პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:10-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 11:27-დან მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკიაჟის წესები
მაკიაჟის წესები

ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის მა­კი­ა­ჟი ავ­ტო­მა­ტუ­რო­ბამ­დე დაყ­ვა­ნი­ლი ყო­ველ­დღი­უ­რი რი­ტუ­ა­ლია, თუმ­ცა ყვე­ლამ როდი იცის, რომ არას­წო­რად გა­კე­თე­ბუ­ლი მა­კი­ა­ჟი ხაზს კი არ უს­ვამს, არა­მედ ჩქმა­ლავს ქა­ლის ღირ­სე­ბებს. ასე რომ არ მოხ­დეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მა­კი­ა­ჟის წე­სე­ბის ცოდ­ნა.

უმ­ნიშ­ვნე­ლო შეც­დო­მე­ბი, ჩრდი­ლის არას­წო­რად წას­მა ან ტუ­შის ჩა­მოფ­ცქვნა, ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვას­წო­როთ, ხოლო თუ მა­კი­ა­ჟი არას­წო­რად წა­ვის­ვით, ვე­ღა­რა­ფერს შევ­ცვლით - უნდა ჩა­მო­ვი­ბა­ნოთ და ხე­ლახ­ლა წა­ვის­ვათ. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შეც­დო­მაა ტო­ნა­ლუ­რი კრე­მის არას­წო­რად წას­მა.

სქ­ლად წას­მუ­ლი ტო­ნა­ლუ­რი კრე­მი სა­ხეს ნი­ღაბს ამ­სგავ­სებს. სწო­რად წას­მუ­ლი ტო­ნა­ლუ­რი სა­ხე­ზე შე­სამ­ჩნე­ვი არ უნდა იყოს, თუმ­ცა იმავდრო­უ­ლად წარ­მა­ტე­ბით უნდა ნიღ­ბავ­დეს ყვე­ლა ნაკლს. ტო­ნა­ლუ­რი კრე­მის წას­მის წე­სე­ბი:

  • კრე­მის წას­მამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­სუფ­თა­ვეთ სა­ხის კანი.
  • კრე­მი წა­ის­ვით თხლად.
  • კი­დე­ე­ბი ისე გა­და­ას­წო­რეთ, რომ არ ჩან­დეს გამ­ყო­ფი ხაზი.
  • სა­ხის ფერი კის­რის­გან არ უნდა გან­სხვავ­დე­ბო­დეს.
  • სა­ხის კა­ნი­სა და ტო­ნა­ლუ­რი კრე­მის ფერი ერ­თმა­ნეთს უნდა ემ­თხვე­ო­დეს. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ელ­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც სა­ხის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის ჩა­მუ­ქე­ბა გვჭირ­დე­ბა.

მომ­დევ­ნო ეტა­პი პუდ­რი და რუ­ჟია. მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შეც­დო­მაა მკვეთ­რი წი­თე­ლი ლო­ყე­ბი და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პუდ­რი. მკვეთ­რი რუჟი აბე­რებს, ხოლო ბევ­რი პუდ­რი კა­ნის გა­მოშ­რო­ბას იწ­ვევს. რუ­ჟი­სა და პუდ­რის წას­მის წე­სე­ბი:

  • პუდ­რის ფერი კა­ნის ფე­რის მი­ხედ­ვით უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ.
  • ნუ წა­ის­ვამთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პუდრს, უმ­ჯო­ბე­სია მხო­ლოდ იმ უბ­ნე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლოთ, სა­დაც კანი პრი­ა­ლებს.
  • ნუ წა­ის­ვამთ პუდრს თვა­ლე­ბის ირ­გვლივ.
  • ეცა­დეთ, რუჟი თა­ნაბ­რად წა­ის­ვათ. ამის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეთ ფხვი­ე­რი რუჟი და ფარ­თო, მსხვი­ლი ფუნ­ჯი.
  • ნუ წა­ის­ვამთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით რუჟს - ლო­ყე­ბი არა­ბუ­ნებ­რი­ვი ფე­რი­სა გა­მოჩ­ნდე­ბა.

სა­ხე­ზე პუდ­რი უნდა წა­ვის­ვათ ზე­მო­დან ქვე­მოთ. ასე კანი აბ­რე­შუ­მი­სებრ ელ­ფერს შე­ი­ძენს. სახ­ლის პი­რო­ბებ­ში უმ­ჯო­ბე­სია ვი­სარ­გებ­ლოთ ფხვი­ე­რი პუდ­რით, მისი თა­ნაბ­რად წას­მა ბევ­რად უფრო ად­ვი­ლია. მა­კი­ა­ჟის კო­რექ­ცი­ის­თვის გა­მო­გად­გე­ბათ კომ­პაქ­ტუ­რი პუდ­რი, მაგ­რამ მისი თა­ნაბ­რად წას­მა რამ­დე­ნად­მე უფრო ძნე­ლია, ამი­ტომ ის საგ­ზაო ვა­რი­ან­ტად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. მას ღრუბ­ლით ის­ვა­მენ. რამ­დე­ნი­მე გა­დას­მა და კანი თით­ქოს ცო­ცხლდე­ბა. შუბ­ლის შუა ნა­წილს, ცხვირ­სა და ნი­კაპს O-ზო­ნას უწო­დე­ბენ. ამ ად­გი­ლებ­ში ბევ­რი სა­ოფ­ლე და ცხი­მო­ვა­ნი ჯირ­კვა­ლია, ამი­ტომ მას­ზე რამ­დენ­ჯერ­მე უნდა გა­და­ვა­ტა­როთ ფუნ­ჯი. თუ O-ზონა აპ­რი­ალ­და, ზედ­მე­ტი ცხი­მი შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­ცი­ლოთ ხელ­სა­ხო­ცით, მერე კი ფა­ქი­ზად გა­და­ვის­ვათ კომ­პაქ­ტუ­რი პუდ­რი.

ფხვი­ერ პუდრს ბუმ­ბუ­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფუნ­ჯით სვა­მენ. ის კანს ჰა­ე­რო­ვანს აჩენს, თა­ვად პუდ­რი კი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი რჩე­ბა. თუ ლა­მა­ზი, თა­ნა­ბა­რი რუჯი გაქვთ, გა­მო­ი­ყე­ნეთ ბრინ­ჯა­ოს­ფე­რი პუდ­რი. თუმ­ცა ასეთ პუდრს რუ­ჯის უქონ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც ის­ვა­მენ ნამ­ზე­უ­რის ეფექ­ტის მი­სა­ღე­ბად. ამ შემ­თხვე­ვა­ში ის უნდა წა­ვის­ვათ არა მარ­ტო სა­ხე­ზე, არა­მედ კი­სერ­ზე და დე­კოლ­ტეს ზო­ნა­ზეც. უნდა მო­ვე­რი­დოთ კან­ზე მუქი უბ­ნე­ბის გა­მო­ჩე­ნას. მსუ­ბუ­ქი რუ­ჯის ელ­ფე­რით შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვა­ცო­ცხლოთ და გა­ვა­ხა­ლი­სოთ გა­დაღ­ლი­ლი კანი. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თვა­ლე­ბის მა­კი­ა­ჟი. აქ შეც­დო­მა ჩრდი­ლე­ბის ფე­რის არას­წო­რი შერ­ჩე­ვით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. თვა­ლე­ბის შე­ღებ­ვი­სას უნდა გვახ­სოვ­დეს:

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

მაკიაჟის წესები

მაკიაჟის წესები

ქალების უმრავლესობისთვის მაკიაჟი ავტომატურობამდე დაყვანილი ყოველდღიური რიტუალია, თუმცა ყველამ როდი იცის, რომ არასწორად გაკეთებული მაკიაჟი ხაზს კი არ უსვამს, არამედ ჩქმალავს ქალის ღირსებებს. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია მაკიაჟის წესების ცოდნა.

უმნიშვნელო შეცდომები, ჩრდილის არასწორად წასმა ან ტუშის ჩამოფცქვნა, ადვილად შეიძლება გამოვასწოროთ, ხოლო თუ მაკიაჟი არასწორად წავისვით, ვეღარაფერს შევცვლით - უნდა ჩამოვიბანოთ და ხელახლა წავისვათ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ტონალური კრემის არასწორად წასმა.

სქლად წასმული ტონალური კრემი სახეს ნიღაბს ამსგავსებს. სწორად წასმული ტონალური სახეზე შესამჩნევი არ უნდა იყოს, თუმცა იმავდროულად წარმატებით უნდა ნიღბავდეს ყველა ნაკლს. ტონალური კრემის წასმის წესები:

  • კრემის წასმამდე აუცილებლად გაისუფთავეთ სახის კანი.
  • კრემი წაისვით თხლად.
  • კიდეები ისე გადაასწორეთ, რომ არ ჩანდეს გამყოფი ხაზი.
  • სახის ფერი კისრისგან არ უნდა განსხვავდებოდეს.
  • სახის კანისა და ტონალური კრემის ფერი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. განსხვავებული ელფერი შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სახის გარკვეული ნაწილის ჩამუქება გვჭირდება.

მომდევნო ეტაპი პუდრი და რუჟია. მეტად გავრცელებული შეცდომაა მკვეთრი წითელი ლოყები და დიდი რაოდენობით პუდრი. მკვეთრი რუჟი აბერებს, ხოლო ბევრი პუდრი კანის გამოშრობას იწვევს. რუჟისა და პუდრის წასმის წესები:

  • პუდრის ფერი კანის ფერის მიხედვით უნდა შევარჩიოთ.
  • ნუ წაისვამთ დიდი რაოდენობით პუდრს, უმჯობესია მხოლოდ იმ უბნებით შემოიფარგლოთ, სადაც კანი პრიალებს.
  • ნუ წაისვამთ პუდრს თვალების ირგვლივ.
  • ეცადეთ, რუჟი თანაბრად წაისვათ. ამისთვის გამოიყენეთ ფხვიერი რუჟი და ფართო, მსხვილი ფუნჯი.
  • ნუ წაისვამთ დიდი რაოდენობით რუჟს - ლოყები არაბუნებრივი ფერისა გამოჩნდება.

სახეზე პუდრი უნდა წავისვათ ზემოდან ქვემოთ. ასე კანი აბრეშუმისებრ ელფერს შეიძენს. სახლის პირობებში უმჯობესია ვისარგებლოთ ფხვიერი პუდრით, მისი თანაბრად წასმა ბევრად უფრო ადვილია. მაკიაჟის კორექციისთვის გამოგადგებათ კომპაქტური პუდრი, მაგრამ მისი თანაბრად წასმა რამდენადმე უფრო ძნელია, ამიტომ ის საგზაო ვარიანტად შეიძლება გამოვიყენოთ. მას ღრუბლით ისვამენ. რამდენიმე გადასმა და კანი თითქოს ცოცხლდება. შუბლის შუა ნაწილს, ცხვირსა და ნიკაპს O-ზონას უწოდებენ.  ამ ადგილებში ბევრი საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვალია, ამიტომ მასზე რამდენჯერმე უნდა გადავატაროთ ფუნჯი. თუ O-ზონა აპრიალდა, ზედმეტი ცხიმი შეიძლება მოვიცილოთ ხელსახოცით, მერე კი ფაქიზად გადავისვათ კომპაქტური პუდრი.

ფხვიერ პუდრს ბუმბულის სპეციალური ფუნჯით სვამენ. ის კანს ჰაეროვანს აჩენს, თავად პუდრი კი შეუმჩნეველი რჩება. თუ ლამაზი, თანაბარი რუჯი გაქვთ, გამოიყენეთ ბრინჯაოსფერი პუდრი. თუმცა ასეთ პუდრს რუჯის უქონლობის შემთხვევაშიც ისვამენ ნამზეურის ეფექტის მისაღებად. ამ შემთხვევაში ის უნდა წავისვათ არა მარტო სახეზე, არამედ კისერზე და დეკოლტეს ზონაზეც. უნდა მოვერიდოთ კანზე მუქი უბნების გამოჩენას. მსუბუქი რუჯის ელფერით შეიძლება გამოვაცოცხლოთ და გავახალისოთ გადაღლილი კანი. არანაკლებ მნიშვნელოვანია თვალების მაკიაჟი. აქ შეცდომა ჩრდილების ფერის არასწორი შერჩევით გამოიხატება. თვალების შეღებვისას უნდა გვახსოვდეს:

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს