­ლა­მენ­ტში. აგერ, ზვი­ად ძი­ძი­გურს მი­ლი­ო­ნი მის­ცა, მე არ მომ­ცა... რა, მე არ მე­კუთ­ვნი­სო?.. თუ გინ­და, რომ ყვე­ლა დატ­კბეს და არ გა­გე­ბუ­ტოს, მა­შინ, ან ყვე­ლას უნდა მის­ცე, ან არა­ვის არ უნდა მის­ცე. ახლა, გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და გია ჟორ­ჟო­ლი­ა­ნიც ფიქ­რო­ბენ, რით ვართ კობა და­ვი­თაშ­ვილ­ზე ნაკ­ლე­ბი? ჩვენ რა, ასატ­რი­ნა არ გვიყ­ვარს თუ მი­ლი­ონს ვე­ღარ დავ­ხარ­ჯავ­დი­თო?.. ჩვენ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რომ ვლა­პა­რა­კობთ, პარ­ლა­მენ­ტში ასე­თი რა­ღა­ცე­ბის გა­მოც არის და­პი­რის­პი­რე­ბა, მე პირ­და­პირ ვამ­ბობ, - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ბევ­რი რამე გა­ა­კე­თა, მაგ­რამ თა­ვის გა­რე­მოც­ვა­ში მი­ანც არ ჰყავს ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ისი­ნი სხვა­ნა­ი­რად უყუ­რე­ბენ ამ კაცს, წე­სით, როცა არა­ფე­რი გა­გაჩ­ნია, არა­ფერს წარ­მო­ად­გენ და შემ­დეგ, ყვე­ლა­ფე­რი გა­გიჩ­ნდე­ბა, უმა­დუ­რი აღარ უნდა იყო, მაგ­რამ ნათ­ქვა­მია, - უნა­ხავ­მა რა ნა­ხაო?!. მე არც ერთ გი­ას­თან არ მაქვს პრე­ტენ­ზია პი­როვ­ნუ­ლად და არც მე­ო­რეს­თან, მაგ­რამ არის მო­მენ­ტე­ბი, როცა და­ბალ ტონ­ში უნდა ილა­პა­რა­კო. იქ­ნებ იმა­საც უნდა ჰკი­თხო რამე, ვინც რა­ღა­ცას გაძ­ლევს? ასე­თი რამ გა­მო­რი­ცხუ­ლი უნდა იყოს სა­ერ­თოდ... მეც ბევ­რი რამე მინ­და, მაგ­რამ, როცა არა მაქვს, შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე დამ­წყდეს გული და არა, სხვა­ზე. დღეს ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, თით­ქოს გა­ხუ­რე­ბულ თო­ნე­ში ვზი­ვართ და სა­და­ცაა, უნდა გას­კდეს. რო­გორ­მე ჩა­ივ­ლის არ­ჩევ­ნე­ბი და ამის შემ­დეგ რა მოხ­დე­ბა, არა­ვინ იცის. პრე­მი­ე­რი კი ამ­ბობს, რა­ღაც ბერ­კე­ტე­ბი მექ­ნე­ბა და სი­ტუ­ა­ცი­ას და­ვა­ლა­გე­ბო, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ამის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლი იქ­ნე­ბა.

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

რა გარჩევებია ივანიშვილის გუნდში?

რა გარჩევებია ივანიშვილის გუნდში?

კოალიცია "ქართულ ოცნებაში" დაძაბული სიტუაციაა. როგორც კულუარებში საუბრობენ, უმრავლესობის არაერთი დეპუტატი წამოაყენებს ულტიმატუმს მოთხოვნით, - გაიწმინდოს მათი რიგები ამბიციური ადამიანებისგან.

თუ რა ხდება კოალიციაში, ამაზე "ალიას" "სახალხო კრების" წევრი - ლაშა ამირეჯიბი ესაუბრება:

- სამწუხაროდ, კოალიცია "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს ხელს უწყობს, რომ ის მეორე წრეზე წავიდეს. უკვე ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც და ამ ადამიანს პრეტენზია გაუჩნდა გახდეს თბილისის მერი. ალბათ, გახსოვთ, როგორ დაიწყო მისი საპრეზიდენტო კარიერა, ანუ რა იყო მისი ტრამპლინი. სააკაშვილი გახდა საკრებულოს თავმჯდომარე, ამის შემდეგ დაიწყო სახურავებზე სირბილი, ლამის ხეებზეც კი დახტოდა, ჩაიწერა ბლომად ქულები და გახდა პრეზიდენტი. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, მას არ აძლევენ გარე ძალები საშუალებას, სისხლის სამართლის საქმეები აღიძრას დამნაშავეების წინააღმდეგ. დამნაშავეებს ხელს აფარებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები...

- არა მგონია, სააკაშვილმა თბილისში არჩევნები მოიგოს, გავიხსენოთ უახლოეს წარსული, ის დედაქალაქში ყოველთვის აგებდა.

- ეს ვიცი და გასაგებია, მაგრამ აქ მთავარია, როგორი გარიგებები მოხდება და როგორ დაალაგებენ სიტუაციას ამერიკელები. ამავე დროს ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსები ჩასაფრებულები არიან, ამ დღეებში პაატა ზაქარეიშვილმა საგულისხმო რამ თქვა, - რუსები გამადიდებელი შუშით გვიყურებენ და ელოდებიან, ქართველებმა რაღცა უხეში შეცდომა დავუშვათო. მიხეილ სააკაშვილს უნდა, რაც შეიძლება მალე შემოათრიოს თბილისში, არიოს სიტუაცია და საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდოს. თუ გახსოვს, მე დიდი ხნის წინ ვლაპარაკობდი, რომ ამ ადამიანს უნდა დევნილის სტატუსი მიიღოს. თუ რუსები ოკუპირებული ტერიტორიების აქეთ გადმოვლენ, რა თქმა უნდა, გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა და არჩევნები ჩაიშლება.

- რუსების მოყვანა თბილისამდე გამორიცხულია, მათ ახლა ამისთვის არ სცალიათ, ოლიმპიადა აქვთ ჩასატარებელი.

- გამორიცხული არაფერია, შეიძლება რუსებმა სწორედ ოლიმპიადა მოიმიზეზონ და შემოვიდნენ. როგორც ვატყობ, პრემიერ-მინისტრსაც შეუჩნდნენ ვიღაცები, რათა ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე არ გაუშვან.

- აი, სწორედ ახლა მივადექით მთავარ სათქმელს, - რა ხდება ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის გუნდში პარლამენტსა თუ მთავრობაში? მე ვიცი, რომ სამივეგან დიდი შეუთანხმებლობა და კულუარული გარჩევებია.

- მე ველოდებოდი ამ ყველაფერს, რადგან ივანიშვილის გარემოცვაში გუნდური თამაში არასოდეს ყოფილა, რა თქმა უნდა, არის გარჩევები, ყველა ფიქრობს, როგორ გაიუმჯობესოს საკუთარი ცხოვრება, ქვეყანა და ხალხი ყველას ერთ ადგილას ჰკიდია. მე უკვე ხშირად ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ესენი მიუშვა, მაგრამ ამ შემთხვევაში დაზარალდა ქართველი ხალხი და არა, თავად ივანიშვილი. ბიძინამ ყველას აჩვენა, - აი, ეს არის ჩვენი ქართული პოლიტიკა, ეს არის ჩვენი პოლიტიკური საზოგადოება. აბა, დაუკვირდი, ხალხმა დაინახა ვინ, ვინ არის და ერთი რამ გამოიკვეთა ძალიან კარგად, - დღეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არავინ არ ფიქრობს ხალხზე, საუბედუროდ, დღეს სახეზე გვაქვს დიდი გაუგებრობა. ბიძინა ივანიშვილმა თითქოს ლუსტრაცია მოხადინა საკუთარი გარემოცვისა.

- შენ უკვე ფანტაზიორობ, თუ სიმართლეს ლაპარაკობ?

- მე ვლაპარაკობ, რაც ხდება რეალურად. დამისახელე ერთი კანონი, რომელიც ამ პარლამენტმა ხალხის სასარგებლოდ მიიღო. ამათ რომ ვუყურებ, ერთი გამონათქვამი მახსენდება: "მოხუცი მოტ...ეს და კარი გამოიჯახუნეს!" აგერ ღიად გეუბნები ამას. მინისტრები და პარლამენტარები შეცვივდნენ კაბინეტებში, კარები მოგვიჯახუნეს, ისე გვხმარობენ, ხანდახან ვერც კი ვიგებთ... მე არ ვამბობ, ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, ამას აკეთებენ მისი მინისტრები და პარლამენტარები. რაღაც კომუნიკაციაზე ლაპარაკობს ბატონი ბიძინა, თვითონ აიღოს სხვა ნომერი და იქიდან დაურეკოს თავისი გარემოცვის წევრებს, ნახავს, რომელი აიღებს ტელეფონს. გახსოვთ, მიშამ რით აყლაპა საზოგადოებას? მინისტრებს თითი დაუქნია, - დედას მოგ...ავთ, ტელეფონი აიღეთო!!! ეს გახსოვს? მაშინ რამხელა რეიტინგი გაიკეთა, ესეც უნდა გახსოვდეს... ეს იყო წმინდა წყლის პიარი, მაგრამ საზოგადოებას ძალიან გაუხარდა, ამის შემდეგ აღარავინ პასუხობდა ტელეფონს, მაგრამ ხომ გააპიარა?.. შეიძლება მიხეილ სააკაშვილმა საბოლოოდ ვერ მოიგოს, მაგრამ თავის პატრონებს აჩვენებს, ნახეთ, რამდენი რამის გაკეთება შემიძლიაო. დღეს პიარის მთელი მანქანა მუშაობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ვერ უგებს სააკაშვილი, მაგრამ თუ ივანიშვილის გარემოცვა ასე იქნება გაბრუებული, მაშინ სხვანაირად წავა საქმე და გვექნება სამწუხარო შედეგები. გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის კაცი, ოღონდ შეფუთული ამერიკულად. კიდევ ერთ ფაქტს გაგახსენებთ, - ამ ადამიანმა როგორც კი დაიწყო გაზსადენის გაყიდვაზე ლაპარაკი, ამერიკელებმა სულ თითი უქნიეს და ძლივს გააჩერეს, ფულიც კი მისცეს სანაცვლოდ. ახლა გადავიდეთ მთავარზე, - დღეს რუსები ყველა მხრიდან გვიგებენ, რუსეთი რაღაც სხვას ელოდებოდა, ვერ მიიღო და ამიტომაც გამწარდა.

- რას ელოდებოდა ბიძინა ივანიშვილისგან რუსეთი და რა ვერ მიიღო?

- რუსეთი პირდაპირ გვეუბნება, - თქვენი გამოიღეთ, ჩემი უნდა შევდოო... დაუკვირდით, დღეს სააკაშვილს ეგენი ეხმარებიან და ეს უკანასკნელი, მშვენივრად იყენებს საპიაროდ. კოალიციაში, რამდენიმე კაცის გარდა, ყველა იმითაა დაკავებული, რომ ივანიშვილის სახელი დააკნინოს. ბოლო დროს ისე წარმოაჩინეს, თითქოს, ეს კაცი არაფრის გამკეთებელია. ამავე დროს მიშა მთელ მსოფლიოს აჩვენებს, თითქოს, ახალი პრემიერი არ დგას თავის მოწოდების სიმაღლეზე. რუსებმა თავიდან რაღაც სატყუარა გადმოგვიგდეს, - აბა, დავიწყოთ ურთიერთობა, ღვინო შემოიტანეთო, მაგრამ ახლა, ონიშენკო 28 სახეობის ღვინოს უკან აბრუნებს, ესეც პოლიტიკის ნაწილია... მოდით, გავხსნათ კარტები ბოლომდე: რუსებს არ მოეწონათ ის, რომ მათ მიერ ჩანერგილი აგენტები ახალ ხელისუფლებაში ძალიან ცუდად მუშაობენ, მათი ჩათლახი აგენტები დღეს ყველგან არიან, მაგრამ დავალებებს ვერ ასრულებენ.

- ვინ არის ეს ჩათლახი აგენტები, ან სად არიან, მთავრობაში თუ პარლამენტში?

- ყველგან არიან, მარტო 7-8 კაცია პარლამენტში, ისინი არ ჩანან, ხმას არ იღებენ, რუსების მიერ "დავერბოვკებული" ადამიანები მთავრობაშიც არიან და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაშიც, ნაწილი ძველი თაობაა, ხოლო ნაწილი - ახალი თაობა. ამ ადამიანებმა რუსების დავალება ვერ შეასრულეს "სამიანზეც" კი...

- კი მაგრამ, რა პოლიტიკური დავალებები ჰქონდათ მათ?

- როცა პრემიერის უახლოეს გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი ხნის წინათ ჰქონდა რუსეთთან ურთიერთობა და გადაბმული ჰქონდათ კუდები, აქ ყველაფერი ნათელია. როდესაც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ხარ დამუშავებული, ამ შემთხვევაში ანგარიშვალდებული ხარ შენი პატრონების წინაშე. თუ ასეთი ქაოსი გაგრძელდება, ცოტა ხანში იძულებული ვიქნები, დავასახელო ეს ადამიანები და ვთქვა, ვინ არიან, ან საიდან მოდიან. ფაქტია, რუსები ძალიან გამწარებულები არიან და ამ გამწარებამ შეიძლება ისეთი შედეგები გამოიღოს, ქვეყანაში ქაოსი დაიწყოს. პარლამენტში სიტუაცია წკიპზეა, როგორც კი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ჩაივლის, ეგრევე გადაუვლიან ერთმანეთს.

ქართველებს გვჭირს ერთი უბედურება, - ვიღაცის ხათრით რაღაცას მივაღწევთ და შემდეგ გვიჩნდება დიდი ამბიციები. მაგალითად, კობა დავითაშვილი მოხვდებოდა თუ არა პარლამენტში, არავინ იცის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა და ეგრევე პრეზიდენტობა მოუნდა. ყველაფერს დავანებოთ თავი, დღეს პრემიერს უყურებენ, როგორც ფულის დიდ ტომარას, ყველა ცდილობს სათავისოდ იქიდან რაღაც გამოიტანოს. ვიღაცებს ეწყინათ, რომ ივანიშვილმა მათ მილიონი დოლარი არ აჩუქა, მე თუ მკითხავთ, ისიც დააშავა, ზოგიერთებს საარჩევნოდ დიდი ფული რომ მისცა. კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი: როდესაც გია გაჩეჩილაძე და "მწვანეები" არავის ახსოვდა, ივანიშვილმა დაიახლოვა და შეიყვანა პარლამენტში. მეტი რაღა უნდა გაგიკეთოს ადამიანმა, ამის შემდეგ რატომ უნდა მოითხოვო შენი პარტიის დაფინანსება? ახლა ეს კაცი ფიქრობს, - კობა დავითაშვილმა მილიონი ლარის ასატრინა შეჭამა და მე რატომ არ მაძლევსო?!. არის ასეთი შინაგანი შუღლი პარლამენტში. აგერ, ზვიად ძიძიგურს მილიონი მისცა, მე არ მომცა... რა, მე არ მეკუთვნისო?.. თუ გინდა, რომ ყველა დატკბეს და არ გაგებუტოს, მაშინ, ან ყველას უნდა მისცე, ან არავის არ უნდა მისცე. ახლა, გია გაჩეჩილაძე და გია ჟორჟოლიანიც ფიქრობენ, რით ვართ კობა დავითაშვილზე ნაკლები? ჩვენ რა, ასატრინა არ გვიყვარს თუ მილიონს ვეღარ დავხარჯავდითო?.. ჩვენ მხოლოდ პოლიტიკურ სიტუაციებზე რომ ვლაპარაკობთ, პარლამენტში ასეთი რაღაცების გამოც არის დაპირისპირება, მე პირდაპირ ვამბობ, - ბიძინა ივანიშვილმა ბევრი რამე გააკეთა, მაგრამ თავის გარემოცვაში მიანც არ ჰყავს ერთგული ადამიანები, ისინი სხვანაირად უყურებენ ამ კაცს, წესით, როცა არაფერი გაგაჩნია, არაფერს წარმოადგენ და შემდეგ, ყველაფერი გაგიჩნდება, უმადური აღარ უნდა იყო, მაგრამ ნათქვამია, - უნახავმა რა ნახაო?!. მე არც ერთ გიასთან არ მაქვს პრეტენზია პიროვნულად და არც მეორესთან, მაგრამ არის მომენტები, როცა დაბალ ტონში უნდა ილაპარაკო. იქნებ იმასაც უნდა ჰკითხო რამე, ვინც რაღაცას გაძლევს? ასეთი რამ გამორიცხული უნდა იყოს საერთოდ... მეც ბევრი რამე მინდა, მაგრამ, როცა არა მაქვს, შეიძლება საკუთარ თავზე დამწყდეს გული და არა, სხვაზე. დღეს ასეთი სიტუაციაა, თითქოს გახურებულ თონეში ვზივართ და სადაცაა, უნდა გასკდეს. როგორმე ჩაივლის არჩევნები და ამის შემდეგ რა მოხდება, არავინ იცის. პრემიერი კი ამბობს, რაღაც ბერკეტები მექნება და სიტუაციას დავალაგებო, მაგრამ ვფიქრობ, ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა