Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქარ­თუ­ლი მან­ქა­ნე­ბი ანუ ამ­ბა­ვი "შინ­მო­უს­ვლელ­ზე"
ქარ­თუ­ლი მან­ქა­ნე­ბი ანუ ამ­ბა­ვი "შინ­მო­უს­ვლელ­ზე"

"ქარ­თუ­ლი ავ­ტო­წარ­მო­ე­ბა" - ეს ფრა­ზა დღეს შე­იძ­ლე­ბა, ხმა­მაღ­ლა (თუ ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლა­დაც კი) ჟღერს, მაგ­რამ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 40-50-ი­ა­ნი წლე­ბის­თვის, რო­დე­საც ორ­ჯო­ნი­კი­ძის სა­ხე­ლო­ბის КАЗ-ი ანუ Кутаиский Авто Завод-ი ძა­ლებს იკ­რებ­და, სა­ხუ­მა­როდ არა­ვის ეცა­ლა. 18 აგ­ვის­ტო სწო­რე­დაც რომ პირ­ვე­ლი სა­მა­მუ­ლო ავ­ტო­მო­ბი­ლის დღე­ა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ თა­რი­ღის შე­სა­ხებ არა­ვის არა­ფე­რი ეცო­დი­ნე­ბა. სწო­რედ 1951 წლის ამ დღეს გად­მო­ვი­და კონ­ვე­ი­ერი­დან პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც, მე­რე რა რომ ცო­ტა­ო­დე­ნი ხუმ­რო­ბის თე­მად იქ­ცა, მით უმე­ტეს ქუ­თა­ი­სე­ლე­ბის­თვის. ამის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გორც ამ­ბო­ბენ, თა­ვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას მა­ინც ას­რუ­ლებ­და. ქარ­თუ­ლად მას "შინ­მო­უს­ვლე­ლიც" კი და­არ­ქვეს, ალ­ბათ, იმის გა­რან­ტი­ის არარ­სე­ბო­ბის გა­მო, რომ მას­ში მჯდო­მი ადა­მი­ა­ნი შინ უსაფ­რთხოდ დაბ­რუნ­დე­ბო­და ან მან­ქა­ნა სად­მე არ ჩარ­ჩე­ბო­და. მაგ­რამ ამას ხე­ლი არ შე­უშ­ლია მე­ავ­ტო­მო­ბი­ლე­ე­ბის­თვის, 8 მო­დე­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი და მი­საბ­მე­ლის სა­მი მო­დე­ლი გა­მო­ეშ­ვათ. პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მო­დე­ლად მოს­კო­ვის სტა­ლი­ნის სა­ხე­ლო­ბის ქარ­ხნის მი­ერ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი (ЗИС-ის) სატ­ვირ­თო გა­მო­ი­ყე­ნეს და პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი КАЗ-150-ის შექ­მნა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. ქარ­თუ­ლი ავ­ტო­წარ­მო­ე­ბა აქ არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა და მას მოჰ­ყვა КАЗ 585 Б, ცე­მენ­ტმზი­დი КАЗ-601; თვით­მცლე­ლი КАЗ 600. რო­გორც ის­ტო­რია გვამ­ცნობს, არც ერ­თი მათ­გა­ნი მოს­კო­ვუ­რი პრო­ტო­ტი­პის ას­ლი არ ყო­ფი­ლა. იყო მათ­ში რა­ღაც ქარ­თუ­ლიც. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი იხ­ვე­წე­ბო­და, რაც ფო­ტო­ებ­ზეც კარ­გად ჩანს.

ფაქ­ტობ­რი­ვად, ახა­ლი წარ­მო­ე­ბის და­საწყ­ი­სად იქ­ცა КАЗ-605, რო­მე­ლიც "კოლ­ხი­დას" სა­ხელ­წო­დე­ბით არის ცნო­ბი­ლი. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ მო­წო­ნე­ბუ­ლი, 1958 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ეს 5-ტო­ნი­ა­ნი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნა მა­შინ­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, რად­გან იმ დრო­ის კვა­ლო­ბა­ზე, ე.წ. "ნა­ვა­როტ­კე­ბით" გა­მო­ირ­ჩე­ო­და. თუმ­ცა, თა­ვი­სი და­ბა­ლი ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის, კონ­კრე­ტუ­ლად კი სიჩ­ქა­რის გა­მო, "ცირ­კის ცხე­ნიც" კი შე­არ­ქვეს "მად­ლი­ერ­მა" მძღო­ლებ­მა. ქუ­თა­ი­სუ­რი წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მან­ქა­ნა 70-ი­ა­ნი წლე­ბის ბო­ლოს აეწყ­ო, რო­მელ­საც КАЗ-4540 ეწო­და. ის იყო პირ­ვე­ლი სატ­რან­სპორ­ტო-­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მან­ქა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ი­დან, მაგ­რამ მხო­ლოდ 1984 წლი­დან მო­ი­პო­ვა სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის უფ­ლე­ბა. თუ ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებს ვენ­დო­ბით, სულ ბო­ლოს ქუ­თა­ი­სურ­მა ქარ­ხა­ნამ ბო­ლო 5 ათა­სი ГКБ-8535-01 გა­მო­უშ­ვა, სა­ი­და­ნაც რუ­სეთ­მა მხო­ლოდ 40 ერ­თე­უ­ლი შე­ი­ძი­ნა. აი, აქ მთავ­რდე­ბა მსხვი­ლი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის ის­ტო­რია ქუ­თა­ი­სის ავ­ტო­ქარ­ხა­ნა­ში. თუმ­ცა, ეს მა­ინც არ ყო­ფი­ლა და­სას­რუ­ლი. მე­მა­ტი­ა­ნემ უახ­ლე­სი ის­ტო­რი­აც შე­მოგ­ვი­ნა­ხა, რომ­ლის თა­ნახ­მად, ქუ­თა­ი­სელ­მა მე­ავ­ტო­მო­ბი­ლე­ებ­მა ინ­დუ­რი კომ­პა­ნი­ის დაკ­ვე­თით, მა­თი­ვე შექ­მნი­ლი ნა­წი­ლე­ბით, ინ­დუ­რი ჯი­პის "მა­ჰინ­დრას" აწყ­ო­ბა და­იწყ­ეს. ეს იყო არ­ცთუ შო­რე­უ­ლი 2002 წე­ლი. ამ ექ­სპე­რი­მენ­ტმაც ვერ გა­ა­მარ­თლა და მა­ლე­ვე დას­რულ­და. სხვა­თა შო­რის, ქუ­თა­ი­სურ ფოლ­კლორ­ში ამ ავ­ტო­მო­ბილ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მო­ი­ძებ­ნე­ბა სხარ­ტი გა­მო­ნათ­ქვა­მი, მა­გა­ლი­თად, ასე­თი: "მა­ჰინ­დრას" თუ ყი­დუ­ლობ, ორი უნ­და აი­ღო - ერ­თი, რო­გორც მან­ქა­ნა, მე­ო­რე სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბა­დო".

აქ სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­წერ­დით, რომ ამ დღემ და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კონ­ცერ­ნის შექ­მნას, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ბაზ­რის მოთხ­ოვ­ნის 80%-ს აკ­მა­ყო­ფი­ლებს და მსოფ­ლიო ბრენ­დე­ბის სა­მე­ულ­ში შე­დის, რომ დღე­ის­თვის ეს ავ­ტო­ქარ­ხა­ნაა ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის სტა­ბი­ლუ­რო­ბის ზურ­გი, მაგ­რამ, რო­გორც იტყ­ვი­ან, ნუ­რას უკაც­რა­ვად! ქარ­თულ ავ­ტო­წარ­მო­ე­ბას თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსგავ­სი არა­ფე­რი "და­მუქ­რე­ბია" და სამ­წუ­ხა­როდ, არც უახ­ლო­ეს წლებ­ში უნ­და ვე­ლო­დოთ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ქარ­თუ­ლი ბრენ­დის გა­მო­ჩე­ნას.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ზუ­რაბ თვა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ქარ­თუ­ლი მან­ქა­ნე­ბი ანუ ამ­ბა­ვი "შინ­მო­უს­ვლელ­ზე"

ქარ­თუ­ლი მან­ქა­ნე­ბი ანუ ამ­ბა­ვი "შინ­მო­უს­ვლელ­ზე"

"ქარ­თუ­ლი ავ­ტო­წარ­მო­ე­ბა" - ეს ფრა­ზა დღეს შე­იძ­ლე­ბა, ხმა­მაღ­ლა (თუ ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლა­დაც კი) ჟღერს, მაგ­რამ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 40-50-ი­ა­ნი წლე­ბის­თვის, რო­დე­საც ორ­ჯო­ნი­კი­ძის სა­ხე­ლო­ბის КАЗ-ი ანუ Кутаиский Авто Завод-ი ძა­ლებს იკ­რებ­და, სა­ხუ­მა­როდ არა­ვის ეცა­ლა. 18 აგ­ვის­ტო სწო­რე­დაც რომ პირ­ვე­ლი სა­მა­მუ­ლო ავ­ტო­მო­ბი­ლის დღე­ა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ თა­რი­ღის შე­სა­ხებ არა­ვის არა­ფე­რი ეცო­დი­ნე­ბა. სწო­რედ 1951 წლის ამ დღეს გად­მო­ვი­და კონ­ვე­ი­ერი­დან პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც, მე­რე რა რომ ცო­ტა­ო­დე­ნი ხუმ­რო­ბის თე­მად იქ­ცა, მით უმე­ტეს ქუ­თა­ი­სე­ლე­ბის­თვის. ამის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გორც ამ­ბო­ბენ, თა­ვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას მა­ინც ას­რუ­ლებ­და. ქარ­თუ­ლად მას "შინ­მო­უს­ვლე­ლიც" კი და­არ­ქვეს, ალ­ბათ, იმის გა­რან­ტი­ის არარ­სე­ბო­ბის გა­მო, რომ მას­ში მჯდო­მი ადა­მი­ა­ნი შინ უსაფ­რთხოდ დაბ­რუნ­დე­ბო­და ან მან­ქა­ნა სად­მე არ ჩარ­ჩე­ბო­და. მაგ­რამ ამას ხე­ლი არ შე­უშ­ლია მე­ავ­ტო­მო­ბი­ლე­ე­ბის­თვის, 8 მო­დე­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი და მი­საბ­მე­ლის სა­მი მო­დე­ლი გა­მო­ეშ­ვათ. პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მო­დე­ლად მოს­კო­ვის სტა­ლი­ნის სა­ხე­ლო­ბის ქარ­ხნის მი­ერ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი (ЗИС-ის) სატ­ვირ­თო გა­მო­ი­ყე­ნეს და პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი КАЗ-150-ის შექ­მნა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. ქარ­თუ­ლი ავ­ტო­წარ­მო­ე­ბა აქ არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა და მას მოჰ­ყვა КАЗ 585 Б, ცე­მენ­ტმზი­დი КАЗ-601; თვით­მცლე­ლი КАЗ 600. რო­გორც ის­ტო­რია გვამ­ცნობს, არც ერ­თი მათ­გა­ნი მოს­კო­ვუ­რი პრო­ტო­ტი­პის ას­ლი არ ყო­ფი­ლა. იყო მათ­ში რა­ღაც ქარ­თუ­ლიც. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი იხ­ვე­წე­ბო­და, რაც ფო­ტო­ებ­ზეც კარ­გად ჩანს.

ფაქ­ტობ­რი­ვად, ახა­ლი წარ­მო­ე­ბის და­საწყ­ი­სად იქ­ცა КАЗ-605, რო­მე­ლიც "კოლ­ხი­დას" სა­ხელ­წო­დე­ბით არის ცნო­ბი­ლი. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ მო­წო­ნე­ბუ­ლი, 1958 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ეს 5-ტო­ნი­ა­ნი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნა მა­შინ­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, რად­გან იმ დრო­ის კვა­ლო­ბა­ზე, ე.წ. "ნა­ვა­როტ­კე­ბით" გა­მო­ირ­ჩე­ო­და. თუმ­ცა, თა­ვი­სი და­ბა­ლი ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის, კონ­კრე­ტუ­ლად კი სიჩ­ქა­რის გა­მო, "ცირ­კის ცხე­ნიც" კი შე­არ­ქვეს "მად­ლი­ერ­მა" მძღო­ლებ­მა. ქუ­თა­ი­სუ­რი წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მან­ქა­ნა 70-ი­ა­ნი წლე­ბის ბო­ლოს აეწყ­ო, რო­მელ­საც КАЗ-4540 ეწო­და. ის იყო პირ­ვე­ლი სატ­რან­სპორ­ტო-­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მან­ქა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ი­დან, მაგ­რამ მხო­ლოდ 1984 წლი­დან მო­ი­პო­ვა სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის უფ­ლე­ბა. თუ ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებს ვენ­დო­ბით, სულ ბო­ლოს ქუ­თა­ი­სურ­მა ქარ­ხა­ნამ ბო­ლო 5 ათა­სი ГКБ-8535-01 გა­მო­უშ­ვა, სა­ი­და­ნაც რუ­სეთ­მა მხო­ლოდ 40 ერ­თე­უ­ლი შე­ი­ძი­ნა. აი, აქ მთავ­რდე­ბა მსხვი­ლი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის ის­ტო­რია ქუ­თა­ი­სის ავ­ტო­ქარ­ხა­ნა­ში. თუმ­ცა, ეს მა­ინც არ ყო­ფი­ლა და­სას­რუ­ლი. მე­მა­ტი­ა­ნემ უახ­ლე­სი ის­ტო­რი­აც შე­მოგ­ვი­ნა­ხა, რომ­ლის თა­ნახ­მად, ქუ­თა­ი­სელ­მა მე­ავ­ტო­მო­ბი­ლე­ებ­მა ინ­დუ­რი კომ­პა­ნი­ის დაკ­ვე­თით, მა­თი­ვე შექ­მნი­ლი ნა­წი­ლე­ბით, ინ­დუ­რი ჯი­პის "მა­ჰინ­დრას" აწყ­ო­ბა და­იწყ­ეს. ეს იყო არცთუ შო­რე­უ­ლი 2002 წე­ლი. ამ ექ­სპე­რი­მენ­ტმაც ვერ გა­ა­მარ­თლა და მა­ლე­ვე დას­რულ­და. სხვა­თა შო­რის, ქუ­თა­ი­სურ ფოლ­კლორ­ში ამ ავ­ტო­მო­ბილ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მო­ი­ძებ­ნე­ბა სხარ­ტი გა­მო­ნათ­ქვა­მი, მა­გა­ლი­თად, ასე­თი: "მა­ჰინ­დრას" თუ ყი­დუ­ლობ, ორი უნ­და აი­ღო - ერ­თი, რო­გორც მან­ქა­ნა, მე­ო­რე სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბა­დო".

აქ სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­წერ­დით, რომ ამ დღემ და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კონ­ცერ­ნის შექ­მნას, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ბაზ­რის მოთხ­ოვ­ნის 80%-ს აკ­მა­ყო­ფი­ლებს და მსოფ­ლიო ბრენ­დე­ბის სა­მე­ულ­ში შე­დის, რომ დღე­ის­თვის ეს ავ­ტო­ქარ­ხა­ნაა ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის სტა­ბი­ლუ­რო­ბის ზურ­გი, მაგ­რამ, რო­გორც იტყ­ვი­ან, ნუ­რას უკაც­რა­ვად! ქარ­თულ ავ­ტო­წარ­მო­ე­ბას თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსგავ­სი არა­ფე­რი "და­მუქ­რე­ბია" და სამ­წუ­ხა­როდ, არც უახ­ლო­ეს წლებ­ში უნ­და ვე­ლო­დოთ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ქარ­თუ­ლი ბრენ­დის გა­მო­ჩე­ნას.

იხილეთ ფოტოგალერეა

ზურაბ თვაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია