საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანის ბლოგი - "ოცნების" დაბადების დღის ერთი სანთელი
თეა წულუკიანის ბლოგი - "ოცნების" დაბადების დღის ერთი სანთელი

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­კუ­თარ ბლოგ­ზე რი­გით მე­ო­რე პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლე­შიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერ­თწ­ლი­ან მმარ­თვე­ლო­ბას აფა­სებს, რო­მელ­საც "ამ­ბე­ბი.გე" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

ჩვე­ნი გუნ­დის ერთ-ერ­თმა წევ­რმა თქვა, ზო­მი­ე­რად ვი­ზე­ი­მო­თო, რაც სწო­რია. ზო­მი­ე­რად უნდა გი­ხა­რო­დეს ადა­მი­ანს უზო­მო სი­ხა­რუ­ლი და დიდი გა­მარ­ჯვე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა. ასეთ ადა­მი­ან­ზე იტყვი­ან დახ­ვე­წი­ლი­აო. მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის ასეთ პირ­ზე იტყვი­ან ალ­ბათ სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე­აო.

გუ­შინ კი­დევ ერთხელ მო­ვი­ხე­დე უკან. რთუ­ლი დღე­ე­ბი გა­მივ­ლია, ბევ­რი მი­ნერ­ვი­უ­ლია, ბევ­რი მწყე­ნია და ბევ­რიც გამ­ხა­რე­ბია. ბევ­რი მი­მუ­შა­ვია ჩემს გუნდთან და იმ ხალ­ხთან ერ­თად ვინც აქ დამ­ხვდა, ვინც უკვე ჩე­მი­ა­ნია, და ვის ად­ვო­კა­ტა­დაც ვი­დე­ქი ერთი წელი თუნ­დაც ჩე­მი­ვე გუნ­დის შიგ­ნით… შარ­შან ივ­ლის­ში ნა­ხა­ლოვ­კა­ში რომ დავ­დე­ქი და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ნა­ძა­ლა­დე­ველ გოგო-ბი­ჭებს ვუ­თხა­რი, რა­ი­ო­ნი კი უზარ­მა­ზა­რია, მაგ­რამ ქუჩა არ უნდა დარ­ჩეს შე­ურ­ყე­ვე­ლი და და­ვი­ძა­რით-მეთ­ქი, მას მერე სახ­ლში გა­ტა­რე­ბუ­ლი ერთი კვი­რა დღე სა­ნატ­რე­ლი გა­მიხ­და.

არა­ფერს ვამ­ბობ შვე­ბუ­ლე­ბა­ზე… კი­დევ კარ­გი, სახ­ლში მხო­ლოდ ძაღ­ლი მყავს, ისიც შარ­შან და­ი­ბა­და ახ­მე­ტა­ში პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს. ხან­და­ხან მგო­ნია, რომ მეც მას­თან ერ­თად და­ვი­ბა­დე, რად­გან, 9 წლის მერე, თა­ვი­სუფ­ლად პირ­ვე­ლად ამო­ვი­სუნ­თქე. კი­ლი­მან­ჯა­რო ჰქვია. წყინს, რომ მი­ტო­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ ენა არ აქვს, რომ ყვე­ლა­ფე­რი თქვას. მისი ეს უე­ნო­ბა პირ­და­პირ გა­ნა­პი­რო­ბებს ჩემს ასე თუ ისე ნორ­მა­ლურ რე­ი­ტინგს ბოლო დრო­ის მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ კვლე­ვებ­ში…

რა გა­ვა­კე­თეთ ეს ერთი წელი?

პრო­ექ­ტე­ბი რომ ჩა­მოვ­თვა­ლო და იმ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე ვი­ლა­პა­რა­კო, რომ­ლე­ბიც ჩვენ­მა სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მო­სა­წყე­ნი იქ­ნე­ბა ბლო­გის მკი­თხვე­ლი­სათ­ვის. ეს მე­დი­ის დახ­მა­რე­ბი­თაც შუქ­დე­ბა და ვი­ცით.

ამი­ტომ მთა­ვარ მიღ­წე­ვა­ზე ვი­ტყვი.

ჩვენ და­ვა­მარ­ცხეთ სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე მარ­ტი­ვი აზ­როვ­ნე­ბა, ჩვენ გა­ვა­ა­და­მი­ა­ნუ­რეთ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი, ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ბო­ლო­ოდ მო­შა­ლა უმუხ­რუ­ჭო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მავ­ნე ფე­ნო­მე­ნი და სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა ისეთ სის­ტე­მას, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბა შე­უძ­ლია და სა­კუ­თარ თავს არ ჭამს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­ვით ან ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა­ვით.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს უწყე­ბა­ში გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა დღეს კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია. არა­ვის ეში­ნია იმის, რომ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მოთ­ქმის­თვის და­ის­ჯე­ბა. რა თქმა უნდა, ამას თა­ვი­სი უკი­დუ­რე­სო­ბე­ბიც ახ­ლავს, რა­საც მე­ნე­ჯმენ­ტი დას­ჭირ­და, მაგ­რამ მთა­ვა­რი მა­ინც ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი სტან­დარ­ტია, ხოლო მის­გან გა­დახ­ვე­ვე­ბი ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბას ვინც გვერ­დით ჩა­უვ­ლის, იქ­ნე­ბა ეს მო­ქა­ლა­ქე თუ მე­ზო­ბე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის ან სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მათ "აღარ ზა­რავთ", რო­გორც თა­ვად იტყვი­ან ხოლ­მე. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს უწყე­ბა­ში დღეს უკვე ყვე­ლამ იცის, რომ დე­მოკ­რა­ტია და და­სავ­ლე­ლო­ბა მე­ცხრე სარ­თულ­ზე მარ­ტოდ გა­მო­კე­ტი­ლი ჯა­დო­ქა­რი მი­ნის­ტრი არ არის, რო­მე­ლიც ერთ დღეს ერთ ბიზ­ნეს­მენს წა­არ­თმევს მი­ლი­ო­ნებს და მე­ო­რე დღეს რო­მე­ლი­მე დე­პუ­ტატს აი­ძუ­ლებს გა­ი­ტა­ნოს პარ­ლა­მენ­ტში მისი პრო­ექ­ტი, ხოლო ორი­ვე დღეს მო­სა­მარ­თლე ჰყავს ტე­რორ­ში. ყვე­ლამ გა­ი­გო იუს­ტი­ცი­ის უწყე­ბა­ში, მათ შო­რის იმ პრო­კუ­რო­რებ­მაც, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან აღარ არი­ან, რომ დე­მოკ­რა­ტია ნი­უ­ან­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის, ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შექ­მნი­სა და ჯან­საღ აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა­ში სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მოკ­ვე­თის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბაა. და არა მხო­ლოდ. დე­მოკ­რა­ტია იმი­სათ­ვის არის დე­მოკ­რა­ტია, რომ ის ძნე­ლი უნდა იყოს. დე­მოკ­რა­ტია მარ­ტივ აზ­როვ­ნე­ბას არა­ვის პა­ტი­ობს.

ჩვენ, ერთი წლის წინ, სწო­რედ ეს მარ­ტი­ვი აზ­როვ­ნე­ბა და­ვა­მარ­ცხეთ. "დად­გე­ბა ორი ოქ­ტომ­ბრის დილა და ძვლებ­ში და­გამ­ტვრევთ" - ყო­ველ­თვის ჩა­მეს­მის ლოტ­კინ­ზე მე­რაბ სა­მა­დაშ­ვი­ლის სახ­ლი­დან გა­მო­ვარ­დნი­ლი კა­ცის ხმა, რო­მე­ლიც ია­რა­ღით ყელ­ყე­ლა­ობ­და. მარ­ტი­ვია - მე ვარ ხე­ლუ­სიფ­ლე­ბა­ში, შენ გაქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი და ძვლებ­ში და­გამ­ტვრევ. ჩვენ ამ დროს ლოტ­კი­ნის ლა­მაზ ქუ­ჩებ­ში ფლა­ი­ე­რებს ვა­რი­გებ­დით. ამ სახ­ლთა­ნაც ჩა­ვი­ა­რეთ, და­კა­კუ­ნე­ბა არც კი გაგ­ვი­ფიქ­რია. მაგ­რამ ამის უფ­ლე­ბა ადრე ვის ჰქონ­და? ის იყო ყვე­ლა მთავ­რო­ბი­სას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ეგო­ნა, რომ ასე იქ­ნე­ბო­და მა­რად.

მა­რად-ზე გა­მახ­სენ­და. ესეც შევ­ცვა­ლეთ. გა­გიმ­ხელთ და ერთ ჩემს თა­ნამ­შრო­მელს, ე.წ ადე­იშ­ვი­ლის კად­რსა და შე­სა­ბა­მი­სად ზო­გი­სათ­ვის ყოვ­ლად "სა­ძულ­ველ" არ­სე­ბას, თუმ­ცა ჩემ­თვის პრო­ფე­სი­ო­ნალს, რო­მელ­საც ერ­თა­დერ­თი ის და­უ­შა­ვე­ბია, რომ მისი მი­ნის­ტრი ადე­იშ­ვი­ლი ყო­ფი­ლა, თო­რემ მი­ნის­ტრის ნახ­ვა ერთი ერ­თზე არა­სო­დეს ღირ­სე­ბია, ერთხელ გა­ვე­ხუმ­რე. "ზოგს კი ჰგო­ნია, რომ ზუ­რა­ბი წა­სუ­ლია, მაგ­რამ ის სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­მი­ნის­ტროს სა­ხუ­რავ­ზე, თა­ვი­სი­ვე ტე­რა­სა­ზე ცხოვ­რობს-მეთ­ქი." ძა­ლის­ხმე­ვა დამ­ჭირ­და, რომ თა­ვად არ გამ­ცი­ნე­ბო­და. მე­ტყვე­ლი იყო მის სა­ხე­ზე ში­ნა­გა­ნი რე­აქ­ცია: "მი­ნის­ტრე­ბი ასე არ ხუმ­რო­ბენ, და თუ ხუმ­რო­ბენ, თა­ვი­ანთ თა­ნამ­შრომ­ლებს თა­ვი­ან­თი მა­ღა­ლი ხუმ­რო­ბის ღირ­სად არ ხდი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ნის­ტრი ამ­ბობს მარ­თალს და თუ ის ამ­ბობს მარ­თალს და თუ მარ­თლა წინა მი­ნის­ტრი ცხოვ­რობს სა­ხუ­რავ­ზე (და აქ ალ­ბათ უნდა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ ტე­რა­სა­ზე ტე­კის სა­ვარ­ძელ­ში მჯდა­რი "ნი­ჭი­ე­რი ბო­რო­ტი", ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი იმის თა­ო­ბა­ზედ, თუ რო­გორ გა­ა­კოტ­როს ბან­კი "ქარ­თუ"), მა­შინ?????? თა­ნამ­შრომ­ლის სა­ხე­ზე ეს ბევ­რი ფიქ­რი წა­მე­ბის მე­ა­თე­დე­ბი გრძელ­დე­ბა და სა­ო­ცა­რია, რო­გორ უნათ­დე­ბა სახე ბო­ლოს, რო­გორც კი ხვდე­ბა, რომ დიახ, მი­ნის­ტრე­ბიც ხუმ­რო­ბენ თა­ვი­ან­თი რი­გი­თი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით. ის დღემ­დე ალ­ბათ მა­ინც ფიქ­რობს, რა­ტომ ვე­ხუმ­რე მას და არა სხვას, რისი ნი­შა­ნი უნდა იყოს ეს - კარ­გის თუ ცუ­დის და ა.შ.

რა თქმა უნდა, და­სა­ნა­ნია, რომ აღ­სა­ნიშ­ნავ ფაქ­ტად იქცა ის, თუ რო­გორ გა­ვა­ა­და­მი­ა­ნუ­რეთ სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა. ზოგი ფიქ­რობს, რომ დიქ­ტა­ტი და შიში, რა­ზეც ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ამ­ყა­რეს უცი­ლე­ბე­ლი იყო შე­ვარ­დნა­ძის ქა­ო­ტუ­რი სის­ტე­მის და­სა­მარ­ცხებ­ლად. სიმ­კაც­რე სა­ჭი­რო იყო ალ­ბათ თა­ვი­დან, მაგ­რამ რა მოხ­და მერე? მერე მოხ­და ის, რომ არა­ვინ, არც ქვეყ­ნის შიგ­ნით და არც ქვეყ­ნის გა­რეთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აკ­რი­ტი­კებ­და. უკ­რი­ტი­კო­ბამ და­ღუ­პა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მი­იყ­ვა­ნა იქამ­დე, რომ მარ­ტი­ვი აზ­როვ­ნე­ბა გახ­და ქვეყ­ნის სა­მარ­თა­ვად საკ­მა­რი­სი. ეს აზ­როვ­ნე­ბა და­მარ­ცხე­ბუ­ლია. ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ მინ­და იცო­დეს, რომ ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც კი მი­ი­ღე­ბა დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ, არის კრი­ტი­კის სხვა­დას­ხვა, შიდა ფილტრში გა­ტა­რე­ბუ­ლი. თუ მა­ინც ხდე­ბა შეც­დო­მე­ბი, დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის გას­წო­რე­ბის უნა­რი აქვს. ეს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ჰქონ­და. მუხ­რუ­ჭე­ბი არ არ­სე­ბობ­და. კო­ა­ლი­ცია ჭრე­ლია და ამით არის სწო­რედ მდი­და­რი. ეს არის მუხ­რუ­ჭე­ბის არ­სე­ბო­ბის ერთ-ერთი გა­რან­ტი. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს კლა­ნი კი არ მარ­თავს, არა­მედ ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი, რო­მელ­თაც თა­ვი­ან­თი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი აქვთ, რომ­ლე­ბიც გან­სჯი­ან, ფიქ­რო­ბენ, ყოყ­მა­ნო­ბენ, მსჯე­ლო­ბენ, წვა­ლო­ბენ, უხა­რი­ათ, წყინთ და სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც საქ­მის სა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღე­ბენ. თუ შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ, ამ შეც­დო­მე­ბის დრო­უ­ლად გას­წო­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მებ­საც თა­ვად ქმნი­ან და რო­ბო­ტე­ბი­ვით არ იმე­ო­რე­ბენ ერთი და იმა­ვე სი­ტყვე­ბით, რომ თა­ვად არი­ან მარ­თალ­ნი და ხალ­ხი ყო­ველ­თვის ტყუ­ის და ცდე­ბა. იდე­ა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, არ­სე­ბობს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში ხან ერთი მთავ­რო­ბა უდ­გას, ხან სხვა.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში მე მო­მა­ვა­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის­თვის ვმუ­შა­ობ, რად­გან როცა ამის დრო დად­გე­ბა, მას მინ­და დახ­ვდეს სის­ტე­მა, რო­მელ­შიც აღარ იქ­ნე­ბა ზუ­რას ან თეას კა­ბი­ნე­ტი, არა­მედ იქ­ნე­ბა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის კა­ბი­ნე­ტი, რომ­ლის ბი­ნა­და­რიც ხან­გა­მოშ­ვე­ბით შე­იც­ვლე­ბა ხალ­ხის ნე­ბის მი­ხედ­ვით, ხოლო პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი დარ­ჩე­ბი­ან, მათ ასე­თი­ვე ახ­ლე­ბი შე­ე­მა­ტე­ბი­ან და გა­ამ­დიდ­რე­ბენ.

მთავ­რო­ბე­ბი მი­დი­ან და მო­დი­ან, სის­ტე­მა კი რჩე­ბა. აი ამ კულ­ტუ­რას სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ვუ­ყა­რეთ ჩვენ ამ ერთ წე­ლი­წად­ში სა­ფუძ­ვე­ლი. ეს დიდი მიღ­წე­ვაა.

P. S. მი­საყ­ვე­დუ­რეს, ბლოგს არ კვე­ბა­ვო და, ამი­ტო­მაც, ამ დიდ დღეს მი­ვუ­ძღვე­ნი მისი გა­ნახ­ლე­ბა. მო­მა­ვალ ტექსტს მალე დავ­წერ და, სხვა­თა შო­რის, არც რა­ღაც გან­ცხა­დე­ბე­ბი არ მაქვს უჯ­რა­ში გა­და­მა­ლუ­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თეა წულუკიანის ბლოგი - "ოცნების" დაბადების დღის ერთი სანთელი

თეა წულუკიანის ბლოგი - "ოცნების" დაბადების დღის ერთი სანთელი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი საკუთარ ბლოგზე რიგით მეორე პოსტს აქვეყნებს, რომლეშიც "ქართული ოცნების" ერთწლიან მმართველობას აფასებს, რომელსაც "ამბები.გე" უცვლელად გთავაზობთ.

ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, ზომიერად ვიზეიმოთო, რაც სწორია. ზომიერად უნდა გიხაროდეს ადამიანს უზომო სიხარული და დიდი გამარჯვების ბედნიერება. ასეთ ადამიანზე იტყვიან დახვეწილიაო. მაღალი თანამდებობის ასეთ პირზე იტყვიან ალბათ სახელმწიფო მოღვაწეაო.

გუშინ კიდევ ერთხელ მოვიხედე უკან. რთული დღეები გამივლია, ბევრი მინერვიულია, ბევრი მწყენია და ბევრიც გამხარებია. ბევრი მიმუშავია ჩემს გუნდთან და იმ ხალხთან ერთად ვინც აქ დამხვდა, ვინც უკვე ჩემიანია, და ვის ადვოკატადაც ვიდექი ერთი წელი თუნდაც ჩემივე გუნდის შიგნით… შარშან ივლისში ნახალოვკაში რომ დავდექი და ქართული ოცნების ნაძალადეველ გოგო-ბიჭებს ვუთხარი, რაიონი კი უზარმაზარია, მაგრამ ქუჩა არ უნდა დარჩეს შეურყეველი და დავიძარით-მეთქი, მას მერე სახლში გატარებული ერთი კვირა დღე სანატრელი გამიხდა.

არაფერს ვამბობ შვებულებაზე… კიდევ კარგი, სახლში მხოლოდ ძაღლი მყავს, ისიც შარშან დაიბადა ახმეტაში პირველ ოქტომბერს. ხანდახან მგონია, რომ მეც მასთან ერთად დავიბადე, რადგან, 9 წლის მერე, თავისუფლად პირველად ამოვისუნთქე. კილიმანჯარო ჰქვია. წყინს, რომ მიტოვებულია, მაგრამ ენა არ აქვს, რომ ყველაფერი თქვას. მისი ეს უენობა პირდაპირ განაპირობებს ჩემს ასე თუ ისე ნორმალურ რეიტინგს ბოლო დროის მაღალკვალიფიციურ კვლევებში…

რა გავაკეთეთ ეს ერთი წელი?

პროექტები რომ ჩამოვთვალო და იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვილაპარაკო, რომლებიც ჩვენმა სამინისტრომ განახორციელა, მოსაწყენი იქნება ბლოგის მკითხველისათვის. ეს მედიის დახმარებითაც შუქდება და ვიცით.

ამიტომ მთავარ მიღწევაზე ვიტყვი.

ჩვენ დავამარცხეთ სახელმწიფო დონეზე მარტივი აზროვნება, ჩვენ გავაადამიანურეთ სახელმწიფო სტრუქტურები, ივანიშვილის ხელისუფლებამ საბოლოოდ მოშალა უმუხრუჭო ხელისუფლების მავნე ფენომენი და საფუძველი ჩაუყარა ისეთ სისტემას, რომელსაც საკუთარი შეცდომების კორექტირება შეუძლია და საკუთარ თავს არ ჭამს საბჭოთა კავშირივით ან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასავით.

იუსტიციის სამინისტროს უწყებაში გამოხატვის თავისუფლება დღეს კულტურის ნაწილია. არავის ეშინია იმის, რომ უკმაყოფილების გამოთქმისთვის დაისჯება. რა თქმა უნდა, ამას თავისი უკიდურესობებიც ახლავს, რასაც მენეჯმენტი დასჭირდა, მაგრამ მთავარი მაინც ღირებულებითი სტანდარტია, ხოლო მისგან გადახვევები ერთეული შემთხვევებია. იუსტიციის სამინისტროს შენობას ვინც გვერდით ჩაუვლის, იქნება ეს მოქალაქე თუ მეზობელი პროკურატურის ან სამინისტროების თანამშრომლები, მათ "აღარ ზარავთ", როგორც თავად იტყვიან ხოლმე. იუსტიციის სამინისტროს უწყებაში დღეს უკვე ყველამ იცის, რომ დემოკრატია და დასავლელობა მეცხრე სართულზე მარტოდ გამოკეტილი ჯადოქარი მინისტრი არ არის, რომელიც ერთ დღეს ერთ ბიზნესმენს წაართმევს მილიონებს და მეორე დღეს რომელიმე დეპუტატს აიძულებს გაიტანოს პარლამენტში მისი პროექტი, ხოლო ორივე დღეს მოსამართლე ჰყავს ტერორში. ყველამ გაიგო იუსტიციის უწყებაში, მათ შორის იმ პროკურორებმაც, რომლებიც ჩემთან აღარ არიან, რომ დემოკრატია ნიუანსების გათვალისწინების, ინსტიტუტების შექმნისა და ჯანსაღ აზრთა სხვადასხვაობაში სწორი გადაწყვეტილების გამოკვეთის მექანიზმების ერთობლიობაა. და არა მხოლოდ. დემოკრატია იმისათვის არის დემოკრატია, რომ ის ძნელი უნდა იყოს. დემოკრატია მარტივ აზროვნებას არავის პატიობს.

ჩვენ, ერთი წლის წინ, სწორედ ეს მარტივი აზროვნება დავამარცხეთ. "დადგება ორი ოქტომბრის დილა და ძვლებში დაგამტვრევთ" - ყოველთვის ჩამესმის ლოტკინზე მერაბ სამადაშვილის სახლიდან გამოვარდნილი კაცის ხმა, რომელიც იარაღით ყელყელაობდა. მარტივია - მე ვარ ხელუსიფლებაში, შენ გაქვს განსხვავებული აზრი და ძვლებში დაგამტვრევ. ჩვენ ამ დროს ლოტკინის ლამაზ ქუჩებში ფლაიერებს ვარიგებდით. ამ სახლთანაც ჩავიარეთ, დაკაკუნება არც კი გაგვიფიქრია. მაგრამ ამის უფლება ადრე ვის ჰქონდა? ის იყო ყველა მთავრობისას ხელისუფლებაში და ეგონა, რომ ასე იქნებოდა მარად.

მარად-ზე გამახსენდა. ესეც შევცვალეთ. გაგიმხელთ და ერთ ჩემს თანამშრომელს, ე.წ ადეიშვილის კადრსა და შესაბამისად ზოგისათვის ყოვლად "საძულველ" არსებას, თუმცა ჩემთვის პროფესიონალს, რომელსაც ერთადერთი ის დაუშავებია, რომ მისი მინისტრი ადეიშვილი ყოფილა, თორემ მინისტრის ნახვა ერთი ერთზე არასოდეს ღირსებია, ერთხელ გავეხუმრე. "ზოგს კი ჰგონია, რომ ზურაბი წასულია, მაგრამ ის სინამდვილეში სამინისტროს სახურავზე, თავისივე ტერასაზე ცხოვრობს-მეთქი." ძალისხმევა დამჭირდა, რომ თავად არ გამცინებოდა. მეტყველი იყო მის სახეზე შინაგანი რეაქცია: "მინისტრები ასე არ ხუმრობენ, და თუ ხუმრობენ, თავიანთ თანამშრომლებს თავიანთი მაღალი ხუმრობის ღირსად არ ხდიან, შესაბამისად, მინისტრი ამბობს მართალს და თუ ის ამბობს მართალს და თუ მართლა წინა მინისტრი ცხოვრობს სახურავზე (და აქ ალბათ უნდა წარმოვიდგინოთ ტერასაზე ტეკის სავარძელში მჯდარი "ნიჭიერი ბოროტი", ჩაფიქრებული იმის თაობაზედ, თუ როგორ გააკოტროს ბანკი "ქართუ"), მაშინ?????? თანამშრომლის სახეზე ეს ბევრი ფიქრი წამების მეათედები გრძელდება და საოცარია, როგორ უნათდება სახე ბოლოს, როგორც კი ხვდება, რომ დიახ, მინისტრებიც ხუმრობენ თავიანთი რიგითი თანამშრომლების თანდასწრებით. ის დღემდე ალბათ მაინც ფიქრობს, რატომ ვეხუმრე მას და არა სხვას, რისი ნიშანი უნდა იყოს ეს - კარგის თუ ცუდის და ა.შ.

რა თქმა უნდა, დასანანია, რომ აღსანიშნავ ფაქტად იქცა ის, თუ როგორ გავაადამიანურეთ სახელმწიფო სისტემა. ზოგი ფიქრობს, რომ დიქტატი და შიში, რაზეც ნაციონალებმა ხელისუფლება დაამყარეს უცილებელი იყო შევარდნაძის ქაოტური სისტემის დასამარცხებლად. სიმკაცრე საჭირო იყო ალბათ თავიდან, მაგრამ რა მოხდა მერე? მერე მოხდა ის, რომ არავინ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ხელისუფლებას არ აკრიტიკებდა. უკრიტიკობამ დაღუპა წინა ხელისუფლება და მიიყვანა იქამდე, რომ მარტივი აზროვნება გახდა ქვეყნის სამართავად საკმარისი. ეს აზროვნება დამარცხებულია. ყველა მოქალაქემ მინდა იცოდეს, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც კი მიიღება დღევანდელი ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის მიერ, არის კრიტიკის სხვადასხვა, შიდა ფილტრში გატარებული. თუ მაინც ხდება შეცდომები, დღევანდელ ხელისუფლებას საკუთარი შეცდომების გასწორების უნარი აქვს. ეს წინა ხელისუფლებას არ ჰქონდა. მუხრუჭები არ არსებობდა. კოალიცია ჭრელია და ამით არის სწორედ მდიდარი. ეს არის მუხრუჭების არსებობის ერთ-ერთი გარანტი. დღეს საქართველოს კლანი კი არ მართავს, არამედ ადამიანების ჯგუფი, რომელთაც თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვთ, რომლებიც განსჯიან, ფიქრობენ, ყოყმანობენ, მსჯელობენ, წვალობენ, უხარიათ, წყინთ და საბოლოოდ მაინც საქმის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებენ. თუ შეცდომებს უშვებენ, ამ შეცდომების დროულად გასწორების მექანიზმებსაც თავად ქმნიან და რობოტებივით არ იმეორებენ ერთი და იმავე სიტყვებით, რომ თავად არიან მართალნი და ხალხი ყოველთვის ტყუის და ცდება. იდეალური ხელისუფლება არ არსებობს, არსებობს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც სათავეში ხან ერთი მთავრობა უდგას, ხან სხვა.

იუსტიციის სამინისტროში მე მომავალი იუსტიციის მინისტრისთვის ვმუშაობ, რადგან როცა ამის დრო დადგება, მას მინდა დახვდეს სისტემა, რომელშიც აღარ იქნება ზურას ან თეას კაბინეტი, არამედ იქნება იუსტიციის მინისტრის კაბინეტი, რომლის ბინადარიც ხანგამოშვებით შეიცვლება ხალხის ნების მიხედვით, ხოლო პასუხისმგებლიანი საჯარო მოხელეები დარჩებიან, მათ ასეთივე ახლები შეემატებიან და გაამდიდრებენ.

მთავრობები მიდიან და მოდიან, სისტემა კი რჩება. აი ამ კულტურას საბოლოოდ ჩავუყარეთ ჩვენ ამ ერთ წელიწადში საფუძველი. ეს დიდი მიღწევაა.

P. S. მისაყვედურეს, ბლოგს არ კვებავო და, ამიტომაც, ამ დიდ დღეს მივუძღვენი მისი განახლება. მომავალ ტექსტს მალე დავწერ და, სხვათა შორის, არც რაღაც განცხადებები არ მაქვს უჯრაში გადამალული.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა