საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეთერ კაკულია: "ეჭვიანი საერთოდ არ ვარ. არც შური და ბოროტება ვიცი, რა არის"
ეთერ კაკულია: "ეჭვიანი საერთოდ არ ვარ. არც შური და ბოროტება ვიცი, რა არის"

"წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი მშობ­ლებ­მა მას­წავ­ლეს. უფ­რო­სი ძმა მყავს. ის რომ კი­თხუ­ლობ­და, მინ­დო­და, მის­თვის მი­მე­ბა­ძა", - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი ეთერ კა­კუ­ლია და დას­ძენს, რომ მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ყვე­ლა­ზე მე­ტად იზი­დავს. არა­ერ­თი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი ჰყავს, მათ­გან გა­მორ­ჩე­უ­ლად კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა მოს­წონს.

- ამ­ჟა­მად რას კი­თხუ­ლობთ?

- "პა­ლიტ­რა L"-ის მიერ გა­მო­ცე­მულ "დიდ სა­ო­ჯა­ხო სა­მე­დი­ცი­ნო ენ­ციკ­ლო­პე­დი­ას". ახ­ლა­ხან შე­ვი­ძი­ნე. იცით, რა სა­ინ­ტე­რე­სოა? ყვე­ლას ვურ­ჩევ, შე­ი­ძი­ნონ და წა­ი­კი­თხონ. რამ­დე­ნი­მე ახ­ლო­ბელს უკვე ვა­ყიდ­ვი­ნე. ყველ­გან რეკ­ლა­მას ვუ­კე­თებ. ახალ­გაზ­რდო­ბი­დან დღემ­დე, ყვე­ლა­ზე მე­ტად მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა მი­ზი­დავს. გა­მორ­ჩე­უ­ლად კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა მიყ­ვარს.

- წიგ­ნი მო­გი­პა­რავთ?

- არა, ნემ­სის მო­პარ­ვაც კი არ შე­მიძ­ლია. თუ მო­მინ­დე­ბა, ვი­თხოვ, წა­ვი­კი­თხავ და და­ვუბ­რუ­ნებ. მეც ბევ­რი წიგ­ნი გა­მი­ნა­თხოვ­რე­ბია.

- ხში­რად უკან აღარ აბ­რუ­ნე­ბენ.

- ეგ ცუდი საქ­ცი­ე­ლია - გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი, ამი­ტომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემ გვერ­დით ვერ იქ­ნე­ბი­ან.

- რო­მელ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დით?

- გამ­სა­ხურ­დი­ას შო­რე­ნას­თან ("დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა"). ამ რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ჩემი მე­გო­ბა­რია. შო­რე­ნა ძა­ლი­ან მომ­წონს.

- ცხოვ­რე­ბა­ში მე­გობ­რებს რა ნიშ­ნით ირ­ჩევთ?

- ადა­მი­ა­ნი მე­გო­ბარს კი არ ირ­ჩევ, და­ახ­ლო­ე­ბა ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბა. გრძნობ, რო­გო­რი პი­როვ­ნე­ბაა. ერთი ბრძე­ნის გა­მო­ნათ­ქვა­მია: "ყვე­ლას მე­გო­ბა­რი არა­ვის მე­გო­ბა­რი არ არის". ვე­თან­ხმე­ბი, მე ცოტა მე­გო­ბა­რი მყავს.

- კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვით?

- ცუდი მეხ­სი­ე­რე­ბა ნამ­დვი­ლად არ მაქვს. ცი­ცე­რონს აქვს ნათ­ქვა­მი: "სი­ბე­რე მა­შინ იწყე­ბა, როცა ადა­მი­ანს სწავ­ლის უნა­რი ეკარ­გე­ბა". ცნო­ბილ ადა­მი­ან­თა გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ბევ­რი მათ­გა­ნი, მსოფ­ლი­ო­ში მომ­ხდარ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებ­თან ერ­თად, ბლოკ­ნოტ­ში ამო­წე­რი­ლი მაქვს. ინ­ტერ­ვი­უს მსვლე­ლო­ბი­სას რამ­დე­ნი­მეს წა­გი­კი­თხავთ.

- სა­ნამ კი­თხვარ­ზე გა­და­ვალთ, მინ­და, იმ სიმ­ღე­რი­სა და კლი­პის შე­სა­ხებ გკი­თხოთ, რო­მე­ლიც აფხა­ზეთს მი­უ­ძღვე­ნით.

- ძა­ლი­ან მინ­დო­და, სიმ­ღე­რის ჩა­წე­რა და კლი­პის გა­და­ღე­ბა 27 სექ­ტემ­ბრის­თვის მოგ­ვეს­წრო. ლექ­სის ავ­ტო­რი ნელი სა­ლა­ძე გახ­ლავთ, მუ­სი­კის - ნა­ნუ­ლი ბრეგ­ვა­ძე. რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი და­რა­სე­ლი­აა. კლი­პი ანაკ­ლი­ა­ში გა­და­ვი­ღეთ. მო­ვას­წა­რით და ეთერ­ში 27 სექ­ტემ­ბრის დი­ლას გა­ვი­და. ახლო მო­მა­ვალ­ში მოს­კოვ­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რულ სახ­ლში ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის სა­ღა­მოს მო­წყო­ბას გეგ­მა­ვენ. მინ­და, ჩა­ვი­დე და ვიმ­ღე­რო. იმე­დია, ამის გამო მო­ღა­ლა­ტე­ო­ბას არ დამ­წა­მე­ბენ.

- ბე­ნი­ტო მუ­სო­ლი­ნი ამ­ბობ­და: "ნამ­დვი­ლი მა­მა­კა­ცი უნდა იყოს ქმა­რი, მამა და..."

- და მე­სა­მე მე უნდა და­ვა­სა­ხე­ლო? საყ­ვა­რე­ლი? არა, ამას არ იტყო­და. მე­ო­მა­რი ხომ არა?

- გა­მო­ი­ცა­ნით. "...ქმა­რი, მამა და ჯა­რის­კა­ცი". რო­მელ მცე­ნა­რეს უწო­და ეკა­ტე­რი­ნე II-მ ას­კი­ლი - მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან?

- ვარდს, რად­გან ას­კი­ლი ვარ­დი­სებრთა ოჯა­ხი­და­ნაა.

- და­ა­სა­ხე­ლეთ მხატ­ვა­რი, რო­მელ­მაც ჯო­კონ­და ულ­ვა­შე­ბით გა­მო­სა­ხა.

- სალ­ვა­დორ დალი. ხე­დავთ, რა ნი­ჭი­ე­რი ვარ? სალ­ვა­დო­რი მა­გა­რი კაცი იყო. მისი შე­მოქ­მე­დე­ბაც მომ­წონს და არა­ორ­დი­ნა­რუ­ლო­ბაც. მისი გი­ჟო­ბე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოა, მხატ­ვარს უხ­დე­ბა.

- რა ერ­ქვა მდი­ნა­რეს კა­ნა­და­ში, სა­დაც პირ­ვე­ლად ოქრო იპო­ვეს?

- ვა­ი­მეე! ეგ რა მკი­თხე, არ ვიცი.

- კლონ­და­ი­კი. იმ­პე­რა­ტო­რი ან­დრო­ნი­კე კომ­ნე­ნო­სი ქა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ყო­ფი­ლა. რო­მე­ლი­მე ქალი თუ მო­ე­წო­ნე­ბო­და, მის ქმარს იმ­პე­რა­ტო­რის მა­მულ­ში ნა­დი­რო­ბის ნე­ბას რთავ­და, რაც დიდ პა­ტი­ვად ით­ვლე­ბო­და. ვი­საც ეს სა­პა­ტიო ნება მი­ე­ცე­მო­და, მის ჭიშ­კარ­ზე ირ­მის რქებს მი­აკ­რავ­დნენ, მეფე კი სა­ნა­დი­როდ წა­სუ­ლის ცოლს სტუმ­რობ­და. აქე­დან წარ­მო­იშ­ვა გა­მო­ნათ­ქვა­მი, რო­მელ­მაც ჩვენს დრომ­დეც მო­აღ­წია. რო­მელ გა­მო­ნათ­ქვამ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- "ცოლ­მა ქმარს რქე­ბი და­ად­გაო".

- რა კარ­გი რეს­პონ­დენ­ტი ხართ.

- გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი ვარ, აბა, რაა! ამ ბლოკ­ნოტ­ში მი­წე­რია. "ლარი" რო­მა­უ­ლი სი­ტყვაა. ადა­მი­ა­ნი რომ გარ­და­იც­ვლე­ბა, ჩვენ ვამ­ბობთ - სული ამო­უ­ვი­დაო. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, ლარი ამო­უ­ვი­დაო. ანუ ლარს გარ­დაც­ვლილ სულს უწო­დე­ბენ.

- სა­ინ­ტე­რე­სოა. კი­დევ რა გი­წე­რი­ათ?

- "ვულ­კა­ნი" ცე­ცხლი­სა და მჭედ­ლო­ბის ღმერ­თია რო­მა­ულ მი­თო­ლო­გი­ა­ში. აბე­სა­ლო­მი (აბ­შა­ლომ) ნიშ­ნავს - "მამა მშვი­დო­ბი­სა". "ეთე­რი" (ეს­თერ) ყვე­ლა­ზე წმინ­და და სუფ­თა ად­გილ­სამ­ყო­ფელს, ღმერ­თე­ბის სამ­ყოფ­ლის ზე­მოთ, ზე­ცა­ში. ეს რომ გა­ვი­გე, ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნა.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, სიმ­ღე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­ვე, რო­გორც შე­ლოც­ვა, სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბად ით­ვლე­ბო­და. რო­მე­ლი სამ­კურ­ნა­ლო ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის და­სა­ხე­ლე­ბა შე­გიძ­ლი­ათ?

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- "ბა­ტო­ნე­ბო". ამ ცნო­ბილ მო­დე­ლი­ერ­თან ერთ-ერთ მო­დე­ლად გა­ლა­კტი­ო­ნის მუ­ზას - მერი შერ­ვა­ში­ძეს უმუ­შა­ვია.

- ეს არ ვიცი, მაგ­რამ იქ­ნებ გა­მო­ვიც­ნო.

- დი­ზა­ი­ნე­რი ფრან­გი იყო.

- ინ­ტუ­ი­ცია მე­უბ­ნე­ბა, კოკო შა­ნე­ლი­აო და ვთქვა?

- ინ­ტუ­ი­ცია არც ამ­ჯე­რად გღა­ლა­ტობთ. "ესე არა­კი მარ­თა­ლი ჩინს ქვა­სა ზედა წე­რია, ვინ..."

- "...მოყ­ვა­რე­სა არ ეძებს, იგი თა­ვი­სა მტე­რია".

- ვის უწო­დე­ბენ "ვალ­სე­ბის მე­ფეს"?

- შტრა­უსს.

- ადა­მი­ა­ნის რო­მელ თვი­სე­ბას უწო­და შექ­სპირ­მა "მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა ურჩხუ­ლი" - შურს, სი­ხარ­ბეს, სიყ­ვა­რულს თუ ეჭ­ვი­ა­ნო­ბას?

- ალ­ბათ ეჭ­ვი­ა­ნო­ბას.

- თა­ვად ეჭ­ვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ხართ?

- ეჭ­ვი­ა­ნი სა­ერ­თოდ არ ვარ. არც შური და ბო­რო­ტე­ბა ვიცი, რა არის. ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა არაა? ადა­მი­ა­ნებ­ზე ვგიჟ­დე­ბი. გა­ცე­მუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი უკან მიბ­რუნ­დე­ბა. იმი­ტომ ვერ გა­ი­გეს, რამ­დე­ნი წლის ვარ. იმ­დენს ვი­ტყუ­ე­ბი, თა­ვა­დაც და­მა­ვი­წყდა. ბო­ლოს თავი ისე და­ვი­პა­ტა­რა­ვე, ჩემს შვილ­ზე 10 წლით უფ­რო­სი გა­მო­ვე­დი.

- ასაკს რო­დის გა­ამ­ხელთ?

- 102 წლის რომ გავ­ხდე­ბი.

- რას უწო­დე­ბენ და­უძ­ვე­ლებ­ლად გა­მოშ­ვე­ბულ ღვი­ნოს?

- არ ვიცი.

- ორ­დი­ნა­რულს. ალ­კოჰოლ­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ?

- 1 ჭი­ქას დავ­ლევ და მთვრა­ლი ვარ (იცი­ნის).

- "მთე­ლი ჩემი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე სიყ­ვა­რუ­ლით ერთხე­ლაც არ ამძგე­რე­ბია გული. თუმ­ცა, მოჩ­ვე­ნე­ბით ხში­რად მო­მიჩ­ვე­ნე­ბია თავი, ტრფი­ა­ლე­ბის ალი მწვავს-მეთ­ქი. ეტყო­ბა ვერც ვე­რას­დროს ვიგ­რძნობ ამ გუ­ლის ძგე­რას... ავ­ხორ­ცი თუ ვარ? მაშა! არ მო­უ­ტყუ­ე­ბი­ხართ, ოღონდ განა სა­ში­შა­რი ვარ. ქალს და­ვი­ნა­ხავ თუ არა, როდი შევ­ყივ­ლებ და ვეძ­გე­რე­ბი. სრუ­ლი­ად ურის­კოდ შე­იძ­ლე­ბა ჩემ­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნა, მით უმე­ტეს თუ ხმის მი­საწ­ვდენ ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლი მო­რი­გე­ობს"... - ეს არის მწერ­ლის მიერ შე­უ­ლა­მა­ზებ­ლად და­ხა­ტუ­ლი ავ­ტო­პორ­ტრე­ტი. და­ა­სა­ხე­ლეთ ეს მწე­რა­ლი.

- არ ვიცი.

- ამ­ბო­ბენ, როცა იგი გარ­და­იც­ვა­ლა, პა­რი­ზის ყვე­ლა სა­როს­კი­პომ გლო­ვა გა­მო­ა­ცხა­დაო.

- ვერ გი­პა­სუ­ხებთ. ასეთ ფაქტს ვერც ერთი მწერ­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ვერ ვიხ­სე­ნებ.

- გი დე მო­პა­სა­ნი. არის­ტო­ტე­ლემ მას სურ­ვი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის გა­რან­ტი უწო­და. ჰენ­რი ფორდმა კი­დუ­რებს შე­ა­და­რა, ბერ­ნანდ შოუ თვლი­და, რომ ის არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ ამ ქვე­ყა­ნა­ზე. და­ა­სა­ხე­ლეთ, რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- სიყ­ვა­რულ­ზე, არა?

- ცდე­ბით, ფულ­ზეა ლა­პა­რა­კი.

- ცი­ცე­რონ­მა თქვა: "ფუ­ლია ყო­ვე­ლი მოქ­მე­დე­ბის სა­თა­ვე".

- "სი­ლა­მა­ზეს დი­დე­ბულს ხან­და­ხან სჩ­ვე­ვია ში­შის მომ­გვრე­ლი ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა. მხო­ლოდ თავ­ხე­დი არ ეკ­რძა­ლე­ბა მას ასეთ წუ­თებ­ში. ამი­ტო­მაც ულა­მა­ზე­სი უმა­მა­ცესს კი არა, უთავ­ხე­დესს შეხ­ვდე­ბა ხოლ­მე". რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი კლა­სი­კო­სია ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი?

- კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

- ფიქ­რო­ბენ, რომ ეს კულ­ტუ­რა 1493 წელს, ამე­რი­კი­დან ეს­პა­ნეთ­ში ქრის­ტე­ფო­რე კო­ლუმბმა ჩა­ი­ტა­ნა. ეს­პა­ნე­თი­დან საფ­რან­გე­თის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში მოხ­ვდა, მერე იტა­ლი­ა­ში, თურ­ქეთ­ში, შემ­დეგ - და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- ეს რო­დის მოხ­და?

- XVII სა­უ­კუ­ნე­ში. ამ მცე­ნა­რეს საკ­ვე­ბად ვი­ყე­ნებთ.

- სი­მინ­დი, არა?

- რა თქმა უნდა. და­ა­სა­ხე­ლეთ ზღვა, რო­მე­ლიც ზღვის დო­ნი­დან 400 მეტ­რით დაბ­ლა მდე­ბა­რე­ობს.

- მკვდა­რი ზღვა.

- იტა­ლი­ა­ში ზო­გი­ერ­თი ქუ­ჩის კუ­თხე­ში დგას ღვთის­მშობ­ლის სკულპ­ტუ­რა. მას­ზე აბ­რე­ბია მიკ­რუ­ლი. რა წე­რია ამ აბ­რებ­ზე?

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- ქუ­ჩე­ბის და­სა­ხე­ლე­ბე­ბი. ვინ წა­რუ­ძღვა ძლე­ვა­მო­სი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ლაშ­ქარს ფეხ­შიშ­ვე­ლი, ბა­სი­ა­ნის ბრძო­ლის წინ?

- თა­მარ მეფე.

- ეს პო­ე­ტი 5 წლის იყო, როცა დედა გარ­და­ეც­ვა­ლა. მამა ხი­დან ჩა­მო­ვარ­და და და­კოჭლ­და. ახალ­გაზ­რდა პო­ე­ტი ბე­დის სა­ძი­ებ­ლად დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­მო­ვი­და. 1924 წელს მწე­რალ­თა კავ­ში­რის გან­კარ­გუ­ლე­ბით, რამ­დე­ნი­მე ხნით სას­ტუმ­რო "გლეხ­თა სახ­ლში" ცხოვ­რობ­და. ეს ფაქ­ტი მის დღი­უ­რებ­შიც არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. და­ა­სა­ხე­ლეთ ეს პო­ე­ტი.

- ვერ ვხვდე­ბი, ვის­ზეა ლა­პა­რა­კი?

- "გა­ზა­ფხუ­ლის სა­ღა­მოა მშვი­დი,/ ხი­დან ხეზე გა­დაფ­რინ­და ჩიტი,/ სული სა­ზღვარს გა­დაც­დე­ბა ფრე­ნით./ ახ­ლაც მახ­სოვს მი­სა­მარ­თი შენი".

- უნი­ჭი­ე­რე­სი ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი. გე­ნი­ო­სე­ბი ხში­რად ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლეთ შექ­სპი­რის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "გიყ­ვარ­დეს ყვე­ლა, ენდე ცო­ტას და არა­ვის..."

- "...არა­ვის უღა­ლა­ტო". და­ბო­ლოს გე­ტყვით, ყვე­ლამ ასე ვი­ცხოვ­როთ, რაა!

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ეთერ კაკულია: "ეჭვიანი საერთოდ არ ვარ. არც შური და ბოროტება ვიცი, რა არის"

ეთერ კაკულია: "ეჭვიანი საერთოდ არ ვარ. არც შური და ბოროტება ვიცი, რა არის"

"წიგნის სიყვარული მშობლებმა მასწავლეს. უფროსი ძმა მყავს. ის რომ კითხულობდა, მინდოდა, მისთვის მიმებაძა", - ამბობს მომღერალი ეთერ კაკულია და დასძენს, რომ მხატვრული ლიტერატურა ყველაზე მეტად იზიდავს. არაერთი საყვარელი ავტორი ჰყავს, მათგან გამორჩეულად კონსტანტინე გამსახურდიასა და მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება მოსწონს.

-  ამჟამად რას კითხულობთ?

-  "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემულ "დიდ საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიას". ახლახან შევიძინე. იცით, რა საინტერესოა? ყველას ვურჩევ, შეიძინონ და წაიკითხონ. რამდენიმე ახლობელს უკვე ვაყიდვინე. ყველგან რეკლამას ვუკეთებ. ახალგაზრდობიდან დღემდე, ყველაზე მეტად მხატვრული ლიტერატურა მიზიდავს. გამორჩეულად კონსტანტინე გამსახურდიასა და მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება მიყვარს.

-  წიგნი მოგიპარავთ?

-  არა, ნემსის მოპარვაც კი არ შემიძლია. თუ მომინდება, ვითხოვ, წავიკითხავ და დავუბრუნებ. მეც ბევრი წიგნი გამინათხოვრებია.

-  ხშირად უკან აღარ აბრუნებენ.

-  ეგ ცუდი საქციელია - გამაღიზიანებელი, ამიტომ ასეთი ადამიანები ჩემ გვერდით ვერ იქნებიან.

-  რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდით?

-  გამსახურდიას შორენასთან ("დიდოსტატის მარჯვენა"). ამ როლის შემსრულებელი, ლალი ბადურაშვილი ჩემი მეგობარია. შორენა ძალიან მომწონს.

-  ცხოვრებაში მეგობრებს რა ნიშნით ირჩევთ?

-  ადამიანი მეგობარს კი არ ირჩევ, დაახლოება ბუნებრივად ხდება. გრძნობ, როგორი პიროვნებაა. ერთი ბრძენის გამონათქვამია: "ყველას მეგობარი არავის მეგობარი არ არის". ვეთანხმები, მე ცოტა მეგობარი მყავს.

-  კარგი მეხსიერებით გამოირჩევით?

-  ცუდი მეხსიერება ნამდვილად არ მაქვს. ციცერონს აქვს ნათქვამი: "სიბერე მაშინ იწყება, როცა ადამიანს სწავლის უნარი ეკარგება". ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები ძალიან მიყვარს. ბევრი მათგანი, მსოფლიოში მომხდარ საინტერესო ფაქტებთან ერთად, ბლოკნოტში ამოწერილი მაქვს. ინტერვიუს მსვლელობისას რამდენიმეს წაგიკითხავთ.

-  სანამ კითხვარზე გადავალთ, მინდა, იმ სიმღერისა და კლიპის შესახებ გკითხოთ, რომელიც აფხაზეთს მიუძღვენით.

-  ძალიან მინდოდა, სიმღერის ჩაწერა და კლიპის გადაღება 27 სექტემბრისთვის მოგვესწრო. ლექსის ავტორი ნელი სალაძე გახლავთ, მუსიკის - ნანული ბრეგვაძე. რეჟისორი გიორგი დარასელიაა. კლიპი ანაკლიაში გადავიღეთ. მოვასწარით და ეთერში 27 სექტემბრის დილას გავიდა. ახლო მომავალში მოსკოვში, ლიტერატურულ სახლში ტიციან ტაბიძის საღამოს მოწყობას გეგმავენ. მინდა, ჩავიდე და ვიმღერო. იმედია, ამის გამო მოღალატეობას არ დამწამებენ.

-  ბენიტო მუსოლინი ამბობდა: "ნამდვილი მამაკაცი უნდა იყოს ქმარი, მამა და..."

-  და მესამე მე უნდა დავასახელო? საყვარელი? არა, ამას არ იტყოდა. მეომარი ხომ არა?

-  გამოიცანით. "...ქმარი, მამა და ჯარისკაცი". რომელ მცენარეს უწოდა ეკატერინე II-მ ასკილი - მაღალი საზოგადოებიდან?

-  ვარდს, რადგან ასკილი ვარდისებრთა ოჯახიდანაა.

-  დაასახელეთ მხატვარი, რომელმაც ჯოკონდა ულვაშებით გამოსახა.

-  სალვადორ დალი. ხედავთ, რა ნიჭიერი ვარ? სალვადორი მაგარი კაცი იყო. მისი შემოქმედებაც მომწონს და არაორდინარულობაც. მისი გიჟობები საინტერესოა, მხატვარს უხდება.

-  რა ერქვა მდინარეს კანადაში, სადაც პირველად ოქრო იპოვეს?

-  ვაიმეე! ეგ რა მკითხე, არ ვიცი.

-  კლონდაიკი. იმპერატორი ანდრონიკე კომნენოსი ქალების მოყვარული ყოფილა. რომელიმე ქალი თუ მოეწონებოდა, მის ქმარს იმპერატორის მამულში ნადირობის ნებას რთავდა, რაც დიდ პატივად ითვლებოდა. ვისაც ეს საპატიო ნება მიეცემოდა, მის ჭიშკარზე ირმის რქებს მიაკრავდნენ, მეფე კი სანადიროდ წასულის ცოლს სტუმრობდა. აქედან წარმოიშვა გამონათქვამი, რომელმაც ჩვენს დრომდეც მოაღწია. რომელ გამონათქვამზეა ლაპარაკი?

-  "ცოლმა ქმარს რქები დაადგაო".

-  რა კარგი რესპონდენტი ხართ.

-  განათლებული მომღერალი ვარ, აბა, რაა! ამ ბლოკნოტში მიწერია. "ლარი" რომაული სიტყვაა. ადამიანი რომ გარდაიცვლება, ჩვენ ვამბობთ - სული ამოუვიდაო. ისინი ამბობენ, ლარი ამოუვიდაო. ანუ ლარს გარდაცვლილ სულს უწოდებენ.

-  საინტერესოა. კიდევ რა გიწერიათ?

-  "ვულკანი" ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთია რომაულ მითოლოგიაში. აბესალომი (აბშალომ) ნიშნავს - "მამა მშვიდობისა". "ეთერი" (ესთერ) ყველაზე წმინდა და სუფთა ადგილსამყოფელს, ღმერთების სამყოფლის ზემოთ, ზეცაში. ეს რომ გავიგე, ძალიან მესიამოვნა.

-  როგორც ცნობილია, სიმღერა საქართველოში ისევე, როგორც შელოცვა, სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. რომელი სამკურნალო ხალხური სიმღერის დასახელება შეგიძლიათ?

-  ვერ ვიხსენებ.

-  "ბატონებო". ამ ცნობილ მოდელიერთან ერთ-ერთ მოდელად გალაკტიონის მუზას - მერი შერვაშიძეს უმუშავია.

-  ეს არ ვიცი, მაგრამ იქნებ გამოვიცნო.

-  დიზაინერი ფრანგი იყო.

-  ინტუიცია მეუბნება, კოკო შანელიაო და ვთქვა?

-  ინტუიცია არც ამჯერად გღალატობთ. "ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა წერია, ვინ..."

-  "...მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია".

-  ვის უწოდებენ "ვალსების მეფეს"?

-  შტრაუსს.

-  ადამიანის რომელ თვისებას უწოდა შექსპირმა "მწვანეთვალება ურჩხული" - შურს, სიხარბეს, სიყვარულს თუ ეჭვიანობას?

-  ალბათ ეჭვიანობას.

-  თავად ეჭვიანი ადამიანი ხართ?

-  ეჭვიანი საერთოდ არ ვარ. არც შური და ბოროტება ვიცი, რა არის. ეს ბედნიერება არაა? ადამიანებზე ვგიჟდები. გაცემული სიყვარული უკან მიბრუნდება. იმიტომ ვერ გაიგეს, რამდენი წლის ვარ. იმდენს ვიტყუები, თავადაც დამავიწყდა. ბოლოს თავი ისე დავიპატარავე, ჩემს შვილზე 10 წლით უფროსი გამოვედი.

-  ასაკს როდის გაამხელთ?

-  102 წლის რომ გავხდები.

-  რას უწოდებენ დაუძველებლად გამოშვებულ ღვინოს?

-  არ ვიცი.

-  ორდინარულს. ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

-  1 ჭიქას დავლევ და მთვრალი ვარ (იცინის).

-  "მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე სიყვარულით ერთხელაც არ ამძგერებია გული. თუმცა, მოჩვენებით ხშირად მომიჩვენებია თავი, ტრფიალების ალი მწვავს-მეთქი. ეტყობა ვერც ვერასდროს ვიგრძნობ ამ გულის ძგერას... ავხორცი თუ ვარ? მაშა! არ მოუტყუებიხართ, ოღონდ განა საშიშარი ვარ. ქალს დავინახავ თუ არა, როდი შევყივლებ და ვეძგერები. სრულიად ურისკოდ შეიძლება ჩემთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა, მით უმეტეს თუ ხმის მისაწვდენ ადგილზე პოლიციელი მორიგეობს"... - ეს არის მწერლის მიერ შეულამაზებლად დახატული ავტოპორტრეტი. დაასახელეთ ეს მწერალი.

-  არ ვიცი.

-  ამბობენ, როცა იგი გარდაიცვალა, პარიზის ყველა საროსკიპომ გლოვა გამოაცხადაო.

-  ვერ გიპასუხებთ. ასეთ ფაქტს ვერც ერთი მწერლის ბიოგრაფიიდან ვერ ვიხსენებ.

-  გი დე მოპასანი. არისტოტელემ მას სურვილების შესრულების გარანტი უწოდა. ჰენრი ფორდმა კიდურებს შეადარა, ბერნანდ შოუ თვლიდა, რომ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ ქვეყანაზე. დაასახელეთ, რაზეა ლაპარაკი?

-  სიყვარულზე, არა?

-  ცდებით, ფულზეა ლაპარაკი.

-  ციცერონმა თქვა: "ფულია ყოველი მოქმედების სათავე".

-  "სილამაზეს დიდებულს ხანდახან სჩვევია შიშის მომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში. ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე". რომელი ქართველი კლასიკოსია ამ სიტყვების ავტორი?

-  კონსტანტინე გამსახურდია.

-  ფიქრობენ, რომ ეს კულტურა 1493 წელს, ამერიკიდან ესპანეთში ქრისტეფორე კოლუმბმა ჩაიტანა. ესპანეთიდან საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მოხვდა, მერე იტალიაში, თურქეთში, შემდეგ - დასავლეთ საქართველოში.

-  ეს როდის მოხდა?

-  XVII საუკუნეში. ამ მცენარეს საკვებად ვიყენებთ.

-  სიმინდი, არა?

-  რა თქმა უნდა. დაასახელეთ ზღვა, რომელიც ზღვის დონიდან 400 მეტრით დაბლა მდებარეობს.

-  მკვდარი ზღვა.

-  იტალიაში ზოგიერთი ქუჩის კუთხეში დგას ღვთისმშობლის სკულპტურა. მასზე აბრებია მიკრული. რა წერია ამ აბრებზე?

-  ვერ ვიხსენებ.

-  ქუჩების დასახელებები. ვინ წარუძღვა ძლევამოსილი საქართველოს ლაშქარს ფეხშიშველი, ბასიანის ბრძოლის წინ?

-  თამარ მეფე.

-  ეს პოეტი 5 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მამა ხიდან ჩამოვარდა და დაკოჭლდა. ახალგაზრდა პოეტი ბედის საძიებლად დედაქალაქში ჩამოვიდა. 1924 წელს მწერალთა კავშირის განკარგულებით, რამდენიმე ხნით სასტუმრო "გლეხთა სახლში" ცხოვრობდა. ეს ფაქტი მის დღიურებშიც არის დადასტურებული. დაასახელეთ ეს პოეტი.

-  ვერ ვხვდები, ვისზეა ლაპარაკი?

-  "გაზაფხულის საღამოა მშვიდი,/ ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი,/ სული საზღვარს გადაცდება ფრენით./ ახლაც მახსოვს მისამართი შენი".

-  უნიჭიერესი ტერენტი გრანელი. გენიოსები ხშირად ტრაგიკული ბედის ადამიანები არიან.

-  დაბოლოს, დაასრულეთ შექსპირის ცნობილი გამონათქვამი: "გიყვარდეს ყველა, ენდე ცოტას და არავის..."

-  "...არავის უღალატო". დაბოლოს გეტყვით, ყველამ ასე ვიცხოვროთ, რაა!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია