მსოფლიო
პოლიტიკა

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საჭიროა თუ არა ბავშვთან სექსზე საუბარი?
საჭიროა თუ არა ბავშვთან სექსზე საუბარი?

ბავ­შვთა სექ­სუ­ა­ლუ­რი აღ­ზრდი­სად­მი მიდ­გო­მა უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბი­თად შე­იც­ვა­ლა. ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლი გახ­და, რომ ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის მომ­ზა­დე­ბა ჩვენ­ზე, უფ­რო­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მო­ზარ­დთა სწო­რი აღ­ზრდით თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ სექ­სუ­ა­ლურ ნი­ა­დაგ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ ფსი­ქი­კურ ტრავ­მებს და ნევ­რო­ზებს, შევ­ძლებთ, და­ვიც­ვათ მო­მა­ვა­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი პა­თო­ლო­გი­ის­გან, რო­მელ­თაც უდი­დე­სი ზი­ა­ნის მო­ტა­ნა შე­უძ­ლი­ათ. ბავ­შვთა და მო­ზარ­დთა სექ­სუ­ა­ლო­ბის შე­სა­ხებ სპე­ცი­ა­ლის­ტთა შო­რის არ­სე­ბობს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა­ნი. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­ში უკეთ გა­სარ­კვე­ვად, "ვერ­სია" ბავ­შვთა და მო­აზ­რდთა ფსი­ქი­ატ­რი­ის ერთ-ერთ ფუ­ძემ­დე­ბელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორს, მეც­ნი­ე­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბულ მოღ­ვა­წეს, მ. ასა­თი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ატს, პრო­ფე­სორს, აკა­დე­მი­კოს მი­რი­ან მეს­ტი­აშ­ვილს ესა­უბ­რა.

- სა­ჭი­როა თუ არა სექსზე ბავ­შვთან სა­უ­ბა­რი?

- ვფიქ­რობთ, ბავ­შვს უნდა მი­ე­ცეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ცნო­ბე­ბი სექ­სის შე­სა­ხებ იმ ზო­მით, რო­გორ ინ­ტე­რეს­საც იჩენს იგი ამ სა­კი­თხის მი­მართ. მშობ­ლე­ბის უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია სექ­სის სა­კი­თხებ­ზე ბავ­შვს იძუ­ლე­ბულს ხდის, პა­სუ­ხი ეძე­ბოს ქუ­ჩის "გან­მა­ნათ­ლებ­ლებ­თან", სა­დაც ხში­რად იღე­ბენ და­მა­ხინ­ჯე­ბულ, ცი­ნი­კურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. დად­გე­ნი­ლია, რომ ბავ­შვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი სექ­სის სა­კი­თხებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მხო­ლოდ 20%-ს იღე­ბენ მშობ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან. სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად დო­ზი­რე­ბუ­ლად უნდა მი­ე­წო­დოს ბავ­შვს, მაგ­რამ იგი არ უნდა ამო­ი­წუ­როს სქე­სობ­რი­ვი სფე­როს ანა­ტო­მი­უ­რი და ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი სა­კი­თხე­ბით და ჰი­გი­ე­ნუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით. სქე­სობ­რი­ვი აღ­ზრდა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გუ­ლის­ხმობს ბავ­შვის ზნე­ობ­რივ აღ­ზრდას. ამის­თვის ოპ­ტი­მა­ლურ ასა­კად მკვლე­ვარ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­იჩ­ნევს 10 წელს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს მო­ნა­ცე­მი არ არის დოგ­მა და მო­სა­ლოდ­ნე­ლია გარ­კვე­უ­ლი მერ­ყე­ო­ბა სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რის გამო. მრა­ვა­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლი სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბა უნდა და­ი­წყოს 2-3 წლის ასა­კი­დან, რათა ბავ­შვი გა­ერ­კვეს სქე­სობ­რივ კუთ­ვნი­ლე­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა პორ­ნოგ­რა­ფი­ულ ფილ­მებს, ისი­ნი ბავ­შვებს უძ­ლი­ე­რებს ინ­ტე­რესს სექ­სი­სად­მი და რაც ყვე­ლა­ზე ცუ­დია, ზოგ­ჯერ ბავ­შვე­ბი გა­და­დი­ან ფილმში ნა­ნა­ხის პრაქ­ტი­კულ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, ახ­დე­ნენ თა­ვი­ან­თი სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბას და ცდი­ლო­ბენ, თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით თა­ნა­ტო­ლებ­ზე მო­ახ­დი­ნონ ერო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა. სქე­სობ­რი­ვი ლტოლ­ვის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ამას­თა­ნა­ვე, ერო­ტი­კუ­ლი ფან­ტა­ზი­ის შე­უ­ზღუ­და­ო­ბა იწ­ვევს მო­ზარ­დის ფსი­ქო­ე­მო­ცი­ურ და­ძაბ­ვას. ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბის ხში­რად გა­მე­ო­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ქცე­ვის მოშ­ლის სხვა­დას­ხვა სახე (სქე­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბა, ონა­ნიზ­მი, აფექ­ტუ­რე­ბა, აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა) არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, სექ­სუ­ა­ლუ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი ასეთ მო­ზარ­დთა შედმგომ ცხოვ­რე­ბა­შიც.

არ იფიქ­როთ, რომ წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ფი­ზი­კუ­რი სი­ლა­მა­ზი­სა და მშვე­ნი­ე­რე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი სუ­რა­თე­ბის ჩვე­ნე­ბი­სა. არც იმას ვფიქ­რობ, მო­ზარ­დებ­მა არ უნდა ისა­უბ­რონ სექსზე. მთა­ვა­რია, ჩვენ, უფ­რო­სებ­მა და­ვიც­ვათ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი, არა­ეს­თე­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­გან.

სწო­რი სქე­სობ­რი­ვი აღ­ზრდა, ბევრ სხვა სი­კე­თეს­თან ერ­თად, შე­ამ­ცი­რებს გო­ნებ­რი­ვად და ფი­ზი­კუ­რად დე­ფექ­ტურ ბავ­შვთა და­ბა­დე­ბას, სა­ბავ­შვო სახ­ლებ­ში და­ტო­ვე­ბულ ბავ­შვთა რი­ცხვს...… ახალ­გაზ­რდებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ სქე­სობ­რი­ვი ლტოლ­ვი­სად­მი და­მორ­ჩი­ლე­ბა ზოგ­ჯერ მთავ­რდე­ბა სხვა­დას­ხვა ვე­ნე­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბით, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მით, პროს­ტი­ტუ­ცი­ით და სა­უ­კუ­ნის სა­ში­ში სე­ნით - შიდსით.

სექ­სის კულ­ტუ­რის სწავ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლი და სრულ­ყო­ფი­ლი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გა­რან­ტი­აა.

გა­ზე­თი "ვერ­სია"

(შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია)

საჭიროა თუ არა ბავშვთან სექსზე საუბარი?

საჭიროა თუ არა ბავშვთან სექსზე საუბარი?

ბავშვთა სექსუალური აღზრდისადმი მიდგომა უკანასკნელი წლების განმავლობაში არსებითად შეიცვალა. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ოჯახური ცხოვრებისთვის მომავალი თაობის მომზადება ჩვენზე, უფროსებზეა დამოკიდებული. მოზარდთა სწორი აღზრდით თავიდან ავიცილებთ სექსუალურ ნიადაგზე განვითარებულ ფსიქიკურ ტრავმებს და ნევროზებს, შევძლებთ, დავიცვათ მომავალი სექსუალური პათოლოგიისგან, რომელთაც უდიდესი ზიანის მოტანა შეუძლიათ. ბავშვთა და მოზარდთა სექსუალობის შესახებ სპეციალისტთა შორის არსებობს განსხვავებული შეხედულებანი. აღნიშნულ საკითხებში უკეთ გასარკვევად, "ვერსია" ბავშვთა და მოაზრდთა ფსიქიატრიის ერთ-ერთ ფუძემდებელს საქართველოში, მედიცინის დოქტორს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, მ. ასათიანის სახელობის პრემიის ლაურეატს, პროფესორს, აკადემიკოს მირიან მესტიაშვილს ესაუბრა.

- საჭიროა თუ არა სექსზე ბავშვთან საუბარი?

- ვფიქრობთ, ბავშვს უნდა მიეცეს აუცილებელი ცნობები სექსის შესახებ იმ ზომით, როგორ ინტერესსაც იჩენს იგი ამ საკითხის მიმართ. მშობლების უარყოფითი რეაქცია სექსის საკითხებზე ბავშვს იძულებულს ხდის, პასუხი ეძებოს ქუჩის "განმანათლებლებთან", სადაც ხშირად იღებენ დამახინჯებულ, ცინიკურ ინფორმაციას. დადგენილია, რომ ბავშვები და მოზარდები სექსის საკითხებზე ინფორმაციის მხოლოდ 20%-ს იღებენ მშობლებისა და მასწავლებლებისგან. სქესობრივი განათლება აუცილებლად დოზირებულად უნდა მიეწოდოს ბავშვს, მაგრამ იგი არ უნდა ამოიწუროს სქესობრივი სფეროს ანატომიური და ფიზიოლოგიური საკითხებით და ჰიგიენური რეკომენდაციებით. სქესობრივი აღზრდა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ბავშვის ზნეობრივ აღზრდას. ამისთვის ოპტიმალურ ასაკად მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს 10 წელს. რასაკვირველია, ეს მონაცემი არ არის დოგმა და მოსალოდნელია გარკვეული მერყეობა სხვადასხვა ფაქტორის გამო. მრავალი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ელემენტარული სქესობრივი განათლება უნდა დაიწყოს 2-3 წლის ასაკიდან, რათა ბავშვი გაერკვეს სქესობრივ კუთვნილებაში. რაც შეეხება პორნოგრაფიულ ფილმებს, ისინი ბავშვებს უძლიერებს ინტერესს სექსისადმი და რაც ყველაზე ცუდია, ზოგჯერ ბავშვები გადადიან ფილმში ნანახის პრაქტიკულ განხორციელებაზე, ახდენენ თავიანთი სასქესო ორგანოების დემონსტრირებას და ცდილობენ, თავისი შესაძლებლობებით თანატოლებზე მოახდინონ ეროტიკული ზემოქმედება. სქესობრივი ლტოლვის რეალიზაციის შესაძლებლობა და ამასთანავე, ეროტიკული ფანტაზიის შეუზღუდაობა იწვევს მოზარდის ფსიქოემოციურ დაძაბვას. ასეთი მდგომარეობის ხშირად გამეორებამ შეიძლება გამოიწვიოს ქცევის მოშლის სხვადასხვა სახე (სქესობრივი ძალადობა, ონანიზმი, აფექტურება, აგრესიული ქცევა) არ არის გამორიცხული, სექსუალური სიძნელეები ასეთ მოზარდთა შედმგომ ცხოვრებაშიც.

არ იფიქროთ, რომ წინააღმდეგი ვარ ადამიანის სხეულის ფიზიკური სილამაზისა და მშვენიერების გამომხატველი სურათების ჩვენებისა. არც იმას ვფიქრობ, მოზარდებმა არ უნდა ისაუბრონ სექსზე. მთავარია, ჩვენ, უფროსებმა დავიცვათ მომავალი თაობა გაუკუღმართებული, არაესთეტიკური ინფორმაციის მიღებისგან.

სწორი სქესობრივი აღზრდა, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, შეამცირებს გონებრივად და ფიზიკურად დეფექტურ ბავშვთა დაბადებას, საბავშვო სახლებში დატოვებულ ბავშვთა რიცხვს...… ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ სქესობრივი ლტოლვისადმი დამორჩილება ზოგჯერ მთავრდება სხვადასხვა ვენერიული დაავადებით, ჰომოსექსუალიზმით, პროსტიტუციით და საუკუნის საშიში სენით - შიდსით.

სექსის კულტურის სწავლება ჯანმრთელი და სრულყოფილი პიროვნების ჩამოყალიბების გარანტიაა.

გაზეთი "ვერსია"

(შემოკლებული ვერსია)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია