სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროდუქტები, რომელიც ცხიმს წვავს
პროდუქტები, რომელიც ცხიმს წვავს

გთა­ვა­ზობთ პრო­დუქ­ტე­ბის ნუს­ხას, რო­მე­ლიც ააქ­ტი­უ­რებს ჰორ­მო­ნებს, წვავს ცხიმს და ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მო­დევ­ნის ტოქ­სი­ნებს.

სა­ტა­ცუ­რი

სა­ტა­ცუ­რი, იგი­ვე ას­პა­რა­გუ­სი, არა მხო­ლოდ და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლია (100 გრ პრო­დუქ­ტში მხო­ლოდ 21 კა­ლო­რი­აა), ის სა­სარ­გებ­ლო­ცაა. მას­ში შე­დის A, В1, В2, В6, C ვი­ტა­მი­ნე­ბი. ვი­ტა­მი­ნე­ბის გარ­და, სა­ტა­ცუ­რი შე­ი­ცავს რკი­ნას, ფოს­ფორს, კა­ლი­უმს, კალ­ცი­უმს და სხვა სა­სარ­გებ­ლო მი­ნე­რა­ლებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხელს უწყობს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას. მცე­ნა­რეს ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მოჰ­ყავს ზედ­მე­ტი სი­თხე.

ოსპი

ოსპი ("ჩი­ჩე­ვი­ცა") - ხორ­ცის ნამ­დვი­ლი შემ­ცვლე­ლია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი მას ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლე­ბის მე­ნი­უ­ში უჭი­რავს. მას­ში ცი­ლე­ბი და რკი­ნა უფრო მე­ტია, ვიდ­რე ხორ­ცში. ამ­ცი­რებს სის­ხლში შაქ­რის დო­ნეს, გა­მო­აქვს შლა­კე­ბი. თუმ­ცა ამ მარ­ცვლე­ულ­ში ნახ­შირ­წლე­ბიც არაა ცოტა რა­ო­დე­ნო­ბით. მაგ­რამ მას­ზე უარი არ თქვათ, უბ­რა­ლოდ, მი­ირ­თვით დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში და კვი­რა­ში მხო­ლოდ სამ­ჯერ.

ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბი

პრო­ტე­ი­ნე­ბი, რო­მელ­საც კე­ფი­რი, იო­გურ­ტი და ხაჭო შე­ი­ცავს, ორ­გა­ნიზ­მში ჰორ­მონ კალ­ციტ­რო­ი­ლის დო­ნეს ამაღ­ლებს. თა­ვის მხრივ, ეს ჰორ­მო­ნი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია კალ­ცი­უ­მი­სა და ფტო­რის ცვლა­ზე და კან­ქვე­შა ცხი­მო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის წვა­ზე. უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ეფექ­ტის მი­სა­ღე­ბად სა­სურ­ვე­ლია უცხი­მო რძის პრო­დუქ­ტე­ბი მი­ვი­ღოთ.

ხა­მანწკე­ბი

ხა­მანწკე­ბი წო­ნის პრობ­ლე­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ნამ­დვი­ლი მის­წრე­ბაა. ათე­უ­ლო­ბით ხა­მანწკი მხო­ლოდ 100 კა­ლო­რი­ას და 2 გრ. ცხიმს შე­ი­ცავს. ასე­ვე, ის მდი­და­რია თუ­თი­ით, მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტით, რო­მე­ლიც აქ­ვე­ი­თებს ტკბი­ლე­უ­ლის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბას.

ჟოლო

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა, რომ დე­სერ­ტის შემ­დეგ ანა­ნა­სის წვე­ნის და­ყო­ლე­ბა ხელს უშ­ლის ორ­გა­ნიზ­მის მიერ ცხი­მე­ბის ათ­ვი­სე­ბას, მარ­თა­ლი არ აღ­მოჩ­ნდა. სხვა შემ­თხვე­ვაა ჟოლო, ანა­ნა­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ენ­ზი­მე­ბი, რო­მელ­საც ეს ხილი შე­ი­ცავს, "მე­გობ­რო­ბენ" კუ­ჭის წვენ­თან და ხელს უწყო­ბენ საჭ­მლის გა­და­მუ­შა­ვე­ბას. მეტი ეფექ­ტის­თვის ჟოლო ჭა­მამ­დე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე ან ზუს­ტად ჭა­მის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ უნდა მი­ვი­ღოთ.

გარ­და ჩა­მოთ­ვლი­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­სა, ზო­მი­ე­რად მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, წო­ნის კო­რექ­ცი­ი­სას და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს კა­კა­ლი, გრე­იფ­რუ­ტი, ბრო­კო­ლი, ქო­ქო­სის რძე, და­რი­ჩი­ნი და მწვა­ნე ჩაი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია elle.ru-ს მი­ხედ­ვით.

პროდუქტები, რომელიც ცხიმს წვავს

პროდუქტები, რომელიც ცხიმს წვავს

გთავაზობთ პროდუქტების ნუსხას, რომელიც ააქტიურებს ჰორმონებს, წვავს ცხიმს და ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს.

სატაცური

სატაცური, იგივე ასპარაგუსი, არა მხოლოდ დაბალკალორიულია (100 გრ პროდუქტში მხოლოდ 21 კალორიაა), ის სასარგებლოცაა. მასში შედის  A, В1, В2, В6, C ვიტამინები. ვიტამინების გარდა, სატაცური შეიცავს რკინას, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს და სხვა სასარგებლო მინერალებს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებას. მცენარეს ორგანიზმიდან გამოჰყავს ზედმეტი სითხე.

ოსპი

ოსპი (”ჩიჩევიცა”) - ხორცის ნამდვილი შემცვლელია და განსაკუთრებული ადგილი მას ვეგეტარიანელების მენიუში უჭირავს. მასში ცილები და რკინა უფრო მეტია, ვიდრე ხორცში. ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, გამოაქვს შლაკები. თუმცა ამ მარცვლეულში ნახშირწლებიც არაა ცოტა რაოდენობით. მაგრამ მასზე უარი არ თქვათ, უბრალოდ, მიირთვით დღის პირველ ნახევარში და კვირაში მხოლოდ სამჯერ.

ფერმენტირებული რძის პროდუქტები

პროტეინები, რომელსაც კეფირი, იოგურტი და ხაჭო შეიცავს, ორგანიზმში ჰორმონ კალციტროილის დონეს  ამაღლებს. თავის მხრივ, ეს ჰორმონი პასუხისმგებელია კალციუმისა და ფტორის ცვლაზე და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედების წვაზე. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეფექტის მისაღებად სასურველია უცხიმო რძის პროდუქტები მივიღოთ.

ხამანწკები

ხამანწკები წონის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის ნამდვილი მისწრებაა. ათეულობით ხამანწკი მხოლოდ 100 კალორიას და 2 გრ. ცხიმს შეიცავს. ასევე, ის მდიდარია თუთიით, მიკროელემენტით, რომელიც აქვეითებს ტკბილეულისკენ მიდრეკილებას.

ჟოლო

გავრცელებული მოსაზრება, რომ დესერტის შემდეგ ანანასის წვენის დაყოლება ხელს უშლის ორგანიზმის მიერ ცხიმების ათვისებას, მართალი არ აღმოჩნდა. სხვა შემთხვევაა ჟოლო, ანანასისგან განსხვავებით,  ენზიმები, რომელსაც ეს ხილი შეიცავს, ”მეგობრობენ” კუჭის წვენთან და ხელს უწყობენ საჭმლის გადამუშავებას. მეტი ეფექტისთვის ჟოლო ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ზუსტად ჭამის დამთავრების შემდეგ უნდა მივიღოთ.

გარდა ჩამოთვლილი პროდუქტებისა, ზომიერად მიღების შემთხვევაში, წონის კორექციისას დადებით გავლენას ახდენს კაკალი, გრეიფრუტი, ბროკოლი, ქოქოსის რძე, დარიჩინი და მწვანე ჩაი.

მომზადებულია elle.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს