მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე საშიში თვითმფრინავები
ყველაზე საშიში თვითმფრინავები

საფ­რე­ნი აპა­რა­ტის მეშ­ვე­ო­ბით ადა­მი­ა­ნის პირ­ვე­ლი გაფ­რე­ნი­დან 110 წელი გა­ვი­და. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წყა­ლო­ბით დღეს თვითმფრი­ნა­ვი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბად ით­ვლე­ბა. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ლიფ­ტით მგზავ­რო­ბა გა­ცი­ლე­ბით სა­რის­კო საქ­მეა. თუმ­ცა ავი­ა­კას­ტრო­ფე­ბის­გან არა­ვი­ნაა და­ზღვე­უ­ლი და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ში თვითმფრი­ნა­ვე­ბის ნუს­ხაც კი არ­სე­ბობს.

1 - Boeing 737-100/200

დღეს ეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ავი­ა­ლა­ი­ნე­რია. თვითმფრი­ნა­ვის ექ­სპლუ­ა­ტა­ცია 1967 წელს და­ი­წყო და მას შემ­დეგ მას­ზე მო­თხოვ­ნა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. მისი წარ­მა­ტე­ბა შე­და­რე­ბით და­ბალ­მა სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო ხარ­ჯებ­მა და მა­ღალ­მა მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­მა გა­ნა­პი­რო­ბეს. წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში Boeing 737-ის 9 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სე­რი­ის მო­დე­ლი შე­იქ­მნა. 2013 წლის მა­ი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, "ბო­ინ­გის" ქარ­ხა­ნა სხვა­დას­ხვა მო­დე­ლის 7604 ერ­თე­ულ­მა 737-მა და­ტო­ვა. ამ პა­რა­მეტ­რით, ის ავი­ა­ცი­ის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ავი­ა­ლა­ი­ნე­რია. ყო­ველ 5 წამ­ში მსოფ­ლი­ო­ში მი­ნი­მუმ ერთი Boeing 737 ჯდე­ბა ან ფრინ­დე­ბა. თუმ­ცა მისი პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი არც ისე დიდი სა­ი­მე­დო­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ავა­რი­ებ­სა და კა­ტას­ტრო­ფებს 170 ლა­ი­ნე­რი და 3835 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

2 - Ил-76

ამ სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნავს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სა­ში­ში თვითმფრი­ნა­ვე­ბის ნუს­ხა­ში მე­ო­რე ად­გი­ლი უკა­ვია. "ილუ­ში­ნის" ფირ­მის ქმნი­ლე­ბა პირ­ვე­ლად 1971 წელს აფ­რინ­და და მას შემ­დეგ 30 სე­რი­უ­ლი თუ საც­დე­ლი მო­დი­ფი­კა­ცი­ის 950-ზე მეტი თვითმფრი­ნა­ვია წარ­მო­ე­ბუ­ლი. სტა­ტის­ტი­კუ­რად ამ თვითმფრი­ნა­ვის 549 900 საფ­რე­ნოს­ნო სა­ათ­ზე ერთი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა მო­დის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თვითმფრი­ნა­ვის რო­გორც სამ­ხედ­რო, ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო მო­დი­ფი­კა­ცი­ე­ბი დღე­საც ინ­ტენ­სი­უ­რად დაფ­რი­ნა­ვენ.

3 - Ту-154

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­სი­უ­რი საბ­ჭო­თა ავი­ა­ლა­ი­ნე­რი. სამძრა­ვი­ა­ნი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი სსრკ-ს ერთ-ერთ სიმ­ბო­ლოდ ით­ვლე­ბო­და. 1968 წელს და­წყე­ბუ­ლი სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა 2013 წლამ­დე გაგ­რძელ­და და 998 ლა­ი­ნე­რის გა­მოშ­ვე­ბით დას­რულ­და. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში Ту-154 ძი­რი­თად სა­შუ­ა­ლო მა­გის­ტრა­ლურ თვითმფრი­ნა­ვად ით­ვლე­ბო­და. მუდ­მი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ლა­ი­ნე­რი არა­ე­კო­ნო­მი­უ­რო­ბით და საწ­ვა­ვის დიდი ხარ­ჯით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ექ­სპლუ­ატ­ცი­ის პრო­ცეს­ში სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით გა­მოწ­ვე­ულ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფებს 72 თვითმფრი­ნა­ვი და 3172 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. Ту-154-ის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა 1985 წლის 10 ივ­ლისს უზ­ბე­კეთ­ში, ქა­ლაქ უჩკუ­დუკ­თან მოხ­და. ეკი­პა­ჟის შეც­დო­მე­ბის გამო, გა­დატ­ვირ­თუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი 11600 მ-ის სი­მაღ­ლი­დან ჩა­მო­ვარ­და. ბორტზე მყო­ფი 200 ადა­მი­ა­ნი­დან ყვე­ლა და­ი­ღუ­პა.

4 - Airbus A310

მსოფ­ლი­ოს ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბამ ამ ლა­ი­ნერ­ზე უარი უკვე დიდი ხნის წინ თქვა. თვითმფრი­ნა­ვის წარ­მო­ე­ბა 1997 წელს 255 ერ­თე­უ­ლის აწყო­ბის შემ­დეგ დას­რულ­და. მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა თვითმფრი­ნა­ვის არც ისე დიდ­მა კო­მერ­ცი­ულ­მა წარ­მა­ტე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. ლა­ი­ნე­რის ექ­სპლუ­ტა­ცი­ის დროს მომ­ხდარ 11 ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას 1499 ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა.

5 - McDonnell-Douglas DC-9

ამ ლა­ი­ნე­რის წარ­მო­ე­ბა 1982 წელს შე­წყდა, თუმ­ცა პა­ტა­რა და მცი­რე­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ამე­რი­კუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი მას დღემ­დე იყე­ნე­ბენ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 976 აშე­ნე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი­დან 2008 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით 100 ერ­თე­უ­ლი სხვა­დას­ხვა ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფებ­სა და ინ­ცი­დენ­ტებ­ში იყო და­კარ­გუ­ლი.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ fishki.net-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ყველაზე საშიში თვითმფრინავები

ყველაზე საშიში თვითმფრინავები

საფრენი აპარატის მეშვეობით ადამიანის პირველი გაფრენიდან 110 წელი გავიდა. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით დღეს თვითმფრინავი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებად ითვლება. სტატისტიკის მიხედვით, ლიფტით მგზავრობა გაცილებით სარისკო საქმეა. თუმცა ავიაკასტროფებისგან არავინაა დაზღვეული და მსოფლიოში ყველაზე საშიში თვითმფრინავების ნუსხაც კი არსებობს.

1 - Boeing 737-100/200

დღეს ეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ავიალაინერია. თვითმფრინავის ექსპლუატაცია 1967 წელს დაიწყო და მას შემდეგ მასზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მისი წარმატება შედარებით დაბალმა საექსპლუატაციო ხარჯებმა და მაღალმა მახასიათებლებმა განაპირობეს. წარმოების პროცესში Boeing 737-ის 9 განსხვავებული სერიის მოდელი შეიქმნა. 2013 წლის მაისის მდგომარეობით, "ბოინგის" ქარხანა სხვადასხვა მოდელის 7604 ერთეულმა 737-მა დატოვა. ამ პარამეტრით, ის ავიაციის ისტორიაში ყველაზე გავრცელებული ავიალაინერია. ყოველ 5 წამში მსოფლიოში მინიმუმ ერთი Boeing 737 ჯდება ან ფრინდება. თუმცა მისი პირველი ვარიანტები არც ისე დიდი საიმედოობით გამოირჩეოდნენ. ექსპლუატაციის პროცესში ავარიებსა და კატასტროფებს 170 ლაინერი და 3835 ადამიანი ემსხვერპლა.

2 - Ил-76

ამ სატრანსპორტო თვითმფრინავს მსოფლიოს ყველაზე საშიში თვითმფრინავების ნუსხაში მეორე ადგილი უკავია. "ილუშინის" ფირმის ქმნილება პირველად 1971 წელს აფრინდა და მას შემდეგ 30 სერიული თუ საცდელი მოდიფიკაციის 950-ზე მეტი თვითმფრინავია წარმოებული. სტატისტიკურად ამ თვითმფრინავის 549 900 საფრენოსნო საათზე ერთი ავიაკატასტროფა მოდის. მიუხედავად ამისა, თვითმფრინავის როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო მოდიფიკაციები დღესაც ინტენსიურად დაფრინავენ.

3 - Ту-154

ერთ-ერთი ყველაზე მასიური საბჭოთა ავიალაინერი. სამძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავი სსრკ-ს ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლებოდა. 1968 წელს დაწყებული სერიული წარმოება 2013 წლამდე გაგრძელდა და 998 ლაინერის გამოშვებით დასრულდა. საბჭოთა პერიოდში Ту-154 ძირითად საშუალო მაგისტრალურ თვითმფრინავად ითვლებოდა. მუდმივი გაუმჯობესების მიუხედავად, ლაინერი არაეკონომიურობით და საწვავის დიდი ხარჯით გამოირჩეოდა. ექსპლუატციის პროცესში სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ ავიაკატასტროფებს 72 თვითმფრინავი და 3172 ადამიანი ემსხვერპლა. Ту-154-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ავიაკატასტროფა 1985 წლის 10 ივლისს უზბეკეთში, ქალაქ უჩკუდუკთან მოხდა. ეკიპაჟის შეცდომების გამო, გადატვირთული თვითმფრინავი 11600 მ-ის სიმაღლიდან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 200 ადამიანიდან ყველა დაიღუპა.

4 - Airbus A310

მსოფლიოს ავიაკომპანიების უმეტესობამ ამ ლაინერზე უარი უკვე დიდი ხნის წინ თქვა. თვითმფრინავის წარმოება 1997 წელს 255 ერთეულის აწყობის შემდეგ დასრულდა. მცირე რაოდენობა თვითმფრინავის არც ისე დიდმა კომერციულმა წარმატებამ განაპირობა. ლაინერის ექსპლუტაციის დროს მომხდარ 11 ავიაკატასტროფას 1499 ადამიანი შეეწირა.

5 - McDonnell-Douglas DC-9

ამ ლაინერის წარმოება 1982 წელს შეწყდა, თუმცა პატარა და მცირებიუჯეტიანი ამერიკული ავიაკომპანიები მას დღემდე იყენებენ. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 976 აშენებული თვითმფრინავიდან 2008 წლის მდგომარეობით 100 ერთეული სხვადასხვა ავიაკატასტროფებსა და ინციდენტებში იყო დაკარგული.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ fishki.net-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე