საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში მოკლული მარიამ კოჩალიძის ოჯახს საცხოვრებლიდან ასახლებენ
ბათუმში მოკლული მარიამ კოჩალიძის ოჯახს საცხოვრებლიდან ასახლებენ

ბა­თუმ­ში მოკ­ლუ­ლი 17 წლის მა­რი­ამ კო­ჩა­ლი­ძის ოჯახს დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რებ­ლი­დან ასახ­ლე­ბენ. რო­გორც კო­ჩა­ლი­ძის დე­დამ, ჟუ­ჟუ­ნა ბე­რი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ბა­თუმ­ში, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის #72 ნო­მერ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობს და ცხოვ­რობს, დღეს კი მი­ი­ღო წე­რი­ლი ფარ­თის დაც­ლის შე­სა­ხებ:

"მთავ­რო­ბას ვთხო­ვე, ეს ფარ­თი ჩემ­თვის გად­მო­ე­ცათ შე­ღა­ვა­თი­ან ფას­ში, თა­ვის დრო­ზე გა­ვა­რე­მონ­ტე და შე­ძე­ნაც მინ­დო­და. ჩემი ბინა იპო­თე­კით დავ­ტვირ­თე და ბან­კი­დან კრე­დი­ტი გა­მო­ვი­ტა­ნე. აღარც ეს ფარ­თი მომ­ყი­დეს, ბინა კი ბან­კმა წა­მარ­თვა. მთავ­რო­ბას დახ­მა­რე­ბას ვთხოვ­დი, გას­ვე­ნე­ბის დღეს კი წე­რი­ლი მი­ვი­ღე ფარ­თი და­ცა­ლე­თო. დღე­საც მი­ვი­ღე წე­რი­ლი, ალ­ბათ გა­მო­მა­სახ­ლე­ბენ და წა­სას­ვლე­ლი არ­სად მაქვს", - აღ­ნიშ­ნა ჟუ­ჟუ­ნა ბე­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თა აჭა­რის უმაღ­ლეს საბ­ჭოს, აჭა­რის მთავ­რო­ბას, ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლოს და სა­პატ­რი­არ­ქოს, თუმ­ცა თხოვ­ნა უშე­დე­გოა.

ამას­თან, ჟუ­ჟუ­ნა ბე­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი შვი­ლის გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მე­ზე ახა­ლი არა­ფე­რია:

"დღი­უ­რი, ტე­ლე­ფო­ნი, კომ­პი­უ­ტე­რი, ვე­ლო­სი­პე­დი, ტან­საც­მე­ლი არ და­მიბ­რუ­ნეს. მი­ვა­კი­თხე გა­მო­ძე­ბას, მე­უბ­ნე­ბი­ან არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა გა­მო­ძი­ე­ბაო, მაჩ­ვე­ნეს 50 სან­ტი­მეტ­რამ­დე თა­ბა­ხის ფურ­ცლე­ბი და მი­თხრეს ერთი ამ­დე­ნი კი­დევ და­ე­მა­ტე­ბაო", - აღ­ნი­შან ჟუ­ჟუ­ნა ბე­რი­ძემ.

მა­რი­ამ კო­ჩა­ლი­ძე ბა­თუ­მის ახა­ლი ბულ­ვა­რის ბო­ლოს 23 ივ­ლისს მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. მის მკვლე­ლო­ბა­ში ირა­ნის მო­ქა­ლა­ქეა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში მოკლული მარიამ კოჩალიძის ოჯახს საცხოვრებლიდან ასახლებენ

ბათუმში მოკლული მარიამ კოჩალიძის ოჯახს საცხოვრებლიდან ასახლებენ

ბათუმში მოკლული 17 წლის მარიამ კოჩალიძის ოჯახს დროებითი საცხოვრებლიდან ასახლებენ. როგორც კოჩალიძის დედამ, ჟუჟუნა ბერიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბათუმში, ჯავახიშვილის #72 ნომერში წლების განმავლობაში მუშაობს და ცხოვრობს, დღეს კი მიიღო წერილი ფართის დაცლის შესახებ:

"მთავრობას ვთხოვე, ეს ფართი ჩემთვის გადმოეცათ შეღავათიან ფასში, თავის დროზე გავარემონტე და შეძენაც მინდოდა. ჩემი ბინა იპოთეკით დავტვირთე და ბანკიდან კრედიტი გამოვიტანე. აღარც ეს ფართი მომყიდეს, ბინა კი ბანკმა წამართვა. მთავრობას დახმარებას ვთხოვდი, გასვენების დღეს კი წერილი მივიღე ფართი დაცალეთო. დღესაც მივიღე წერილი, ალბათ გამომასახლებენ და წასასვლელი არსად მაქვს", - აღნიშნა ჟუჟუნა ბერიძემ.

მისივე თქმით, დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს, აჭარის მთავრობას, ბათუმის საკრებულოს და საპატრიარქოს, თუმცა თხოვნა უშედეგოა.

ამასთან, ჟუჟუნა ბერიძე აღნიშნავს, რომ მისი შვილის გამოძიების საქმეზე ახალი არაფერია:

"დღიური, ტელეფონი, კომპიუტერი, ველოსიპედი, ტანსაცმელი არ დამიბრუნეს. მივაკითხე გამოძებას, მეუბნებიან არ დასრულებულა გამოძიებაო, მაჩვენეს 50 სანტიმეტრამდე თაბახის ფურცლები და მითხრეს ერთი ამდენი კიდევ დაემატებაო", - აღნიშან ჟუჟუნა ბერიძემ.

მარიამ კოჩალიძე ბათუმის ახალი ბულვარის ბოლოს 23 ივლისს მოკლული იპოვეს. მის მკვლელობაში ირანის მოქალაქეა ეჭვმიტანილი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ