Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ ცრუ შეტყობინებების ავტორები დააკავა
შსს-მ ცრუ შეტყობინებების ავტორები დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ავ­ტო­რე­ბი უკვე გა­მო­ავ­ლი­ნა და და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მოვ­ლე­ნი­ლია, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში ნაღ­მის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის ავ­ტო­რი , ისე "პროკ­რე­დიტ ბანკთან" და­კავ­ში­რე­ბით ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის ავ­ტო­რი.

"შსს-ის იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში შე­სუ­ლი ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის ავ­ტო­რი გა­მო­ავ­ლი­ნეს. ანო­ნი­მუ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც ბომ­ბის არ­სე­ბო­ბას ქუ­თა­ის­ში მდე­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში იტყო­ბი­ნე­ბო­და, აბა­შა­ში მცხოვ­რე­ბი 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ოთარ ჯ. აღ­მოჩ­ნდა. მან 112-ში ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბა 16 სექ­ტემ­ბერს, 14:38 სა­ათ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. შე­ტყო­ბი­ნე­ბის­თა­ნა­ვე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შსს-ს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი გა­მო­ცხად­დნენ, რომ­ლებ­მაც შე­ნო­ბა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­ნაღმვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად შე­ნო­ბა­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა არ აღ­მოჩ­ნდა. გა­მო­ძი­ე­ბა ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ ცრუ შე­ტყო­ბის ფაქ­ტზე და­ი­წყო სსსკ- ის 331-ე მუხ­ლის 1- ლი ნა­წი­ლით, რაც 3 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - ნათ­ქვა­მია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა "პროკ­რე­დიტ ბანკთან" და­კავ­ში­რე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის ავ­ტორს, უწყე­ბის ცნო­ბით, მას სამ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

"შსს-ს შიდა ქარ­თლის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად 1967 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნო­დარ ა. ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბულ­მა შსს-ს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში და­რე­კა და ხა­შურ­ში "პროკ­რე­დიტ ბან­კში" ნაღ­მის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შე­ტყო­ბი­ნე­ბის­თა­ნა­ვე გა­მო­ცხად­დნენ ად­გილ­ზე. შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბის დაც­ვით შსს-ს გამ­ნაღმველ­თა სამ­სა­ხურ­მა და კი­ნო­ლო­გებ­მა იმუ­შა­ვეს, რის შე­დე­გა­დაც გა­ირ­კვა, რომ გან­გა­ში ცრუ იყო და შე­ნო­ბა­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის არ­სე­ბო­ბა არ და­დას­ტურ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის ავ­ტო­რის ვი­ნა­ო­ბა და­ად­გი­ნეს და ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის ფაქ­ტზე სსსკ-ს 331-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სამ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - გან­მარ­ტა­ვენ შსს-ში.

გარ­და ამი­სა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის მე-2 გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის ავ­ტო­რის ვი­ნა­ო­ბა და­ად­გი­ნეს.

შსს-ს ცნო­ბით, პირი, რო­მელ­მაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-სა და "იმე­დის" შე­ნო­ბა­ში ბომ­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ შსს-ს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრის ოპე­რა­ტორს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია -ას­პინ­ძა­ში მცხოვ­რე­ბი არას­რულ­წლო­ვა­ნი, 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მი­ლერ ბ. აღ­მოჩ­ნდა.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვან­მა "112"-ში ზარი 10 წუ­თის ინ­ტერ­ვა­ლით ორ­ჯერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

"შე­ტყო­ბი­ნე­ბის­თა­ნა­ვე შსს-ს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ორი­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის შე­ნო­ბებ­თან გა­მო­ცხად­დნენ. გამ­ნაღმვე­ლე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ შე­ტყო­ბი­ნე­ბა ცრუ იყო, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა არც ერთ შე­ნო­ბა­ში არ აღ­მოჩ­ნდა. ამას­თან, უკვე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სსსკ- ის 331-ე მუხ­ლის 1- ლი ნა­წი­ლით)", - აღ­ნიშ­ნუ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

შსს-მ ცრუ შეტყობინებების ავტორები დააკავა

შსს-მ ცრუ შეტყობინებების ავტორები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცრუ შეტყობინებების ავტორები უკვე გამოავლინა და დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოვლენილია, როგორც პარლამენტის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი , ისე "პროკრედიტ ბანკთან" დაკავშირებით ცრუ შეტყობინების ავტორი.

"შსს-ის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შესული ცრუ შეტყობინების ავტორი გამოავლინეს. ანონიმური სატელეფონო ზარის ავტორი, რომელიც ბომბის არსებობას ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობაში იტყობინებოდა, აბაშაში მცხოვრები 1994 წელს დაბადებული ოთარ ჯ. აღმოჩნდა. მან 112-ში ცრუ შეტყობინება 16 სექტემბერს, 14:38 საათზე განახორციელა. შეტყობინებისთანავე საკანონმდებლო ორგანოში შსს-ს შესაბამისი სამსახურები გამოცხადდნენ, რომლებმაც შენობაში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ჩატარებული განაღმვითი სამუშაოების შედეგად შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობის ფაქტზე დაიწყო სსსკ- ის 331-ე მუხლის 1- ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება "პროკრედიტ ბანკთან" დაკავშირებით განხორციელებული ცრუ შეტყობინების ავტორს, უწყების ცნობით, მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1967 წელს დაბადებული ნოდარ ა. ცრუ შეტყობინების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში დარეკა და ხაშურში "პროკრედიტ ბანკში" ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა. სამართალდამცველები შეტყობინებისთანავე გამოცხადდნენ ადგილზე. შესაბამისი წესების დაცვით შსს-ს გამნაღმველთა სამსახურმა და კინოლოგებმა იმუშავეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ განგაში ცრუ იყო და შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა. სამართალდამცველებმა ცრუ შეტყობინების ავტორის ვინაობა დაადგინეს და ზარის განხორციელებიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსსკ-ს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განმარტავენ შსს-ში.

გარდა ამისა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ცრუ შეტყობინების ავტორის ვინაობა დაადგინეს.

შსს-ს ცნობით, პირი, რომელმაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სა და "იმედის" შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ოპერატორს მიაწოდა ინფორმაცია -ასპინძაში მცხოვრები არასრულწლოვანი, 2004 წელს დაბადებული მილერ ბ. აღმოჩნდა.

სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა "112"-ში ზარი 10 წუთის ინტერვალით ორჯერ განახორციელა.

"შეტყობინებისთანავე შსს-ს შესაბამისი სამსახურები ორივე ტელეკომპანიის შენობებთან გამოცხადდნენ. გამნაღმველების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ შეტყობინება ცრუ იყო, ასაფეთქებელი მოწყობილობა არც ერთ შენობაში არ აღმოჩნდა. ამასთან, უკვე დაწყებულია გამოძიება, რომელიც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ- ის 331-ე მუხლის 1- ლი ნაწილით)", - აღნიშნულის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ