მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რის გამო სწყდება გული სალომე კოკუაშვილს?
რის გამო სწყდება გული სალომე კოკუაშვილს?

სა­ლო­მე კო­კუ­აშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ არის, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე კარ­გად თავს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გრძნობს და თე­ატ­რის სცე­ნა­ზე თა­მაშ­ზე ოც­ნე­ბობს. ამ­ჟა­მად "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. გა­და­ცე­მის - "რომ გა­დახ­ვალ, გა­ა­ჩე­რე" გა­და­ღე­ბე­ბი უკვე და­ი­წყო და სა­ლო­მეც საყ­ვა­რელ საქ­მეს დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით შე­უდ­გა.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- გა­და­ცე­მის მე-3 სე­ზო­ნის გა­და­ღე­ბე­ბი უკვე და­ვი­წყეთ, მაგ­რამ იმ ანეკ­დო­ტებს აღარ ვი­ღებთ, რომ­ლე­ბიც ხალ­ხში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ჩვე­ნი სცე­ნა­რის­ტე­ბი ანეკ­დო­ტებს თა­ვად წე­რენ. ვფიქ­რობ, გა­და­ცე­მა ასე უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, გოგა ოსე­ფაშ­ვი­ლის მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმში ვთა­მა­შობ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სცე­ნა­რია. ფილ­მს "ორი­გა­მი" ჰქვია, მის­ტი­კაა სიყ­ვა­რულ­ზე და პარტნი­ო­რო­ბას ვატო გო­მა­რე­ლი მი­წევს.

- რო­გო­რი მკი­თხვე­ლი ხარ?

- ბავ­შვო­ბა­ში უფრო კარ­გი მკი­თხვე­ლი ვი­ყა­ვი, ვიდ­რე - დღეს. იმ წლებ­ში მარ­თლა ძა­ლი­ან ბევ­რი რამ წა­ვი­კი­თხე. დე­დას კარ­გი ბიბ­ლი­ო­თე­კა აქვს. მე­გობ­რებს წიგ­ნებს ხში­რად ვჩუქ­ნი­დი. "უფ­ლის­წუ­ლი და მა­თხო­ვა­რი" გა­მორ­ჩე­უ­ლად მახ­სოვს. დღემ­დე მომ­ყვე­ბა ის ემო­ცია, რო­მე­ლიც ამ წიგნ­მა მო­მი­ტა­ნა. ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან მინ­დო­და, ერთ დღეს მა­თხოვ­რის ად­გილ­ზე აღ­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი. 12 წლის ვი­ყა­ვი, "ჰამ­ლე­ტის" წა­კი­თხვა რომ მო­ვინ­დო­მე, მაგ­რამ ბევ­რი ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე.

- წა­სა­კითხ წიგ­ნებს ვინ გირ­ჩევ­და?

- დედა. ის ამ საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი. სურ­ვი­ლიც რომ არ მქო­ნო­და, მა­ძა­ლებ­და, რაც შე­იძ­ლე­ბო­და მეტი მე­კი­თხა. სკო­ლა­ში X კლა­სამ­დე ძა­ლი­ან კარ­გი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. ყვე­ლა სა­განს ვსწავ­ლობ­დი და არც მე­ცა­დი­ნე­ო­ბა მე­ზა­რე­ბო­და. მერე გავ­ზარ­მაც­დი. მუ­შა­ო­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში და­ვი­წყე, თან ვცეკ­ვავ­დი და სწავ­ლის­თვის იმ­დე­ნი დრო აღარ მრჩე­ბო­და.

- ახლა რას კი­თხუ­ლობ?

- 22 წლის ვარ და ძა­ლი­ან მრცხვე­ნია, რომ ინ­გლი­სუ­რი არ ვიცი. გა­დავ­წყვი­ტე, ეს ენა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ვის­წავ­ლო, ვმე­ცა­დი­ნე­ობ და როცა დრო მაქვს, ინ­გლი­სურ ენა­ზე და­წე­რილ სტა­ტი­ებს, პა­ტა­რა ტექ­სტებს ვკი­თხუ­ლობ.

- პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას შენ­ზე გავ­ლე­ნა რამ იქო­ნია?

- 3 წლი­დან მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, მაგ­რამ ოჯახ­ში არ უნ­დო­დათ, რომ ეს პრო­ფე­სია ამერ­ჩია. თე­ატ­რა­ლურ წრე­ებ­ზეც კი არ მა­ტა­რებ­დნენ. მათი გავ­ლე­ნით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მარ­კე­ტინ­გი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. გული მწყდე­ბა, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი არ ვარ.

- წელს სად და­ის­ვე­ნე?

- ქო­ბუ­ლეთ­ში ვი­ყა­ვი. დიდ გზა­ზე მან­ქა­ნით პირ­ვე­ლად წა­ვე­დი. მე­გობ­რებ­თან ერ­თად კარ­გად ვის­ვე­ნებ­დი, სა­ნამ პა­ტა­რა ავა­რია არ მოგ­ვი­ვი­და. ქო­ბუ­ლე­თი­დან ბა­თუმ­ში მივ­დი­ო­დით, სა­ცობ­ში მოვ­ხვდით, ჭო­რა­ო­ბით იმ­დე­ნად გა­ვერ­თე, ყუ­რა­დღე­ბა მო­ვა­დუ­ნე და მუხ­რუ­ჭზე ფეხი ამეშ­ვა. წინა მან­ქა­ნას და­ვე­ჯა­ხე. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სო­მე­ხი ტუ­რის­ტი აღ­მოჩ­ნდა. ვუ­თხა­რი, ზა­რალს აგი­ნა­ზღა­უ­რებთ-მეთ­ქი, ვერ გენ­დო­ბიო და მი­ჩივ­ლა. ეს ამ­ბა­ვი 350 ლარი და­მიჯ­და. მა­შინ აღარ ვი­ცო­დი, სიმ­წრის­გან რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ დღეს მე­ცი­ნე­ბა.

- რა ემარ­თე­ბა თვა­ლის გუ­გას, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი რამე სა­ინ­ტე­რე­სოს ის­მენს?

- ფარ­თოვ­დე­ბა, არა?

- დიახ. და­ა­სა­ხე­ლე როკ­ვარ­სკვლა­ვი, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე და­ა­პა­ტიმ­რეს.

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- ჯიმ მო­რი­სო­ნი. ადა­მი­ა­ნის ეს ორ­გა­ნო სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 3 მლრდ დარ­ტყმას აკე­თებს. რო­მელ ორ­გა­ნო­ზეა ლა­პა­რა­კი?

- გულ­ზე.

- რო­გო­რი ორ­კესტრი არ არ­სე­ბობს: სიმ­ფო­ნი­უ­რი, სა­ორ­კესტრო, სა­ორ­გა­ნე თუ სა­ესტრა­დო?

- სა­ორ­გა­ნე ორ­კესტრი ჯერ არ მსმე­ნია.

- მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბი გიყ­ვარს?

- კი.

- რა ჰქვია კომბლეს ძრო­ხას?

- (ფიქ­რობს) ჭრე­ლა.

- დე­და­მი­წის გარ­შე­მო რომ იმოგ­ზა­უ­რო, აღ­მარ­თი მეტი შეგ­ხვდე­ბა თუ დაღ­მარ­თი?

- (იცი­ნის) თა­ნაბ­რად იქ­ნე­ბა.

- "მე ვიცი ის, რომ არა­ფე­რი არ ვიცი", ამ­ბობ­და სოკ­რა­ტე და ამა­ტებ­და, აი, სხვებ­მა კი...

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- "სხვებ­მა კი ესეც არ იცი­ა­ნო". რო­მელ ქარ­თულ ფილმშია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის მუ­ხამ­ბა­ზი "გინდ მე­ძი­ნოს, მა­ინც სულ­ში მი­ზი­ხარ"?

- "ქეთო და კო­ტე­ში".

- კლას­ში 35 მოს­წავ­ლეა, შე­იძ­ლე­ბა თუ არა, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის გვა­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ასო­ე­ბით და­ი­წყოს?

- არა.

- მისი მშე­ნებ­ლო­ბა იმ­პე­რა­ტორ­მა ცინ­ში ჰუ­ან­დიმ ჰუ­ნე­ბის­გან (ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის მომ­თა­ბა­რე და ნა­ხევ­რად მომ­თა­ბა­რე ტო­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა) თა­ვის და­სა­ცა­ვად და­ი­წყო. რის მშე­ნებ­ლო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- არ ვიცი.

- ჩი­ნე­თის დიდ კე­დელ­ზე.

- გა­ვი­ფიქ­რე, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი და აღარ ვთქვი.

- რო­მე­ლი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქია აბუ­ჯა?

- არ მახ­სოვს.

- ნი­გე­რი­ის. ერთხელ სალ­ვა­დორ და­ლის ერთ-ერ­თმა პარ­ფი­უ­მე­რი­ულ­მა ფირ­მამ, ახა­ლი სუ­ნა­მოს­თვის ფლა­კო­ნის დი­ზა­ი­ნი და­უკ­ვე­თა. მხატ­ვარ­მა ჩვე­უ­ლი ორი­გი­ნა­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა. სახ­ლში იპო­ვა სა­გა­ნი, რო­მელ­საც ლი­თო­ნის ნა­წი­ლი მოხ­სნა, ოქ­როს­ფრად შე­ღე­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის ფლა­კო­ნის თავ­სა­ხუ­რი იქ­ნე­ბო­და. მწარ­მო­ებ­ლებს კი ურ­ჩია, სუ­ნა­მოს­თვის უც­ნა­უ­რი სა­ხე­ლი "გა­ელ­ვე­ბა" და­ერ­ქმი­ათ. და­ფიქ­რდი და მი­პა­სუ­ხე, რის­გან და­ამ­ზა­და სალ­ვა­დორ და­ლიმ ფლა­კო­ნი?

- არ ვიცი, დავ­ფიქ­რდე­ბი. (პა­უ­ზის შემ­დეგ) მი­ნიშ­ნე­ბა მი­თხა­რი, გთხოვ.

- ეს ნივ­თი ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის სახ­ლშია, სი­ნათ­ლეს­თან კავ­შირ­შია.

- ნა­თუ­რა, არა?

- გა­მო­ი­ცა­ნი. შენი საყ­ვა­რე­ლი სუ­ნა­მო რო­მე­ლია?

- ვერ­სა­ჩეს "კრის­ტა­ლი".

- მისი ფე­რე­ბი ყო­ველ­თვის ერთი და იმა­ვე თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით ლაგ­დე­ბა: წი­თე­ლი, ნა­რინ­ჯის­ფე­რი, ყვი­თე­ლი, მწვა­ნე, ცის­ფე­რი, ლურ­ჯი და იის­ფე­რი. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ცი­სარ­ტყე­ლა­ზე.

- რა ერ­ქვა მდი­ნა­რეს, სა­დაც პირ­ვე­ლად ოქრო აღ­მო­ა­ჩი­ნეს?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- კლონ­და­ი­კი. რო­მე­ლი უცხო­უ­რი სი­ტყვა წარ­მო­იშ­ვა ფრან­გუ­ლი სი­ტყვის­გან "არგო", რაც მო­პა­რულ ენას ნიშ­ნავს?

- არ ვიცი.

- ჟარ­გო­ნი. 1911 წელს ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის "ჯო­კონ­და" მო­ი­პა­რეს. ერთ-ერთ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლად ცნო­ბი­ლი ეს­პა­ნე­ლი მხატ­ვა­რი იყო მიჩ­ნე­უ­ლი. და­ა­სა­ხე­ლე, რო­მე­ლი?

- (ფიქ­რობს) არ ვიცი.

- მი­გა­ნიშ­ნებ, ეს მხატ­ვა­რი საფ­რან­გეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

- ეს­პა­ნე­ლია და საფ­რან­გეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა? ვვა­რა­უ­დობ, პაბ­ლო პი­კა­სო იქ­ნე­ბო­და.

- დიახ. რო­გორ კა­ნო­ნებს უწო­დებ­დნენ ძვე­ლი ბერ­ძნე­ბი დრა­კო­ნულს?

- სას­ტიკს, ულ­მო­ბელს, არა?..

- არა მხო­ლოდ. ეს კა­ნო­ნე­ბი რით იყო და­წე­რი­ლი?

- არ ვიცი.

- დრა­კო­ნულს სის­ხლით და­წე­რილ კა­ნო­ნებს უწო­დებ­დნენ. რა ჰქვია ია­პო­ნი­ის ეროვ­ნულ დრო­შას?

- არ ვიცი.

- ჰი­ნო­მა­რუ. სპარ­სუ­ლი ან­და­ზა ამ­ტკი­ცებს: თუ ადა­მი­ა­ნი სიბ­რძნეს ეძებს, ის ჭკვი­ა­ნია. ამ ან­და­ზის მი­ხედ­ვით, რო­დის არის ადა­მი­ა­ნი სუ­ლე­ლი?

- როცა არ ეძებს.

- როცა გა­ი­ფიქ­რებს, სიბ­რძნე ვი­პო­ვეო. რამ­დე­ნი ორ­ნიშ­ნა რი­ცხვი არ­სე­ბობს?

- (ფიქ­რობს) 90.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ბერ­ლინ­ში ცხოვ­რობს, და­ქორ­წინ­დეს სხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ, თა­ვი­სი ქვრი­ვის დაზე?

- არ შე­იძ­ლე­ბა.

- რა­ტომ?

- ქვრი­ვის დაზე ქორ­წი­ნე­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? ქალს ქვრი­ვი ჰქვია, როცა ქმა­რი გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს. და­მაბ­ნე­ვე­ლი კი­თხვაა.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, სირ­ბილ­ში გა­უს­წა­რი მორ­ბე­ნალს, რო­მე­ლიც მე­ო­რე პო­ზი­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­მელ პო­ზი­ცი­ას და­ი­კა­ვებ ამის შემ­დეგ?

- მე­ო­რეს.

- "ჩვენს დრო­ში სი­ტყვა "კაცი" იმ­დე­ნად დაკ­ნინ­და, რომ მას "კა­ცუ­რის" და­მა­ტე­ბა დას­ჭირ­და". რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეა ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი?

- ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე.

- წარ­სულ­ში ქმრის მო­ღა­ლა­ტე ცო­ლებ­სა და მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლებს შუბლს უდა­ღავ­დნენ, რათა მათი უღირ­სი საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ ყვე­ლას სცოდ­ნო­და. სწო­რედ ამის შემ­დეგ წარ­მო­იშ­ვა და დღემ­დე არ­სე­ბობს ვარ­ცხნი­ლო­ბის ეს ფორ­მა.

- "ჩოლ­კას" გუ­ლის­ხმობ?

- რა თქმა უნდა. რა ჰქვია მას ქარ­თუ­ლად?

- არ ვიცი.

- წი­ნა­მო. დე­და­მი­წა, მარ­სი, ვე­ნე­რა, მერ­კუ­რი - ამ პლა­ნე­ტე­ბი­დან რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- მერ­კუ­რი. მან სი­ჭა­ბუ­კე სა­გუ­რა­მო­ში გა­ა­ტა­რა, იმ პე­რი­ოდ­ში ფე­ო­და­ლუ­რი ში­ნა­აშ­ლი­ლო­ბით და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო ირა­ნი­სა და ოს­მა­ლე­თის გა­მუდ­მე­ბუ­ლი ცი­ლო­ბის სა­გა­ნი იყო. ლეკ­თა თა­რეშს ბოლო არ უჩან­და. მისი ოჯა­ხი ქსნის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ ლა­მის­ყა­ნა­ში გა­ი­ხიზ­ნა.

- და­ვით გუ­რა­მიშ­ვილ­ზეა ლა­პა­რა­კი.

- ეს ნა­წარ­მი აბ­რე­შუ­მის უწ­ვრი­ლე­სი ძა­ფე­ბით ნა­წილ-ნა­წილ იქ­სო­ვე­ბო­და. მისი მოქ­სო­ვის ტექ­ნო­ლო­გია ერ­თმა პა­რი­ზელ­მა მკე­რავ­მა XVI სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში შექ­მნა. და­ა­სა­ხე­ლე მისი გვა­რი.

- ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ.

- გო­ბე­ლე­ნი. და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე ლევ ტოლსტო­ის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "მში­შა­რა მე­გო­ბა­რი მტერ­ზე უა­რე­სია, მტერს ერი­დე­ბი, მე­გო­ბარს..."

- "...მე­გო­ბარს კი ენ­დო­ბი".

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რის გამო სწყდება გული სალომე კოკუაშვილს?

რის გამო სწყდება გული სალომე კოკუაშვილს?

სალომე კოკუაშვილი პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ ყველაზე კარგად თავს გადასაღებ მოედანზე გრძნობს და თეატრის სცენაზე თამაშზე ოცნებობს. ამჟამად "ღამის შოუს" სტუდიასთან თანამშრომლობს. გადაცემის - "რომ გადახვალ, გააჩერე" გადაღებები უკვე დაიწყო და სალომეც საყვარელ საქმეს დიდი ენთუზიაზმით შეუდგა.

პრეამბულის მაგიერ

- გადაცემის მე-3 სეზონის გადაღებები უკვე დავიწყეთ, მაგრამ იმ ანეკდოტებს აღარ ვიღებთ, რომლებიც ხალხში იყო გავრცელებული. ჩვენი სცენარისტები ანეკდოტებს თავად წერენ. ვფიქრობ, გადაცემა ასე უფრო საინტერესო იქნება. გარდა ამისა, გოგა ოსეფაშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმში ვთამაშობ. ძალიან საინტერესო სცენარია. ფილმს "ორიგამი" ჰქვია, მისტიკაა სიყვარულზე და პარტნიორობას ვატო გომარელი მიწევს.

- როგორი მკითხველი ხარ?

- ბავშვობაში უფრო კარგი მკითხველი ვიყავი, ვიდრე - დღეს. იმ წლებში მართლა ძალიან ბევრი რამ წავიკითხე. დედას კარგი ბიბლიოთეკა აქვს. მეგობრებს წიგნებს ხშირად ვჩუქნიდი. "უფლისწული და მათხოვარი" გამორჩეულად მახსოვს. დღემდე მომყვება ის ემოცია, რომელიც ამ წიგნმა მომიტანა. ბავშვობაში ძალიან მინდოდა, ერთ დღეს მათხოვრის ადგილზე აღმოვჩენილიყავი. 12 წლის ვიყავი, "ჰამლეტის" წაკითხვა რომ მოვინდომე, მაგრამ ბევრი ვერაფერი გავიგე.

- წასაკითხ წიგნებს ვინ გირჩევდა?

- დედა. ის ამ საქმეში აქტიურად იყო ჩართული. სურვილიც რომ არ მქონოდა, მაძალებდა, რაც შეიძლებოდა მეტი მეკითხა. სკოლაში X კლასამდე ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი. ყველა საგანს ვსწავლობდი და არც მეცადინეობა მეზარებოდა. მერე გავზარმაცდი. მუშაობა ადრეულ ასაკში დავიწყე, თან ვცეკვავდი და სწავლისთვის იმდენი დრო აღარ მრჩებოდა.

- ახლა რას კითხულობ?

- 22 წლის ვარ და ძალიან მრცხვენია, რომ ინგლისური არ ვიცი. გადავწყვიტე, ეს ენა საფუძვლიანად შევისწავლო, ვმეცადინეობ და როცა დრო მაქვს, ინგლისურ ენაზე დაწერილ სტატიებს, პატარა ტექსტებს ვკითხულობ.

- პროფესიის არჩევისას შენზე გავლენა რამ იქონია?

- 3 წლიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ოჯახში არ უნდოდათ, რომ ეს პროფესია ამერჩია. თეატრალურ წრეებზეც კი არ მატარებდნენ. მათი გავლენით, უნივერსიტეტში მარკეტინგისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩავაბარე. გული მწყდება, რომ პროფესიონალი მსახიობი არ ვარ.

- წელს სად დაისვენე?

- ქობულეთში ვიყავი. დიდ გზაზე მანქანით პირველად წავედი. მეგობრებთან ერთად კარგად ვისვენებდი, სანამ პატარა ავარია არ მოგვივიდა. ქობულეთიდან ბათუმში მივდიოდით, საცობში მოვხვდით, ჭორაობით იმდენად გავერთე, ყურადღება მოვადუნე და მუხრუჭზე ფეხი ამეშვა. წინა მანქანას დავეჯახე. დაზარალებული სომეხი ტურისტი აღმოჩნდა. ვუთხარი, ზარალს აგინაზღაურებთ-მეთქი, ვერ გენდობიო და მიჩივლა. ეს ამბავი 350 ლარი დამიჯდა. მაშინ აღარ ვიცოდი, სიმწრისგან რა გამეკეთებინა, მაგრამ დღეს მეცინება.

- რა ემართება თვალის გუგას, როდესაც ადამიანი რამე საინტერესოს ისმენს?

- ფართოვდება, არა?

- დიახ. დაასახელე როკვარსკვლავი, რომელიც სცენაზე დააპატიმრეს.

- ვერ გიპასუხებ.

- ჯიმ მორისონი. ადამიანის ეს ორგანო სიცოცხლის მანძილზე დაახლოებით 3 მლრდ დარტყმას აკეთებს. რომელ ორგანოზეა ლაპარაკი?

- გულზე.

- როგორი ორკესტრი არ არსებობს: სიმფონიური, საორკესტრო, საორგანე თუ საესტრადო?

- საორგანე ორკესტრი ჯერ არ მსმენია.

- მულტიპლიკაციური ფილმები გიყვარს?

- კი.

- რა ჰქვია კომბლეს ძროხას?

- (ფიქრობს) ჭრელა.

- დედამიწის გარშემო რომ იმოგზაურო, აღმართი მეტი შეგხვდება თუ დაღმართი?

- (იცინის) თანაბრად იქნება.

- "მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი", ამბობდა სოკრატე და ამატებდა, აი, სხვებმა კი...

- ვერ გიპასუხებ.

- "სხვებმა კი ესეც არ იციანო". რომელ ქართულ ფილმშია გამოყენებული გრიგოლ ორბელიანის მუხამბაზი "გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ"?

- "ქეთო და კოტეში".

- კლასში 35 მოსწავლეა, შეიძლება თუ არა, თითოეული მათგანის გვარი განსხვავებული ქართული ასოებით დაიწყოს?

- არა.

- მისი მშენებლობა იმპერატორმა ცინში ჰუანდიმ ჰუნებისგან (ცენტრალური აზიის მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე ტომების გაერთიანება) თავის დასაცავად დაიწყო. რის მშენებლობაზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- ჩინეთის დიდ კედელზე.

- გავიფიქრე, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი და აღარ ვთქვი.

- რომელი ქვეყნის დედაქალაქია აბუჯა?

- არ მახსოვს.

- ნიგერიის. ერთხელ სალვადორ დალის ერთ-ერთმა პარფიუმერიულმა ფირმამ, ახალი სუნამოსთვის ფლაკონის დიზაინი დაუკვეთა. მხატვარმა ჩვეული ორიგინალობა გამოიჩინა. სახლში იპოვა საგანი, რომელსაც ლითონის ნაწილი მოხსნა, ოქროსფრად შეღება და განაცხადა, რომ ის ფლაკონის თავსახური იქნებოდა. მწარმოებლებს კი ურჩია, სუნამოსთვის უცნაური სახელი "გაელვება" დაერქმიათ. დაფიქრდი და მიპასუხე, რისგან დაამზადა სალვადორ დალიმ ფლაკონი?

- არ ვიცი, დავფიქრდები. (პაუზის შემდეგ) მინიშნება მითხარი, გთხოვ.

- ეს ნივთი ყველა ჩვენგანის სახლშია, სინათლესთან კავშირშია.

- ნათურა, არა?

- გამოიცანი. შენი საყვარელი სუნამო რომელია?

- ვერსაჩეს "კრისტალი".

- მისი ფერები ყოველთვის ერთი და იმავე თანამიმდევრობით ლაგდება: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. რაზეა ლაპარაკი?

- ცისარტყელაზე.

- რა ერქვა მდინარეს, სადაც პირველად ოქრო აღმოაჩინეს?

- ვერ გიპასუხებ.

- კლონდაიკი. რომელი უცხოური სიტყვა წარმოიშვა ფრანგული სიტყვისგან "არგო", რაც მოპარულ ენას ნიშნავს?

- არ ვიცი.

- ჟარგონი. 1911 წელს ლეონარდო და ვინჩის "ჯოკონდა" მოიპარეს. ერთ-ერთ ეჭვმიტანილად ცნობილი ესპანელი მხატვარი იყო მიჩნეული. დაასახელე, რომელი?

- (ფიქრობს) არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ეს მხატვარი საფრანგეთში გარდაიცვალა.

- ესპანელია და საფრანგეთში გარდაიცვალა? ვვარაუდობ, პაბლო პიკასო იქნებოდა.

- დიახ. როგორ კანონებს უწოდებდნენ ძველი ბერძნები დრაკონულს?

- სასტიკს, ულმობელს, არა?..

- არა მხოლოდ. ეს კანონები რით იყო დაწერილი?

- არ ვიცი.

- დრაკონულს სისხლით დაწერილ კანონებს უწოდებდნენ. რა ჰქვია იაპონიის ეროვნულ დროშას?

- არ ვიცი.

- ჰინომარუ. სპარსული ანდაზა ამტკიცებს: თუ ადამიანი სიბრძნეს ეძებს, ის ჭკვიანია. ამ ანდაზის მიხედვით, როდის არის ადამიანი სულელი?

- როცა არ ეძებს.

- როცა გაიფიქრებს, სიბრძნე ვიპოვეო. რამდენი ორნიშნა რიცხვი არსებობს?

- (ფიქრობს) 90.

- შეიძლება თუ არა მამაკაცი, რომელიც ბერლინში ცხოვრობს, დაქორწინდეს სხვა ქვეყანაში მცხოვრებ, თავისი ქვრივის დაზე?

- არ შეიძლება.

- რატომ?

- ქვრივის დაზე ქორწინება როგორ შეიძლება? ქალს ქვრივი ჰქვია, როცა ქმარი გარდაცვლილი ჰყავს. დამაბნეველი კითხვაა.

- წარმოიდგინე, სირბილში გაუსწარი მორბენალს, რომელიც მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა. რომელ პოზიციას დაიკავებ ამის შემდეგ?

- მეორეს.

- "ჩვენს დროში სიტყვა "კაცი" იმდენად დაკნინდა, რომ მას "კაცურის" დამატება დასჭირდა". რომელი ცნობილი საზოგადო მოღვაწეა ამ სიტყვების ავტორი?

- ილია ჭავჭავაძე.

- წარსულში ქმრის მოღალატე ცოლებსა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს შუბლს უდაღავდნენ, რათა მათი უღირსი საქციელის შესახებ ყველას სცოდნოდა. სწორედ ამის შემდეგ წარმოიშვა და დღემდე არსებობს ვარცხნილობის ეს ფორმა.

- "ჩოლკას" გულისხმობ?

- რა თქმა უნდა. რა ჰქვია მას ქართულად?

- არ ვიცი.

- წინამო. დედამიწა, მარსი, ვენერა, მერკური - ამ პლანეტებიდან რომელია ყველაზე პატარა?

- ვერ გიპასუხებ.

- მერკური. მან სიჭაბუკე საგურამოში გაატარა, იმ პერიოდში ფეოდალური შინააშლილობით დაუძლურებული საქართველო ირანისა და ოსმალეთის გამუდმებული ცილობის საგანი იყო. ლეკთა თარეშს ბოლო არ უჩანდა. მისი ოჯახი ქსნის ხეობაში, სოფელ ლამისყანაში გაიხიზნა.

- დავით გურამიშვილზეა ლაპარაკი.

- ეს ნაწარმი აბრეშუმის უწვრილესი ძაფებით ნაწილ-ნაწილ იქსოვებოდა. მისი მოქსოვის ტექნოლოგია ერთმა პარიზელმა მკერავმა XVI საუკუნის დასაწყისში შექმნა. დაასახელე მისი გვარი.

- ვერ დავასახელებ.

- გობელენი. დაბოლოს, დაასრულე ლევ ტოლსტოის ცნობილი გამონათქვამი: "მშიშარა მეგობარი მტერზე უარესია, მტერს ერიდები, მეგობარს..."

- "...მეგობარს კი ენდობი".

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება