პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ყველაზე დიდი ჰესები
მსოფლიოს ყველაზე დიდი ჰესები

წყალს ადა­მი­ა­ნე­ბი ძველ­თა­გან­ვე ენერ­გი­ის ერთ-ერთ ძი­რი­თად წყა­როდ იყე­ნებ­დნენ. პირ­ვე­ლი ელექტრო­სად­გუ­რე­ბის შექ­მნა კი სა­მეც­ნი­ე­რო და ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სის გან­მსა­ზღვრელ ეტა­პად იქცა.

პირ­ვე­ლი ელექტრო­სად­გუ­რის სქე­მა 1887 წელს, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ინ­გლი­სელ­მა ინ­ჟი­ნერ­მა ჯორჯ არმსტრონ­გმა შე­ი­მუ­შა­ვა. მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ელექტრო­სად­გუ­რი კი ნი­ა­გა­რის ჩანჩქერ­ზე, 1881 წელს აშენ­და. კა­ცობ­რი­ო­ბამ ბოლო ას­წლე­უ­ლის მან­ძილ­ზე ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კა­ში ლი­დე­რი ქვეყ­ნე­ბია: ჩი­ნე­თი, პა­რაგ­ვაი, ნორ­ვე­გია, ბრა­ზი­ლია, კა­ნა­და, ახა­ლი ზე­ლან­დია, ავ­სტრია, შვე­ი­ცა­რია და ვე­ნე­სუ­ე­ლა.

ყვე­ლა­ზე დიდ ელექტრო­სად­გუ­რად ჩი­ნე­თის კაშ­ხა­ლი სან­სია ("სამი ხე­ო­ბა") ით­ვლე­ბა, რო­მე­ლიც ხუ­ბე­ის პრო­ვინ­ცი­ა­ში, იან­ძის მდი­ნა­რე­ზე მდე­ბა­რე­ობს. მისი სიმ­ძლავ­რე - 22,500 მე­გა­ვა­ტია. 2,335 მ სიგ­რძის და 181 მ სი­მაღ­ლის არის. მის მშე­ნებ­ლო­ბას იმ­დე­ნი ბე­ტო­ნი და ფო­ლა­დი დას­ჭირ­და, რომ ამ რა­ო­დე­ნო­ბის მა­სა­ლით 63 ეი­ფე­ლის კოშ­კი აი­გე­ბო­და. კაშხლის პრო­ექ­ტი სა­ხელ­მწი­ფოს 22,5 მლრდ დო­ლა­რი და­უჯ­და.

დღეს "სამი ხე­ო­ბა"- ჩი­ნე­თის ერთ-ერთი ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა.

ეკო­ლო­გე­ბი აღი­ა­რე­ბენ, რომ დამ­ბის მშე­ნებ­ლო­ბა მდი­ნა­რე იან­ძი­ში ბი­ნა­და­რი თევ­ზე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხა, სა­მა­გი­ე­როდ, ატ­მოს­ფე­რო­ში სათ­ბუ­რის გა­ზე­ბის და მტვრის გა­დაყ­რა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რა, რად­გან მა­ნამ­დე ენერ­გი­ის ლო­მის წილი ნახ­ში­რის წვა­ზე მო­დი­ო­და.

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ელექტრო­სად­გუ­რი "იტა­ი­პუ" ბრა­ზი­ლია-პა­რაგ­ვა­ის სა­ზღვარ­ზე, მდი­ნა­რე პა­რა­ნა­ზეა აშე­ნე­ბუ­ლი. იგი წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ, 91-95 მლრდ TWh-ს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რაც სან­სი­ას მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე ბევ­რად მა­ღა­ლია.

ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ენერ­გია პა­რაგ­ვა­ი­ში მოხ­მა­რე­ბუ­ლი ენერ­გი­ის 90%-ს და ბრა­ზი­ლი­ა­ში მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის 19%-ს შე­ად­გენს.

მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის სა­მე­ულს "გუ­რის" ელექტრო­სად­გუ­რი ას­რუ­ლებს, რო­მე­ლიც ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში მდე­ბა­რე­ობს. მას მოს­დევს "ტუ­კუ­რუ­ის კაშ­ხა­ლი" (ბრა­ზი­ლია), "გრანდ-კო­უ­ლი" (აშშ), "ლუნ­ტა­ნი" (ჩი­ნე­თი).

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია kulturologia.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

მსოფლიოს ყველაზე დიდი ჰესები

მსოფლიოს ყველაზე დიდი ჰესები

წყალს ადამიანები ძველთაგანვე ენერგიის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ იყენებდნენ. პირველი ელექტროსადგურების შექმნა კი სამეცნიერო და ტექნიკური პროგრესის განმსაზღვრელ ეტაპად იქცა.

პირველი ელექტროსადგურის სქემა 1887 წელს, დიდ ბრიტანეთში ინგლისელმა ინჟინერმა ჯორჯ არმსტრონგმა შეიმუშავა. მსოფლიოში პირველი ელექტროსადგური კი ნიაგარის ჩანჩქერზე, 1881 წელს აშენდა. კაცობრიობამ ბოლო ასწლეულის მანძილზე ამბიციური პროექტები განახორციელა.

ჰიდროენერგეტიკაში ლიდერი ქვეყნებია: ჩინეთი, პარაგვაი, ნორვეგია, ბრაზილია, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრია, შვეიცარია და ვენესუელა.

ყველაზე დიდ ელექტროსადგურად ჩინეთის კაშხალი სანსია ("სამი ხეობა") ითვლება, რომელიც ხუბეის პროვინციაში, იანძის მდინარეზე მდებარეობს. მისი სიმძლავრე  - 22,500 მეგავატია. 2,335 მ სიგრძის და 181 მ სიმაღლის არის. მის მშენებლობას იმდენი ბეტონი და ფოლადი დასჭირდა, რომ ამ რაოდენობის მასალით 63 ეიფელის კოშკი აიგებოდა. კაშხლის პროექტი სახელმწიფოს 22,5 მლრდ დოლარი დაუჯდა.

დღეს "სამი ხეობა"- ჩინეთის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა.

ეკოლოგები აღიარებენ, რომ დამბის მშენებლობა მდინარე იანძიში ბინადარი თევზების ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახა, სამაგიეროდ, ატმოსფეროში სათბურის გაზების და მტვრის გადაყრა მნიშვნელოვნად შეამცირა, რადგან მანამდე ენერგიის ლომის წილი ნახშირის წვაზე მოდიოდა.

მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური "იტაიპუ" ბრაზილია-პარაგვაის საზღვარზე, მდინარე პარანაზეა აშენებული. იგი წელიწადში საშუალოდ, 91-95 მლრდ TWh-ს გამოიმუშავებს, რაც სანსიას მაჩვენებელზე ბევრად მაღალია.

ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებული ენერგია პარაგვაიში მოხმარებული ენერგიის 90%-ს და ბრაზილიაში მოხმარებული ელექტროენერგიის 19%-ს შეადგენს.

მსოფლიო ლიდერების სამეულს "გურის" ელექტროსადგური ასრულებს, რომელიც ვენესუელაში მდებარეობს. მას მოსდევს "ტუკურუის კაშხალი" (ბრაზილია), "გრანდ-კოული" (აშშ), "ლუნტანი" (ჩინეთი).

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია kulturologia.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს