საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნების" "რკინის ფარდა" - რა შემთხვევაში დაგაკავებენ საზღვრის გადაკვეთისას
"ოცნების" "რკინის ფარდა" - რა შემთხვევაში დაგაკავებენ საზღვრის გადაკვეთისას

თუ სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლას გა­და­წყვეტთ, გარ­კვე­უ­ლი ეჭ­ვე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნე­ბის­მი­ე­რი თქვენ­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა და­ა­კა­ვონ. ქვეყ­ნი­დან გას­ვლა­ზე შე­ზღუდ­ვის და­წე­სე­ბას უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის "რკი­ნის ფარ­დის" ჩა­მო­ფა­რე­ბის მცდე­ლო­ბას უწო­დე­ბენ.

პარ­ლა­მენ­ტი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბას იწყებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ქვეყ­ნი­დან გას­ვლა­ზე, პას­პორ­ტის გა­ცე­მა­ზე, პას­პორ­ტის მოქ­მე­დე­ბის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე, ასე­ვე სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა­ზე, სა­ხელ­მწი­ფო ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა უარი უთხრან.

ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი კა­ნო­ნი "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­დან გას­ვლი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის წე­სე­ბის შე­სა­ხებ" ამ­გვა­რი უა­რის თქმის სა­ფუძ­ველს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში იძ­ლე­ვა, თუ პირი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ იძებ­ნე­ბა ან ყალბ სა­ბუ­თებს ფლობს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, მო­ქა­ლა­ქის "ქვეყ­ნი­დან გა­უს­ვლე­ლო­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს "კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო", და არა სა­სა­მარ­თლო. თუმ­ცა მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­ზე აღ­მო­ა­ჩენს, რომ ქვე­ყა­ნას ვერ და­ტო­ვებს, კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­უძ­ლია სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­როს.

გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში ისი­ცაა ნათ­ქვა­მი, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქემ არ უნდა იცო­დეს მისი "გა­უს­ვლე­ლო­ბის" რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი და ამ მი­ზეზს სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც ვერ გა­ი­გებს.

"კა­ნონ­ში "სა­ხელ­მწი­ფო ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის" დე­ბუ­ლე­ბის შე­მო­ტა­ნით ახა­ლი არა­ფე­რი არ იდე­ბა.

ამ მხრივ სი­ტყვა­სი­ტყვით გად­მო­დის ის, რაც დღეს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში წე­რია და კა­ნონ­მდებ­ლო­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­დის. ამას­თან, თუკი სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სას მიჩ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნორ­მა და­მა­ტე­ბით და­ზუს­ტე­ბას სა­ჭი­რო­ებს, მზად ვართ, ამა­ზე ვიმ­სჯე­ლოთ", - აცხა­დებს კა­ნონპ­რო­ექ­ტის ერთ-ერთი ავ­ტო­რი ირი­ნა იმერ­ლიშ­ვი­ლი.

კონ­სტი­ტუ­ცი­ის 22-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, ყვე­ლას, ვინც კა­ნო­ნი­ე­რად იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, შე­უძ­ლია, თა­ვი­სუფ­ლად გა­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­დან. ამას­თან, კონ­სტი­ტუ­ცია ამ­ბობს, რომ ამ უფ­ლე­ბა­თა შე­ზღუდ­ვა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის, და­ნა­შა­უ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ან მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით.

პარ­ლა­მენ­ტის მიერ და­გეგ­მილ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბას უარ­ყო­ფი­თად აფა­სე­ბენ პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი. "სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის" თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სერ­გი კა­პა­ნა­ძე ფიქ­რობს, რომ კა­ნო­ნის ახალ რე­გუ­ლა­ცი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­სა­სურ­ვე­ლი პი­რე­ბის­თვის შე­ზღუდ­ვე­ბის და­სა­წე­სებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს.

"მი­მაჩ­ნია, რომ სრუ­ლი­ად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბაა, ეს არის უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი ყოვ­ლად გა­ურ­კვე­ვე­ლი მო­საზ­რე­ბე­ბით. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გამო არა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი არ არ­სე­ბობს, ამით კონ­კრე­ტულ ჩი­ნოვ­ნიკს ან ჩი­ნოვ­ნიკ­თა ჯგუფს მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ეს ახ­სნა სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნონ.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­უძ­ლია, ეს ცვლი­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს არა­სა­სურ­ვე­ლი პი­რე­ბის უცხო­ეთ­ში გამ­გზავ­რე­ბის შე­სა­ზღუ­დად, არ უნდა გა­ემ­გზავ­როს, რომ ინ­ფორ­მა­ცია არ მი­ა­წო­დოს უცხო ქვეყ­ნებს არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მი­ზე­ზი. ასე­თი რამ არ­სე­ბობ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს. გან­მარ­ტე­ბა, რომ კა­ნო­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­დის, არის არა­სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტი", - უთხრა კა­პა­ნა­ძემ "მთელ კვი­რას".

პო­ლი­ტო­ლო­გი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­მაშ­ფო­თე­ბელს უწო­დებს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის დე­ტა­ლებს არ იც­ნობს.

"არ ვიც­ნობ კა­ნონპ­რო­ექტს, ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, თუ რა ფორ­მუ­ლი­რე­ბით შე­აქვთ ეს ცვლი­ლე­ბა და რა სა­ხის შე­ზღუდ­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი. ამი­ტომ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ. ზო­გა­დად რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის წა­კი­თხვა ჩემ­თვის შო­კის მომ­გვრე­ლი იყო. გა­სარ­კვე­ვია, რას შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს ეს, ალ­ბათ რა­ღაც და­სა­ბუ­თე­ბა ექ­ნე­ბათ. ვი­ღაც უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ, სა­ნამ პი­რა­დად არ წა­ვი­კი­თხავ, რა წე­რია პრო­ექ­ტში", - უთხრა ლა­გა­ზი­ძემ "მთელ კვი­რას".

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის დამ­ყა­რე­ბის მცდე­ლო­ბად აფა­სებს.

"ეს არის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის­კენ და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი, რად­გან ადა­მი­ა­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას ქმნის სა­თა­ნა­დო სა­მარ­თლებ­რი­ვი წი­ნა­პი­რო­ბე­ბის და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­რე­შე. ცვლი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­მარ­თუ­ლი იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ან პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­სათ­ვის.

"უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ფარ­ქვეშ მთე­ლი რიგი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბი აწე­სე­ბენ ფა­რულ და სხვა ტი­პის შე­ზღუდ­ვებს, ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი მსოფ­ლი­ო­ში დღე­საც ბევ­რია. მო­საზ­რე­ბას, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა კავ­შირ­ში იყოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სის და­სა­წყის­თან, არ ვე­თან­ხმე­ბი, რად­გან სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას არ სჭირ­დე­ბა არა­ნა­ი­რი და­მა­ტე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის დიდი მავ­თულხლარ­თის შე­მოვ­ლე­ბა და რკი­ნის ფარ­დის ჩა­მო­ფა­რე­ბა. ამის­თვის სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია არ­სე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რაც თა­ვის დრო­ზე უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი", - აცხა­დებს ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას შე­მაშ­ფო­თე­ბელს უწო­დებს.

"იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბაა, ძა­ლი­ან ბევრ შე­კი­თხვას აჩენს. აშ­კა­რად იგ­რძნო­ბა, რომ საქ­მე გვაქვს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვას­თან. ერთი მხრივ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თავს იწო­ნებს ევ­რო­კავ­შირ­თან გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­ვიზ­რო რე­ჟი­მით და მთელ რიგ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­საც აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­შირ­თან მი­აღ­წია და, მე­ო­რე მხრივ, სავ­სე­ბით და­უ­სა­ბუ­თებ­ლად ახ­დენს პი­როვ­ნე­ბის ნე­ბის შე­ზღუდ­ვას, გა­და­ად­გილ­დეს თა­ვი­სუფ­ლად, თუკი მის მი­მართ არ არის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა, ან თუ სა­მოგ­ზა­უ­რო დო­კუ­მენტს არ გა­უ­ვი­და ვადა, რაც მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი იყო.

"სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს პრო­ექ­ტი წარ­დგე­ნი­ლია იმ პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მიერ, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვეს მხო­ლოდ იმის­თვის, რომ ისი­ნი დაჰ­პირ­დენ მათ სა­მარ­თლი­ა­ნი გა­რე­მოს აღ­დგე­ნას. რო­გორც ჩანს, არა­თუ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას არ აპი­რე­ბენ, არა­მედ ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბით კი­დევ უფრო მე­ტად აპი­რე­ბენ, შე­ზღუ­დონ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი", - გან­მარ­ტავს ლორ­თქი­ფა­ნი­ძე "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას.

თამ­თა ვირ­სა­ლა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ოცნების" "რკინის ფარდა" - რა შემთხვევაში დაგაკავებენ საზღვრის გადაკვეთისას

"ოცნების" "რკინის ფარდა" - რა შემთხვევაში დაგაკავებენ საზღვრის გადაკვეთისას

თუ საზღვარგარეთ წასვლას გადაწყვეტთ, გარკვეული ეჭვების არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება დააკავონ. ქვეყნიდან გასვლაზე შეზღუდვის დაწესებას უფლებადამცველები საქართველოსთვის "რკინის ფარდის" ჩამოფარების მცდელობას უწოდებენ.

პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებაზე მსჯელობას იწყებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლაზე, პასპორტის გაცემაზე, პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, ასევე საზღვრის გადაკვეთაზე, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება უარი უთხრან.

ამჟამად მოქმედი კანონი "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" ამგვარი უარის თქმის საფუძველს მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა, თუ პირი სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ან ყალბ საბუთებს ფლობს.

კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქის "ქვეყნიდან გაუსვლელობის" გადაწყვეტილებას იღებს "კომპეტენტური ორგანო", და არა სასამართლო. თუმცა მოქალაქეს, რომელიც საზღვარზე აღმოაჩენს, რომ ქვეყანას ვერ დატოვებს, კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს.

განმარტებით ბარათში ისიცაა ნათქვამი, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქემ არ უნდა იცოდეს მისი "გაუსვლელობის" რეალური მიზეზი და ამ მიზეზს სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაშიც ვერ გაიგებს.

"კანონში "სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესების" დებულების შემოტანით ახალი არაფერი არ იდება.

ამ მხრივ სიტყვასიტყვით გადმოდის ის, რაც დღეს კონსტიტუციაში წერია და კანონმდებლობა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის. ამასთან, თუკი საკითხის განხილვისას მიჩნეული იქნება, რომ აღნიშნული ნორმა დამატებით დაზუსტებას საჭიროებს, მზად ვართ, ამაზე ვიმსჯელოთ", - აცხადებს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ირინა იმერლიშვილი.

კონსტიტუციის 22-ე მუხლის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია, თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამასთან, კონსტიტუცია ამბობს, რომ ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

პარლამენტის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებას უარყოფითად აფასებენ პოლიტოლოგები და უფლებადამცველები. "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე ფიქრობს, რომ კანონის ახალ რეგულაციას ხელისუფლება არასასურველი პირებისთვის შეზღუდვების დასაწესებლად გამოიყენებს.

"მიმაჩნია, რომ სრულიად გაუმართლებელი ცვლილებაა, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი ყოვლად გაურკვეველი მოსაზრებებით. სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების გამო არანაირი კანონი არ არსებობს, ამით კონკრეტულ ჩინოვნიკს ან ჩინოვნიკთა ჯგუფს მიეცემა საშუალება, რომ ეს ახსნა სათავისოდ გამოიყენონ.

"ხელისუფლებას შეუძლია, ეს ცვლილება გამოიყენოს არასასურველი პირების უცხოეთში გამგზავრების შესაზღუდად, არ უნდა გაემგზავროს, რომ ინფორმაცია არ მიაწოდოს უცხო ქვეყნებს არსებულ მდგომარეობაზე ან ნებისმიერი სხვა მიზეზი. ასეთი რამ არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს. განმარტება, რომ კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის, არის არასერიოზული არგუმენტი", - უთხრა კაპანაძემ "მთელ კვირას".

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ინფორმაციას შემაშფოთებელს უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ კანონპროექტის დეტალებს არ იცნობს.

"არ ვიცნობ კანონპროექტს, ინფორმაცია არ მაქვს, თუ რა ფორმულირებით შეაქვთ ეს ცვლილება და რა სახის შეზღუდვაზეა საუბარი. ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ზოგადად რაც შემიძლია გითხრათ, ამ ინფორმაციის წაკითხვა ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო. გასარკვევია, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს, ალბათ რაღაც დასაბუთება ექნებათ. ვიღაც უმრავლესობის დეპუტაციის განცხადებებზე დაყრდნობით კომენტარს ვერ გავაკეთებ, სანამ პირადად არ წავიკითხავ, რა წერია პროექტში", - უთხრა ლაგაზიძემ "მთელ კვირას".

უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი საკანონმდებლო ინიციატივას ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობად აფასებს.

"ეს არის ავტორიტარული მმართველობისკენ და ადამიანის უფლებების შელახვისკენ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ადამიანის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საშუალებას ქმნის სათანადო სამართლებრივი წინაპირობების და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ცვლილება შეიძლება მიმართული იყოს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ან პირადი ანგარიშსწორებისათვის.

"უსაფრთხოების საფარქვეშ მთელი რიგი ავტორიტარული რეჟიმები აწესებენ ფარულ და სხვა ტიპის შეზღუდვებს, ასეთი მაგალითები მსოფლიოში დღესაც ბევრია. მოსაზრებას, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება კავშირში იყოს სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასაწყისთან, არ ვეთანხმები, რადგან სამართლიანობის აღდგენას არ სჭირდება არანაირი დამატებითი მექანიზმები, საქართველოსთვის დიდი მავთულხლართის შემოვლება და რკინის ფარდის ჩამოფარება. ამისთვის სრულიად საკმარისია არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, რაც თავის დროზე უნდა ყოფილიყო გამოყენებული", - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივას შემაშფოთებელს უწოდებს.

"იმდენად მოულოდნელი ცვლილებაა, ძალიან ბევრ შეკითხვას აჩენს. აშკარად იგრძნობა, რომ საქმე გვაქვს ადამიანის უფლების ძალიან სერიოზულ დარღვევასთან. ერთი მხრივ, ხელისუფლება თავს იწონებს ევროკავშირთან გამარტივებული სავიზრო რეჟიმით და მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველომ ევროკავშირთან მიაღწია და, მეორე მხრივ, სავსებით დაუსაბუთებლად ახდენს პიროვნების ნების შეზღუდვას, გადაადგილდეს თავისუფლად, თუკი მის მიმართ არ არის სისხლის სამართლებრივი დევნა, ან თუ სამოგზაურო დოკუმენტს არ გაუვიდა ვადა, რაც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული იყო.

"სამწუხაროა, რომ ეს პროექტი წარდგენილია იმ პარლამენტარების მიერ, რომლებმაც ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი დაჰპირდენ მათ სამართლიანი გარემოს აღდგენას. როგორც ჩანს, არათუ სამართლიანობის აღდგენას არ აპირებენ, არამედ ახალი ინიციატივებით კიდევ უფრო მეტად აპირებენ, შეზღუდონ ადამიანის უფლებები", - განმარტავს ლორთქიფანიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას.

თამთა ვირსალაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა