პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რო­გორ "წა­ვი­კითხ­ოთ" ენა
რო­გორ "წა­ვი­კითხ­ოთ" ენა

პი­რის ღრუს და­ა­ვა­დე­ბე­ბი დღეს საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ა, რა­საც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ეკო­ლო­გი­ურ გა­რე­მოს, არა­ჯან­საღ საკ­ვებს, სტრე­სებ­სა და ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი წე­სე­ბის არა­საკ­მა­რი­სად დაც­ვას აბ­რა­ლე­ბენ. ადა­მი­ა­ნის ენა კი ის ორ­გა­ნო­ა, რო­მე­ლიც უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. გვე­სა­უბ­რე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პა­რო­დონ­ტის და პი­რის ღრუს ლორ­წო­ვა­ნის და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი მა­ნა­ნა ივე­რი­ე­ლი:

- პი­რის ღრუ ორ­გა­ნიზ­მის სარ­კე­ა, ენა კი ის ე.წ. სა­ინ­ფორ­მა­ციო ორ­გა­ნო­ა, რო­მელ­ზეც რო­გორც ცალ­კე­ული ორ­გა­ნოს, ასე­ვე ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მე­ბის თით­ქმის ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბა აი­სა­ხე­ბა. მა­გა­ლი­თად, ენა­ზე აი­სა­ხე­ბა კუჭ­-ნაწ­ლა­ვის, გულ­-სის­ხლძარ­ღვთა, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და თვით ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბიც კი. პი­რის ღრუს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა "ე­ნის წა­კითხ­ვა" უნ­და იცოდ­ნენ. ენის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ბევ­რი რამ იქ­ცევს ყუ­რადღ­ე­ბას - ენის ზო­მა, მი­სი კი­დე­ე­ბის დაკბი­ლუ­ლო­ბა, ენის ფე­რი, ნა­დე­ბის კონ­სის­ტენ­ცი­ა, ტო­პოგ­რა­ფი­ა, ანუ ენის რო­მელ უბან­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი ნა­დე­ბი, რად­გან ყვე­ლა დე­ტალს მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მა­გა­ლი­თად, ენის უკა­ნა მე­სა­მე­დი კუჭ­-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბის პა­თო­ლო­გი­ებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ენის წვე­რი და წი­ნა მე­სა­მე­დი - გუ­ლის და ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბებს და ეს მხო­ლოდ მცი­რე­დი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­ა. ერ­თი სიტყ­ვით, ყვე­ლა ორ­გა­ნოს ენა­ზე თა­ვი­სი უბა­ნი აქვს: ნაწ­ლა­ვებს, ფილ­ტვებს, გულს, ღვიძლს და ა.შ. ამი­ტომ ენის­ფე­რის, ზო­მის, კი­დის დაკ­ბი­ლუ­ლო­ბის, ნა­დე­ბის, მი­სი კონ­სის­ტენ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ზო­გა­დად ორ­გა­ნიზ­მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

- თვი­თონ ენას, რო­გორც ორ­გა­ნოს, რა უქ­მნის საფ­რთხეს?

- ზო­გა­დად, ენა­ზე ზე­გავ­ლე­ნას კბი­ლე­ბი­სა და ლორ­წო­ვა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა ახ­დენს. მა­გა­ლი­თად, მას საფ­რთხეს უქ­მნის სა­ღე­ჭი კბი­ლე­ბის ან მცი­რე ძი­რი­თა­დი კბი­ლე­ბის კა­რი­ე­სი, რომ­ლე­ბიც დიდ­ხანს არ იბ­ჟი­ნე­ბა. ჩა­მო­ტე­ხი­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კბი­ლის კი­დე შე­საძ­ლოა ქრო­ნი­კუ­ლი მე­ქა­ნი­კუ­რი ტრა­ვმის მი­ზე­ზი გახ­დეს და ენის მო­ცე­მუ­ლი უბ­ნის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი ენის ქსო­ვი­ლის გა­დაგ­ვა­რე­ბით დას­რულ­დეს. ეს უკ­ვე საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თ­ო­ა, რად­გან ენის ქსო­ვი­ლის გა­დაგ­ვა­რე­ბა კი­ბოს გა­ნა­პი­რო­ბებს. ამი­ტომ ყვე­ლა ჩა­მო­ტე­ხი­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კბი­ლი დაბ­ჟე­ნას სა­ჭი­რო­ებს.

- თვი­თონ ენის და­ა­ვა­დე­ბებ­ზე რას გვე­ტყ­ო­დით?

- არ­სე­ბობს ენის სა­კუთ­რი­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ენა­ზე გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ენის სა­კუთ­რივ და­ა­ვა­დე­ბებს სხვა­დას­ხვა გლო­სი­ტი მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ტერ­მი­ნი "გლო­სი­ტი" ენის ან­თე­ბას ნიშ­ნავს. მა­გა­ლი­თად, მათ შო­რის არის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ენა, რაც ხში­რია ბავ­შვებ­შიც და მოზ­რდი­ლებ­შიც. არ­სე­ბობს ასე­ვე შა­ვი, თმი­ა­ნი ენა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ აში­ნებთ პა­ცი­ენ­ტებს, მაგ­რამ ამის გა­მომ­წვე­ვი შე­საძ­ლოა სრუ­ლე­ბით უბ­რა­ლო მი­ზე­ზი იყოს - მა­გა­ლი­თად, პი­რის ღრუს გა­მო­სავ­ლე­ბის პიგ­მენ­ტე­ბი...

- ბო­ლო დროს ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი უჩი­ვის ენის ამა თუ იმ უბ­ნის წვას. რა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს ეს სიმ­პტო­მი?

- ეს არის პი­რის ღრუს წვის სინ­დრო­მი, ამ და­ა­ვა­დე­ბას და­ფუფ­ქუ­ლი პი­რის სინ­დრომ­საც ეძა­ხი­ან. საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და უმე­ტეს­წი­ლად 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ქალ­ბა­ტო­ნებს აწუ­ხებთ. ამ დროს პა­ცი­ენტს პი­რის ღრუ­ში დის­კომ­ფორ­ტუ­ლი შეგ­რძნე­ბა აქვს, კერ­ძოდ - ენის წვა, ჩხვლე­ტა, - ეს არის ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა პი­რის ღრუ­ში. თით­ქოს გა­საკ­ვი­რია - ენა­ზე ვლინ­დე­ბა ნევ­რო­ზი და დეპ­რე­სი­ა? მაგ­რამ ეს მარ­თლაც ასე­ა. ამ სინ­დრო­მის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს აუ­ცი­ლებ­ლად აქვთ გა­და­ტა­ნი­ლი სტრე­სი, რა­მაც მა­თი ფსი­ქი­კა შეძ­რა. სტრე­სე­ბი­სა და ნერ­ვი­უ­ლო­ბის შემ­დეგ გა­დის დრო და პა­ცი­ენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ენა გა­ნუწყ­ვეტ­ლივ აწუ­ხებს, და­ფუფ­ქვის, ჩხვლე­ტის, წვის შეგ­რძნე­ბა აქვს, თუმ­ცა ჭა­მის დროს არ აწუ­ხებს.

- რა­ტომ ქრე­ბა ეს შეგ­რძნე­ბე­ბი ჭა­მის დროს?

- რა­კი ეს ენა-­ხა­ხის ნერ­ვის გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ა, რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის შე­სა­ბა­მი­სი უბ­ნე­ბის არა­ტი­პ­ურ გაღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს, ყვე­ლა ეს შეგ­რძნე­ბა (წვა, ჩხვლე­ტა თუ ტკი­ვი­ლი) ჭა­მის დროს ქრე­ბა. რად­გან, თუ ჭა­მის პრო­ცესს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მხრი­დან გან­ვი­ხი­ლავთ - სი­ა­მოვ­ნე­ბა­ა. ამ დროს თა­ვის ტვინ­ში ირ­თვე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბის ცენ­ტრი, რო­მე­ლიც გა­და­ფა­რავს იმ უბ­ნის აღ­გზნე­ბას, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტუ­ლი იყო ტკი­ვი­ლის, ჩხვლე­ტის და და­ფუფ­ქუ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბით. პი­რის ღრუს წვის სინ­დრო­მი დიდ დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის პა­ცი­ენტს. ამ და­ა­ვა­დე­ბას არა­ნა­ი­რი მა­ლა­მო­ და სავ­ლე­ბი არ შვე­ლის. და თუმ­ცა დი­აგ­ნოზს პა­რა­დონ­ტო­ლო­გე­ბი ვსვამთ, ეს სინ­დრო­მი მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნევ­რო­ლო­გიუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად იხ­სნე­ბა.

- საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ენის ჰერ­პე­სე­ბიც...

- ჰერ­პე­სი არის ვი­რუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, მას მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სის ვი­რუ­სი იწ­ვევს. ის ყველ­გან ჩნდე­ბა - პი­რის ღღუ­ში, ლო­ყის ლორ­წო­ვან­ზე, ტუჩ­ზე, ენა­ზე, თვა­ლის ლორ­წო­ვან­ზე, სა­შო­ზე, კან­ზე. პი­რის ღრუს ჰერ­პე­სუ­ლი წყლუ­ლე­ბი გა­მოც­დი­ლი თვა­ლის­თვის იო­ლი შე­სამ­ჩნე­ვი­ა. ჰერ­პე­სუ­ლი ვი­რუ­სი საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბა­ა. ერ­თხელ თუ მოხ­ვდა ორ­გა­ნიზ­მში, აღარ გა­მო­დის და მას სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. მაგ­რამ თუ პა­ცი­ენტს სამ თვე­ში ერ­თხელ მა­ინც უჩ­ნდე­ბა პი­რის ღრუ­ში ჰერ­პე­სუ­ლი წყლუ­ლე­ბი, იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი­ა, რომ მი­სი იმუ­ნი­ტე­ტი დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი­ა. ამ დროს ად­გი­ლობ­რივ მკურ­ნა­ლო­ბას­თან ერ­თად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზო­გა­დი მკურ­ნა­ლო­ბაც, რო­მე­ლიც გა­მოც­დი­ლი თე­რა­პევ­ტის ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებს.

მო­ამ­ზა­და ლიკა კე­რა­ტიშ­ვილ­მა

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

რო­გორ "წა­ვი­კითხ­ოთ" ენა

რო­გორ "წა­ვი­კითხ­ოთ" ენა

პი­რის ღრუს და­ა­ვა­დე­ბე­ბი დღეს საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ა, რა­საც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ეკო­ლო­გი­ურ გა­რე­მოს, არა­ჯან­საღ საკვებს, სტრე­სებ­სა და ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი წე­სე­ბის არა­საკ­მა­რი­სად დაც­ვას აბ­რა­ლე­ბენ. ადა­მი­ა­ნის ენა კი ის ორგანო­ა, რო­მე­ლიც უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. გვე­სა­უბ­რე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პა­რო­დონ­ტის და პი­რის ღრუს ლორ­წო­ვა­ნის და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელმძღვა­ნე­ლი, სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი მა­ნა­ნა ივე­რი­ე­ლი:

-  პი­რის ღრუ ორ­გა­ნიზ­მის სარ­კე­ა, ენა კი ის ე.წ. სა­ინ­ფორ­მა­ციო ორ­გა­ნო­ა, რო­მელ­ზეც რო­გორც ცალ­კე­ული ორ­გა­ნოს, ასე­ვე ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მე­ბის თით­ქმის ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბა აი­სა­ხე­ბა. მა­გა­ლი­თად, ენა­ზე აი­სა­ხე­ბა კუჭ­-ნაწ­ლა­ვის, გულ­-სისხლძარღვთა, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და თვით ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბიც კი. პი­რის ღრუს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა "ე­ნის წაკითხ­ვა" უნ­და იცოდ­ნენ. ენის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ბევ­რი რამ იქ­ცევს ყუ­რადღ­ე­ბას - ენის ზო­მა, მი­სი კი­დე­ე­ბის დაკბილულობა, ენის ფე­რი, ნა­დე­ბის კონ­სის­ტენ­ცი­ა, ტო­პოგ­რა­ფი­ა, ანუ ენის რო­მელ უბან­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი ნა­დე­ბი, რადგან ყვე­ლა დე­ტალს მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მა­გა­ლი­თად, ენის უკა­ნა მე­სა­მე­დი კუჭ­-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბის პა­თო­ლო­გი­ებს შეესაბამე­ბა, ენის წვე­რი და წი­ნა მე­სა­მე­დი - გუ­ლის და ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბებს და ეს მხო­ლოდ მცი­რე­დი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­ა. ერ­თი სიტყ­ვით, ყვე­ლა ორ­გა­ნოს ენა­ზე თა­ვი­სი უბა­ნი აქვს: ნაწ­ლა­ვებს, ფილ­ტვებს, გულს, ღვიძლს და ა.შ. ამიტომ ენისფერის, ზო­მის, კი­დის დაკ­ბი­ლუ­ლო­ბის, ნა­დე­ბის, მი­სი კონ­სისტენ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ზოგადად ორ­გა­ნიზ­მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

-  თვი­თონ ენას, რო­გორც ორ­გა­ნოს, რა უქ­მნის საფ­რთხეს?

-  ზო­გა­დად, ენა­ზე ზე­გავ­ლე­ნას კბი­ლე­ბი­სა და ლორ­წო­ვა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა ახ­დენს. მა­გა­ლი­თად, მას საფ­რთხეს უქ­მნის საღეჭი კბი­ლე­ბის ან მცი­რე ძი­რი­თა­დი კბი­ლე­ბის კა­რი­ე­სი, რომ­ლე­ბიც დიდ­ხანს არ იბ­ჟი­ნე­ბა. ჩა­მო­ტე­ხი­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კბი­ლის კი­დე შე­საძ­ლოა ქრო­ნი­კუ­ლი მე­ქა­ნი­კუ­რი ტრა­ვმის მი­ზე­ზი გახ­დეს და ენის მო­ცე­მუ­ლი უბ­ნის და­ზი­ა­ნე­ბა გამოიწვიოს, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი ენის ქსო­ვი­ლის გა­დაგ­ვა­რე­ბით დას­რულ­დეს. ეს უკ­ვე საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თ­ო­ა, რად­გან ენის ქსო­ვი­ლის გა­დაგ­ვა­რე­ბა კი­ბოს გა­ნა­პი­რო­ბებს. ამი­ტომ ყვე­ლა ჩა­მო­ტე­ხი­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კბი­ლი დაბ­ჟე­ნას საჭიროებს.

-  თვი­თონ ენის და­ა­ვა­დე­ბებ­ზე რას გვეტყ­ო­დით?

-  არ­სე­ბობს ენის სა­კუთ­რი­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ენა­ზე გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ენის სა­კუთ­რივ და­ა­ვა­დე­ბებს სხვა­დას­ხვა გლო­სი­ტი მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ტერმინი "გლო­სი­ტი" ენის ან­თე­ბას ნიშ­ნავს. მა­გა­ლი­თად, მათ შო­რის არის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ენა, რაც ხში­რია ბავ­შვებ­შიც და მოზ­რდი­ლებ­შიც. არ­სე­ბობს ასე­ვე შა­ვი, თმი­ა­ნი ენა, რომელიც საკ­მა­ოდ აში­ნებთ პა­ცი­ენ­ტებს, მაგ­რამ ამის გა­მომ­წვე­ვი შე­საძ­ლოა სრუ­ლე­ბით უბ­რა­ლო მი­ზე­ზი იყოს - მაგალითად, პი­რის ღრუს გა­მო­სავ­ლე­ბის პიგ­მენ­ტე­ბი...

-  ბო­ლო დროს ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი უჩი­ვის ენის ამა თუ იმ უბ­ნის წვას. რა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს ეს სიმ­პტო­მი?

-  ეს არის პი­რის ღრუს წვის სინ­დრო­მი, ამ და­ა­ვა­დე­ბას და­ფუფ­ქუ­ლი პი­რის სინ­დრომ­საც ეძა­ხი­ან. საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და უმე­ტეს­წი­ლად 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ქალ­ბა­ტო­ნებს აწუ­ხებთ. ამ დროს პა­ცი­ენტს პი­რის ღრუ­ში დისკომფორ­ტუ­ლი შეგრძნება აქვს, კერ­ძოდ - ენის წვა, ჩხვლე­ტა, - ეს არის ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა პი­რის ღრუ­ში. თით­ქოს გა­საკ­ვი­რია - ენა­ზე ვლინ­დე­ბა ნევ­რო­ზი და დეპ­რე­სი­ა? მაგ­რამ ეს მარ­თლაც ასე­ა. ამ სინ­დრო­მის მქონე პა­ცი­ენ­ტებს აუ­ცი­ლებ­ლად აქვთ გა­და­ტა­ნი­ლი სტრე­სი, რამაც მა­თი ფსი­ქი­კა შეძ­რა. სტრე­სე­ბი­სა და ნერ­ვი­უ­ლო­ბის შემდეგ გა­დის დრო და პა­ცი­ენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ენა გა­ნუწყ­ვეტ­ლივ აწუ­ხებს, და­ფუფ­ქვის, ჩხვლე­ტის, წვის შეგ­რძნე­ბა აქვს, თუმცა ჭა­მის დროს არ აწუ­ხებს.

-  რა­ტომ ქრე­ბა ეს შეგ­რძნე­ბე­ბი ჭა­მის დროს?

-  რა­კი ეს ენა-­ხა­ხის ნერ­ვის გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ა, რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის შე­სა­ბა­მი­სი უბ­ნე­ბის არატი­პ­ურ გაღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს, ყვე­ლა ეს შეგ­რძნე­ბა (წვა, ჩხვლე­ტა თუ ტკი­ვი­ლი) ჭა­მის დროს ქრე­ბა. რად­გან, თუ ჭა­მის პრო­ცესს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მხრი­დან გან­ვი­ხი­ლავთ - სი­ა­მოვ­ნე­ბა­ა. ამ დროს თა­ვის ტვინ­ში ირ­თვე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბის ცენ­ტრი, რომელიც გა­და­ფა­რავს იმ უბ­ნის აღ­გზნე­ბას, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტუ­ლი იყო ტკი­ვი­ლის, ჩხვლე­ტის და და­ფუფ­ქუ­ლო­ბის შეგრძნე­ბით. პირის ღრუს წვის სინ­დრო­მი დიდ დის­კომ­ფორტს უქ­მნის პა­ცი­ენტს. ამ და­ა­ვა­დე­ბას არა­ნა­ი­რი მა­ლა­მო­ და სავლე­ბი არ შველის. და თუმ­ცა დი­აგ­ნოზს პა­რა­დონ­ტო­ლო­გე­ბი ვსვამთ, ეს სინ­დრო­მი მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნევროლოგიუ­რი მკურნალო­ბის შე­დე­გად იხ­სნე­ბა.

-  საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ენის ჰერ­პე­სე­ბიც...

-  ჰერ­პე­სი არის ვი­რუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, მას მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სის ვი­რუ­სი იწ­ვევს. ის ყველ­გან ჩნდე­ბა - პი­რის ღღუ­ში, ლო­ყის ლორ­წო­ვან­ზე, ტუჩ­ზე, ენა­ზე, თვა­ლის ლორ­წო­ვან­ზე, სა­შო­ზე, კან­ზე. პი­რის ღრუს ჰერ­პე­სუ­ლი წყლუ­ლე­ბი გა­მოც­დი­ლი თვალის­თვის იო­ლი შე­სამ­ჩნე­ვი­ა. ჰერ­პე­სუ­ლი ვი­რუ­სი საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბა­ა. ერ­თხელ თუ მოხვდა ორ­გა­ნიზ­მში, აღარ გა­მო­დის და მას სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. მაგ­რამ თუ პა­ცი­ენტს სამ თვე­ში ერ­თხელ მაინც უჩ­ნდე­ბა პი­რის ღრუ­ში ჰერ­პე­სუ­ლი წყლუ­ლე­ბი, იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი­ა, რომ მი­სი იმუ­ნი­ტე­ტი დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი­ა. ამ დროს ად­გი­ლობ­რივ მკურ­ნა­ლო­ბას­თან ერ­თად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზო­გა­დი მკურ­ნა­ლო­ბაც, რო­მე­ლიც გა­მოც­დი­ლი თე­რა­პევ­ტის ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებს.

მოამზადა ლიკა კერატიშვილმა

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია