სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე ოცნებობს მედეა ლორთქიფანიძე
რაზე ოცნებობს მედეა ლორთქიფანიძე

მსა­ხი­ო­ბი მე­დეა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ლეპ­ტო­პის შე­ძე­ნა­ზე ოც­ნე­ბობს. რო­გორც სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, თუ სურ­ვი­ლი აუხ­დე­ბა და ლეპ­ტო­პის პატ­რო­ნი გახ­დე­ბა, მა­შინ­ვე და­რე­გის­ტრირ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუკ­ზე".

- პლან­შე­ტი არ მინ­და, რად­გან პა­ტა­რაა, მე კი კარ­გად ვერ ვხე­დავ კლა­ვი­ა­ტუ­რა­სა და შრიფტს. თუ ნატ­ვრა ამიხ­დე­ბა და ლეპ­ტოპს შე­ვი­ძენ, "ფე­ის­ბუკ­ზე" მა­შინ­ვე შევ­ქმნი სა­კუ­თარ გვერდს, სა­ხელ­წო­დე­ბით "მა­ნა­ნა ბე­ბოს რჩე­ვე­ბი".

- "მა­ნა­ნა ბე­ბოს რჩე­ვებს" რა­ტომ და­არ­ქმევთ?

- სე­რი­ა­ლი­დან ყვე­ლა, რო­გორც მა­ნა­ნა ბე­ბო­სა და ქოთ­ქო­თა დე­დამ­თილს, ისე მიც­ნობს. ჰოდა, ამ გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით ისეთ სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვებს მივ­ცემ დე­დამ­თი­ლებს, რძლებს, სი­დედ­რებ­სა და სი­ძე­ებს, რომ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რძალ-დე­დამ­თილ­სა და სიძე-სი­დედრს შო­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ქიშ­პო­ბა აღარ იქ­ნე­ბა.

- დე­დამ­თი­ლის სა­ხეს მშვე­ნივ­რად ქმნით ეკ­რან­ზე. ვფიქ­რობ, მო­მა­ვალ­ში ბევრ მე­გო­ბარს შე­ი­ძენთ "ფე­ის­ბუკ­ზე".

- მეც მგო­ნია, რომ კარ­გად წავა საქ­მე: ბევ­რი მომ­წერს, გა­მი­ზი­ა­რებს სა­კუ­თარ წუ­ხილ­სა და დარდს, მე კი მათ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­ვეხ­მა­რე­ბი, რჩე­ვას მივ­ცემ. რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში სი­დედ­რი ვარ. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სიძე მყავს, ბუნ­ჩუ­ლა ადა­მი­ა­ნია. მე ბუ­ნე­ბით ხმა­უ­რი­ა­ნი, მაგ­რამ კარ­გი სი­დედ­რი გახ­ლა­ვართ. სი­ძეს ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე: ჩემი სუ­რა­თი გუ­ლით უნდა ატა­რო-მეთ­ქი...

- კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბა იცით?

- ორი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს: ნიცა და რატი. რატი 4 წლის არის და უკვე რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი იცის. ის და­მეხ­მა­რე­ბა კომ­პი­უ­ტე­რის ათ­ვი­სე­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ცას, ის პა­ტა­რაა. თა­ვი­დან მა­ვი­წყდე­ბო­და მისი სა­ხე­ლი და ხან საფ­რან­გე­თის სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქს ვე­ძახ­დი და ხა­ნაც - რიო-დე-ჟა­ნე­ი­როს (ეცი­ნე­ბა). ახლა და­ვი­მახ­სოვ­რე. ენაც­ვა­ლოთ ბებო ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებს!..

- თქვე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი თუ უყუ­რე­ბენ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს" და რო­გო­რი რე­აქ­ცია აქვთ, რო­დე­საც ეკ­რან­ზე გხე­და­ვენ?

- როცა სე­რი­ა­ლი იწყე­ბა, მაგ დროს უკვე სძი­ნავთ, მაგ­რამ შა­ბათ-კვი­რას ჯი­უ­ტო­ბენ, და­ძი­ნე­ბას სე­რი­ა­ლის ყუ­რე­ბა ურ­ჩევ­ნი­ათ. რა­ტის ბოლო დროს გა­უ­ცხო­ე­ბა და­ე­წყო ჩემ მი­მართ. სახ­ლში ძა­ლი­ან თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ვარ, ეკ­რან­ზე კი მხე­დავს ისეთს, რო­გო­რი რო­ლიც მაქვს. ჰოდა, ბავ­შვი და­იბ­ნა; ხან­და­ხან ვე­ღარ ხვდე­ბა, რე­ა­ლუ­რად რო­გო­რი ვარ. ცუდი ის არის, რომ ბოლო დროს უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბი­თა და ჟარ­გო­ნე­ბით ლა­პა­რა­კი და­ი­წყო, ეს კი დი­ტოს (ბა­ბუ­ლი­კას) დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ცუ­დია, რომ პა­ტა­რე­ბი ასეთ რა­ღა­ცებს იმახ­სოვ­რე­ბენ.

- სხვა სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიც ხომ არ გაქვთ?

- ჯერ არა­ფე­რი შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ. ამ სე­რი­ალ­მა სი­ცო­ცხლე გა­მი­ხან­გრძლი­ვა და გა­მა­ხა­ლი­სა. მად­ლო­ბას ვუხ­დი ეკა მჟა­ვა­ნა­ძეს, რად­გან მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით და­მამ­ტკი­ცეს მა­ნა­ნას როლ­ზე. კი­დევ, მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩემს ჰი­ჩკოკს - ასე ვუ­წო­დებ სე­რი­ა­ლის რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას. კარ­გი გუნ­დი ვართ და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა - სე­რი­ა­ლი ყვე­ლამ შე­იყ­ვა­რა.

- ზო­გი­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ პო­პუ­ლა­რო­ბა მათ­თვის მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი გახ­და. თქვენს შემ­თხვე­ვა­ში რა ხდე­ბა?

- მომ­ღერ­ლი­სა და მსა­ხი­ო­ბის ვა­ლია, მა­ყუ­რე­ბელ­სა თუ მსმე­ნელს მი­ა­ნი­ჭოს ეს­თე­ტი­კუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ვი­სი ყუ­რა­დღე­ბით უბ­რუ­ნებს ხე­ლო­ვანს სით­ბოს. არ მეს­მის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი პო­პუ­ლა­რო­ბამ და­ღა­ლა. პი­რა­დად მე, პა­ტა­რა გო­გო­სა­ვით მი­ხა­რია ქუ­ჩა­ში გამ­ვლე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, როცა მი­ღი­მი­ან, თუმ­ცა უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც ვვარ­დე­ბი მა­შინ, როცა ტრან­სპორ­ტში ბი­ლეთს მი­ღე­ბენ ან უფა­სოდ მგზავ­რო­ბას მთა­ვა­ზო­ბენ. ამას წი­ნათ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში ვი­ყა­ვი საქ­მე­ზე და ისე­თი ამ­ბა­ვი ატყდა, - მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლიც და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც გრძელ რიგ­ში იდ­გნენ, ჩემ­თან ერ­თად ფოტო რომ გა­და­ე­ღოთ და ავ­ტოგ­რა­ფი ეთხო­ვათ. ჰოდა, იმა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­დე­საც ხალ­ხს უყ­ვარ­ხარ, რა უნდა იყოს?..

მა­სა­ლა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია მიშო გო­გი­ძის ფოტო

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რაზე ოცნებობს მედეა ლორთქიფანიძე

რაზე ოცნებობს მედეა ლორთქიფანიძე

მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე ლეპტოპის შეძენაზე ოცნებობს. როგორც საუბრისას აღნიშნა, თუ სურვილი აუხდება და ლეპტოპის პატრონი გახდება, მაშინვე დარეგისტრირდება სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე".

- პლანშეტი არ მინდა, რადგან პატარაა, მე კი კარგად ვერ ვხედავ კლავიატურასა და შრიფტს. თუ ნატვრა ამიხდება და ლეპტოპს შევიძენ, "ფეისბუკზე" მაშინვე შევქმნი საკუთარ გვერდს, სახელწოდებით "მანანა ბებოს რჩევები".

- "მანანა ბებოს რჩევებს" რატომ დაარქმევთ?

- სერიალიდან ყველა, როგორც მანანა ბებოსა და ქოთქოთა დედამთილს, ისე მიცნობს. ჰოდა, ამ გვერდის საშუალებით ისეთ საინტერესო რჩევებს მივცემ დედამთილებს, რძლებს, სიდედრებსა და სიძეებს, რომ საუკუნეების განმავლობაში რძალ-დედამთილსა და სიძე-სიდედრს შორის ჩამოყალიბებული ქიშპობა აღარ იქნება.

- დედამთილის სახეს მშვენივრად ქმნით ეკრანზე. ვფიქრობ, მომავალში ბევრ მეგობარს შეიძენთ "ფეისბუკზე".

- მეც მგონია, რომ კარგად წავა საქმე: ბევრი მომწერს, გამიზიარებს საკუთარ წუხილსა და დარდს, მე კი მათ შეძლებისდაგვარად დავეხმარები, რჩევას მივცემ. რეალურ ცხოვრებაში სიდედრი ვარ. არაჩვეულებრივი სიძე მყავს, ბუნჩულა ადამიანია. მე ბუნებით ხმაურიანი, მაგრამ კარგი სიდედრი გახლავართ. სიძეს ვეუბნები ხოლმე: ჩემი სურათი გულით უნდა ატარო-მეთქი...

- კომპიუტერთან მუშაობა იცით?

- ორი შვილიშვილი მყავს: ნიცა და რატი. რატი 4 წლის არის და უკვე რაღაც-რაღაცები იცის. ის დამეხმარება კომპიუტერის ათვისებაში. რაც შეეხება ნიცას, ის პატარაა. თავიდან მავიწყდებოდა მისი სახელი და ხან საფრანგეთის საკურორტო ქალაქს ვეძახდი და ხანაც - რიო-დე-ჟანეიროს (ეცინება). ახლა დავიმახსოვრე. ენაცვალოთ ბებო ჩემს შვილიშვილებს!..

- თქვენი შვილიშვილები თუ უყურებენ "ჩემი ცოლის დაქალებს" და როგორი რეაქცია აქვთ, როდესაც ეკრანზე გხედავენ?

- როცა სერიალი იწყება, მაგ დროს უკვე სძინავთ, მაგრამ შაბათ-კვირას ჯიუტობენ, დაძინებას სერიალის ყურება ურჩევნიათ. რატის ბოლო დროს გაუცხოება დაეწყო ჩემ მიმართ. სახლში ძალიან თბილი და ყურადღებიანი ვარ, ეკრანზე კი მხედავს ისეთს, როგორი როლიც მაქვს. ჰოდა, ბავშვი დაიბნა; ხანდახან ვეღარ ხვდება, რეალურად როგორი ვარ. ცუდი ის არის, რომ ბოლო დროს უწმაწური სიტყვებითა და ჟარგონებით ლაპარაკი დაიწყო, ეს კი დიტოს (ბაბულიკას) დამსახურებაა. ცუდია, რომ პატარები ასეთ რაღაცებს იმახსოვრებენ.

- სხვა საინტერესო შემოთავაზებებიც ხომ არ გაქვთ?

- ჯერ არაფერი შემოუთავაზებიათ. ამ სერიალმა სიცოცხლე გამიხანგრძლივა და გამახალისა. მადლობას ვუხდი ეკა მჟავანაძეს, რადგან მისი დამსახურებით დამამტკიცეს მანანას როლზე. კიდევ, მადლობას ვუხდი ჩემს ჰიჩკოკს - ასე ვუწოდებ სერიალის რეჟისორ გიორგი ლიფონავას. კარგი გუნდი ვართ და შედეგიც სახეზეა - სერიალი ყველამ შეიყვარა.

- ზოგიერთი ცნობილი ადამიანი ამბობს, რომ პოპულარობა მათთვის მომაბეზრებელი გახდა. თქვენს შემთხვევაში რა ხდება?

- მომღერლისა და მსახიობის ვალია, მაყურებელსა თუ მსმენელს მიანიჭოს ესთეტიკური სიამოვნება. შესაბამისად, მაყურებელი თავისი ყურადღებით უბრუნებს ხელოვანს სითბოს. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი პოპულარობამ დაღალა. პირადად მე, პატარა გოგოსავით მიხარია ქუჩაში გამვლელების ყურადღება. ბედნიერი ვარ, როცა მიღიმიან, თუმცა უხერხულ მდგომარეობაშიც ვვარდები მაშინ, როცა ტრანსპორტში ბილეთს მიღებენ ან უფასოდ მგზავრობას მთავაზობენ. ამას წინათ იუსტიციის სახლში ვიყავი საქმეზე და ისეთი ამბავი ატყდა, - მომსახურე პერსონალიც და მოქალაქეებიც გრძელ რიგში იდგნენ, ჩემთან ერთად ფოტო რომ გადაეღოთ და ავტოგრაფი ეთხოვათ. ჰოდა, იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც ხალხს უყვარხარ, რა უნდა იყოს?..

მასალაში გამოყენებულია  მიშო გოგიძის ფოტო

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია