ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეკონომიკის ზრდის დინამიკაზე საუბრობს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღევანდელი ვითარებით, ორი კვარტლის შედეგების მიხედვით 1,09 %-იანი ზრდა ფიქსირდება.
"ჩვენ ზრდას ველოდებით ბოლო კვარტალშიც, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის 2,5-3 %-მდე ზრდაა მოსალოდნელი. არ ვამბობ, რომ ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, ჯობდა 6%-იანი მოლოდინი შესრულებულიყო, თუმცა ეს მაინც მნიშვნელოვანია", - განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, მომავალი წელი იქნება გაცილებით უკეთესი.
"ძალიან მკვეთრი პრიორიტეტები უნდა ავირჩიოთ და მიზანმიმართული კამპანია ჩავატაროთ, რაც, სამწუხაროდ, წინა წლებში არ კეთდებოდა. ჩვენ კონკრეტულ პრიორიტეტებზე უნდა დავხარჯოთ მთელი ძალისხმევა", - განმარტა მინისტრმა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9